ურდო აზიაში მეორეა

   2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევის ტევადი ნაწილი ევროპაში ორი კვირაში დასრულდება, მანამდე კი ამერიკასა და აზიაში მოეწყო თითო ეტაპი და ჩატარდა ერთი კოლორიტული ტურნირიც, რომელზეც "ოქროს ურდოს" მემკვიდრემ, ყაზახეთმა მძლეთამძლე იაპონიის კვალად, მეორე ადგილი დაიჭირა.

ამერიკიდან ზელანდიაში პირდაპირ, შეურჩევლად ირაგბებს არგენტინა, ორი გარანტირებული საგზურისთვის კი სამნი - კანადა, შტატები და ურუგვაი - კოჭლი სისტემით იბრძვიან.

ჩრდილოელები ზაფხულში ებმებიან პროცესში და მათი ორ-მატჩა დუელის მოგებული ახლავე გადის მსოფლიოზე, წაგებულს კი წლის ბოლომდე (გეგმით სექტემბერში) ასეთივე ჯახი ელის ურუგვაისთან და ამ წყვილში გამარჯვებულიც კივეთში წასვლას ინაღდებს.

ურუგვაი ორ მსოფლიო თასზე რომაა ნამყოფი, მხოლოდ რაგბში დადგენილი ძედოვშჩინის ძალით, შინ ხვდება არიფებს და იმაზე მეტით სრავს, ვიდრე ამას ორ-წრიან შეჯიბრში შეძლებდა. აი, ახლაც ტეროსი მონტევიდეოში ეთამაშა ჩილეს და შესარჩევს გამოსთიშა.

ორჯერ ორ-ორი

აზიაში, დუბაის ახალ, საშვიდკაცო სტადიონზე არაბეთმა მოიგო ოთხ-გუნდა პირველი ჯგუფი და დაბრუნდა ელიტარულ "ხუთ ერში", რომელსაც გაისად შესარჩევის სტატუსი მიენიჭება. ეს ტურნირი პირველად შარშან მოეწყო ბანკ "ეიჩ ეს ბი სის" მეოხებით და იაპონიამ ქულათა მაქსიმუმით ჩაიბარა 8 კილოიანი ვერცხლის თასი.

წლეულსაც იგივე გამეორდა. "ალუბლებმა" სტარტზე 13-ჯერ დაალელოვეს ყაზახეთი, ძველ მეტოქეს, კორეას კი 12 დაუდეს. მათგან ოთხი გარემარბ ჰიროტოკი ონოზავას ანგარიშზეა. კორეამ მანამდე, ბოლო წუთებზე გაშვებული ჯარიმით, ყაზახეთშიც წააგო და მესამე ადგილამდე დაეშვა.

ურდოს კრასნოიარსკის "ენისეის" მოთამაშეები, ფლანკერი ანტონ რუდოი და 15 ნომერი მაკსიმ ლიფონტოვი ყოჩობენ. კორეასთან პირველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეორემ კი ექვსი გოლი შეაგდო. სინგაპურში გამარჯვების ლელო 9 ნომერმა ოლეგ გუსელნიკოვმა შეიტანა, ბოლოს კი მასპინძლებმა 13 ყაზახსაც ვერაფერი დააკლეს.

თემიდა ექს-საბჭოელებს არ წყალობს. ბოლო მატჩში, ალმათურ თავსხმაში, მასპინძლებს ორჯერ გაუსინბინეს ორ-ორი კაცი, მაგრამ ჰონკონგი მაგითაც ვერაფერს გამორჩა. ერთი კია, გაისად ყაზახებს კორეასა და ჰონკონგში იქეთ რომ მოუწევთ ჩასვლა, ძნელად რომ რეპეშაჟში გამყვან მეორე ადგილზე კიდევ გავიდნენ.

>>>    2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევები

<<    ამერიკა

სამხრეთი (ურუგვაიში)

25/04 ჩილე 79:3 ბრაზილია
29/04 ურუგვაი 71:3 ბრაზილია
  2/05 ურუგვაი 46:9 ჩილე

ჩრდილოეთი (შინ და გარეთ)

  3/07 შტატები - კანადა
11/07 კანადა - შტატები

! მოგებული ჯდება ა პულში (ზელანდია საფრანგეთი ტონგა აზია#1)

!! წაგებული ხვდება ურუგვაის და ამათში მოგებული ჯდება გ პულში (ავსტრალია ირლანდია იტალია ევროპა#2) ხოლო წაგებული ებმება ბოლო საგზურის რეპეშაჟში, რათა დაჯდეს ბ პულში (არგენტინა ინგლისი შოტლანდია ევროპა#1)

<<    აზია

ხუთი ერი (მიმოსვლით)

25/04 კორეა 65:0 სინგაპური
  იაპონია 87:10 ყაზახეთი

  2/05

ჰონკონგი

6:59

იაპონია

  ყაზახეთი 30:27 კორეა

  9/05

კორეა

36:34

ჰონკონგი

  სინგაპური 19:22 ყაზახეთი

16/05

იაპონია

80:9

კორეა

  ჰონკონგი 64:6 სინგაპური

23/05

სინგაპური

15:45

იაპონია

24/05 ყაზახეთი 25:6 ჰონკონგი

5 ერი 2009

მ-წ

გატ:გაშ

პრ

იაპონია 24 4-0 271:41 4
ყაზახეთი 15 3-1 88:139 0
კორეა 13 2-2 137:144 3
ჰონკონგი 8 1-3 110:126 3
სინგაპური 1 0-4 40:196 1

ქულათა ნიხრი: მოგება 5, ფრე 3, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

! 2010 წლის ჩემპიონი ჯდება ა პულში (ზელანდია საფრანგეთი ტონგა ამერიკა#1) მეორე ადგილოსანი კი ებმება ბოლო საგზურის რეპეშაჟში, რათა დაჯდეს ბ პულში (არგენტინა ინგლისი შოტლანდია ევროპა#1)

პირველი ჯგუფი (დუბაიში)

  8/04 ტაივანი 36:24 შრილანკა
  არაბეთი 36:17 თაილანდი

11/04

შრილანკა

51:17

თაილანდი

  არაბეთი 44:24 ტაივანი

<<< >>>