როცა სათქმელიც არაფერია

   კოლორადოში, "ჩერჩილის თასზე", მეორე მატჩიც უშანსოდ წააგეს უღიმღამოდ მორაგბე "ბორჯღალოსნებმა" და კვირას, ისევ ნაშუაღამევს, უღმერთოდ გვიან, სამის ნახევარზე, სანუგეშო ფიალის ფინალში შეერკინებიან შტატების "არწივებს", რომლებიც ტურნირის მასპინძლები ბრძანდებიან და ამდენად, თემიდაც მხარს დაუჭერთ.

პირველი შემთხვევა როდია, რომ საქართველო წესიერ რაზმს ვერ კრებს მატჩზე, რომელიც მსოფლიო თასზე გასვლის "ამბავში" არაფერს წყვეტს. თავის დროზე ასე მოხდა იაპონიაში, მერე რუმინეთში, მერე ესპანეთშიც, მერე კიდევ შოტლანდიაში და ახლა შტატებშიც. ჰოდა, თუმც ვცდით ჯეელებს და ვამუღამებთ უცხო ქვეყნებს, საქმისადმი ზერელე მიდგომით იმიჯს ვილახავთ, ვანიავებთ მისხალ-მისხალ ნაგროვ რეიტინგს და ვერც ფეხს ვიკიდებთ "ახალ ბაზრებზე".

მთლად უარესიც: უცხოელთა ქილიკი და პატრონ-კაცური დამოკიდებულება იქეთ იყოს და ასეთი მარცხებით რაგბს თანდათან შემოეფანტება ის ქართველობა, ვინც რუსეთთან შებმის გარეშეც ქომაგობს ბორჯღალოსნებს - მით უფრო, თუ ღამის თევისას რწმუნდება, რომ ნაკრები ერთად ყოფნის ორი კვირის თავზეც არა ჰგავს გუნდს და თამაშის მეტ წილს იმას ცდილობს, რომ თუ ბურთი ხელში ჩაუვარდა, მეტოქეს უმალ ფეხით დაურტყას და მერე უმწეოდ იცვას თავი.

ვერ იჭერენ და მორჩა

უყურებ "გლობალზე" კოლორადოულ ლაივებს და სასო-წარკვეთა გეუფლება: გადამთიელები ნებაზე გვიბურთავებენ "ერთა თასის" ჩემპიონი ქვეყნის დესპანებს. გუნდურ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ, ზეპურ დონესთან ოდენ დაახლოებულ მეტოქეთა ფონზეც, ჩვენები ინდივიდუალურად ერთობ სუსტად გამოიყურებიან და მოედანზეც ისე დაჩიავებულნი გადიან, რომ ვეღარ იჭერენ ვერც ბურთსა და ვერც მოწინააღმდეგეს.

პულური ეტაპის ფინიშზე ირლანდიის დუბლმა უფრო მწარედ მოგვიგო, ვიდრე სტარტზე კანადის ძირითადმა. სამყურებმა შესვენებამდე ოთხჯერ დაგვალელოვეს. მეორე ტაიმში ბრძოლაში ჩავაბით პირველი ნომრები, რითაც თამაში ოდნავ გათანაბრდა, მაგრამ მწყობრად ეგრეც ვერ შევუტიეთ, ბოლოს კი, როცა ქარი გაძლიერდა, დაიქუხა და წვიმამ დაუშვა, მეექვსე ლელოც გავუშვით, რომელიც გამეორებაზეღა ვიხილეთ, რადგან "შოუთაიმის" დუბაის სტუდიაში, ეტყობა, შევეცოდეთ და შტეკერი გამოაძრეს.

>>>    საქართველო 5:40 ირლანდია``

<<    ბორჯღალოსნები

(ბეკ) 15 თემურ სოხაძე (20 ლაშა მალაღურაძე 50 #10) 14 გიორგი ელიზბარაშვილი (21 დავით კაჭარავა 50 #13) 13 სანდრო თოდუა 50 #14, 12 რეზო გიგაური, 11 ლექსო გუგავა; 10 მერაბ კვირიკაშვილი 50 #15, 9 გიორგი როხვაძე /

(ფორ) 1 დავით დადუნაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე (16 ირაკლი ნატრიაშვილი 50) 3 გიორგი ჟღენტი (18 ვასილ კაკოვინი 41-60 * 63) 4 კახა უჩავა (19 რატი ურუშაძე 41) 5 გიორგი ნემსაძე; 6 გია ლაბაძე კაპ! 7 სიმონ მაისურაძე, 8 ზვიად მაისურაძე

(მრქ) 22 დათო ლოსაბერიძე / 17 ზერო პეტრიაშვილი

(მწ) თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო, დამიენ ქამინსი (ავს) -

ლ: ზ.მაისურაძე

<<    სამყურები

(ბეკ) 15 ფელიკს ჯოუნზი, 14 საიმონ ქოფი, 13 ფერგუს მაკფედიანი (22 ქის მეთიუზი 71) 12 ჯეიმზ დაუნი, 11 ჯონი მერფი; 10 ნაიალ ოქონორი (21 ჯონათან სეკსთონი 50) 9 ფრენკ მერფი (20 აიზაქ ბოსი 62) /

(ფორ) 1 შონ ჰილი (17 ბრაიან იანგი 62) 2 დენის ფოგართი (16 შონ ქრონინი 62) 3 თონი ბაქლი; 4 ტრევორ ჰოგანი, 5 დონაქა რაიანი; 6 ნილ ბესთი (18 დევინ თონერი 71) 7 ნაიალ რონანი (19 კრის ჰენრი 50) 8 ჯონ მალდუნი კაპ!

(მწ) დეკლან ქიდნი; ხერტ სმალი (აფრ) -

6ლ: ჯ.მერფი მაკფედიანი (2 5) ჯოუნზი ბაქლი ჰენრი; 2გ: ოქონორი მაკფედიანი; 2ჯ: ოქონორი

<<    რეფერი მეტ გოდარდი (ავსტრალია)

0:3(6) 0:6(9) 0:11(15) 0:18(20) 5:18(23) 5:23(29) 5:28(39) /
5:35(49) ელ-ჭექი(71) წვიმა(76) 5:40(78)

კვი 14/06 გლენდეილი (დენვერი კოლორადო აშშ) ინფინითი პარკი

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)
113 თამაში (40 შინ, 51 გარეთ, 22 ნეიტრალურზე)
67 მოგება - 41 წაგება * 5 ფრე
ქულა 2592:2195 (+397) ლელო 320-242 (+78)

სულ 195 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 110 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 151, ხოლო ფორვარდებმა 169 ლელო

>>>    ჩერჩილის თასი 2009

<<    პულები

ირლანდია`` 10, კანადა 5, საქართველო 0
ინგლისი`` 9, არგენტინა`` 4, შტატები 0

<<    განრიგი (საქ დროით)

შაბ 6/06 * გლენდეილი

24.15 არგენტინა 20:28

ინგლისი

02.30 კანადა 42:10

საქართველო

ოთხ 10/06 * გლენდეილი

02.30 კანადა 19:30

ირლანდია

05.00 შტატები 14:35

არგენტინა

კვი 14/06 * გლენდეილი

23.00 შტატები 17:56

ინგლისი

01.30 ირლანდია 40:5

საქართველო

კვი 21/06 * დენვერი

22.00 არგენტინა III სინი

კანადა

24.30 ინგლისი I თასი

ირლანდია

02.30 შტატები V ფიალა

საქართველო

<<< >>>