მთელ შაბათსა და კვირაღამ

   "გლობალის" ცოცხალი რაგბის მენიუში სამხრეთი ნახევარსფეროდან შაბათს გველის ოთხი ბარაქიანი თამაში, ბორჯღალოსნები კი კოლორადოში, ჩერჩილის თასზე, კვირა ღამესღა ერკინებიან ირლანდიის დუბლს, რომელმაც ბოლოსღა აჯობა კანადას.

კაცს შენი უნდა გერჩიოს სხვისას, მაგრამ გამონაკლისიც არსებობს. ზეპურ რაგბზე ინფორმაცია უხვად რომ მოიპოვება ვებ-სივრცეში, ხოლო "ჩერჩილი" ორგანიზატორსაც კი არ ადარდებს, მაგის გამო ჩვენი ბიჭების მომავალი თამაშის შესახებ ისღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი ალბათ მოასწრებს აკლიმატიზაციას და კელტებს უფრო დალაგებულად და აზრიანად ერაგბება.

კანადამ "ერთა თასის" ჩემპიონებს თამაში უსიტყვოდ კი მოგვიგო, მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ რაგბის გაშუქების მხრივ აღმოსავლეთი ევროპა ერთი თავით მაღლა დგას ჩრდილო ამერიკაზე.

"გლობალის" წყალობით კავკასიაში თამაშებს ცოცხლად რომ ვჭვრეტთ, გამოწვლილვითი ოქმის შედგენა შეგვიძლია, ადგილზე კი, ჩერჩილის საითზე, წუთობრივ ქრონოლოგიას ვინ ჩივის, აქამდე საქართველოს განაცხადიც კი ვერ აუტვირთავთ დალხენილ იანკებს.

კანადამ და შტატებმა ჩერჩილამდე ორ-ორი ტესტი გამართეს ულომებო ირლანდია - უელსთან. მასპინძლებმა ოთხივე მატჩი წააგეს, ოღონდაც "ნეკერჩხლები" "არწივებზე" ნაკლებით დამარცხდნენ. ჩერჩილზეც, იანკები ვერ დაუდგნენ არგენტინის მარქაფას, კანადა კი ირლანდიის რეზერვს 70-ე წუთამდე უგებდა.

ჰოდა, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ივლისში, როცა მეზობლები შინ და გარეთ შეიბმებიან, 2011 წლის მსოფლიო თასის პირველ საგზურს კანადა მიიღებს, ხოლო შტატებს ურუგვაისთან მოუწევს ორჯერ დაჭიდება.

კანბერაში ყინავს

შაბათის ზეპური პროგრამა დღის თორმეტის ნახევარზე, ზელანდიაში იხსნება. დანიდინში "ოლ ბლექსს" ტრავმათა გამო დააკლდებიან რიჩი მაკქოუ, დენ კარტერი, როდნი სოიალო, ალი ვილიამსი, კონრად სმითი, რიჩარდ კაჰუი და სიტივენი სივივატუ.

სტუმარი საფრანგეთი მოქანცულია მარათონული სეზონის შემდეგ და 1961 წლის აქეთ, კივეთში გამართული 21 ტესტიდან ოდენ სამი მოუგია, მაგრამ სრულიად რაგბეთს ახსოვს შარშანწინდელი ამბავი, როცა გალებმა მსოფლიო თასს მეოთხედფინალში გამოთიშეს ფავორიტი.

ორის ნახევარზე ავსტრალია კანბერაში იღებს იტალიას, ვისაც 10 ნომრად ნალიგარი ოზი, ბობოლა ნრლ-ის 2003 წლის ჩემპიონის, "პენრითის" კაპიტანი, ქრეგ გაუერი დაუსახელებია.

ვარსკვლავი ორი წლის წინ საშოვარზე საფრანგეთში გადავიდა და რაგბში მოეწყო, "აძურში" თამაშის უფლება კი იმადა აქვს, რომ ბაბუა ჰყოლია იტალიელი. სამხრეთში ზამთარი რომაა, კანბერაში ყინავს და ნული გრადუსია გამოცხადებული, ხოლო ვოლაბებში სიახლე ისაა, რომ 15 ნომრად 18 წლის ტალანტი, ჯეიმზ ოქონორი იწყებს.

ოვალი შეახარბა

აფრიკაში მოტურნევე ბრიტანეთის "ლომები" ჩვეულ დროს, დღის ხუთზე თამაშობენ კონცხზე, კეიპტაუნში. ბოკეები არც მასპინძელ სტორმერზს გამოყავს, სტუმართა სქოთი გურუ, იენ მაკგიქანი კი იმედოვნებს, რომ როცა იქეთა შაბათის, პირველი, დურბანის ტესტისთვის სიის ჩამოწერას შეუდგება, თავ-სატეხი ბლომად ექნება.

ლომებს ტრავმათა გამო უკვე გამოაკლდნენ უელსელი ფრთა ლი ჰაფ-პენი, ირლანდიელი მარბიელი სთივენ ფერისი და ამის შემცვლელად ჩრდილო ამერიკიდან ხმობილი, უელსის კაპიტანი რაიან ჯოუნზი, ვისაც ტვინის შერყევა დაუდგინდა და უნდა იუქმოს.

ბრიტები შუა კვირაში, ოთხშაბათობით უკეთ რაგბობენ, ვიდრე შაბათობით. აი, ახლაც, ტურნეს მეოთხე მატჩში, შარქსთან, მათ შესვენებამდე დროის 79 პროცენტი ეპყრათ ბურთი, მაგრამ ლელო უელსელი 9 ნომრის, მაიკ ფილიპსის გარღვევის შემდეგღა გაიტანეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჰავბეკმა კიდევ ერთი სოლო მოაწყო, ოვალი ორჯერ შეახარბა მეტოქეს და მიზანს დიაგონალზე უწია. საათის თავზე ხაზი გაჭრა ბრაიან ოდრისქოლმა და ლუკ ფითსჯერალდი ახეირა, მეოთხე ლელო კი უელსელმა ფულბეკმა, ლი ბერნმა გაიტანა.

სეირი ღამის ათზე, არგენტინის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქში, სალტაში სრულდება. ინგლისმა მანჩესტერში 37:15 მოიგო პირველი ტესტი, მაგრამ მას აქეთ პუმებს დაემატნენ საფრანგეთის პირველობის ფინალის მონაწილენი, მარიო ლედესმა და რიმას ალვარეს-კაირელისი.

>>>     ბრიტანეთი აფრიკაში

მეოთხე მატჩი

<<    შარქსი 3:39 ლომები

შრქ: ტერბლანშე იორდანი (კრონიე 63) სტრაუსი სვანეპული (მვოვო 18) ვულინდლუ (10-9) დიუმონი ქოქოთი (მაკლაუდი 71) / კარსტენსი (სილიე 56) ბადენჰორსტი (ბერდენი 26-34 * 54) ი.დიუპლესი (კარსტენსი 78) საიქსი (ფანდენბერხი 57) მულერი კაპ! ბოტესი (როუდსი 71) დეიზელი დენიელი სბ 79 - ჯ: ქოქოთი

ბრტ: ბერნი შ.ვილიამსი ოდრისქოლი რობერთსი (ფლუთი 65) ფითსჯერალდი (10-9) ოგარა (ჰუქი 59) ფილიპსი (ბლერი 72) / ჯენქინსი მირსი (რისი 70) ად.ჯოუნზი (ვიქერი 70 * სბ 77) ავ.ჯოუნზი ოქონელი კაპ! (შოუ 65) კროფთი ვოლესი ჰიზლიფი - 5ლ: მირსი ფილიპსი ფითსჯერალდი ბერნი ჰიზლიფი; 4გ: ოგარა 3, ჰუქი; 2ჯ: ოგარა

რეფ კაპლანი (აფრ) დურბანი, აბსა

0:7(24) 3:7(29) / 3:12(42) 3:15(49) 3:18(54) 3:25(62) 3:32(69) სბ(77ლ) სბ(79შ) 3:39(80+2)

>>>     ჩრდილო ამერიკული ტესტები

23/05 კანადა 6:25 ირლანდია
30/05 კანადა 23:32 უელსი

31/05

შტატები

10:27

ირლანდია

  6/06 შტატები 15:48 უელსი

>>>     ჩერჩილის თასი

  6/06 ინგლისი` 28:20 არგენტინა`
  კანადა 42:10 საქართველო

10/06

კანადა

19:30

ირლანდია`ა

  შტატები 14:35 არგენტინა`

>>>     გლობალის ვიქენდი

<<    ზელანდია - საფრანგეთი

ზელ: 15 მალილი მულიაინა კაპ! 14 ჯო როკოთოკო, 13 ისაია ტოიავა, 12 მა ნონუ, 11 ქორი ჯეინი; 10 სთივენ დონალდი, 9 ჯიმი ქოუანი / 1 თონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ნემია ტიალატა; 4 ბრედ სორნი, 5 აიზაკ როსი; 6 ქიარან რიდი, 7 ადამ თომსონი, 8 ლაიემ მესამი * მრქ) 22 ლელია მასანგა, 21 ლუკ მაკალისთერი, 20 პირი ვიპუ / 16 ქევენ მეალამუ, 17 ჯონ აფოა; 18 ბრინ ევანსი, 19 ტანერაუ ლატიმერი

სფრ: 15 მაგზიმ მედარი, 14 სედრიკ ემონსი, 13 მატიო ბასტარო, 12 დამიან ტრაი, 11 ვენსან კლერკი; 10 ფრანსუა ტრენ-დიუკი, 9 ჟიულიან დიუპიუი / 1 ფაბიან ბარსელია, 2 ვილიამ სერვა, 3 სილვენ მარკონე; 4 პასკალ პაპე, 5 რომენ მიო-შლუსკი; 6 ტიერი დიუზოტუარი კაპ! 7 ფიულჟანს უედრაოგო, 8 ლუი პიკამოლი * მრქ) 22 ალეგზი პალისონი, 21 იანიკ ჟოზიონი, 20 დიმიტრი იაშვილი / 16 დიმიტრი შარჟევსკი, 17 ნიკოლა მა (ტომა დომინგო) 18 სებასტიან შაბალი, 19 რემი მარტენი (ჟიულიან პურისელი)

შაბ 13/06    დანიდინი    11.30 (შოუსპორტ 3)

<<    ავსტრალია - იტალია

ავს: 15 ჯეიმზ ოქონორი, 14 ლოქი თერნერი, 13 სთერლინგ მორთლოქი კაპ! 12 ბერიქ ბარნსი, 11 დრუ მიჩელი; 10 მეტ გიტო, 9 ლუკ ბერჯესი / 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ელ ბაქსთერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 ნეითან შარფი; 6 დინ მამი, 7 ჯორჯ სმითი, 8 რიჩარდ ბრაუნი * მრქ) 22 ადამ ეშლი-კუპერი, 21 ქეიდ კუპერი, 20 ჯონ ვალენტაინი / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17 ბენ ელიგზანდერი; 18 პიტერ ქიმლინი, 19 დევიდ ფოქოქი

იტა: 15 ლუკ მაკლეინი, 14 ქეინ რობერთსონი, 13 მირკო ბერგამასკო, 12 მატეო პრატიკეტი, 11 ალბერტო სკარპი; 10 ქრეგ გაუერი, 9 პაბლო კანავოზიო / 1 სალვატორე პერუჯინი, 2 ლეონარდო გირალდინი, 3 ფაბიო სტაიბანო; 4 კვენტინ ხელდენჰეისი, 5 კარლო-ანტონიო დელფავა; 6 ალესანდრო ძანი, 7 მაურო ბერგამასკო, 8 სერჯო პარისე კაპ! * მრქ) 22 გონსალო გარსია, 21 კრისტოფერ ბართონი, 20 ტიტო ტებალდი / 16 ფრანკო სპარალინი, 17 იგნასიო რუიე; 18 მარკო ბორტოლამი, 19 პოლ დარბიშირი

შაბ 13/06    კანბერა    13.30 (შოუსპორტ 3)

<<    კონცხი - ლომები

კნც (ზე 14 სტორმერზი) 15 ჯო პიტერსენი, 14 ტონდერაი ჩავანხა, 13 მორგან ნიუმენი, 12 პიტერ გრანტი, 11 გობანი ბობო; 10 ვილემ დევალი, 9 დევალდ დუფენახი / 1 ვიკუს ბლაუ, 2 ტიან ლიბენბერხი, 3 ბროკ ჰარისი; 4 მარტინ მულერი, 5 ანტონ ფანსეილი; 6 პიტერ ლოუ, 7 დვეინ ფერმულენი, 8 ლუკ ვოთსონი კაპ! * მრქ) 22 ხიო აპლონი, 21 ჯეი-ჯეი ენხელბრეხტი, 20 კონრად ჰოფმანი / 16 ჰანიანი შიმანხე, 17 ჯეი-დი მიოლერი; 18 დეკოკ სტენკამპი, 19 სანდრე იორდანი

ლომ: 15 რობ ქარნი (ირლ, 14 თომი ბოუ (ირლ, 13 ქის ერლსი (ირლ, 12 რიკი ფლუთი (ინგ, 11 უგო მონიე (ინგ; 10 სთივენ ჯოუნზი (უელ, 9 ჰარი ელისი (ინგ / 1 ენდი შერიდანი (ინგ, 2 მეთიუ რისი (უელ, 3 ფილ ვიქერი (ინგ კაპ! 4 დონაქა ოკალაჰენი (ირლ, 5 ნეითან ჰაინსი (შტლ; 6 ჯო ვორსლი (ინგ, 7 მარტინ ვილიამსი (უელ, 8 ენდი პაუელი (უელ) * მრქ) 22 გორდონ დარსი (ირლ, 21 ჯეიმზ ჰუქი (უელ, 20 მაიკ ბლერი (შტლ / 16 როს ფორდი (შტლ, 17 იუენ მარი (შტლ; 18 საიმონ შოუ (ინგ, 19 თომ კროფთი (ინგ)

შაბ 13/06    კეიპტაუნი    17.00 (შოუსპორტ 3 * გამ: შაბ 24.00, კვი 08.00 11.00 15.30 21.00, ორ 21.00

<<    არგენტინა - ინგლისი

არგ: 15 ორასიო აგუჯა, 14 ფრანსისკო ლეონეჯი, 13 გონსალო ტიესი, 12 სანტიაგო ფერნანდესი, 11 გონსალო კამაჩო; 10 ხუან-მარტინ ერნანდესი, 9 ალფრედო იალანი / 1 როდრიგო რონსერო, 2 მარიო ლედესმა, 3 მარკოს აიერსა; 4 რიმას ალვარესი, 5 პატრისიო ალვასეტე; 6 ხენარო ფესია, 7 ხუან-მანუელ ლეგისამონი, 8 ხუან-მარტინ ფერნანდესი კაპ! * მრქ) 22 ლუკას ამოროსინო, 21 მიგელ ავრამოვიჩი, 20 ნიკოლას ვერგაჯო / 16 ალვერტო ვასუალდო, 17 ხუან-პავლო ორლანდი; 18 მანუელ კარისა, 19 ესტევან ლოსადა

ინგ: 15 დელონ არმითიჯი, 14 მარკ კვეიტო, 13 დენ ჰიპკისი, 12 თომ მეი, 11 მეტ ბანაჰანი; 10 ენდი გუდი, 9 დენი ქეა / 1 თიმ პეინი, 2 დაილან ჰართლი, 3 ჯულიან ვაითი; 4 სთივ ბორსვიქი კაპ! 5 ლუი დიქონი; 6 კრის რობშოუ, 7 სტეფონ არმითიჯი, 8 ნიკ ისთერი * მრქ) 22 მეთიუ თეითი, 21 სემ ვესთი, 20 პოლ ჰოჯსონი / 16 ჯორჯ შუთერი, 17 დევიდ ვილსონი; 18 ბენ ქეი, 19 ჯეიმზ ჰესქელი

შაბ 13/06    სალტა    22.00 (შოუსპორტ 3 * გამ: კვი 13.00 19.00, ორ 08.00 15.30

<<    საქართველო - ირლანდია ა

ორ 15/06    დენვერი    01.30 (შოუსპორტ 2 * გამ: ორ 06.00 13.00

<<< >>>