ბოკეა თუ შარქსი?

   აფრიკაში მოტურნევე ბრიტანეთის "ლომები" შაბათს, ჩვენებურად ხუთზე, პირველ ტესტში ებმიან მსოფლიო თასის მფლობელ "ბოკეს"; მანამდე, შუა დღეზე, ზელანდია საფრანგეთთან რევანშის აღებას ეცდება; კვირას კი, "გლობალის" რაგბის მენიუში ერთბაშად შვიდი ლაივი რომაა, ბოლოა შტატები - საქართველო "ჩერჩილის თასზე", ოღონდაც მხოლოდ სანუგეშო ფიალისთვის.

ლომებმა ქურციკეთში უკვე ექვსი თამაში გამართეს და ყველა მოიგეს. ბოლო მეტოქემ, სახელდახელოდ შეკრებილმა "საზერნ კინგზმა", ბრიტებს კარგა ხანს არაფერში დაუდო ტოლი და ბოჭვაზე კიდეც აჯობა. უელსელმა რეფმაც ბევრჯერ დააჯარიმა თავისიანები, მაგრამ ბოლო მეოთხედში ერთობ სადაო საჯარიმო ლელო კი უბოძა. ლომებს მაინც ჩამწარდათ გამარჯვება, რადგან მესამე მგეზავი, ჯეიმზ ჰუქი და მარჯვენა ბურჯი, იუენ მარი დაშავდნენ.

დურბანის ტესტისთვის რაზმი ჯერ აფრიკამ გამოაქვეყნა. 15-ეულში ზე 14-ის ჩემპიონ "ბულზიდან" ოდენ ხუთი კაცი მოხვდა, პლეი-ოფს მიღმა დარჩენილი შარქსიდან კი - ერთბაშად შვიდი!

ბოკეს ბობოლათაგან მხოლოდ დაშავებული ზორბა მღლეტელი, სხალკ ბერგერი აკლია. ტრავმათა გამო ფორმაში ვერ არიან ბეკებიც, რუან პინარი, ფრანსი სტეინი, ჟან დეფილიერსი და ადი იაკობსი; ნაკრებს შარშანს აქეთ სერიოზული მატჩი არ გაუმართავს, მაგრამ არა-თეთრი გურუ, პიტერ დეფილიერსი მაინც ამტკიცებს, ბრიტებთან შესაბმელად მზადა ვართო.

უელსური ღერძით

ლომების 15-ეულში ექვსი უელსელი, ხუთი ირლანდიელი და ოთხი ინგლისელია, ხოლო შოტლანდიელი მარქაფაშიც არ დაუსვამს სქოთ გურუ იენ მაკგიქანს. რაზმში ვერ მოხვდა მსოფლიოს 2008 წლის საუკეთესო მორაგბე, უელსელი გარემარბი შეინ ვილიამსი. ამის მოგვარეს, მარტინს აჯობა ირლანლიელმა დევიდ ვოლესმა და მღლეტელად დაიწყებს, 9-10 ღერძი კი უელსური აურჩევია უფროსობას.

ზელანდიამ საფრანგეთთან ბოჭვაზე რომ წააგო ბრძოლა, საველინგტონოდ გადაიხალისა მესამე ხაზი და 13 ნომრადაც მოკეთებულ კონრად სმითს უხმო. ფრანგებმა კივეთში სერია წინა ჯერზე 15 წლის წინ მოიგეს. ისინი მეორე ხაზში აწყებინებენ ბოლო მსოფლიო თასის სახეს, დალალებიან სებასტიან შაბალს.

მეორე ტესტშივე, ოღონდაც რადიკალურად შეცვლილი გუნდებით, მელბურნში შეიყრებიან ავსტრალია და იტალია, და გინდაც გამოიდაროს, მასპინძელთა ნებით "ეთიჰადი" (ყოფილი დოქლენდზი, კოლონიალი, ტელსტრა დოუმი) მაინც დაიხურება და რაგბი ჭერქვეშ გაიმართება.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

მეექვსე მატჩი

<<    კინგზი 8:20 ლომები

კნგ: მანგვენი იუმანი (სთიქი 54) ველში (ფორტეინი 8-14) ბერი თერნერი <10-9> იაკო-ფანდერვესტჰეიზენი სბ 19, ფ.ჰუხარდი (ფაულსი 42) / ენხელსი (დიუპრე 43-51) კინი კაპ! ფერმელენი (ხრეილინხი 11) სკიტე სბ 63, ვენცელი; ჩიბილიკა (ფანსხალკვეიკი 65) მბიოზო ნელი - ლ: მბიოზო; ჯ: იაკო

ლომ: ერლსი მონიე (შ.ვილიამსი 65) ფლუთი დარსი ფითსჯერალდი <10-9> ჰუქი (ოგარა 13) ბლერი / შერიდანი ფორდი (რისი 64) მარი (ად.ჯოუნზი 8) შოუ ოკალაჰენი; ჰაინსი ვორსლი პაუელი - 2ლ: მონიე საჯ; 2გ 2ჯ: ოგარა

რეფ ოუენსი (უელ; პორტ ელიზაბეთი, ნელსონ მანდელა ბეი (35 883)

3:0(2) სბ(19) 3:3(27) / 3:6(45) 3:13(51) სბ(63) 3:20(69) 8:20(72)

<<    ირბ-ის ერთა თასი (ბუქარესტი)

შოტლანდია`` 27:3 ურუგვაი
იტალია`` 35:3 რუსეთი
რუმინეთი 16:20 საფრანგეთი``

შტლ სფრ 9    იტა რუმ 5    ურუ 1,    რუს 0

<<    ირბ-ის წყნარი ოკეანის თასი (ფიჯი)

ფიჯი 17:45 ზელანდია``
სამოა 34:15 იაპონია

 ზელ 9(2)    სამ 6(1)    ფიჯ 5(2)    ტონ იაპ 0(1)

>>>     გლობალის ვიქენდი

წინა ტესტის შემდეგ * დაემატა რაზმს, ^ მარქაფიდან დააწინაურეს, = მარქაფაში ჩამოსვეს, $ დაძრეს

<<    ზელანდია - საფრანგეთი

ზელ: 15 მალილი მულიაინა კაპ! 14 ქორი ჯეინი$ 13 კონრად სმითი* 12 მა ნონუ, 11 ჯო როკოთოკო$ 10 სთივენ დონალდი, 9 ჯიმი ქოუანი / 1 თონი ვუდქოქი, 2 ქევენ მეალამუ^ 3 ნემია ტიალატა; 4 ბრედ სორნი, 5 აიზაკ როსი; 6 ჯერომ კაინო* 7 ტანერაუ ლატიმერი^ 8 ქიარან რიდი$ (მრქ) 22 ისაია ტოიავა= 21 ლუკ მაკალისთერი, 20 პირი ვიპუ / 16 ალედ დემელმანჩი* 17 ჯონ აფოა; 18 ბრინ ევანსი, 19 ჯორჯ ვაითლოქი*

სფრ: 15 მაგზიმ მედარი, 14 ვენსან კლერკი, 13 მაგზიმ მერმოზი* 12 დამიან ტრაი, 11 სედრიკ ემონსი; 10 ფრანსუა ტრენ-დიუკი, 9 ჟიულიან დიუპიუი / 1 ფაბიან ბარსელია, 2 ვილიამ სერვა, 3 ნიკოლა მა^ 4 სებასტიან შაბალი^ 5 რომენ მიო-შლუსკი; 6 ტიერი დიუზოტუარი კაპ! 7 ფიულჟანს უდრაოგო, 8 ლუი პიკამოლი (მრქ) 22 მატიო ბასტარო= 21 იანიკ ჟოზიონი, 20 დიმიტრი იაშვილი / 16 დიმიტრი შარჟევსკი, 17 ტომა დომინგო* 18 რემი მარტენი* 19 დამიან შული*

შაბ 20/06    ველინგტონი    11.30 ცოცხლად!
გამ: შაბ 19.00, კვი 14.00, ორ 15.30, სამ 19.00

<<    ავსტრალია - იტალია

ავს: 15 ჯეიმზ ოქონორი, 14 ლოქი თერნერი, 13 რაიან ქროსი* 12 ქეიდ კუპერი^ 11 პიტერ ჰაინსი* 10 ბერიქ ბარნსი$ 9 ლუკ ბერჯესი / 1 პეკ ქოუანი* 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ^ 3 ბენ ელიგზანდერი^ 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 დინ მამი$ 6 პიტერ ქიმლინი^ 7 დევიდ ფოქოქი^ ჯორჯ სმითი$ კაპ! (მრქ) 22 ადამ ეშლი-კუპერი, 21 მეტ გიტო= 20 ჯოშ ვალენტაინი / 16 სთივენ მური= 17 ბენ რობინსონი= 18 ნეითან შარფი= 19 ფილ ვო*

იტა: 15 ლუკ მაკლეინი, 14 ჯულიო რუბინი* 13 გონსალო კანალე* 12 გონსალო გარსია^ 11 ალბერტო სკარპი; 10 ქრეგ გაუერი, 9 ტიტო ტებალდი^ / 1 მატიას აგერო* 2 ფრანკო სპარალინი^ 3 ფაბიო სტაიბანო; 4 ტომასო რეატო* 5 მარკო ბორტოლამი^ 6 ჟან-ფრანსუა მონტორიოლი* 7 სიმონე ფავარო* 8 სერჯო პარისე კაპ! (მრქ) 22 რობერტო კარტაროლი* 21 კრის ბართონი, 20 ჯულიო ტონიოლატი* / 16 ლეონარდო გირალდინი= 17 სალვატორე პერუჯინი= 18 კვინტინ ხელდენჰეისი= 19 ალესანდრო ძანი=

შაბ 20/06    მელბურნი    14.00 ცოცხლად!
გამ: შაბ 23.00, კვი 16.00

<<    აფრიკა - ლომები

აფრ: 15 ფრანსი სტეინი (შრქ, 14 ჯეიპი პიტერსენი (შრქ, 13 ადი იაკობსი (შრქ, 12 ჟან დეფილიერსი (სტო, 11 ბრაიან ჰაბანა (ბულ; 10 რუან პინარი (შრქ, 9 ფური დიუპრე (ბულ / 1 ბისთ მთავარირა (შრქ, 2 ბისმარკ დიუპლესი (შრქ, 3 ჯონ სმიტი კაპ! (შრქ; 4 ბაკის ბოთა (ბულ, 5 ვიქტორ მეტფილდი (ბულ; 6 ჰაინრიხ ბრიუსო (ჩტზ, 7 ჟოან სმითი (ჩტზ, 8 პიერ სპისი (ბულ) (მრქ) 22 მორნე სტეინი (ბულ, 21 ჟაკ ფური (ლნზ, 20 რიკი იანარი (სტო / 16 ხიურთრო სტენკამპი (ბულ, 17 დიონ კარსტენსი (შრქ; 18 ანდრის ბეკერი (სტო, 19 დანი როსუ (ბულ

ლომ: 15 ლი ბერნი (უელ, 14 თომი ბოუ (ირლ, 13 ბრაიან ოდრისქოლი (ირლ, 12 ჯემი რობერთსი (უელ, 11 უგო მონიე (ინგ; 10 სთივენ ჯოუნზი (უელ, 9 მაიკ ფილიპსი (უელ / 1 გეთინ ჯენქინსი (უელ, 2 ლი მირსი (ინგ, 3 ფილ ვიქერი (ინგ; 4 ალუნ-ვინ ჯოუნზი (უელ, 5 პოლ ოქონელი კაპ! (ირლ; 6 თომ კროფთი (ინგ, 7 დევიდ ვოლესი (ირლ, 8 ჯემი ჰიზლიფი (ირლ) (მრქ) 22 რობ ქარნი (ირლ, 21 რონან ოგარა (ირლ, 20 ჰარი ელისი (ინგ / 16 მეთიუ რისი (უელ, 17 ადამ ჯოუნზი (უელ; 18 დონაქა ოკალაჰენი (ირლ, 19 მარტინ ვილიამსი (უელ

შაბ 20/06    დურბანი    17.00 ცოცხლად!
გამ: შაბ 21.00, კვი 01.00 08.00 12.00 20.00, ორ 21.00, სამ 09.00

<<    კვირის შვიდი ცოცხალი

08.00   20წ`მსოფლ`თასი * ბრინჯ აფრიკა - ავსტრალია
10.00   20წ`მსოფლ`თასი * ოქრო   ინგლისი - ზელანდია
17.00   ირბ`ბუქარესტი   რუსეთი - ურუგვაი
19.00   ირბ`ბუქარესტი   რუმინეთი - იტალია``
22.00   ჩერჩილის თასი * სინი   კანადა - არგენტინა``
24.30   ჩერჩილის თასი * თასი   ინგლისი`` - ირლანდია``
02.30   ჩერჩილის თასი * ფიალა   შტატები - საქართველო

<<< >>>