ავდარში შიში ჭამეს

   სამხრეთ აფრიკაში მოტურნევე ბრიტანეთის "ლომებმა" შაბათს შიში ჭამეს ქურციკული რაგბის ადგილის დედა კეიპტაუნში: კონცხს, რაიც ზე 14-ში სტორმერზია, ნაწვიმარზე, გვერდულ ქარში, თამაშის ბოლოს, 48 მეტრიდან გატანილი ჯარიმითღა მოუგეს ბოლო სერიოზული სპარინგი პირველი ტესტის წინ, რომელიც 20 ივნისს, დურბანშია დანიშნული.

კონცხზე მთელი კვირა დარი იყო, მაგრამ თამაშის წინა დღეს დაიძრა ზამთრის ცივი ფრონტი და ასპარეზი წაახდინა. ასეთ პირობებში სხვა რა იყო მოსალოდნელი და გაჩაღდა ფეხით პინგ-პონგი, რომელშიც სტუმრებმა იმად იხეირეს, რომ ბურთა 15 ნომერს, ჯო პიტერსენს ოვალი მინიმუმ ოთხჯერ დაუვარდა.

კონცხმა პირველი 18 ქულა ექვსი გოლით მოკრიფა, ლომებმა კი ამასობაში სამი ლელო დადეს. პირველი მოყვა ენდი პაუელს იერიშს, რომელიც ჰარი ელისმა, მარტინ ვილიამსმა, სთივენ ჯოუნზმა გააგრძელეს და თომი ბოუმ სპურტითა და გადაგორებით დააგვირგვინა.

მეორე ლელოზე იგივე ბოუ თავისი ფრთიდან იქეთაზე წაეხეტა და უგო მონიეს მიართვა ოფლოუდი, მესამეს წინ კი, 18:15-ზე, ბრიტებმა ფაზურად, მოთმინებით წელეს დაცვა და ფლანკერი მარტინ ვილიამსი ახლოდან მოერია ჰავბეკ დუფენჰახეს.

სამშაბათს, ხუთზე

იქვე ლომებს დასარტყამი ჯარიმა ერგოთ, მაგრამ ლელოს დახარბდნენ და სთივენ ჯოუნზმა ქარში ალამს გადააცილა ბურთი, ხოლო პიტერსენმა ვილემ დევალის გრძელი პასით გააფრევა თამაში 23:23

ბოლო მეოთხედში კონცხი მეტად გათამამდა და ლაფსუსთა იმედად, დარტყმებსაც მოუხშირა, მაგრამ ფანობა ვეღარ გაახარა. სამაგიეროდ, შეცვლაზე შესულმა ჯეიმზ ჰუქმა შერკინების ჩაშლისთვის დანიშნული ჯარიმა შორიდან შეაგდო.

ჰოდა, ლომებმა მეხუთე მოსათელი თამაშიც მოიგეს და ახლა, სამშაბათს, ჩვენებურად ხუთ საათზე, პორტ-ელიზაბეთში ერაგბებიან ახალ წარმონაქმნს, ჭრელ "საზერნ კინგზს", რომელიც 2013 წელს ზე-რაგბში ჩაებმება, თუ გუნდების რაოდენობა 18-მდე მოიმატებს.

უქულოდ აღარავინაა

შინაურ პირველობაზე დასრულდა პირველი წრე, მაგრამ პროგრამა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რვა გუნდიდან მხოლოდ სამმა ამოწურა, ხოლო ლელოს, ლოკომოტივსა და ვისოლ-ყოჩებს, შვიკაცისა და ჩერჩილის თასის გამო, ვალად სამ-სამი მატჩი დაუგროვდათ.

მეშვიდე რაუნდში გადაიდო ლოკომოტივი - ლელო, სამი სხვა მატჩი კი სტუმრებმა მოიგეს. ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა აკადემია, ვინც სტარტზე სამჯერ გაიმარჯვა; შინ წააგო უმაღლესში დაბრუნებულმა ბათუმმა, მაგრამ წრე მაინც პლუსით დაასრულა, და უნივერსიტეტმაც რომ ჩაიწერა პირველი მოგება, ცხრილში 0 ქულით აღარავინაა.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

მეხუთე მატჩი

<<    კონცხი 23:26 ლომები

კნც (ზე14 სტორმერზი: პიტერსენი ჩავანხა (აპლონი 38) ნიუმენი გრანტი ბობო <10-9> დევალი დუფენჰახე / ბლაუ (მიოლერი 75) ლიბენბერხი ჰარისი; მულერი (სტენკამპი 65) ფანსეილი; ლოუ (იორდანი 73) ფერმელენი ვოთსონი კაპ! - ლ: პიტერსენი; 4ჯ: დევალი; 2ა: დევალი პიტერსენი

ლომ: ქარნი (ჰუქი 65) ბოუ ერლსი ფლუთი მონიე <10-9> სთ.ჯოუნზი ელისი / შერიდანი რისი (ფორდი 57) ვიქერი კაპ! (მარი 57) ოკალაჰენი ჰაინსი (შოუ 57) ვორსლი (კროფთი 69) მ.ვილიამსი პაუელი - 3ლ: ბოუ მონიე ვილიამსი; გ: ჯოუნზი; 3ჯ: ჯოუნზი 2, ჰუქი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) კეიპტაუნი, ნუველანდსი (34 176)

3:0(4) 3:3(6) 3:6(11) 6:6(19ა) 9:6(27ა) 9:11(28) 9:18(36) 12:18(40+) /
15:18(48) 15:23(56) 18:23(60) 23:23(63) 23:26(77)

>>>    ტესტების პირველი ვიქენდი

ზელანდია 22:27 საფრანგეთი
ავსტრალია 31:8 იტალია
არგენტინა 24:22 ინგლისი

>>>    ირბ-ის ერთა თასი (ბუქარესტი)

საფრანგეთი` 31:15 იტალია`
შოტლანდია` 49:7 რუსეთი
რუმინეთი 17:11 ურუგვაი

>>>    ირბ-ის წყნარი ოკეანის თასი

სამოა 16:17 ზელანდია`
ტონგა 22:36 ფიჯი

>>>    საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

<<< >>>