ღონით ხუთი გააბითურა

   სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე საფრანგეთმა თავიდანვე გაუსწრო ზელანდიას და მედგარი დაცვით მოგებამდე მიიყვანა ბრძოლა; ავსტრალიის თინეიჯერმა ფულბეკმა ჯეიმზ ოქონორმა იტალიას სამი ლელო დაუდო; არგენტინამ კი პროვინციულ სალტაში ინგლისს გაუფრევა სერია, რომელიც მანჩესტერში დაიწყო.

საფრანგეთს ზელანდიაში 1994 წლის აქეთ ვერ მოეგო, მაგრამ "ოლ ბლექსი" 2007 წლის მსოფლიო თასიდან კი დაეთხოვა. "ლე ბლეს" აქამდე არასოდეს ეთამაშა მსოფლიოს უცივეს ტესტ-არენაზე, დანიდინის "ქარისბრუქზე", მაგრამ თავიდანვე ააგორა მოლი, რომელიც კივებმა ჩააქციეს და ჩამორჩნენ.

გალებმა შესვენებამდე ორი დიდებული ლელო გაიტანეს. პირველზე მგეზავმა ფრანსუა ტრენ-დიუკმა შერკინებიდან მოკლე ფრთაზე გაუტია და სიმარდითა და ღონით (!) ხუთი (!) მბოჭავი გააბითურა, მეორეზე კი ლუი პიკამოლმა წამოიღო გადაკიდებული, ოვალი იქეთა ფრთამდე ჩათამაშდა და ოფლოუდების შემდეგ იერიში თუმც შეფერხდა, კვაჭი ვილიამ სერვა ახლოდან მაინც ეწია მიზანს.

სტუმრებმა შესვენების წინ წაუძინეს: სირენის შემდეგ ჯიმი ქოუანმა უეცრად გადაკიდა, ბურთი კი ქორი ჯეინმა აიღო და ლიამ მესამს გაატანა. მეორე ტაიმში სთივენ დონალდმა სამიდან ორი ჯარიმა შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მერე ნაკრების ახალბედამ, ჰავბეკმა ჟიულიან დიუპიუიმ კიდევ შეაგდო ჯარიმა, რასაც მაგზიმ მედარის მიერ ლუკ მაკალისთერის პასის ჩაჭრა მოყვა.

კონტაქტში დაუმიწა

ფრანგებმა მეტოქე 102-ჯერ შებოჭეს და მხოლოდ სამჯერ (!) გაექცათ ბურთიანი, ზელანდიას კი 52 მცდელობიდან რვა ჩაუფლავდა. ნამატჩევს "ოლ ბლექსის" კაპიტანმა, მალილი მულიაინამ აღიარა, მეტოქე მოგვერიაო, გურუ გრემ ჰენრი კი მაგ აზრზე დადგა, რომ თუმც შეგირდებმა ცდა არ დააკლეს, მოგებას მაინც არ იმსახურებდნენ.

იტალიამ ტესტი წინა ჯერზე ერთი წლის წინ, არგენტინაში მოიგო, თოშიან კანბერაში კი თუმც მალე ჩამორჩა, მერე პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთამდე გაუძალიანდა ვოლაბებს. აქ 18 წლის ოქონორი ისევე მიყვა მეტ გიტოს, როგორც პირველ ლელოზე ლოქი თერნერს, საათის თავზე კი სერჯო პარისესაც დაუმიწა კონტაქტში.

საფრანგეთის პირველობის დასრულების წყალობით არგენტინამ ოპტიმალური რაზმი შეკრიბა. ჯადოქარმა (ელ მაგო) ერნანდესმა ააწყო თამაში და კარშიც ზუსტად ურტყა. მეორე ტაიმის დასაწყისში წინ გაჭრილმა ორასიო აგუჯამ შორს მიაწოდა გონსალო კამაჩოს და "პუმები" 18 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ იმდენჯერ დაჯარიმდნენ, რომ ძლივსღა, ორით მოიგეს.

>>>     სამხრეთის ტესტები

პირველი ვიქენდი

<<    ზელანდია 22:27 საფრანგეთი

ზელ: მულიაინა კაპ! როკოთოკო ტოიავა (მაკალისთერი 60) ნონუ ჯეინი <10-9> დონალდი ქოუანი (ვიპუ 51) / ვუდქოქი ჰორი (მეალამუ 20) ტიალატა (აფოა 63) სორნი როსი (ბ.ევანსი 73) რიდი თომსონი (ლატიმერი 60) მესამი - 2ლ: მესამი ნონუ; 4ჯ: დონალდი

სფრ: მედარი კლერკი ბასტარო (ჟოზიონი 68) ტრაი ემონსი <10-9> ტრენ-დიუკი დიუპიუი (იაშვილი 74) / ბარსელია სერვა (შარჟევსკი 51) მარკონე (მა 59) პაპე (შაბალი 53) მიო-შლუსკი; დიუზოტუარი კაპ! უედრაოგო პიკომოლი (პურისელი 62) - 3ლ: ტრენ-დიუკი სერვა მედარი; 3გ 2ჯ: დიუპიუი

რეფ ქლენზი (ირლ) დანიდინი, ქარისბრუქი

0:3(4) 3:3(13) 3:10(19) 3:17(29) 6:17(39) 11:17(40+) /
14:17(50) 17:17(58) 17:20(67) 17:27(72) 22:27(75)

<<    ავსტრალია 31:8 იტალია

ავს: ოქონორი თერნერი (ეშლი-კუპერი 41) მორთლოქი კაპ! (ქ.კუპერი 65) ბარნსი მიჩელი <10-9> გიტო ბერჯესი / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 61) ბაქსთერი (ელიგზანდერი 58) ჰორვილი შარფი; მამი (ქიმლინი 61) სმითი ბრაუნი (ფოქოქი 64) - 5ლ: ოქონორი (1 2 5) გიტო მორთლოქი; 3გ: გიტო

იტა: მაკლეინი რობერთსონი პრატიკეტი მი.ბერგამასკო სკარპი <10-9> გაუერი კანავოზიო (ტებალდი 40) / პერუჯინი გირალდინი სტაიბანო (რუაიე 62) ხელდენჰეისი დელფავა (ბორტოლამი 72) ძანი მა.ბერგამასკო (დარბიშირი 68) პარისე კაპ! - ლ: რობერთსონი; ჯ: მაკლეინი

რეფ პუატე (სფრ) კანბერა (22 468)

5:0(4) 10:0(29) 17:0(34) 17:3(40+) /
17:8(43) 24:8(49) 31:8(60)

<<    არგენტინა 24:22 ინგლისი

არგ: აგუჯა ლეონეჯი (ამოროსინო 14) ტიესი ს.ფერნანდესი კამაჩო <10-9> ერნანდესი იალანი / რონსერო (აიერსა 80) მ.ლედესმა (ვასუალდო 71) აიერსა (ორლანდი 76) ალვარესი (ლოსადა 71) ალვასეტე; ფესია ლაგისამონი ხმ.ფერნანდესი კაპ! - 2ლ: ლეგისამონი კამაჩო; გ 3ჯ ა: ერნანდესი

ინგ: დ.არმითიჯი კვეიტო ჰიპკისი (თეითი 17) მეი (ვესთი 63) ბანაჰანი <10-9> გუდი ქეა (პ.ჰოჯსონი 75) / პეინი (ვაითი 77) ჰართლი (შუთერი 71) ვაითი (ვილსონი 63) ბორსვიქი კაპ! (ქეი 46-60) დიქონი (ქეი 71) რობშოუ (ჰესქელი 54) ს.არმითიჯი ისთერი - ლ: ბანაჰანი; გ 5ჯ: გუდი

რეფ ლუისი (ირლ) სალტა, პადრე მარტეარენა (21 ათასი)

5:0(3) 5:3(7) 8:3(15) 11:3(20) 14:3(24) /
21:3(43) 21:6(47) 21:9(51) 21:12(57) 21:15(70) 24:15(71ა) 24:22(78)

>>>     ირბ-ის რეიტინგი

(15/06) 1 ახალი ზელანდია 9068, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 ირლანდია 8327, 5 საფრანგეთი 8194, 6 არგენტინა 8129, 7 ინგლისი 8123, 8 უელსი 8074, 9 ფიჯი 7602, 10 შოტლანდია 7523, 11 სამოა 7257, 12 იტალია 7123, 13 კანადა 7068

14 ტონგა 6927, 15 საქართველო 6867, 16 იაპონია 6805, 17 რუსეთი 6657, 18 რუმინეთი 6485, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6257, 21 პორტუგალია 6216, 22 ესპანეთი 5901, 23 ჩილე 5795, 24 კორეა 5790, 25 ნამიბია 5645, 26 გერმანია 5535

პლუს-მინუსი: სფრ 200 ზელ, არგ 87 ინგ, ავს 0 იტა
* ფიჯ 78 ტონ (36:22 გ) რუმ 59 ურუ (17:11 შ)

<<< >>>