გადაიკიდა და აიღო

   ბრიტანეთის "ლომებმა" აფრიკული ტურნეს სტარტზე დასკვნით ხუთ წუთშიღა გატეხეს "სამეფო ზეგანი", "ბარბაროსებმა" კი თვიქნემში გააბურთავეს ულომებო ინგლისი და დიდი რაგბიდან გამარჯვებით გააცილეს მასპინძლები, მარტინ ქორი და ჯოშ ლივსი.

ნაკრებთა ნაკრებ "ლომებს" პირველი ტესტი მეშვიდე მატჩში ელის, რის გამოც უფროსობა ექსპერიმენტებს შეუდგა. შეუთამაშებელ გუნდს ტექნიკური წუნი მიეძალა და სამი შერკინებაც წააგო, ზოგი ბრიტი კი ნაღდად ზეგნის გაუხშოებულმა ჰაერმა დასცადა. ჰოდა, ქის ერლსს ოთხჯერ, ხოლო შეინ ვილიამსს დამიწებისას დაუვარდა ბურთი.

მასპინძლებმა სამი არიფი პროვინცია შეაამხანაგეს. მათი სამივე ლელო ფორვარდებმა გაიტანეს. შუა პირველ ტაიმში ზეგანი 15, ხოლო ბოლო მეოთხედში 12 ქულით იგებდა. აქ სტუმრებმა ბრძოლაში მარქაფა ჩააბეს და თამაში შემოაბრუნეს. ლი ბერნმა გადაიკიდა, აიღო და დაამიწა; ალუნ-ვინ ჯოუნზმა ახლოდან მიძალება დაასრულა, ბოლოს კი კაპიტანმა პოლ ოქონელმა გაჭრა ხაზი და ახეირა რონან ოგარა, ვინც შვიდი ცდით შვიდი გოლი გაიტანა.

ოდრისქოლი უკაპიტნებთ

ლომები შემდეგ მატჩში ოთხშაბათს, ჩვენებურად ღამის ცხრაზე ხვდებიან ზე 14-ში მე-12 ადგილზე გასულ "ლაიონზს", ვისაც უკვე მოუხსნეს გურუ იუჯინ ილოფი. ბრიტებმა ზეგანთან ნასპარინგალთაგან 15-ეულში სულ სამი კაცი დაიტოვეს, კაპიტნობა კი დააკისრეს ირლანდიის ყოჩს, შუამარბ ბრაიან ოდრისქოლს, ვინც ოთხი წლის წინ, ზელანდიაში ჩაუძღვა "ლომებს", მაგრამ ტანა უმანგამ პირველი ტესტის პირველსავე წუთზე განგებ მოტეხა ლავიწი.

ულომებო ინგლისი 6 ივნისს მანჩესტერში, "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლობს არგენტინას, ერთი კვირის თავზე კი იქეთ, სალტაში ჩააკითხავს. პომებს ბარბაროსებმა შეახვედრეს შვიდი "ოლ ბლექი" და მესამე მეოთხედში 28 ქულითაც გაუსწრეს, მაგრამ მერე მასპინძლებმაც გამოიღეს ხელი. სხვაფრივ, შაბათს ბარბაროსებიც რაგბობენ: სიდნეიში ავსტრალიას ხვდებიან.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

პირველი მატჩი

<<    ზეგანი 25:37 ლომები

ზეგ: ჯიკოკსი სეგონდსი ფანრენსბერგი ჰ.კუცია ბასონი <10-9> ნ.ულიფიე (ფილიუნი 59) ს.პრეტორიუსი (ჟ.კუცია 69) / ბაქლი (რობერთსი 61) ბარნსი (პ.ფანდერვესტჰეიზენი 70) რუ; მათი ლომბარდი (ლანდმანი 57) კოხი კაპ! რაუბენჰაიმერი (კემბერი 72) მოკუენა - 3ლ: კოხი ბარნსი რუ; 2გ: ულიფიე ფილიუნი; 2ჯ: ულიფიე

ლომ: ბერნი ბოუ ერლსი (ფლუთი 70) რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> ოგარა ბლერი (ფილიპსი 67) / შერიდანი რისი (მირსი 70) ად.ჯოუნზი (ვიქერი 67) შოუ (ავ.ჯოუნზი 67) ოქონელი კაპ! ვორსლი მ.ვილიამსი ვოლესი (ჰიზლიფი 67) - 4ლ: ბოუ ბერნი ავ.ჯოუნზი ოგარა; 4გ 3ჯ: ოგარა

რეფ იონკერი (აფრ)    ფოკენხი (რიუსტენბერგი)

0:3(7) 3:3(10) 10:3(19) 13:3(25) 18:3(28) 18:10(39) /
18:13(43) 25:13(66) 25:20(68) 25:23(73) 25:30(77) 25:37(80+)

მეორე მატჩი

<<    ლაიონზი (ზე 14) - ლომები

ლომ: (ბეკ) 15 რობ ქარნი (ირლ, 14 თომი ბოუ (ირლ, 13 ბრაიან ოდრისქოლი კაპ! (ირლ, 12 ჯემი რობერთსი (უელ, 11 უგო მონიე (ინგ; 10 სთივენ ჯოუნზი (უელ, 9 მაიკ ფილიპსი (უელ /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი (უელ, 2 ლი მირსი (ინგ, 3 ფილ ვიქერი (ინგ; 4 ნეითან ჰაინსი (შტლ, 5 ალუნ-ვინ ჯოუნზი (უელ; 6 თომ კროფთი (ინგ, 7 დევიდ ვოლესი (ირლ, 8 ჯემი ჰიზლიფი (ირლ -

(მრქ) 22 შეინ ვილიამსი (უელ, 21 ჯეიმზ ჰუქი (უელ, 20 ჰარი ელისი (ინგ / 16 როს ფორდი (შტლ, 17 იუენ მარი (შტლ; 18 სთივენ ფერისი (ირლ, 19 ენდი პაუელი (უელ)

ოთხ 3/06    იოჰანესბერგი    21.00 საქ
^ გლობალზე ცოცხლად;
გამეორებით: ოთხ 24.00, ხუთ 14.00, პარ 16.00

>>>    ზაფხულის ტესტი

<<    ინგლისი 26:33 ბარბაროსები

ინგ: დ.არმითიჯი ფოდენი ნუნი (მეი 41) თერნერ-ჰოლი ბანაჰანი <10-9> გუდი ქეა (პ.ჰოჯსონი 53) / პეინი (ვუდი 55) ჰართლი (თომფსონი 61) ვილსონი; ბორსვიქი კაპ! დიქონი (ჰესქელი 68) რობშოუ მუდი (ს.არმითიჯი 55) ისთერი - 4ლ: ფოდენი თერნერ-ჰოლი მეი ბანაჰანი; 3გ: გუდი

ბრბ: ბლერი ჰაულიტი ლივსი (ქეთი 66) დარსი ბალშო (ნასინგანიავი 51) <10-9> ჯექსონი მარშალი (ვითექერი 74) / დერმოდი (სამერვილი 68) ბრიცი (ბრიუნო 59) სამერვილი (ბჯ.ბოთა 51) ქორი კაპ! ჯექი (ტიტო 66) კოლინზი ბეცენი (ვო 59 * სბ 69) ელსომი - 5ლ: ბალშო (1 4) ჯექი ელსომი დარსი; 4გ: ბლერი

რეფ პუატე (სფრ) ლონდონი, თვიქნემი

0:7(15) 0:14(23) 5:14(32) /
5:19(43) 5:26(47) 5:33(52) 12:33(58) სბ(69ბ) 19:33(72) 26:33(74)

<<< >>>