კამბეროვიჩის მდელოზე

   უქმეებზე ქართულმა შვიდკაცამ და შვიდქალამ ერთდროულად იჩაუქეს ევროპაში: ვაჟებმა მესამე ადგილი დაიჭირეს ოდესაში და ჰანოვერის ფინალის საგზური დაიბევეს, გოგოები კი ზენიცაში მეექვსე ადგილზე გავიდნენ, ანუ შარშანდელთან შედარებით, ზემოთ ოთხით აინაცვლეს.

ევროპაში შვიდკაცა 6-ეტაპა სერიად და ფინალად იმართება, შვიდქალა კი სამ იერარქიულ ჯგუფად. საქართველო ვაჟთა შეჯიბრის ერთი პიონერთაგანი და მუდმივი მონაწილეა, ქალებში კი სერიოზულად შარშანღა გაერია მარაქაში. მაშინ ბოსნიაში ჩვენმა გოგოებმა შვიდიდან მხოლოდ ორი თამაში მოიგეს, ამჯერად კი იქვე, "კამბეროვიჩის მდელოზე", ექვს მატჩში სამჯერ გაიმარჯვეს   შარშან   

ასე დაუფასდა გარჯა ჩვენი ქალთა რაგბის პიონერს, ზურაბ დუგლაძეს, ვინც მიზეზთა გამო ზენიცაში ვერ ახლდა შეგირდებს და ამიტომ ზურაბ ამონაშვილი ცვლიდა. გურუს გოგოების შესაგულიანებლად დიდი გეგმები დაუსახავს და ძაანაც ხარობს, რომ უკვე 19 მოთამაშე აუყოლიებია. არჩევანის გაფართოება ნაკრებსაც სასიკეთოდ დაეტყო: შარშანდელი შემადგენლობიდან სამი ლიდერიღა მოხვდა რაზმში, ახლებმა კი ერთობ საჭირო წრთობა მიიღეს.

ნაღდად გვეყოფა

შვიდკაცამ პროგრამა მინიმუმი შეასრულა: ევროპის სერიის ბოლოსწინა ეტაპზე, ოდესაში, სოპოტის შედეგი გაიმეორა - მესამე ადგილი დაიჭირა და იმდენი ქულა მიითვალა, რომ უპრობლემოდ ხვდება ფინალში, რომელშიც მსოფლიო კრიზისის გამო, თორმეტის ნაცვლად ათი გუნდიღა იჩაუქებს.

ოდესაში ჩვენები მსოფლიო სერიაზე უხეიროდ ბურთაობის შემდეგ ჩავიდნენ, მაგრამ იმდენად დიდია სხვაობა ორი ცირკის დონეთა შორის, რომ კახა ალანიასა და გიორგი ასათიანის შეგირდებმა ექვსიდან ხუთი თამაში ნულზე მოიგეს, ხოლო ნახევარფინალში ასევე უქულოდ წააგეს რუსეთთან, ვინც პულში მარცხისთვის ფინალში სასტიკად გადაუხადა სამაგიერო მოლდოვას და თასი აიღო.

პარალელურად ეტაპი იყო "ჩეხეთის კახეთ" მორავიაშიც, ოსტრავაში. ქაური სამდივნო კვირა ღამით სმას რომ გადაყვა, შედეგთა გამოქვეყნება დაუგვიანდა, ორშაბათს კი ქულათა დაჯამებით გაირკვა, რომ ექვს გუნდს თავი ქუდში აქვს, ხოლო ბოლო, მოსკოვის ეტაპზე ძნელად, რომ რუსეთი, იტალია და მოლდოვა სხვებმა დაძირონ.

>>>    ევროპის შვიდქალა

<<    პირველობა (ტოპ 10)
11-12/07    ჰანოვერი (გერმანია)

გერმანია ესპანეთი ინგლისი იტალია მოლდოვა პორტუგალია რუსეთი საფრანგეთი შვედეთი ჰოლანდია

<<    ა ჯგუფი
4-5/07    ლიეჟი (ბელგია)

ავსტრია ანდორა ბელგია ბულგარეთი ისრაელი ლატვია ლიტვა მალტა რუმინეთი ფინეთი ჩეხეთი ხორვატია

<<    ბ ჯგუფი
6-7/06    ზენიცა (ბოსნია)

საქართველო -
(პულში) დანია 14:17, ლუქსემბურგი 12:10, სლოვენია 33:5, პოლონეთი 12:15 / სინზე) ბოსნია 14:5

1/2 შვეიცარია 37:0 პოლონეთი
3/4 უნგრეთი 22:10 დანია
5/6 უკრაინა 10:7 საქართველო
7/8 ლუქსემბურგი 5:0 ბოსნია
9/10 სლოვენია 36:5 სერბეთი

ჩვენი გოგოები  არმინ ბერბეროვიჩის ფოტო  ^ შარშანაც)

(უკან) ნინო ელოშვილი, შორენა გამსახურდია, ბელა გოგსაძე, ნათია ბალარჯიშვილი, მარეხ მაისურაძე, ანა პოღოსიანი^ / (წინ) რუსუდან გამსახურდია, თამუნა ჩხუბიანიშვილი^, ქეთევან ქობალია, მაკა ტყებუჩავა^ ! მწ: ზურაბ დუგლაძე^, ზურაბ ამონაშვილი; მნჯ ნატა კურტანიძე^

>>>    ევროპის შვიდკაცა

<<    III ეტაპი
30-31/05    სპლიტი (ხორვატია)

1/2 საფრანგეთი 28:10 იტალია
3/4 გერმანია 39:0 ხორვატია
5/6 ბელგია 33:14 კვიპროსი
7/8 ბოსნია 28:0 უნგრეთი
9/10 შვეიცარია 45:5 სერბეთი

<<    IV ეტაპი
6-7/06    ოდესა (უკრაინა)

* ჩვენი პული

საქართველო - (შაბ) შვეიცარია 50:0, საბერძნეთი 39:0, რუმინეთი 22:0; (კვი) პოლონეთი 36:0

კიბე: საქართველო 4-0, რუმინეთი 3-1 / პოლონეთი 2-2, შვეიცარია 1-3 / საბერძნეთი 0-4

* იქეთა პული

მოლდოვა 3-0*1, რუსეთი 3-1 / უკრაინა 1-1*2, შვედეთი 1-2*1 / ბულგარეთი 0-4

* თასის ნახევარფინალი

საქართველო

0:17

რუსეთი

მოლდოვა

20:12

რუმინეთი

ფინალები

1/2 მოლდოვა 14:50 რუსეთი
3/4 საქართველო 24:0 რუმინეთი
5/6 უკრაინა 17:12 პოლონეთი
7/8 შვედეთი 41:0 შვეიცარია
9/10 ბულგარეთი 26:21 საბერძნეთი

<<    V ეტაპი
6-7/06    ოსტრავა (ჩეხეთი)

1/2 პორტუგალია 19:12 ესპანეთი
3/4 ჰოლანდია 40:17 გერმანია
5/6 ჩეხეთი 31:19 მონაკო
7/8 ხორვატია 21:17 ლიტვა
9 ბელგია

<<    ქულა (* ეტაპი მარაგად)

36    საფრანგეთი პორტუგალია
30    ესპანეთი
28    საქართველო რუმინეთი
26    გერმანია
24    პოლონეთი
20    კვიპროსი
18    რუსეთი* შვედეთი ჩეხეთი ხორვატია
16    იტალია* მოლდოვა* მონაკო
14    ჰოლანდია*
12    ბოსნია ბელგია
10    უკრაინა* დანია* სერბეთი
 6    შვეიცარია ლატვია*
 4    ლიტვა* უნგრეთი ბულგარეთი საბერძნეთი ლუქსემბურგი
 2    ნორვეგია*
 0    აზერბაიჯანი*

<<    VI ეტაპი
20-21/06    მოსკოვი (რუსეთი)

მოლდოვა იტალია ჰოლანდია დანია აზერბაიჯანი /
რუსეთი უკრაინა ლიტვა ლატვია ნორვეგია

<<    ფინალი
11-12/07    ჰანოვერი (გერმანია)

გერმანია + ცხრა მოწინავე

<<< >>>