ცოდვილობა შორეთში

   გული გვატკინეს "ერთა თასის" მფლობელმა ბორჯღალოსნებმა - კავკასიიდან ძაან შორეულ კოლორადოში, იოსებ სტალინის დოსტის, ვინსთონ ჩერჩილის თასის სტარტზე, ბრძოლით, მაგრამ მაინც უიმედოდ წააგეს კანადასთან და რუდუნებით ნაგროვი რეიტინგი გაანიავეს.

კოლორადო ზღვის დონიდან მაღლაა. თამაშის დღემდე წვიმდა, მერე კი ძაან ჩამოცხა. ნაკრებში ლეგიონერებიდან ისინიღა გამოცხადდნენ, ვისაც საფრანგეთის პირველობის შემდეგ რაგბობის ხალისი კიდევ შერჩა.

უფროსობამ დანაკლისი ჩვენი ჩემპიონატიდან შეავსო და ეს უკვე მერამდენედ, ჯეელთა გამოცდა დაისახა მიზნად, მაგრამ არ თვლემდა მუხთალი ირბ.

ჰოდა, დაგვაჯახა კანადა, ვინც ერთ თვეში, 2011 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის, ორჯერ უნდა შეებას მეზობელ შტატებს და ამის გამო, საუკეთესო გუნდი შეუყრია.

თამაში ჩვენებურად ძაან გვიან დაიწყო და ღამის ხუთის ნახევარზე დასრულდა. ვინც "გლობალზე" ამ დარჯაკს მაინც გაუძლო, გვარიანად მოიშლიდა ნერვებს, რადგან ჩვენებმა ირაგბეს ყოვლად უვარგისად - შეცდომებით, უუნაროდა და შეუცნობი ტაქტიკით.

მეორე სარეიტინგოც

ბრიტი რეფიც ამრეზით გვიყურებდა გადამთიელებს და ყოველ შარში სახლიკაცთა მხარე ეჭირა, მაგრამ ჩვენი გუნდის ერთმა (!) ნაწილმა მაინც რომ ჯიგრით იომა, ბარაქიანად მოთამაშე კანადამ გამარჯვება ბოლო მეოთხედშიღა, სათუო სინბინის შემდეგ დაიბევა.

ჩერჩილი წლეულს მეშვიდედ ეწყობა. კანადამ ჩვენი სიძაბუნით პირველი (!) პულური გამარჯვება ახლაღა იზეიმა და მეოთხე ლელოს გატანისთვის პრემიაც აიღო. ბორჯღალოსანთა შემდეგი მეტოქე, ჩვენებურად კვირა (და არა შაბათ!) ნაშუაღამევს, ირლანდიის დუბლია.

ჰოდა, საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ სტარტიდან ორი კვირის თავზე, კვირა ღამით, ფიალის ფინალში შტატებს ვერაგბებით და ამდენად, ეგ რკენაც სარეიტინგო იქნება.

>>>    საქართველო 10:42 კანადა

<<    ბორჯღალოსნები [თეთრი]

[ბეკ] 15 მერაბ კვირიკაშვილი 66 #9, 14 სანდრო თოდუა, 13 დავით კაჭარავა, 12 რეზო გიგაური, 11 ლექსო გუგავა (20 გიორგი ელიზბარაშვილი 72) 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი როხვაძე (22 თემურ სოხაძე 66 #15) /

[ფორ] 1 ზერო პეტრიაშვილი (16 დავით დადუნაშვილი 33 სბ 61-70) 2 ირაკლი ნატრიაშვილი (21 ჯაბა ბრეგვაძე 69) 3 გიორგი ჟღენტი (17 ვასილ კაკოვინი 33-70) 4 ლევან დათუნაშვილი (18 კახა უჩავა 62) 5 რატი ურუშაძე; 6 გია ლაბაძე კაპ! 7 ირაკლი გუნდიშვილი (პეტრიაშვილი 62-70) 8 დიმიტრი ბასილაია (19 ზვიად მაისურაძე 41)

[მწ]  თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო -

ლ: დადუნაშვილი; გ ჯ: კვირიკაშვილი

<<    ნეკერჩხლები [წითელი]

[ბეკ] 15 ჯეიმზ პრიჩარდი 51 #11, 14 დინ ფანკემპი, 13 ქიარან ჰერნი (21 ბრინ ქისი 66) 12 დი-თი-ეიჩ ფანდერმერვე, 11 შონ დიუქი (20 მეტ ევანსი 51 #15) 10 ანდერ მანრო, 9 ედ ფერსჰერსთი (22 ფილ მექი 69) /

[ფორ] 1 კევინ ტკაჩუკი, 2 პეტ რიორდენი კაპ! (16 მაიკ პლეჩი 69) 3 ენდრიუ თაიდმენი (17 დაგ ვულდრიჯი 58) 4 თაილერ ჰოთსონი, 5 მაიკ ბიურაქი (18 სთუართ ოლთი 72) 6 ნანიაკ დალა (19 ჯონ მუნლაითი 62) 7 ადამ ქლიბერგერი, 8 არონ ქარპენთერი

[მწ] ქიარან ქრაული (ზელ) ჯონ თეითი -

5ლ: ქარპენთერი დალა ფანდერმერვე ევანსი (4 5) 4გ 3ჯ: პრიჩარდი

<<    რეფერი გრეგ გარნერი [ინგლისი]

0:7(13) 3:7(18) 3:12(20) 3:19(28) 10:19(35) /
10:22(44) 10:25(53) სბ(61) 10:32(68პ) 10:35(75) 10:42(77)

შაბ 6/06    გლენდეილი [დენვერი კოლორადო აშშ] ინფინითი პარკი [3 ათასი] 28 გრადუსი

<<    რჩეული

1'  კან * კვირიკაშვილის მიერ კუთხეში დარტყმული ლელოს გადაცდა

3'  კან * სამჯერ ჩაშლილ შერკინებაში გავმტყუნდით; ფაზების შემდეგ მარცხნივ დაგვიგორეს, მაგრამ გადავიდა

5'  კან * ხაზით ორი გათამაშების შემდეგ გუგავამ ჩაჭრა და ისინი რაქში დაჯარიმდნენ

6'  საქ * დერეფნიდან დათუნაშვილი მიეძალა ფრონტის შუაში, მაგრამ რაქში ზეწოლისთვის დავჯარიმდით

7'  კან * მანრომ დერეფნის კუდში აიღო და გამოჭრა, მაგრამ ჩვენს 22-ში ფერჰერსთს წინ დაუვარდა

9'  კან * დათუნაშვილი ბოჭვაზე დაჯარიმდა = 10' პრიჩარდმა 30^ მარცხენა ძელს მოარტყა

11'  საქ * მალაღურაძემ ზურგში გადაკიდა; ბურთი იმათ ლელოში გაჩერდა

12'  კან * ფერჰერსთის გადაკიდებულს აცდნენ როხვაძე, კვირიკაშვილი და ქარპენთერმა ძღვენი ძუნძულით შეიშნო = 13' $ 0:7

14'  საქ * როხვაძის გადაკიდებული ქარპენთერს დაუვარდა = როხვაძეს თავი შეუხვიეს

16'  საქ * ზედიზედ ორი შერკინებიდან გიგაურმა დაკრა ფრონტის შუაში, მაგრამ ბურთი მიწიდან ატაცებისას წინ დაგვივარდა იმათ 22-ში

17'  საქ * მეტოქეს შერკინება დავუქციეთ; ქლიბერგერი ოფსაიდიდან ეთამაშა როხვაძეს = 18' კვირიკაშვილმა შეაგდო ჯ18>25 $ 3:7 

19'  კან * გადაკიდებულის გამოქცუნებაზე მანრო სამ მბოჭავს (7 13) გაუსხლტა, მარცხნივ გათამაშებაზე კი ფანდერმერვემ დალას პასი ბრმად, თავს ზემოდან შემოუქცია = 20' პრიჩარდმა მეორედაც გაარტყა ძელს $ 3:12 = გამოცხადდა დასარწყულებელი წუთ-შესვენება

21'  კან * კვირიკაშვილმა კიკოფი კიდეზე დაარტყა

22'  კან * მანრომ გადაიკიდა, კვირიკაშვილს ნახტომში ააცალა და ქლიბერგერს გაატანა; ლელოში შეგორებული გუგავამ დაამიწა

26'  საქ * მეტოქის დერეფნის მოგების შემდეგ თოდუამ ჩვენი 22-დან გამოაქცუნა ბურთი და მალაღურაძემ იმათ 22-ში გაარტყა მიწას

27'  კან * კვირიკაშვილს დარტყმის მერე ფეხი დაუდეს, მაგრამ რეფმა არ შენიშნა და იმათ იქეთ ჩაგვიგდეს 22-ში

28'  კან * შერკინებიდან გამართულ ზედახორაში ბეკმა ფანდერმერვემ მოკლე ფრთაზე ორი მბოჭავის (9 7) ჯობნით შეიტანა ლელო = პრიჩარდმა კიდიდან გარდასახა $ 3:19

31'  საქ * ავკინძეთ ოთხი ფაზა და ტკაჩუკი ბოჭვაზე გვერდიდან შემოსვლისთვის დაჯარიმდა

32'  საქ * ჯარიმა კიდეზე დავარტყით და შევცვალეთ ორივე ბურჯი

33-35'  საქ * დერეფანში აგორებულ ორ მოლში დაჯარიმდნენ  ქლიბერგერი და დალა; მესამე ცდაზე ბურთი გუნდიშვილმა მოხსნა და ლელო შემოსულმა დადუნაშვილმა შეიტანა; კვირიკაშვილმა მარჯვნიდან გარდასახა  $ 10:19

36'  კან * მანრომ კვირიკაშვილს 22-ში ჩაუგდო

38'  კან * დერეფნიდან ხაზი გაჭრა ფერჰერსთმა და ფანდერმერვემ კიდეზე გააქანა დიუქი, მაგრამ კვირიკაშვილმა დამიწებისას გააგდებინა

39'  კან * 95-მეტრა შერკინებიდან ბურთი ძლივს გამოვიტანეთ და კვირიკაშვილი კინაღამ გამოიჭირეს ჩვენს ლელოში

40'  კან * წავაგეთ ჩვენი შერკინება და ბურჯმა ტკაჩუკმა შორს მიაწოდა პრიჩარდს, მაგრამ კაჭარავამ ალამთან კიდეზე გადადენა = ნახევარი 10:19

41'  კან * მალაღურაძემ კიკოფი კიდეზე დაარტყა

42'  საქ * ჯარიმა დავარტყით კიდეზე და ბურთი ბოლომდე ჩავათამაშეთ, მალაღურაძის გადაკიდებული კი დიუქმა ალალზე დაიჭირა

43'  კან * მაისურაძე გადაკიდებულის გამოქცუნებისას დაიჭირა დალამ = 44' ბურთის ჩახურვისთვის დანიშნული 30>10 ჯარიმა შეაგდო პრიჩარდმა $ 10:22

45'  კან * უზუსტო პასზე ფეხი მიგვიკრეს და კარის წინიდან ძლივს მოიგერია როხვაძემ

46' საქ * მანროს იმათი ლელოდან 60 მეტრზე პასი ჩაუჭრა გუგავამ, მაგრამ ბურთი იქვე დაუვარდა

47'  კან * თოდუამ ნახტომით მოხსნა აბრაგანი, მაგრამ 'ალალი' არ დაიძახა და ფერჰერსთმა იქეთა კუთხეში დაგვირტყა

48'  საქ * გუნდიშვილის მიერ მოგებული დერეფნიდან მალაღურაძემ ჩვენი 22-დან მოკლე ფრთაზე გააქცუნა გუგავა და ამან გადაიკიდა, მაგრამ ბურთი კიდეზე დაეცა

49'  საქ * სწრაფი მოწოდების შემდეგ თოდუამ ჩვენიდან იმათ 22-ში დაარტყა = 51'  კან * ფანკემპმა დაგვიბრუნა

52'  კან * რაქში ამტყდარ კინკლაობაში მსაჯებმა თათბირის შემდეგ დააჯარიმეს როხვაძე = 53' პრიჩარდმა შეაგდო 28<5 $ 10:25

54'  კან * კვირიკაშვილის დარტყმული ისევ გადაცდა ლელოს = 55'  საქ * ფერჰერსთაც იგივე შეემთხვა

56'  საქ * გიგაურმა შერკინებიდან გაჭრა ხაზი და ბლომად ირბინა, მაგრამ გუგავამ დააგდო პასი და მაისურაძე პრიჩარდს მოგერიების დროს დაეჯახა

59'  საქ * ორმაგი ჩარბენისა და შემორბენის შემდეგ ხაზში მწვავედ ჩაერთო კვირიკაშვილი, მაგრამ გაგორებული კიდეზე გადაუვიდა

60'  საქ * გადაკიდებულის გამოქცუნებაზე კვირიკაშვილმა და გიგაურმა გამოარღვიეს დაცვა, მაგრამ ორი ფაზის შემდეგ შევფერხდით

61'  კან * მსაჯებმა ითათბირეს და ქლიბერგერთან რაქში ჭიდაობისთვის გაასინბინეს დადუნაშვილი = გამოცხადდა დასარწყულებელი წუთ-შესვენება

63'  კან * ოთხი ფაზის შემდეგ მანრომ 22-ში გაგვიჭრა ხაზი, მაგრამ ევანსს პასი დაუვარდა

64'  საქ * თერნოვერიდან მაისურაძე გამოიქცა; მიყვნენ კაჭარავა, თოდუა და ურუშაძე, მაგრამ ლელოდან 25 მეტრზე, ბოჭვაზე ბურთის შეყოვნებისთვის დაგვაჯარიმეს

65'  კან * ფანდერმერვეს მიძალებას მოყვა ფაზები და ვულდრიჯი გადაყრაზე ყუმბარასავით წავიდა, მაგრამ რეფმა დაინდო და ჯარიმა აკმარა

66'  კან * მანრომ 22-ში ჩაგვიგდო

67'  კან * მარჯვნივ მოგებული დერეფნიდან დაგვარტყეს კარის წინ და მარჯვნივ-ვე შეშვებული 15 ნომერი ევანსი ვერ დაიჭირეს ნატრიაშვილმა და კვირიკაშვილმა = 68' გარდასახვა $ 10:32

74'  კან * ოლთის ოფლოუდიდან ტკაჩუკმა ჯიქური სვლით ლამის ლელოს უწია, ევანსის ნაპასევი კი მანროს დაუვარდა; რეფი ხეირს ათამაშებდა ნეკერჩხლებს და კარის წინ დაუბრუნა ჯარიმა = 75' $ 10:35

76'  კან * კიკოფიდან პასაობით გამოიქცნენ ფანდერმერვე, ქისი, მანრო და ევანსმა დუბლი შეასრულა = 77' პრიჩარდმა 26<4 გარდასახა $ 10:42

78'  საქ * გიგაურმა მალაღურაძეს გააჭრევინა ხაზი, მაგრამ ბურთი ლელოდან 15 მეტრზე წინ დაგვივარდა    

79'  კან * მუნლაითი წამოშლილი შერკინებიდან გამოგვექცა, მაგრამ თოდუამ გააგდებინა ბურთი

80+1'  საქ * ფორვარდთა სამი სოლოთი 22-დან გამოვედით, მაგრამ სოხაძემ დააგდო ბურთი = ბოლო 10:42

>>>    ჩერჩილის თასი 2009

<<    პულები

კანადა საქართველო ირლანდია*ა
შტატები არგენტინა*ა ინგლისი*ა

<<    განრიგი (საქ დროით)

შაბ    6/06  გლენდეილი

24.15  

არგენტინა 20:28 ინგლისი

02.30  

კანადა 42:10 საქართველო

ოთხ 10/06   გლენდეილი

02.30  

კანადა - ირლანდია

05.00  

შტატები - არგენტინა

კვი   14/06   გლენდეილი

23.00  

შტატები - ინგლისი

01.30  

ირლანდია - საქართველო

კვი   21/06   დენვერი

22.05  

 V ადგილი (ფიალა)

24.30  

III ადგილი (სინი)

02.45  

 I ადგილი (თასი)

>>>     ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)
112 თამაში (40 შინ, 51 გარეთ, 21 ნეიტრალურზე)
67 მოგება - 40 წაგება * 5 ფრე
ქულა 2587:2155 (+432) ლელო 319-236 (+83)

სულ 195 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 110 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 151, ხოლო ფორვარდებმა 168 ლელო

<<< >>>