ჩქარი ბურთი დაუძვირეს

   აფრიკაში მოტურნევე ბრიტანეთის "ლომებმა" ბოლო წუთზე კინაღამ წააგეს ზე 14-ის მაჩანჩალა "ჩიტაზთან"; ავსტრალიამ სეზონი "ბარბაროსთა" გაბურთავებით გახსნა; ინგლისმა სამჯერ დაალელოვა არგენტინა და რეიტინგში ისევე გადაუსწრო, როგორც კანადამ საქართველოს; ხოლო უიღბლო კლერმონმა მეათედაც წააგო საფრანგეთის პირველობის ფინალი.

ლომებმა ჩიტაზს თავიანთ საუკუნოვან ისტორიაში უმძიმესი შერკინება გაუყვანეს და მალევე დაადედლეს, მაგრამ საქმეში ჯეელი ავტორიტეტი, ინგლისელი ვეინ ბარნსი ჩაერია და ხშირი სტვენით არ გაახარა ბრიტები. ბურებმაც ბოჭვის არე ამოიღეს მიზანში და მეტოქეს ჩქარი ბურთი რომ დაუძვირეს, თანდათან მოუშალეს თამაში.

არადა, ლომები პირველ მეოთხედში 20 ქულით დაწინაურდნენ. ჩიტაზმა ჩამორჩენა შეამცირა სთივენ ფერისის სინბინზე. მეორე ტაიმში, როცა ანგარიში 17:26 იყო, ჟან-ლუი პოტხიტერმა და ლუი სტრეიდომმა დაახაიეს გასატანი ჯარიმები. მერე შეინ ვილიამსს პასი ჩაუჭრა კორნე უეისმა და 70 მეტრი ირბინა, ბოლოსწინა წუთზე კი სტრეიდომმა ძაან შორიდან კარს ოდნავ ააცილა არეკნი.

ბაბუის კვალზე

ბრიტები კინაღამ დაღუპა სხვა უელსელმა, ლი ბერნმა, ვისაც აბრაგანი წინ დაუვარდა. ჩიტაზი ისევ არეკნის შემზადებას შეუდგა, მაგრამ საქმეში ბარნსი ჩაერია და ბოჭვაზე შემტევი ბურთის შეყოვნებისთვის დააჯარიმა. ამავე ხერხით სანდენში გალეთის 108-ე ფინალი გააბერწა ჟან-პიერ მატემ, გუნდებმა კი მოილაპარაკეს და ლიგის ჯიბრზე, უცვლელი რაზმები მაინც თამაშის წინღა გაამხილეს.

ფინალის გმირი გახდა პერპინიანელი ჟერომ პორიკალი, ვისი ბაბუაც 1938 წელს გამხდარა ჩემპიონი, ხოლო მამას 1977 წელს წაუგია პარიზში. ფულბეკის რეიდს გამარჯვების ლელო მოყვა, საათის თავზე კი მანვე ორი ჯარიმაც შეაგდო თავისი ნახევრიდან. ჰოდა, კატალანის გუნდმა "ბრენიუსის ფარი" 54 წლის შემდეგ ისევ შემართა, კლერმონი კი ზედიზედ მესამე ფინალში დამარცხდა.

დეზერტირი ბეჭებზე დასცა

ბარბაროსები ავსტრალიაში პირველად ჩაბრძანდნენ და რვა ლელო მიირთვეს. სიდნეის პუბლიკამ ისიამოვნა ვოლაბიზის ხოტორა კაპიტნის, სთერლინგ მორთლოქისა და შარშან, შუა სეზონში, 13-კაცა ნრლ-ის "ბულდოგზიდან" საფრანგეთის ტოპ 14-ის "ტულონში" გაპარული ზელანდიელის, სონი-ბილ ვილიამსის დუელით. კივი მესამე წუთზე წითელ ზოლთან გაუსხლტა ოზს და ოფლოუდიც გაახერხა, მაგრამ "სთირლომ" ორ წუთში ბეჭებზე დასცა დეზერტირი.

არგენტინას ინგლისი ორჯერ უნდა მიეღო, მაგრამ მოურიგდა და გაჩარხა მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდი", საიდანაც შინ ნახევარი მილიონი გირვანქა წაიღო. ინგლისს თუმც აკლდა ცხრა ლომი, მაინც აიღო რევანში სამი წლის წინდელი წაგებისთვის, რასაც აწ უკვე შოტლანდიის გურუდ დანიშნული ენდი რობინსონის დათხოვნა მოყვა. ენდი გუდმა ფეხოსნობაში თვით ხუან-მარტინ ერნანდესს აჯობა, დელონ არმითიჯის ორივე ლელო კი მარკ კვეიტოს გაგორებებს მოყვა.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

    მესამე მატჩი

<<    ჩიტაზი 24:26 ლომები

ჩტზ: დანილერი იონკერი კ.უეისი ბოსმანი დემასი <10-9> პოტხიტერი (სტრეიდომი 60) დებრეინი (უდენდალი 45) / დიუპრე ა.სტრაუსი (რ.სტრაუსი 51) კალდო (ნელი 47) ბრედტი (ფილიუნი 47) დეფილიერსი; ბრუსო პ.უეისი სხოლცი კაპ! (ფლურსი 65) - 3ლ: დემასი დიუპრე კ.უეისი; 3გ: პოტხიტერი 2, სტრეიდომი; ჯ: პოტხიტერი

ლომ: ბერნი ჰაფ-პენი ერლსი ფითსჯერალდი (დარსი 75) შ.ვილიამსი <10-9> ჰუქი ელისი / შერიდანი ფორდი (რისი 63) მარი (ად.ჯოუნზი 63); ოკალაჰენი ოქონელი კაპ! ფერისი სბ 23, ვორსლი (ჰაინსი 69) პაუელი - 2ლ: ფერისი ერლსი; 2გ 4ჯ: ჰუქი

რეფ ბარნსი (ინგ) ბლუმფონტეინი, ვოდაკომ პარკი (23 710)

0:3(6) 0:10(10) 0:17(17) 0:20(21) სბ(23ლ) 7:20(27) 14:20(35) 14:23(39) /
17:23(42) 17:26(51) 24:26(73)

გამეორებით გლობალზე: სამ 09.00, ოთხ 16.00

    მეოთხე მატჩი

<<    შარქსი (ზე 14) - ლომები

ლომ: (ბეკ) 15 ლი ბერნი (უელ, 14 შეინ ვილიამსი (უელ, 13 ბრაიან ოდრისქოლი (ირლ, 12 ჯემი რობერთსი (უელ, 11 ლუკ ფითსჯერალდი (ირლ; 10 რონან ოგარა (ირლ, 9 მაიკ ფილიპსი (უელ /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი (უელ, 2 ლი მირსი (ინგ, 3 ადამ ჯოუნზი (უელ; 4 ალუნ-ვინ ჯოუნზი (უელ, 5 პოლ ოქონელი კაპ! (ირლ; 6 თომ კროფთი (ინგ, 7 დევიდ ვოლესი (ირლ, 8 ჯემი ჰიზლიფი (ირლ -

(მრქ) 22 ლი ჰაფ-პენი (უელ, 21 რიკი ფლუთი (ინგ, 20 მაიკ ბლერი (შტლ / 16 მეთიუ რისი (უელ, 17 ფილ ვიქერი (ინგ; 18 საიმონ შოუ (ინგ, 19 ჯო ვორსლი (ინგ)

ოთხ 10/06    დურბანი    21.00 საქ ! გლობალზე (შოუ სპორტ 3) ცოცხლად

გამეორებით: ოთხ 24.00, ხუთ 09.00 13.00 18.30 23.30, პარ 14.00 21.00

>>>    ზაფხულის ტესტები

<<    ავსტრალია 55:7 ბარბაროსები

ავს: ეშლი-კუპერი (ოქონორი 64) თერნერი მორთლოქი კაპ! ბარნსი მიჩელი <10-9> გიტო (ქ.კუპერი 75) ბერჯესი (ვალენტაინი 42) / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 42-49 * 71) ბაქსთერი (ელიგზანდერი 64) ჰორვილი შარფი; ჰოჯსონი (მამი 41) სმითი ბრაუნი (ფოქოქი 42-49 * 52-53 * 64) - 8ლ: ჰორვილი მიჩელი (2 6) გიტო მური ელიგზანდერი ფოქოქი ოქონორი; 6გ: გიტო 4, მორთლოქი 2; ჯ: გიტო

ბრბ: მერფი (ბ.ბლერი 46) ბალშო სბ.ვილიამსი მაპუსუა (ჯექსონი 32) ლივსი <10-9> მაკალისთერი ვითექერი (მარშალი 46) / დერმოდი (სამერვილი 52) ბრიუნო (ბრიცი 59) ბჯ.ბოთა (დერმოდი 70) ჯექი (ქორი 66) ტიტო; ქოლინზი ვო კაპ! (ბეცენ-ჩუა 65) ლაიონზი - ლ: ბალშო; გ: მაკალისთერი

რეფ დიქინსონი (ავს) სიდნეი, ოზი სთედიუმი (39 688)

5:0(7) 8:0(14) 13:0(16) 20:0(24) 20:7(40) /
27:7(57) 34:7(67) 41:7(73) 48:7(77) 55:7(80)

    ავსტრალია - იტალია
    შაბ 13/06    კანბერა    13.30 საქ ! გლობალზე ცოცხლად

<<    ინგლისი 37:15 არგენტინა

ინგ: დ.არმითიჯი კვეიტო ჰიპქისი მეი (ვესთი 74) ბანაჰანი (თეითი 77) <10-9> გუდი ქეა (ჰოჯსონი 64) / პეინი ჰართლი ვილსონი (ვაითი 64 * სბ 70) ბორსვიქი კაპ! დიქონი (ქეი 79) ჰესქელი (ვილსონი 77-79) ს.არმითიჯი ისთერი (ქრეინი 64) - 3ლ: ბანაჰანი დ.არმითიჯი (2 3) 2გ 4ჯ 2ა: გუდი

არგ: აგუჯა სბ 66, არამვურუ (გონსალესი 76) ტიესი ავრამოვიჩი (ს.ფერნანდესი 61) კამაჩო <10-9> ერნანდესი ვერგაჯო / რონსერო ვასუალდო (გინასუ 71) ორლანდი (აიერსა 57) კარისა ალვასეტე; გალინდო (ლოსადა 69) ლეგისამონი ხმ.ფერნანდესი კაპ! - 4ჯ ა: ერნანდესი

რეფ ბერდოზი (სფრ) მანჩესტერი, ოლდ ტრაფორდი (40 521)

0:3(2ა) 3:3(8) 6:3(18ა) 9:3(22) 16:3(27) 16:6(30) 19:6(37ა) 19:9(39) /
22:9(45) 22:12(49) 22:15(52) 25:15(55) 32:15(60) სბ(66ა) სბ(70ი) 37:15(80)

გამეორებით გლობალზე: ოთხ 08.30, პარ 12.00

    საპასუხო
    შაბ 13/06    სალტა (არგ)    22.00 საქ ! გლობალზე ცოცხლად
    გამეორებით: კვი 02.00 19.00, ორ 08.00 15.30

>>>    ირბ-ის რეიტინგი

(8/06) 1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 ირლანდია 8327, 5 ინგლისი 8210, 6 უელსი 8074, 7 არგენტინა 8042, 8 საფრანგეთი 7994, 9 ფიჯი 7524, 10 შოტლანდია 7523, 11 სამოა 7257, 12 იტალია 7123, 13 კანადა 7068

14 ტონგა 7005, 15 საქართველო 6867, 16 იაპონია 6805, 17 რუსეთი 6657, 18 რუმინეთი 6426, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6316, 21 პორტუგალია 6216, 22 ესპანეთი 5901, 23 ჩილე 5795, 24 კორეა 5790, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5535

პლუს-მინუსი: ინგ 114 არგ, კან 172 საქ (42:10 ნ)

>>>    საფრანგეთის ტოპ 14

    ნახევარფინალები

<<    კლერმონი 19:9 ტულუზი

ლ: 10 ბრ.ჯეიმზი; გ: ჯეიმზი; 4ჯ: ჯეიმზი 2, 14 ბაბი 2 სბ 6 ქადმორი - 3ჯ: 10 ელისალდი

რეფ ბერდოზი * ბორდო

3:0(4) 10:0(12) 10:3(21) 10:6(26) 13:6(29) 13:9(31) /
16:9(45) სბ(52კ) 19:9(65)

<<    პერპინიანი 25:21 სტად ფრანსეზი

3ლ: 15 პორიკალი, 12 მერმოზი, 11 კანდელონი; 2გ 2ჯ: პორიკალი - 2ლ: 15 ბოგზისი, 8 პარისე; გ 2ჯ ა: ბოგზისი

რეფ გარსეზი * ლიონი

3:0(7) 3:3(12ა) 10:3(24) 10:6(32) 13:6(34) /
20:6(47) 20:11(49) 20:14(57) 25:14(62) 25:21(71)

    ფინალი

<<    პერპინიანი 22:13 კლერმონი

პრპ: პორიკალი სიდი მარტი (გრანკლოდი 75) მერმოზი კანდელონი (ბერგერი 80) <10-9> იუმი დიურანი (მელე 75) / ფრეშვოთერი (პულუ 59) ტინკუ (გირადო 59) მა; ალვარესი ოლიბო (ვილასეკა 66) ლეკორვეკი (ბრიცი 57) პერესი შული - ლ: მარტი; გ 4ჯ: პორიკალი; ა: იუმი

კლრ: ფლოში ბაბი რუჟრი კანალე ნალანგა (მბაიკეინუკუ 74) <10-9> ბრ.ჯეიმზი მინიონი / დომინგო ლედესმა (კაბელიო 65) შელსო (ზირაქაშვილი 32) პიერი პრივა (ჟაკე 57) ქადმორი (ვერმელენი 51) ოდებერი ბონერი - ლ: ნალანგა; გ 2ჯ: ჯეიმზი

რეფ მატე * სანდენი

0:7(12) 3:7(15ა) 3:10(20) 6:10(40) /
13:10(47) 16:10(50) 16:13(56) 19:13(62) 22:13(64)

<<< >>>