უმცროსთა ჯილა ლიტვაა!

   იქეთა უქმეებზე მოსკოვში შეიკრიბება ევროპაში რაგბის განმრიგე ფირა აერი და დაამტკიცებს "ერთა თასის" მომავალი სეზონის განრიგს, ოღონდაც მუღამი მაგ 7-დონიანი შეჯიბრის ორ უფროს ჯგუფსა შერჩება, რაკი იმავდროულად 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევიც იქნება.

 შარშან

თუ პირველ და მეორე ჯგუფებში შერჩევა ორ წრედ წარმოებს, მომდევნო ოთხზე საქმე ცალ სეზონში მოყომარდა, ხოლო ბოლო, მეშვიდე (3დ) დონე მარაქაში ეგრეც არ გაურევიათ.

შინ და გარეთ ორ-ორჯერ რაგბობით თითო წრე რომ გაასრულეს სპონსორებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ნართაულ ყაიდაზე (2ბ 3ა 3ბ 3გ) დანომრილმა ხუთეულებმა, უმალ მოეწყო აერ-ის მიერ მოფიქრებული კასკადური პლეი-ოფი, რომელიც მოიგო ... ლიტვამ!

ლიტვა მეოთხე ჯგუფის ფალავანია. მან ჯერ გასვლაზე ძლია მეექვსე დონის ჯილა ისრაელი, ვინც მეხუთის გამარჯვებული სლოვენია შინვე გააგორა, მერე კი ლიტვამვე, აწ უკვე უმცროსის რანგში, მესამე ჯგუფის ჩემპიონი ჰოლანდია მიიღო ვილნიუსში, ვინგისის ტყე-პარკში და პროცესს ულელოოდ გამოთიშა.

მსოფლიოზე რომც გავიდეს

ლიტვა შემდეგ მეტოქეს, მეორე (2ა) ჯგუფის ჩემპიონსაც შინ ერაგბება, ოღონდაც გაისად, მაისში, ამ წყვილში გამარჯვებულს კი შინ და გარეთ გამოცდის "ერთა თასის" ელიტის მესამე გუნდი. ამ პოზიციაზე ჯერჯერობით პორტუგალიაა, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ლუზიტანები რუმინეთმა ან რუსეთმა შეცვალოს.

ამ, ბოლო ევროპული პლეი-ოფის მოგებული გადის ზელანდიისვე ბოლო, მეოცე საგზურის გასათამაშებელ, ზონათა-შორის რეჟეშაჟში, სადაც ჯერ აფრიკის მეორე გუნდს ხვდება, მერე კი "ამერიკის მესამე - აზიის მეორე" წყვილში გამარჯვებულს.

რაც შეეხება "ერთა თასის" მეორე წრეს უმცროს ხუთ დონეზე, იგი იმადღა ეწყობა, რომ გაირკვეს, თუ ვინ აღზევდება და დაეშვება ორი წლის ჯამში, ხოლო პლეი-ოფის შედეგები ამ მხრივ არაფრის მაქნისია. ასე რომ, ლიტვა მსოფლიო თასზე გინდ გავიდეს, 2010/11 წლების "ერთა თასზე" მესამე (2ბ) დონეს მაინც ვერ აცდება!

>>>    ერთა თასი 2008/09

00  ირბ რეიტინგი; მ-წ*ფ$დ; გატ:გაშ
xx ურეიტინგონი მსოფლიოს გარეშე!

<<    პირველი დონე

რუსეთი 42:15 ესპანეთი

ესპანეთი

22:11

გერმანია

გერმანია 5:38 საქართველო
ესპანეთი 10:19 რუმინეთი
პორტუგალია 14:18 რუსეთი
საქართველო 20:20 პორტუგალია
გერმანია 0:22 რუმინეთი
პორტუგალია 44:6 გერმანია
ესპანეთი 11:55 საქართველო
რუმინეთი 19:28 რუსეთი
საქართველო 28:23 რუმინეთი
პორტუგალია 24:19 ესპანეთი
რუმინეთი 21:22 პორტუგალია
რუსეთი 21:29 საქართველო

გერმანია

0:53

რუსეთი

15  საქართველო 4-0*1 170:80
17  რუსეთი 4-1 162:77
21  პორტუგალია 3-1*1 124:84
18  რუმინეთი 2-3 104:88
22  ესპანეთი 1-4 77:151
26  გერმანია 0-5 22:179

* საქართველო გაისად (სავარაუდო)

გერმანია   6/02 შინ
პორტუგალია 13/02 გარეთ
ესპანეთი 27/02 შინ
რუმინეთი 13/03 გარეთ
რუსეთი 20/03 ნეიტრალ

<<    მეორე დონე (2ა)

პოლონეთი 12:13 უკრაინა
ბელგია 9:8 უკრაინა
ჩეხეთი 7:13 პოლონეთი
მოლდოვა 20:8 ბელგია
ჩეხეთი 11:9 მოლდოვა

ბელგია

15:15

ჩეხეთი

უკრაინა 20:10 ჩეხეთი
უკრაინა 32:0 მოლდოვა
მოლდოვა 28:30 პოლონეთი

პოლონეთი

14:3

ბელგია

31  უკრაინა 3-1 73:31
30  პოლონეთი 3-1 69:51
35  ჩეხეთი 1-2*1 43:57
32  ბელგია 1-2*1 35:57
41  მოლდოვა 1-3 57:81

<<    მესამე დონე (2ბ)

მალტა 16:18 ხორვატია
შვედეთი 21:5 ლატვია
შვედეთი 6:9 მალტა
ჰოლანდია 18:12 ხორვატია
ლატვია 10:29 ჰოლანდია

ჰოლანდია

36:24

შვედეთი

ლატვია 19:32 მალტა
ხორვატია 21:13 ლატვია
მალტა 9:27 ჰოლანდია

ხორვატია

23:13

შვედეთი

36  ჰოლანდია 4-0 110:55
43  ხორვატია 3-1 74:60
53  მალტა 2-2 66:70
44  შვედეთი 1-3 64:73
58  ლატვია 0-4 47:103

<<    მეოთხე დონე (3ა)

სერბეთი 0:41 სომხეთი
სომხეთი 35:15 შვეიცარია
ანდორა 10:26 ლიტვა
ლიტვა 33:0 შვეიცარია
სერბეთი 32:7 ანდორა

შვეიცარია

32:9

ანდორა

ანდორა 36:10 სომხეთი
შვეიცარია 6:12 სერბეთი
ლიტვა 50:9 სერბეთი

სომხეთი

19:24

ლიტვა

38  ლიტვა 4-0 133:38
xx  სომხეთი 2-2 105:75
59  სერბეთი 2-2 53:104
57  შვეიცარია 1-3 53:89
74  ანდორა 1-3 62:100

<<    მეხუთე დონე (3ბ)

სლოვენია 32:26 უნგრეთი
ნორვეგია 15:26 უნგრეთი
ნორვეგია 11:3 ავსტრია
უნგრეთი 39:12 დანია
დანია 19:25 სლოვენია
ავსტრია 9:18 სლოვენია

დანია

20:18

ნორვეგია

უნგრეთი 25:13 ავსტრია
ავსტრია 6:27 დანია

სლოვენია

14:10

ნორვეგია

61  სლოვენია 4-0 89:64
64  უნგრეთი 3-1 116:72
66  დანია 2-2 78:88
85  ნორვეგია 1-3 54:63
93  ავსტრია 0-4 31:81

<<    მეექვსე დონე (3გ)

ფინეთი 19:27 ლუქსემბურგი
ფინეთი 10:12 საბერძნეთი
ბულგარეთი 8:11 ისრაელი
საბერძნეთი 10:25 ისრაელი
ლუქსემბურგი 10:18 ბულგარეთი

ისრაელი

30:0

ლუქსემბურგი

საბერძნეთი 41:18 ბულგარეთი
ბულგარეთი 29:10 ფინეთი
ლუქსემბურგი 14:17 საბერძნეთი

ისრაელი

70:8

ფინეთი

80  ისრაელი 4-0 136:26
xx  საბერძნეთი 3-1 80:67
89  ბულგარეთი 2-2 73:72
94  ლუქსემბურგი 1-3 51:84
95  ფინეთი 0-4 47:138

<<    მეშვიდე დონე (3დ)

მონაკო 5:50 ბოსნია
სლოვაკეთი 32:46 ბოსნია
ბოსნია 18:7 აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი 3:37 კვიპროსი
კვიპროსი 24:3 მონაკო

მონაკო

38:12

აზერბაიჯანი

კვიპროსი 33:7 სლოვაკეთი
სლოვაკეთი 11:10 მონაკო
ბოსნია 6:8 კვიპროსი

აზერბაიჯანი

X:0

სლოვაკეთი

xx  კვიპროსი 4-0 102:19
88  ბოსნია 3-1 120:52
90  მონაკო 1-3 56:97
xx  აზერბაიჯანი 1-3 22:93
xx  სლოვაკეთი 1-3$1 50:89

<<    კასკადური პლეი-ოფი

ისრაელი$6 26:19 სლოვენია$5
ისრაელი$6 3:19 ლიტვა$4
ლიტვა$4 6:3 ჰოლანდია$3

* გაისად (სარეპეშაჟოდ)

ლიტვა$4 8/05 ჩემპიონი$2

მესამე$1

22/05

8/05 მოგ

8/05 მოგ 5/06 მესამე$1

<<< >>>