გამყოფ წერტილში

   შაბათ-კვირას "გლობალზე" ოთხი საგულისხმო რაგბია: ჯერ აფრიკაში ჩასული ბრიტანეთის "ლომები" მოითელებიან ზეგნის ნაკრებთან; მერე იქვე, ზე 14-ის ფინალში, შეიბმებიან ბულზი და ზელანდიის ჩიფსი; მერე კიდევ, თვიქნემში ულომებო ინგლისი ებურთავება ბარბაროსებს, რომელთაც შვიდი "ოლ ბლექი" აუყვანიათ; კვირას კი ედინბურგში ჩვენი შვიდკაცის ჩაუქობასაც ვიხილავთ.

მაისის ბოლო რაგბის კალენდარში აქამდეც სეზონთა გამყოფი წერტილი იყო, ამჯერად კი, საცდელი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, წესები იცვლება, რის გამოც:

ზე 14-ის ფინალში ბოლოჯერ დაინიშნება თეფი (თავისუფალი) უმეტესი დარღვევისთვის და სწრაფადაც გათამაშდება, მოლის ჩაქცევა კი ჯარიმა არ იქნება; ლომებისა და ბარბაროსთა მატჩებში გუნდი ძველებურად ააგორებს მოლს და მეტოქე დაუსჯელად ვეღარ წაუქცევს, შვიდკაცაში კი არ იქნება თეფი, მაგრამ ვთქვათ და ჩვენებმა გრძელი ვირი რომ გამართონ, უცხონი შეიცხადებენ და ჩაუწვებიან.

ლომები ჰითროუდან კვირას გაფრინდნენ. მათ სიაში, ტრავმათა და დისკვალიფიკაციის გამო, ხუთი სიახლეა. 9 ნომერმა მაიკ ბლერმა (შტლ) შეცვალა თომას ოლირი (ირლ); კვაჭმა როს ფორდმა (შტლ) ჯერი ფლენერი (ირლ); ბეკმა ჯეიმზ ჰუქმა (უელ) ლი ჰაფ-პენი (უელ); მარბიელმა თომ კროფთმა (ინგ) ალენ ქვინლენი (ირლ); ბეკ თომ შენკლინის (უელ) გამოკლების გამო კი რაზმში 36 კაციღა დარჩა.

ყველას გამოცდიან

ლომებს მეოთხედ სარდლობს ბებერი სქოთი, იენ მაკგიქანი. ამალა მთლად უელსურია: ფორვარდებს წურთნის ზელანდიელი ვორენ გეთლენდი, ბეკებს რობ ჰაული, დაცვას კი ნალიგარი შონ ედვარდსი ამუღამებინებს ნაკრებთა ნაკრებს. უფროსობის გეგმა ეგაა, რომ ექვს მოსათელ მატჩში ყველა გამოსცადოს, ბიჭები შეათამაშოს და ოპტიმალური გუნდი დაადგინოს სამი ტესტიდან პირველისთვის, რომელიც 20 ივნისს, დურბანშია დანიშნული.

"ჰაინეკენის თასის" ფინალში მონაწილეობის გამო ტურნეს სტარტზე უქმობენ ლენსთერის (ირლ) და ლესთერის (ინგ) წევრები. ცხრა ბრიტი პირველად მოირგებს ლომების წითელ კვართს; შუამარბებად ჯეელები, ქის ერლსი და ჯემი რობერთსი დგანან, დამხვდური "როიალ ბაფოკენხი" კი სამი სუსტი პროვინციის - ხრიკვალენდის, ლეოპარდზისა და პუმაზის სახელდახელო ნაზავია.

თუ შერკინებამ იძალა

ჩიფსი ზე-რაგბის 14 სეზონში პირისპირ კი ჯობნის ბულზს 8-5"1, მაგრამ პრეტორიაში ბალანსი ბურთა მხარესაა 5-2. წლეულსაც, ხუთი კვირის წინ, იქვე 33:27 იმარჯვეს მასპინძლებმა და ფინალშიც ფავორიტები არიან, რაღაი შინ ათი მატჩია, არ წაუგიათ, ზელანდიელები კი შორს ხომ ჩასულან და ჰაიფელდტის ზეგანზეც, ბოლო მეოთხედში ნაღდად იგრძნობენ უჰაერობას.

ბულზს დაუბრუნდა ტრავმა-მოშუშებული ცენტრი ვეინანდ ულიფიე, ხოლო ჩიფსს რიჩარდ კაჰუი. კივებს მაინც ეკლდებათ ნაკრების 9 ნომერი ბრენდონ ლეონარდი და ძირით ფიჯელი ფრთა სიტივენი სივივატუ. ბური მორკინალებიც ჯანით, სიმარდითა და სიხისტით ჯობნიან ზე 14-ის ნებისმიერ გუნდს. ჰოდა, თუ ბულზის შერკინებამ იძალა, ბრაიან ჰაბანა გაიტანს ლელოს და ანაც ტურნირის საუკეთესო მექულე, მორნე სტეინი შეაგდებს ჯარიმებსა და არეკნებს.

>>>    სამხრეთის ზე 14. ფინალი

<<    ბულზი - ჩიფსი

ბულ#1 (პრეტორია აფრ) 15 ზენ კირხნერი, 14 აკონა ნდუნხანე, 13 იაკო პრეტორიუსი, 12 ვეინანდ ულიფიე, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნე სტეინი, 9 ფური დიუპრე / 1 ხურთრო სტენკამპი, 2 დერიკ კუნი, 3 ვერნერ კრიერი; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი კაპ! 6 დეონ სტეხმანი, 7 დევალდ პოტხიტერი, 8 პიერ სპისი - (მრქ) 22 მორის დელპორტი, 21 ბერთონ ფრენსისი, 20 ჰეინი ადამსი / 16 ჩილიბოი რალეპელი, 17 რეინო ხერბერი; 18 დანი როსუ, 19 პედრი ვანენბერგი * მწ ფრანს ლიუდეკე

ჩიფ#2 (ჰემილტონი ზელ) 15 მალილი მულიაინა კაპ! 14 ლელია მასანგა, 13 რიჩარდ კაჰუი, 12 ქელემ ბრუსი, 11 დვეინ სვინი; 10 სთივენ დონალდი, 9 თობი მორლენდი / 1 სონა ტაუმალოლო, 2 ალედ დემელმანჩი, 3 ჯეიმზ მაკგუგანი; 4 კრეგ ქლარქი, 5 კევინ ონილი; 6 ლაიემ მესამი, 7 ტანერაუ ლატიმერი, 8 სიონე ლაუაკი - (მრქ) 22 სოსენე ანესი, 21 მაიკ დელენი, 20 დევიდ ბესონი / 16 ჰიკა ელიოთი, 17 ჯო სევიჯი; 18 თობი ლინი, 19 სერჯ ლილო * მწ იან ფოსთერი

შაბ 30/05    პრეტორია, ლოფტუსი    19.30 საქ * რეფ ჯონათან კაპლანი (აფრ)

! გლობალზე ცოცხლად; გამეორებით: შაბ 24.00, კვი 06.00 08.00 13.30, ორ 03.30 11.00

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

<<    სამეფო ზეგანი - ლომები

ბრტ: (ბეკ) 15 ლი ბერნი უელ, 14 თომი ბოუ ირლ, 13 ქის ერლსი ირლ, 12 ჯემი რობერთსი უელ, 11 შეინ ვილიამსი უელ; 10 რონან ოგარა ირლ, 9 მაიკ ბლერი შტლ / (ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი ინგ, 2 მეითუ რისი უელ, 3 ადამ ჯოუნზი უელ; 4 საიმონ შოუ ინგ, 5 პოლ ოქონელი კაპ! ირლ; 6 ჯო ვორსლი ინგ, 7 მარტინ ვილიამსი უელ, 8 ენდი პაუელი უელ - (მრქ) 22 რიკი ფლუთი ინგ, 21 სთივენ ჯოუნზი უელ, 20 მაიკ ფილიპსი უელ / 16 ლი მირსი ინგ, 17 ფილ ვიქერი ინგ; 18 ალუნ-ვინ ჯოუნზი უელ, 19 სთივენ ფერისი ირლ

შაბ 30/05    ფოკენხი (რიუსტენბერგი)    17.00 საქ * რეფ მორის იონკერი (აფრ)

! გლობალზე ცოცხლად; გამეორებით: შაბ 21.30, კვი 02.00 08.00 22.00, ორ 13.00 21.00

>>>    და სხვა

<<    ინგლისი - ბარბაროსები

ბრბ: 15 ბენ ბლერი ზელ, 14 დაგ ჰაულიტი ზელ, 13 ჯოშ ლივსი ინგ, 12 გორდონ დარსი ირლ, 11 იენ ბალშო ინგ; 10 გლენ ჯექსონი ზელ (უკეპო) 9 ჯასთინ მარშალი ზელ / 1 კლარკ დერმოდი ზელ, 2 სხალკ ბრიცი აფრ, 3 გრეგ სამერვილი ზელ; 4 მარტინ ქორი კაპ! ინგ, 5 კრის ჯექი ზელ; 6 ჯერი კოლინზი ზელ, 7 სერჟ ბეცენი სფრ, 8 როკი ელსომი ავს

შაბ 30/05    ლონდონი, თვიქნემი    19.15 საქ

! გლობალზე: კვი 10.00, ორ 05.30 15.30

<<    ირბ შვიდკაცა. ბოლო ეტაპი

კვი 31/05    ედინბურგი (შტლ) მარიფილდი

! გლობალზე ცოცხლად 13.00-16.00 და 16.30-22.00;

გამეორებით (მარტო ბოლო 6 მატჩი) ორ 00.00-03.00, 04.00-07.00, 08.00-11.00, 17.20-20.30

^ შაბათს საქართველოს პულში: არგენტინა სამოა უელსი

<<< >>>