პირველობა ფინალის წაგებით

   შინაური პირველობის უმაღლეს ლიგაში ოთხიდან ერთი მატჩი გადაიდო; სანიშანსვეტო, მეათე "ირბ-ის შვიდკაცის" ფინიშზე კი, შოტლანდიაში, ინგლისი თასზე რომ ვერ მოხვდა, აფრიკა პულური სტადიის შემდეგვე ეკურთხა სერიის ჩემპიონად და ბოლოს ფინალი წააგო ფიჯთან.

ევროპის მოსავლელად წასულ "ქართულ შვიდკაცას" 15-კაცა ნაკრების "ჩერჩილის თასზე", კოლორადოში (აშშ) მივლინება რომ დაერთო, ჩემპიონატი კიდევ შეფერხდა. ხუთი რაუნდის შემდეგ ერთბაშად ოთხ გუნდსა აქვს 6 ქულა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ რვიდან მხოლოდ სამ მონაწილეს გაუმართავს ყველა მატჩი.

ჩვენმა მოჩაუქე ბიჭებმა ვერც მარიფილდზე გაგვახარეს, სეზონში მეოთხედაც წააგეს ხუთივე მატჩი და კვლავ ბოლოსწინა ადგილი გაიყვეს, მაგრამ ქართული რაგბის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებიდან 20 წელი რომ შესრულდა, მაგ საქმის თაოსნებს არ შეიძლება არ ეამაყებოდეთ, რომ საქართველოს სულ სხვადასხვა ნაკრებები კარგა ხანია მთელ მსოფლიოში ბურთაობენ.

აფრიკის მდევარი ინგლისი პულში ძლიეს კენიამ და მასპინძელმა შოტლანდიამ. შვიდკაცის სამშობლომ მერე სამოაც დაამარცხა სირენაზე შეტევით და ნახევარფინალში ბოლო წუთამდე აფრიკასაც უგებდა, მაგრამ დამატებით დროში, "ოქროს ლელოთი" წააგო. ბოკე ფინალშიც ჩამორჩა ფიჯს და მერე ერთ ქულამდე წამოეწია, მაგრამ რაქში დაჯარიმდა. ჰოდა, მულღაზანზრელები სირენას დაელოდნენ და მერეღა შეასრულეს რიტუალური დარტყმა ტრიბუნისკენ.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის X სეზონი
ბოლო, VIII ეტაპი. 30-31/05 ედინბურგი (შტლ)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) აფრიკა 14:12 ზელანდია
(ბ) ფიჯი 26:19 ავსტრალია
(გ) კენია 21:14 ინგლისი
(დ) სამოა 42:7 არგენტინა

<<    მოულოდნელობა

(გ) ინგლისი 17:33 შოტლანდია

<<    მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 17:7 ავსტრალია (ბ2)
შოტლანდია (გ2) 14:12 სამოა (დ1)
უელსი (დ2) 19:7 კენია (გ1)
ფიჯი (ბ1) 26:19 ზელანდია (ა2)

<<    ნახევარფინალი

(სინი) ავსტრალია 26:14 სამოა
ზელანდია 26:21 კენია

(თასი) აფრიკა 26:21 შოტლანდია (დდ)
ფიჯი 28:14 უელსი

<<    ფინალი

ფარი (XIII) შტატები 12:10 კანადა
ფიალა (IX) ინგლისი 26:15 საფრანგეთი
სინი (V) ზელანდია 34:12 ავსტრალია
თასი (I) ფიჯი 20:19 აფრიკა

<<    საქართველო -

(დ) სამოა 7:38, არგენტინა 0:54, უელსი 7:50 /
(ფიალა) ინგლისი 7:31 / (ფარი) შტატები 0:27

რაზმი: ვიქტორ კოლელიშვილი, თემურ ჩიქვინიძე, დავით ჩიტიძე, გიორგი ბეგაძე, ირაკლი ყიასაშვილი, ირაკლი გეგენავა, გიორგი შკინინი, გიორგი კალმახელიძე, მამუკა ნინიძე, ვახო ბერძენიშვილი, სანდრო ნიჟარაძე, ალეკო ტუჩაშვილი (მწ) კახა ალანია; (მნჯ) გიორგი ასათიანი

შემდგომი სვლაგეზი: ევროპა

6-7/06 ოდესა (უკრ)
11-12/07 ჰანოვერი (გერ) ფინალი!

კიბე 2009

ჯამი

დუბ

ჯორ

ველ

სან

ჰნკ

ადე

ლონ

ედნ

აფრიკა 132 20 20 8 12 24 20 12 16
ფიჯი 102 12 12 4 4 30 12 8 20
ინგლისი 98 16 8 20 16 8 8 20 2
ზელანდია 88 12 16 16 8 8 4 16 8
არგენტინა 68 4 12 12 20 8 12 . .
კენია 64 6 . 12 6 18 16 2 4
სამოა 40 8 4 . 4 18 2 . 4
ავსტრალია 30 4 . . 2 8 6 4 6
შოტლანდია 24 . . . . . . 12 12
უელსი 24 . . 6 . 2 4 . 12
შტატები 20 . 4 4 12 . . . .
პორტუგალია 15 2 6 . . 1 . 6 .
საფრანგეთი 8 . 2 . . 2 . 4 .
ტონგა 4 . . . . 4 . . .
კანადა 3 . . . . 3 . . .
ქუქეთი 2 . . 2 . . . . .

ეტაპები: დუბაი არბ, ჯორჯი აფრ, ველინგტონი ზელ, სან დიეგო აშშ,
ჰონკონგი ჩინ, ადელაიდა ავს, ლონდონი ინგ, ედინბურგი შტლ

<<    ჩემპიონი

ზელანდია 8   1999/2000 2000/01 2001/02 2002/03
      2003/04 2004/05 2006/07 2007/08
ფიჯი   1   2005/06
აფრიკა   1   2008/09

<<    თასი (1999-2009, 84 ეტაპი)

ზელანდია 35, ფიჯი 15, ინგლისი 13, აფრიკა 11, ავსტრალია 4, სამოა 3, არგენტინა 2, საფრანგეთი 1

>>>    საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

<<< >>>