კურთხევა გადაიდო

   შინაურ პირველობაზე ლიდერი შეიცვალა; "ირბ-ის შვიდკაცაზე" ინგლისმა შინ იმარჯვა და ლიდერ აფრიკას სერიის ჩემპიონად კურთხევა ბოლო ეტაპისთვის გადაუდო, ჩვენმა ბიჭებმა კი კვლავაც ხუთივე მატჩი წააგეს და ბოლოსწინა ადგილი გაიყვეს.

ჩემპიონმა ლოკომოტივმა ავჭალაში რომ ძლია აქამდელი ლიდერი აკადემია, უმაღლეს ლიგაში თავად დაწინაურდა, შვიდკაცის ვოიაჟის გადამკიდე კი ზაფხულისთვის გადაიდო ლელო - ყოჩების თამაშიც. პირველ ლიგაში მესამედაც გაიმარჯვეს არმაზმა და ხულიგანამ, დინამოს ადგილი კი ახალმა კლუბმა, "დინამო ივერიამ" დაიკავა.

აფრიკა ჩემპიონი ლონდონშივე გახდებოდა, თუ თავად თასის ნახევარფინალში გავიდოდა, მდევარი ინგლისი კი ვერ იპირველებდა. ბოკემ პირველი ამოცანა შეასრულა, მაგრამ წააგო ზელანდიასთან, ინგლისმა კი, 36 ათასი მოსეირის გასახარად, ბოლო შეტევით გაუფრევა 20 წუთი კივებს და ოვერტაიმში, "ოქროს ლელოთი" მოუგო.

შოტლანდიის ეტაპის წინ აფრიკა 20 ქულით უსწრებს ინგლისს და ჩემპიონი გახდება, თუ 16 გუნდში მეათე (!) ადგილს ასცდება. ეს ჯერჯერობით ვერ ხელეწიფება "ქართულ შვიდკაცას", ვინც წინა, ევროპული სერიის ეტაპთან შედარებით, სხვა შვიდი კაცი აჩაუქა, მაგრამ მაგით შედეგი არ შეცვლილა.

>>>     ირბ-ის შვიდკაცის X სეზონი

VII ეტაპი. 23-24/05 ლონდონი (ინგ)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) აფრიკა 17:14 ავსტრალია
(ბ) ინგლისი 31:14 სამოა
(გ) ფიჯი 26:5 კენია
(დ) ზელანდია 38:0 არგენტინა

<<    მოულოდნელობანი

(ბ) სამოა 26:26 საფრანგეთი
(გ) ფიჯი 7:12 შოტლანდია
(დ) არგენტინა 21:21 პორტუგალია

<<    მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 21:5 საფრანგეთი (ბ2)
ზელანდია (დ1) 33:14 ფიჯი (გ2)
შოტლანდია (გ1) 22:21 პორტუგალია (დ2)
ინგლისი (ბ1) 26:12 ავსტრალია (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) ფიჯი 35:19 საფრანგეთი (4)
    პორტუგალია 19:10 ავსტრალია (4)
(თასი) ზელანდია 10:5 აფრიკა (12)
    ინგლისი 26:12 შოტლანდია (12)

<<    ფინალი

ფარი (XIII) კანადა 27:7 შტატები
ფიალა (IX) კენია (2) 12:7 უელსი
სინი (V) ფიჯი (8) 24:10 პორტუგალია (6)
თასი (I) ინგლისი (20) 31:26*დდ ზელანდია (16)

<<    ქულა

116  აფრიკა (3თ: დუბაი ჯორჯი ადელაიდა)
  96  ინგლისი (2თ: ველინგტონი ლონდონი)
  82  ფიჯი (1თ: ჰონკონგი)
  80  ზელანდია
  68  არგენტინა (1თ: სან დიეგო)
  60  კენია
  36  სამოა
  24  ავსტრალია; 20 შტატები; 15 პორტუგალია
  12  უელსი შოტლანდია; 8 საფრანგეთი
    4  ტონგა; 3 კანადა; 2 ქუქეთი

<<    თასი (1999-2009, 83 ეტაპი)

ზელანდია 35, ფიჯი 14, ინგლისი 13, აფრიკა 11, ავსტრალია 4, სამოა 3, არგენტინა 2, საფრანგეთი 1

<<    საქართველო -

(დ) სამოა 0:47, ინგლისი 0:61, საფრანგეთი 7:57 /
(ფიალა) უელსი 0:36 / (ფარი) შტატები 12:38

რაზმი (* დაგვემატნენ სოპოტის შემდეგ)

ვიქტორ კოლელიშვილი*, თემურ ჩიქვინიძე*, დავით ჩიტიძე, გიორგი ბეგაძე, ირაკლი ყიასაშვილი*, ირაკლი გეგენავა, გიორგი შკინინი, გიორგი კალმახელიძე*, მამუკა ნინიძე*, ვახო ბერძენიშვილი*, სანდრო ნიჟარაძე, ალეკო ტუჩაშვილი* (მწ) კახა ალანია; (მნჯ) გიორგი ასათიანი

გამოგვაკლდნენ: სანდრო თოდუა, ირაკლი გუნდიშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ბექა წიკლაური

სვლაგეზი

მსოფლიო 30-31/05 ედინბურგი (შტლ)
ევროპა: 6-7/06 ოდესა (უკრ) ფინალი 11-12/07 ჰანოვერი (გერ)

>>>     ევროპის შვიდკაცა

II ეტაპი. 23-24/05 ათენი (სბძ)

ფინალი: 1/2 საფრანგეთი - რუმინეთი 33:10, 3/4 ესპანეთი - კვიპროსი 22:5

ქულა (^ დაასრულა) 18 პორტუგალია საფრანგეთი; 16 პოლონეთი რუმინეთი; 14 საქართველო ესპანეთი; 12 შვედეთი კვიპროსი; 10 დანია სერბეთი; 8 ჩეხეთი მონაკო; 6 ლატვია ბოსნია; 4 ლუქსემბურგი^ საბერძნეთი; 2 ნორვეგია ბულგარეთი; 0 უნგრეთი

>>>    საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

 პირველი ლიგა

<<< >>>