ბულზი გადაირია

   სამხრეთული ზე 14-ის ფინალში აფრიკის ბულზმა შინ, მაღალ მთაში დაანგრია ზელანდიის ჩიფსი და ბოლო სამ წელში მეორედ, სარეკორდო მონაგრითა და სხვაობით იჩემპიონა.

პრეტორია ზღვის დონიდან 1 800 მეტრზეა. იქაურ ლოფტუსზე 52 ათასი ბური და აფრიკაანსზე მეტყველი მეტისი შეიკრიბა. მატჩამდე გუნდს გამოეცხადა ცისფერ კვართში გამოწკეპილი, რესპუბლიკის მესამე არა-თეთრი პრეზიდენტი, ჯეკობ ზუმა და უთხრა, დღეს მთელი ქვეყანა გქომაგობთ და აბა, თქვენ იცითო.

ბიჭებს ეგ უნდოდათ და გაბრდღვნეს კივები. მართალია, ორივე ტაიმში პირველი ლელო სტუმრებმა გაიტანეს ბეკებით, მაგრამ ბულზმა ოთხ-ოთხით უპასუხა. პირველზე, ზენ კირხნერის გარღვევის შემდეგ, ფური დიუპრემ უცებ გაათამაშა თავისუფალი. მეორეზე ვეინანდ ულიფიემ დასცა ალედ დემელმანჩი და მორნე სტეინმა დიუპრე დაგეზა.

მესამეზე დიუპრემ ბრაიან ჰაბანას ჩიფსის ზურგში დაუგორა ბურთი, მეოთხეზე კი გარემარბმა რიჩარდ კაჰუის პასი ჩაჭრა. მეორე ტაიმში ვიკტორ მეტფილდი რაქიდან მალაყით ეწია მიზანს; ულიფიემ ხაზი გაჭრა; პიერ სპისმა თერნოვერიდან 80 მეტრზე გაიჯეჯილა, დანი როსუმ კი ახლოდან შეიტანა მერვე ლელო.

>>>    ზე 14. ფინალი

<<    ბულზი 61:17 ჩიფსი

ბულ#1 (პრეტორია აფრ) კირხნერი ა.ნდუნხანე ი.პრეტორიუსი ვ.ულიფიე ჰაბანა (მ.დელპორტი 55) (10-9) მ.სტეინი (ფრენსისი 75) დიუპრე (ადამსი 70) / სტენკამპი კინი (რალეპელი 53) კრიერი (ხერბერი 59) ბ.ბოთა (დ.როსუ 59) მეტფილდი კაპ^ სტეხმანი (ვანენბერგი 21) პოტხიტერი სპისი - 8ლ: დიუპრე (1 2) ჰაბანა (3 4) მეტფილდი ულიფიე სპისი როსუ; 6გ: სტეინი 5, ფრენსისი; 2ჯ ა: სტეინი

ჩიფ#2 (ჰემილტონი ზელ) მულიაინა კაპ^ მასანგა კაჰუი ბრუსი (დელენი 69) სვინი (10-9) დონალდი მორლენდი (ბასონი 74) / ტაუმალოლო (სევიჯი 70) დემელმანჩი (ელიოთი 14) მაკგუგანი; ქლარქი ონილი (ლინი 55) მესამი ლატიმერი ლაუაკი (ლილო 55) - 2ლ: მასანგა მულიაინა; 2გ ჯ: დონალდი

რეფ კაპლანი (აფრ)  ლოფტუს ფერსფელდი

0:7(8) 7:7(10) 14:7(13) 21:7(16) 24:7(22ა) 27:7(29) 34:7(40) /
34:14(47) 37:14(49) 37:17(52) 42:17(57) 47:17(67) 54:17(73) 61:17(80)

<<    დამრტყმელი  

კლუ  

  

  

  

  

მორნე სტეინი   ბულ   191   1   33   29   11
სთივენ დონალდი   ჩიფ   141   3   36   18   -
მეტ გიტო   ფორ   128   3   28   18   1
რორი ქოქოთი   შრქ   116   2   26   17   1
ჯიმი გოპერთი   ბლუ   104   4   24   12   -
ანდრე პრეტორიუსი   ლნზ   95   -   22   11   6
სთერლინგ მორტლოქი ბრმ   83   4   21   7   -
ვილი რიპია   ჰრკ   80   1   21   11   -
მარკ ჯერარდი   ბრმ   72   3   6   14   1
დენიელ ჰალანგაჰუ   ვრთ   63   1   11   12   -
პიტერ გრანტი   სტო   61   2   12   9   -

<<    მელელოვე

9  

მა ნონუ (ჰრკ)

8  

ბრაიან ჰაბანა (ბულ)

7  

ჯო როკოთოკო (ბლუ, პიერ სპისი (ბულ, ისაია ტოიავა (ბლუ, იანო ფერმაკი (ლნზ, ქამერონ შეპარდი (ფორ)

6  

ტამატი ელისონი (ჰრკ, ლოქი თერნერი (ვრთ, ჰენო მენცი (ლნზ, აკონა ნდუნხანე (ბულ, იონხი ნოკვე (ჩტზ, ჯეიპი პიტერსენი (შრქ, სიტივენი სივივატუ (ჩიფ, ენთონი ტუიტავაკე (ბლუ, ვეინანდ ულიფიე (ბულ)

>>>     ზე 12/14-ის ჩემპიონები

კრუსეიდერზი (ქრაისთჩერჩი ზელ)

7  

1998 1999 2000 2002 2005 2006 2008

ბლუზი (ოკლენდი ზელ)  

3  

1996 1997 2003

ბრამბიზი (კანბერა ავს)  

2  

2001 2004

ბულზი (პრეტორია აფრ)  

2  

2007 2009

>>>     ზე-რაგბის 14 სეზონი

კეპი (ბოლო კლუბი) ^ ზე-კარიერას აგრძელებს

136 ჯორჯ გრეგანი (ბრმ; 135 ქეილებ რალფი (კრს; 129 რუბენ სორნი (კრს; 127 ენთონ ოლივერი (ჰლნ, ლიონ მაკდონალდი (კრს; 125 ეიჯეი ფენტერი (სტო; 122 ტანა უმანგა (ჰრკ; 120 ჯორჯ სმითი^ (ბრმ; 119 ნეითან შარფი^ (ფორ; 117 სთერლინგ მორთლოქი^ (ბრმ; 116 გრეგ სამერვილი (კრს, სთივენ ლარქემი (ბრმ; 112 ჯერემი პოლი (ბრმ, შონ ჰარდმანი^ (რედ; 110 ფილ ვო^ (ვრთ; 109 კრის ლეითემი (რედ)

ლელო: 59 დაგ ჰაულიტი (ბლუ; 58 ქეილებ რალფი (კრს; 57 ჯო როფი (ბრმ; 56 კრისტიან ქალენი (ჰრკ; 53 სთერლინგ მორთლოქი^ (ბრმ; 47 ტანა უმანგა (ჰრკ; 43 ჯოელი ვინდირი (ბლუ; 42 ლიონ მაკდონალდი (კრს; 41 კრის ლეითემი (რედ; 40 რიკო გიარი (კრს; 39 სქოთ სთენიფორსი (ფორ; 37 სიტივენი სივივატუ^ (ჩიფ; 36 ბრაიან ჰაბანა^ (ბულ; 35 ბრეიტონ პოლსე (სტო, მარიკა ვუნიმბაკა (კრს, ჯეფ ვილსონი (ჰლნ; 34 მა ნონუ^ (ჰრკ; 33 სტეფან ტერბლანშე^ (შრქ)

ქულა: 996 სთერლინგ მორთლოქი^ (ბრმ; 990 ენდი მერთენსი (კრს; 959 მეტ ბერქი (ვრთ; 925 დენ კარტერი (კრს; 902 თონი ბრაუნი (სტო; 700 დევიდ ჰოლველი (ჰრკ; 645 ანდრე პრეტორიუსი^ (ლნზ; 629 ელტონ ფლეთლი (რედ; 619 ადრიან ქეშმორი (ბლუ; 608 კარლოს სპენსერი (ბლუ; 602 სთივენ დონალდი^ (ჩიფ; 588 ჯო როფი (ბრმ; 555 ლუი კუნი (ბულ; 520 პიტერ ჰიუეტი (ვრთ)

ნამსაჯი: 79 სთიუართ დიკინსონი^ (ავს; 66 ჯონათან კაპლანი^ (აფრ; 56 სთივ ვოლში (ზელ; 53 ანდრე ვოთსონი (აფრ; 51 პედი ობრაიენი (ზელ; 50 ტაპე ჰენინხი (აფრ; 49 პოლ ჰონისი (ზელ, მარკ ლორენსი^ (აფრ; 47 სქოთ იანგი (ავს; 41 კელვინ დიქერი (ზელ)

<<< >>>