ჰაინეკენიც ირლანდიისაა!

   ირლანდიური რაგბისთვის საარაკო სეზონი დასრულდა იმით, რომ ევროპის საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასი" პირველად შემართა დუბლინის "ლენსთერმა", ვინც ფინალში ინგლისის 8-გზის ჩემპიონს, "ლესთერს" სულ ბოლოსღა აჯობა.

ირლანდიამ მარტში 24 წლის შემდეგ ისევ მოიგო "ექვსი (ყოფილი ხუთი) ერი", პირველიდან 61 წლის თავზე კი მეორედაც გაასრულა "დიდი სლემი". "სამყურათა" სარეკორდოდ ბევრი, 14 მოთამაშე დასახელდა სამხრეთ აფრიკაში მიმავალი ბრიტანეთის "ლომების" რაზმში, დედაქალაქის ლენსთერმა კი ჰაინეკენი ჩრდილოეთის "ალსთერისა" და სამხრეთის "მანსთერის" კვალად აწია.

ლენსთერი ფინალს დასვენებული შეხვდა, ლესთერმა კი ერთი კვირით ადრე "გინესის" პირველობის საჩემპიონო მატჩი მოიგო. ძირითადი 10 ნომერი აკლდა ორივე გუნდს; მეორე მეოთხედში ინგლისელებს დაემტვრათ 8 ნომერი ჯორდან ქრეინი და მესამეში ირლანდიელი კაპიტანი ჯორდან მერფიც, სამი სამხრეთ ნახევარსფეროელის მყოლმა დუბლინის გუნდმა კი მეტოქეს მისივე იარაღით, ფორვარდებით აჯობა.

ეტკინა, მაგრამ გაუარა

ლენსთერმა ლესთერს პირველ მეოთხედში ოთხი დერეფანი ააცალა, ანგარიში კი დიადმა ბრაიან ოდრისკოლმა კარის წინიდან, არეკნით გახსნა. ამას მოედნის შუა ხაზიდან, არგენტინელი ფელიპე კონტეპომის ნაცვლად 10 ნომრად მოთამაშე ჯონათან სექსთონის დროპგოლი მოყვა, მაგრამ ლესთერელმა დენ ჰიპკისმა რომ გაჭრა ხაზი, ბურჯმა სთენ რაითმა უბურთოდ დაიჭირა მიმყოლი სემ ვესთი და სინბინში წაბრძანდა.

გაძევება ლენსთერს 13 ქულად დაუჯდა: ნაკრებში ხმობილმა ფრანგმა, ჟიულიან დიუპიუიმ ორი ჯარიმა შეაგდო, ლელო კი ბენ ვუდსმა ახლოდან, ორი მბოჭავის ჯობნით შეიტანა. მერე მატჩის ჩარხი დუბლინელთა ავსტრალიელმა ფლანკერმა, როკი ელსომმა შეაბრუნა. მის გარღვევას 11 ფაზა მოყვა და ჯემი ჰიზლიფი მიწვდა ლელოს, ბოლომდე ათიოდ წუთით ადრე კი სექსთონმა 30 მეტრიდან გაიტანა თასის მომტანი ჯარიმა.

ოდრისკოლს ბეჭი ეტკინა, მაგრამ გაუარა და ლომებს ტურნეზე ნაღდად გაყვება. 30 წლის ბრაიანი გამოტყდა, ჰაინეკენის აღებით დიდი ხნის ნატვრა ავისრულეო, ელსომზე კი თქვა, ამდენი მითამაშია და ესე მაგარი ჯერ არავინ მინახავსო. სექსთონის სახით შემცველი გამოუჩნდა ნაკრების მანსთერელ 10 ნომერ რონან ოგარას, კნინი "ჩელენჯ ქაფი" კი რომ მოიგო ნორსჰემპთონმა, გაისად ჰაინეკენზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

>>>    XIV "ჰაინეკენის თასის" ფინალი

<<    ლენსთერი 19:16 ლესთერი

ლენსთერ ლაიონზი #6 (დუბლინი ირლ) ნათევა შ.ჰორგანი ბ.ოდრისკოლი დარსი ფითსჯერალდი (ქარნი 72) <10-9> სექსთონი ვითექერი / ჰილი (მაკქორმაქი 62-65) ჯექმენი (ჯ.ფოგართი 56) რაითი სბ 34; ქალენი კაპ! ოქელი; ელსომი ჯენინგზი (მაკქორმაქი 36-43) ჰიზლიფი - ლ: ჰიზლიფი; გ 2ჯ: სექსთონი; 2ა: ოდრისკოლი სექსთონი

ლესთერ თაიგერზი #4 (ინგ) ჯდ.მერფი კაპ! (სმითი 48) ჰემილტონი ერინლე ჰიპკისი ტუილანგი <10-9> ვესთი დიუპიუი (ელისი 76) / აიერსა შუთერი (კეიზერი 56) კასტროჯოვანი (ვაითი 53) კროფთი ქეი; ნიუბი ვუდსი (მუდი 61) ქრეინი (დიქონი 33) - ლ: ვუდსი; გ 3ჯ: დიუპიუი

რეფ ოუენსი (უელ) ედინბურგი (შტლ) მარიფილდი (66 856)

3:0(7ა) 3:3(10) 6:3(18ა) 9:3(25) 9:6(34სბ) 9:13(40) / 9:16(43) 16:16(49) 19:16(71)

<<    ყველა მფლობელი

ტულუზი (სფრ) 1996 2003 2005, ბრივი (სფრ) 1997, ბასი (ინგ) 1998, ალსთერი (ირლ) 1999, ნორსჰემპთონი (ინგ) 2000, ლესთერი (ინგ) 2001 2002, ვოსფსი (ინგ) 2004 2007, მანსთერი (ირლ) 2006 2008, ლენსთერი (ირლ) 2009

>>>    XIII "ჩელენჯ ქაფის" ფინალი

<<    ნორსჰემპთონი 15:3 ბურგუენი

ნორს (ინგ) 5ჯ: 10 მაილერი სბ 6 ნ.ბესთი - ბურგ (სფრ) ჯ: 9 პარა სბ პარა; წბ 8* ჟენევუაზი

რეფ ქლენზი (ირლ) ლონდონი, სთუფი (9 260)

3:0(10) 6:0(22) 6:3(34) სბ^სბ(36) 9:3(39) / 12:3(50) 15:3(70) წბ(76ბ)

<<    ყველა მფლობელი

ბურგუენი (სფრ) 1997, კოლომიე (სფრ) 1998, მონფერანი/კლერმონი (სფრ) 1999 2007, პო (სფრ) 2000, ჰარლიქვინზი (ინგ) 2001 2004, სეილ შარქსი (ინგ) 2002 2005, ვოსფსი (ინგ) 2003, გლოსთერი (ინგ) 2006, ბასი (ინგ) 2008, ნორსჰემპთონი (ინგ) 2009

<<< >>>