მაინც ბულზის მოედანზე

   სამხრეთული ზე 14-ის ნახევარფინალები მასპინძლებმა მოიგეს: ზელანდიურ დარბში ჩიფსმა კოხტა კონტრშეტევით დაალელოვა ჰარიკენზი და ბოლოსკენ, ნისლში, მის მიძალებასაც გაუძლო, 13 ქულით ჩამორჩენილმა აფრიკის ბულზმა კი ბურთაობა რომ გაუჩქარა და გაუშალა 7-გზის ჩემპიონს, კივეთისვე კრუსეიდერზს, მალევე გადაუსწრო და ამ შაბათს ფინალსაც შინ გამართავს.

ჩიფსი ფინალში პირველად გავიდა, ჰარიკენზმა კი მეხუთედ წააგო ნახევარფინალი. თამაში იყო სამხრეთულად ჩქარი და ხისტი. სტუმრებმა საეჭვო ტაქტიკა აირჩიეს: იმის ნაცვლად, რომ შუამარბი მა ნონუ დაესაქმებინათ, 10 ნომერი ვილი რიპია ბურთს მალიმალ კიდებდა მასპინძელთა ზურგში, სადაც მას მალილი მულიაინა, სიტივენი სივივატუ და ლელია მასანგა ელოდნენ.

ნონუმ ჰარიკენზი მას შემდეგ დააწინაურა, რაც მოშვიდკაცე ვიკტორ ვიტომ ხაზი გაჭრა. ჩიფსის კიკერმა სთივენ დონალდმა ძელს მოარტყა ჯარიმა, მაგრამ სტუმრებს ბურთის ჩაკვლისთვის რომ გაუძევეს ჯონ შვოლგერი, ოვალი ფრთამდე ჩათამაშდა და სიონე ლაუაკმა დაიფრინა ქორი ჯეინი.

მესამე მეოთხედში რიპიას გადაკიდებული გამოაქცუნა სივივატუმ და თობი მორლენდმა კარში შეგზავნა მულიაინა, თამაშის ბოლოს კი მოედანზე ისეთი ნისლი ჩამოწვა, რომ ტელევიზია ახლო, უკუ-ხედზე გადაერთო. ჰარიკენზმა წითელ ზოლში ბარემ ორი წუთი უტია, მაგრამ ჩიფსმა თავი მედგრად დაიცვა და რეფსაც დროულად უკარნახა, რომ შემტევს კონტაქტში ბურთი წინ დაუვარდა.

მორნეს ოთხი არეკნი

მაღალ-მთიან პრეტორიაში, 52 ათასი ბური ქომაგის თვალწინ, კრუსეიდერზმა საწყის ნახევარ საათში საფირმო, გონივრულ ბურთაობაში აიყოლია დამხვდური ბულზი და ორჯერ დაალელოვა: ჯერ ოთხი პასით ფრთაზე დაგეზა ადამ ვაითლოქი, მერე კი სთივენ ბრეთის მოზომილ აბრაგანზე ქიარან რიდი აკონა ნდუნხანეზე მაღლა ახტა.

კივები მესამე ლელოსაც დადებდნენ, მაგრამ თერნოვერის შემდეგ ვაითლოქი ზეინ კირხნერმა დაიჭირა. ამით მასპინძლებს გული მიეცათ და ფეხ-მარდი, ღონიერი ფორვარდებით ბურთის წინ წაწევა დაიწყეს. პირველი გარღვევა დეონ სტეხმანს გამოუვიდა და კირხნერმა ნდუნხანე დაგეზა, მერე კი კივები კაც-ნაკლულნი რომ დარჩნენ, მორნე სტეინმა ციმციმ ორი არეკნი შეაგდო, ხოლო პიერ სპისმა უმიზნოდ გადაკიდებულის გამოქცუნებისას 60 მეტრი ირბინა.

ბულზი მესამე მეოთხედში მეტად მოერია მეტოქეს, ხელი კი მეოთხეში, სტეინის ჯარიმითა და მორიგი ორი არეკნით მოუთავა. მორნემ მატჩში ოთხი დროპგოლის შეგდებით ზე-რაგბის რეკორდი დაამყარა და ზანგი რეპორტიორის ინგლისურ შეკითხვებს დანარჩენი სამყაროსთვის გაუგებარ აფრიკაანსზე უპასუხა, ჩიფსს კი სივივატუ ისე დაემტვრა, რომ არათუ ფინალში, წლეულს ნაკრებშიც ვეღარ ითამაშებს.

>>>    ზე 14. ნახევარფინალი

<<    ჩიფსი 14:10 ჰარიკენზი

ჩიფ#2 (ჰემილტონი ზელ) მულიაინა კაპ! მასანგა (ანესი 69) სვინი ბრუსი სივივატუ (დელენი 78) <10-9> დონალდი მორლენდი / ტაუმალოლო დემელმანჩი (ელიოთი 67) მაკგუვანი; ქლარქი ონილი (ლინი 74) მესამი ლატიმერი ლაუაკი (ლილო 53) - 2ლ: ლაუაკი მულიაინა; 2გ: დონალდი

ჰრკ#3 (ველინგტონი ზელ) ჯეინი ტ.ელისონი კ.სმითი ნონუ დ.სმითი <10-9> რიპია (მეთიუსონი 56) ვიპუ / ჯ.შვოლგერი სბ 27 (ჯ.ელისონი 63) ჰორი ტიალატა; სრაში (ევანსი 69) ითონი; ვიტო (ჯ.ელისონი 36-37) ს.ვოლდრომი (ლოუ 31) სოიალო კაპ! - ლ: ნონუ; გ ჯ: ვიპუ

რეფ დიკინსონი (ავს) ვაიკატო სთედიუმი

0:7(21) სბ(27ჰ) 7:7(34) / 14:7(55) 14:10(67) ნისლი (79) ბოლო (80+2)

გლობალზე გამეორებით: ოთხ 14.00, ხუთ 03.00 15.30, პარ 12.30, შაბ 01.00 12.00 საქ

<<    ბულზი 36:23 კრუსეიდერზი

ბულ#1 (პრეტორია აფრ) კირხნერი (ფანდერჰიფერი 79) ა.ნდუნხანე დელპორტი ი.პრეტორიუსი ჰაბანა <10-9> მ.სტეინი დიუპრე / სტენკამპი კუნი (რალეპელი 57) კრიერი (ხერბერი 65) ბ.ბოთა (როსუ 57) მეტფილდი კაპ! სტეხმანი (ვანენბერგი 46) პოტხიტერი სპისი - 3ლ: ჰაბანა ნდუნხანე სპისი; 3გ ჯ 4ა: სტეინი

კრს#4 (ქრაისთჩერჩი ზელ) ლ.მაკდონალდი (სლეიდი 1-8 * 41) პეინი ბეითმენი ქროთი ა.ვაითლოქი <10-9> ბრეთი (გარდი 44-51 * 74) ელისი (ფოტუალიკი 70) / ქროქეთი (ბ.ფრენქსი 53) ჯ.მაკდონალდი ო.ფრენქსი; ბ.სორნი როსი (პატერსონი 70) რიდი მაკქოუ კაპ! თ.ვოლდრომი სბ 36 (ჯ.ვაითლოქი 60) - 2ლ: ა.ვაითლოქი რიდი; 2გ: ლ.მაკდონალდი; 2ჯ: ბრეთი ლ.მაკდონალდი; ა: ელისი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) ლოფტუს ფერსფელდი

0:3(6) 7:3(12) 7:10(16) 7:13(21) 7:20(25) 14:20(34) სბ(36კ) 17:20(37ა) 20:20(38ა) 27:20(40+) / 27:23(51ა) 30:23(67) 33:23(69ა) 36:23(71ა)

გლობალზე გამეორებით: ხუთ 13.30, პარ 14.30, შაბ 14.00 საქ

<<    ფინალი

შაბ 30/05    ბულზი - ჩიფსი    19.30 საქ * რეფ კაპლანი (აფრ)

გლობალზე ცოცხლად! გამეორებით: შაბ 24.00, კვი 06.00 13.00, ორ 03.30 11.00, სამ 02.30 11.30 18.00, ოთხ 15.00, ხუთ 17.00

<<< >>>