სანეკერჩხლო ღამისთევა

   დაძაბული ვიქენდი ელის "გლობალზე" რაგბის ლაივში მაყურებელ საზოგადოებას - შაბათს, დღისით, ავსტრალიიდან რომ დაიწყება ტელე-მარათონი, ნასამხრევს აფრიკიდან, საღამოს ინგლისიდან და ღამით საფრანგეთიდან გაგრძელდება, შოუს კი, ღამის სამის ნახევარზე, დააგვირგვინებს რეპორტაჟი კოლორადოდან, სადაც ბორჯღალოსნები "ჩერჩილის თასზე" კანადას ხვდებიან.

ჩრდილო ამერიკაა ბოლო კონტინენტი, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა რაგბობით მოიხილეს. ჩერჩილზე ახალბედები ვართ. კაცთა ნაკრების დონეზე აქამდე არც კანადას შევხვედრივართ დიდ, 15-კაცა რაგბში, მაგრამ ირბ-ის რეიტინგში "ნეკერჩხლებს" ორი საფეხურითა და 143 წერტით მაინც ვუსწრებთ და თუ დენვერის გარეუბან გლენდეილშიც მოვუგებთ, მე-12 ადგილიდან იტალიას ჩამოვსვამთ.

საფრანგეთის პირველობა რომ ახლაღა სრულდება და მისი მონაწილენი გადაღლილები არიან, კოლორადოში ბლომად დაგვაკლდა ლიდერი. იგივე პრობლემა აწუხებს კანადას: ინგლისში, კელტეთსა და იტალიაში მოღვაწე თითო-ოროლა კაცი კი უხმია, მაგრამ ვერ ეყოლება ფლანკერი ჯემი ქადმორი, ვინც ბურჯ დავით ზირაქაშვილის დარად, კლერმონის წევრია.

მოკეთდება ნაპოლიონი?

ტოპ 14-ის ფინალში ამ გუნლის მეტოქეა პერპინიანი, ვინც ჩემპიონი ბოლოჯერ 1955 წელს ყოფილა. უარესი ბალანსი აქვს კლერმონს: 1936-2008 წლებში წაუგია ცხრავე (!) ფინალი, მაგრამ ამჯერად ნახევარფინალში 19:9 რომ დაითხოვა შარშანდელი ჩემპიონი ტულუზი, გული მიეცა და თან იმედოვნებს, რომ მოკეთდება ფიჯელი გარემარბი ნაპოლიონი ნალანგა, ვისაც წლეულს 20 ლელო გაუტანია.

კლერმონს პირველ ხაზში ორი არგენტინელი უყენია, თავად პუმები კი ულომებო ინგლისს ეტესტებიან მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდზე", რაიც ფეხბურთის პრემიერ-ლიგის დასრულების შემდეგაც არ მოცდება. ინგლისი ფრთაზე პირველად ათამაშებს ზორბა მეტ ბანაჰანს, არგენტინას კი აკლია მუხლ-ნატკენი ფელიპე კონტეპომი, ვინც ირლანდიის ლენსთერიდან საფრანგეთის ტულონში გადავიდა.

სონი ბილი - სთირლო

შარშანდლიდან ამავე გუნდშია ზელანდიელი ლიგელი სონი-ბილ ვილიამსი, ვინც საფრანგეთში კონტრაქტის დარღვევით გაიქცა ავსტრალიიდან და ახლა, ბარბაროსების შემადგენლობაში ეჩვენება გამწყრალ სიდნეის პუბლიკას. უძღები შვილის პირისპირ იდგება ვოლაბთა უბერებელი კაპიტანი სთერლინგ მორთლოქი, მთელი რაგბეთის ვარსკვლავთა კრებულს კი ოზივე ფილ ვო გაუძღვება.

ავსტრალია წლეულს პირველ მატჩს მართავს. გუნდში სიახლე ისაა, რომ ფრთაზე ლოტე ტუნქირის ნაცვლად ნორჩი ლოქი თერნერი დგას. ბარბაროსთა ჯამური ნამსახურობა 775 კეპია. წვეული კლუბი ოზეთში პირველად ჩავიდა, თორემ ვოლაბებს 1948 წლიდან ათჯერ შეხვედრია ბრიტანეთში. რაც შეეხებათ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურ მაქაურსავე "ლომებს", მათ ოთხშაბათს ათჯერ რომ დაალელოვეს ზე 14-ში ბოლოდან მესამე ადგილზე გასული ლაიონზი, ტურნეს მესამე მატჩში ალბათ არც მაჩანჩალა ჩიტაზს დაზოგავენ.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

მეორე მატჩი

<<    ლაიონზი 10:74 ლომები

ლნზ (ზე 14: ლუდიკი (ფროლიკი 5) ქილიანი ბოსჰოფი (ფენტერი 50) ლახრანცი ნოუბლი <10-9> ა.პრეტორიუსი ფერმაკი (იონკი 66) / სეფაკა (ფანრენსბერგი 50) ვაპენერი (რეინეკე 57) მიულერი; მოკფორდი (ქლევერი 40) სტოლცი (ე.იუბერი 5-14, 57) ხრობლერი კაპ! ფანდერმერვე ალბერცი - ლ: ფროლიკი; გ ჯ: პრეტორიუსი

ბრტ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი კაპ! (შ.ვილიამსი 61) რობერთსი (ჰუქი 53) მონიე <10-9> სთ.ჯოუნზი (ელისი 62) ფილიპსი / ჯენქინსი მირსი (ფორდი 66) ვიქერი (მარი 66) ჰაინსი ავ.ჯოუნზი; კროფთი (პაუელი 65) ვოლესი (ფერისი 49) ჰიზლიფი - 10ლ: რობერთსი (1 5) ოდრისკოლი მონიე (3 8) კროფთი ბოუ (6 7) ჰუქი ფერისი; 9გ: სთ.ჯოუნზი 6, ჰუქი 3; 2ჯ: ჯოუნზი

რეფ კ.იუბერი (აფრ) იოჰანესბერგი, კოკა კოლა პარკი

0:7(7) 0:14(11) 0:17(13) 3:17(16) 3:20(20) 3:25(22) 3:32(31) 10:32(38) 10:39(40+) /

10:46(48) 10:53(60) 10:60(70) 10:67(75) 10:74(80+)

>>>    გლობალის ვიქენდი

<<    ავსტრალია - ბარბაროსები

ავს: 15 ადამ ეშლი-კუპერი, 14 ლოქი თერნერი, 13 სთერლინგ მორთლოქი კაპ! 12 ბერიქ ბარნსი, 11 დრუ მიჩელი; 10 მეტ გიტო, 9 ლუკ ბერჯესი / 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ელ ბაქსთერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 ნეითან შარფი; 6 მეტ ჰოჯსონი, 7 ჯორჯ სმითი, 8 რიჩარდ ბრაუნი * მრქ) 22 ჯეიმზ ოქონორი, 21 ქეიდ კუპერი, 20 ჯონ ვალენტაინი / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17 ბენ ელიგზანდერი; 18 დინ მამი, 19 დევიდ ფოქოქი

ბრბ ($ უკეპო) 15 ჯორდან მერფი (ირლ, 14 იენ ბალშო (ინგ, 13 სონი-ბილ ვილიამსი $ზელ, 12 სეილალა მაპუსუა (სამ, 11 ჯოშ ლივსი (ინგ; 10 ლუკ მაკალისთერი (ზელ, 9 კრის ვითექერი (ავს / 1 ქლარქ დერმოდი (ზელ, 2 სებასტიან ბრიუნო (სფრ, 3 ბიჯეი ბოთა (აფრ; 4 კრის ჯექი (ზელ, 5 პოლ ტიტო $ზელ; 6 ჯერი კოლინზი (ზელ, 7 ფილ ვო კაპ! (ავს, 8 როკი ელსომი (ავს * მრქ) 22 ბენ ბლერი (ზელ, 21 გლენ ჯექსონი $ზელ, 20 ჯასთინ მარშალი (ზელ / 16 სხალკ ბრიცი (აფრ, 17 გრეგ სამერვილი (ზელ; 18 მარტინ ქორი (ინგ, 19 სერჟ ბეცენი (სფრ)

შაბ 5/06    სიდნეი 13.30 (შოუსპორტ 3)

<<    ჩიტაზი - ლომები

ლომ: 15 ლი ბერნი (უელ, 14 ლი ჰაფ-პენი (უელ, 13 ქის ერლსი (ირლ, 12 ლუკ ფითსჯერალდი (ირლ, 11 შეინ ვილიამსი (უელ; 10 ჯეიმზ ჰუქი (უელ, 9 ჰარი ელისი (ინგ / 1 ენდრიუ შერიდანი (ინგ, 2 როს ფორდი (შტლ, 3 იუენ მარი (შტლ; 4 დონაქა ოკალაჰენი (ირლ, 5 პოლ ოქონელი კაპ! (ირლ; 6 სთივენ ფერისი (ირლ, 7 ჯო ვორსლი (ინგ, 8 ენდი პაუელი (უელ * მრქ) 22 გორდონ დარსი (ირლ, 21 რონან ოგარა (ირლ, 20 მაიკ ბლერი (შტლ / 16 მეთიუ რისი (უელ, 17 ადამ ჯოუნზი (უელ; 18 საიმონ შოუ (ინგ, 19 ნეითან ჰაინსი (შტლ

შაბ 5/06    ბლუმფონტეინი 17.00 (შოუსპორტ 3) + გამ: 22.00, კვი 07.00 12.30 20.00

<<    ინგლისი - არგენტინა

ინგ: 15 დელონ არმითიჯი, 14 მარკ კუეტო, 13 დენ ჰიპკისი, 12 თომ მეი, 11 მეტ ბანაჰანი; 10 ენდი გუდი, 9 დენი ქეა / 1 თიმ პეინი, 2 დაილან ჰართლი, 3 დევიდ ვილსონი; 4 სთივ ბორსვიქი კაპ! 5 ლუი დუქონი; 6 ჯეიმზ ჰესქელი, 7 სტეფონ არმითიჯი, 8 ნიკ ისთერი * მრქ) 22 მეთიუ თეითი, 21 სემ ვესთი, 20 პოლ ჰოჯსონი / 16 სთივ თომფსონი, 17 ჯულიან ვაითი; 18 ბენ ქეი, 19 ჯორდან ქრეინი

არგ: 15 ორასიო აგუჯა, 14 ფედერიკო არამბურუ, 13 გონსალო ტიესი, 12 მიგელ ავრამოვიჩი, 11 გონსალო კამაჩო; 10 ხუან-მარტინ ერნანდესი, 9 ნიკოლას ვერგაჯო / 1 როდრიგო რონსერო, 2 ალვერტო ვასუალდო, 3 ხუან-პავლო ორლანდი; 4 მანუელ კარისა, 5 პატრისიო ალვასეტე; 6 ალვარო გალინდო, 7 ხუან-მანუელ ლეგისამონი, 8 ხუან-მარტინ ფერნანდესი კაპ! * მრქ) 22 ლუკას ამოროსინო, 21 სანტიაგო ფერნანდესი, 20 ალფრედო იალანი / 16 ეუსევიო გინასუ, 17 მარკოს აიერსა; 18 ესტევან ლოსადა, 19 ალეხანდრო ავადი

შაბ 5/06    მანჩესტერი 19.00 (შოუსპორტ 3) + გამ: კვი 15.00

<<    პერპინიანი - კლერმონი

შაბ 5/06    სან დენი 22.30 (ევროსპორტ 2)

<<    საქართველო - კანადა

საქ: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 სანდრო თოდუა, 13 რეზო გიგაური, 12 დავით კაჭარავა, 11 ირაკლი მაჩხანელი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი როხვაძე / 1 ზერო პეტრიაშვილი, 2 ირაკლი ნატრიაშვილი, 3 გიორგი ჟღენტი; 4 რატი ურუშაძე, 5 ლევან დათუნაშვილი; 6 გია ლაბაძე კაპ! 7 ირაკლი გუნდიშვილი, 8 დიმიტრი ბასილაია * მრქ) 22 თემურ სოხაძე, 21 ლექსო გუგავა, 20 ლაშა ხმალაძე / 16 დავით დადუნაშვილი, 17 ვასილ კაკოვინი; 18 კახა უჩავა, 19 ზვიად მაისურაძე

კან: 15 ჯეიმზ პრიჩარდი, 14 დინ ფანკემპი, 13 ქიარან ჰერნი, 12 დი-თი-ეიჩ ფანდერმერვე, 11 შონ დიუქი; 10 ანდერ მანრო, 9 ედ ფერსჰერსთი / 1 კევინ ტკაჩუკი, 2 პეტ რიორდენი, 3 ენდრიუ თაიდმენი; 4 თაილერ ჰოთსონი, 5 მაიკ ბურაქი; 6 ნანიაკ დალა, 7 ადამ ქლიბერგერი, 8 არონ ქარპენთერი * მრქ) 22 ფილ მექი, 21 ბრინ ქისი, 20 მეტ ევანსი / 16 მაიკ პლეჩი, 17 დაგ ვულდრიჯი; 18 სთუართ ოლთი, 19 ჯონ მუნლაითი

კვი 6/06    დენვერი 02.30 (შოუსპორტ 3) + გამ: კვი 19.00

<<< >>>