უდროო შეცვლათა გადამკიდე

   ბრიტანეთის "ლომები" ოკეანის პირად, დურბანში გამართული პირველი ტესტის ბოლო მეოთხედშიღა რომ წამოეწივნენ აფრიკის "ბოკეს", სრულიად რაგბეთი ააღელვეს; ზელანდიამ საზარელ ავდარში ძლივს ძლია საფრანგეთი, მაგრამ "გალაჰერის თასის" დათმობა მაინც მოუხდა, ხოლო ავსტრალიამ საცდელი შემადგენლობითაც გამოუყვანა წირვა შეუპოვარ იტალიას.

მსოფლიო თასის მფლობელი ბოკე უთამაშებელი და ტრავმებით შეწუხებული იყო, ხოლო ლომებს ტურნეზე ექვსივე სპარინგი მოეგოთ და ოპტიმალური რაზმის დადგენაც მოესწროთ. საყოველთაო აზრით, ჩრდილო ნახევარსფერო სამხრეთს სტატიკაში თუ აჯობებს, თორემ ბურთაობაში შანსი არა აქვს - მაგრამ ამჯერად ეგრე მოხდა, რომ ბოკეს ზიმბაბველმა ბურჯმა, ბისთ მთავარირამ კისერი მოუგრიხა ბრიტთა ინგლისელ ფალავანს, ფილ ვიქერს და შეაცვლევინა.

ვეტერანის დედლობა ლომებს ექვს ქულად დაუჯდათ. ვერც დერეფანში გააწყო რამე ბრიტთა ირლანდიელმა კაპიტანმა, პოლ ოქონელმა ვიქტორ მეტფილდთან. ამის გამო სტუმრებმა კიდის ნაცვლად მოედანში დაიწყეს ბურთის დარტყმა, მაგრამ ფრანსი სტეინისგან კადნიერი პასუხი მიიღეს.

შესვენებამდე ფეხი ორჯერ მოეცარა უელსელ კიკერ სთივენ ჯოუნზს. აფრიკამ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო, მეორის დასაწყისში კი ანგარიში 26:7 გახდა. მოგება დავიბევეთო, იფიქრა ბოკეს მულატმა გურუმ, პიტერ დეფილიერსმა და პირველი ნომრები ზედიზედ შეცვალა. ჰოდა, ბრიტებს რომ გაუვარდათ თოფი და აღარც იღბალმა შეაქციათ ზურგი, დრამას ბოლომდე შერჩა სიმწვავე.

50 მეტრი ათრიეს

ბოკემ პირველი ლელო მალევე შეიტანა. ჟოან სმითმა მეტოქეს დერეფანი მოუგო და რუან პინარმა გადაკიდა. ბრიტი ბეკები დაიბნენ, შერკინებიდან კი პინარმა და ფური დიუპრემ დაგეზეს კაპიტანი ჯონ სმიტი, ვინც კართან შეგრიალდა. ლომებს იქვე შეეძლოთ თამაშის გაფრევება, მაგრამ ინგლისელ ზანგს, უგო მონიეს თეთრი ჟან დეფილიერსი გადაგორებისას ისე ჩაეჭიდა ბურთში, რომ დამიწებამდე ხელიდან გამოგლიჯა!

აფრიკელთა კიკერებმა ორი ჯარიმაც შეაგდეს და სხვაობა 13 ქულამდე აიყვანეს. ინგლისელი თომ კროფთის საპასუხო ლელო შუამარბებმა, უელსელმა ჯემი რობერთსმა და ირლანდიელმა ბრაიან ოდრისქოლმა კლასიანად შეამზადეს, მაგრამ მესამე მეოთხედში მიყოლებით რომ დაჯარიმდნენ ვიქერი და ოქონელი, ბოკემ ზედიზედ დაარტყა კიდეზე, მოლი ააგორა და 50-მეტრიანი მიწოლა ახალბედა ჰაინრიხ ბრიუსოს ლელოთი დაგვირგვინდა.

26:7-ზე უელსელ მაიკ ფილიპსს დამიწებისას გააგდებინა ოვალი ბაკის ბოთამ. მერე კროფთმა რობერთსის შექცეული პასით შეამცირა ჩამორჩენა, მონიეს კი ბურთი კვლავ მეტოქისკენა ხელში რომ ეჭირა, მორნე სტეინი სწვდა და დადება არ დაანება. ბოლოს ფილიპსმა ხელის დაქნევით ახლოდან გააბითურა წოწოლა ანდრის ბეკერი და კართან შეიჭრა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში აფრიკამ მოიგი მეტოქის დერეფანი და შემდეგ ორ ტესტში, ზეგანზე, ალბათ აღარ გაიმეორებს შეცდომებს.

ფრთაზე ოთხი გააცურა

ზელანდიამ პირველი ტესტი ხუთი ქულით, 22:27 რომ წაეგო, ორი მატჩის ჯამში, დაწესებიდან მეცხრე წელს, პირველად დაკარგა "გალაჰერი". ფრანგებმა ისევ ჯიგრით ირაგბეს და გამარჯვება კვლავ შეეძლოთ, მაგრამ სამართალმა პური ჭამა და იმ გუნდმა მოიგო, ვინც ბოჭვის არეში უფრო აქტიურად და გაწაფულად გაისარჯა.

ველინგტონში ქარბორბალა ქროდა. აბრაგანის აღება შეუძლებელი იყო. მეორე ტაიმში წვიმამ მაგრად დაუშვა. შესვენებამდე ოთხიდან სამი დაახაია კივმა სთივენ დონალდმა და ორივე, ფრანგმა ჟიულიან დიუპიუიმ, ერთადერთი ლელო კი მაშინ გავიდა, "ოლ ბლექსის" შერკინება მყარად რომ დადგა, მესამე ხაზმა შეუტია, კვაჭმა კევენ მეალამუმ ორჯერ ატარა ბურთი, ჯეელმა მღლეტელმა ტანერაუ ლატიმერმა სწორად გააგრძელა შტურმი და ჯო როკოთოკომ ოფლოუდი მიართვა მა ნონუს.

მალევე მეალამუმ, ნონუმ და დონალდმა ფრთაზე გააქანეს ქორი ჯეინი, მაგრამ სამ კივს სამი გალი ისე დაეჭიდა, რომ ყველანი სარს დაეჯახნენ, ტელი-რეფმა კი დაასკვნა, რომ დიუპიუიმ ოვალს ქვემოდან ხელი ამოდო. შესვენებაზე "ლე ბლემ" სამი მორკინალი გამოცვალა, ლელო კი და თანაც სასწაული, გაიტანა გარემარბმა სედრიკ ემონსმა, ვინც ფრთაზე ზედიზედ ოთხი მბოჭავი გააცურა!

ორი ლელო სამ შესვლაზე

ზელანდია გახელდა. მაგზიმ მედარს რომ გაუგორეს ბურთი, კივებმა კიდიდან უცებ შემოაგდეს ოვალი და წითელ ზოლში რაქები გამართეს, მაგრამ თერნოვერი შეემთხვათ. იქვე მალილი მულიაინამ ნონუს მიართვა შექცეული პასი, მაგრამ კივებს ბურთი წინ გადაუვარდათ. დიუპიუი შეცვალა დიმიტრი იაშვილმა და უმალ გასატანი ჯარიმა ააცილა, საათის თავზე კი "ოლ ბლექსი" მეორე ლელოს გადაურჩა: ემონსის გადაკიდებული ვენსან კლერკს ხელზე დააჯდა, მაგრამ ბებერმა ბრედ სორნმა დააგდებინა.

დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ჯარიმა შეაგდეს, ბოლო წუთზე კი ემონსმა თავისი 22-დან გააქცუნა დამიან ტრაი, ამან კი ბურთი ვერ დაიმორჩილა. 15 წლის წინ, მსგავს ვითარებაში, "ლე ბლემ" მთელი მოედანი გადასერა და "სამყაროს იქეთ ბოლოდან გატანილი ლელოთი" სერია 2-0 მოიგო, ამჯერად კი გარდამავალ თასს დაჯერდა ზელანდიის მიერ მსოფლიო თასის აღების 22-ე წლის თავზე.

ავსტრალიამ იტალია მე-12 შეყრაზე მეთორმეტედვე ძლია. სტუმრებმა ზელანდიასთან დაჭიდების წინ ყველა სათადარიგო გამოცადეს. მასპინძლებმაც გაუწონასწორებელი რაზმი გაიყვანეს: ჯორჯ სმითმა 97-ედ ითამაშა და ოდენ მესამედ (!) იკაპიტნა, ხოლო დანარჩენი 14 ვოლაბის ჯამური ნამსახურობა 101 კეპი იყო. ოზებმა იტალიის სახელით მოთამაშე თვისტომის, ლუკ მაკლეინისგან ოთხი ჯარიმა გაუშვეს, ხუთი ლელოდან ორი კი გაიტანა ადამ ეშლი-კუპერმა, ვინც მოედანზე სამჯერ (!) შევიდა.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

მეშვიდე მატჩი, პირველი ტესტი

<<    ბოკე 26:21 ლომები

აფრ: ფ.სტეინი პიტერსენი იაკობსი (პინარი 75) დეფილიერსი (ფური 58) ჰაბანა (10-9) პინარი (მ.სტეინი 66) დიუპრე (იანარი 71) / მთავარირა (სტენკამპი 66) ბ.დიუპლესი ჯ.სმიტი კაპ! (კარსტენსი 66-76) ბოთა (ბეკერი 58) მეტფილდი; ბრიუსო (როსუ 52) ჟ.სმითი სპისი - 2ლ: სმიტი ბრიუსო; 2გ: პინარი; 4ჯ: პინარი (1 3 4, ფ.სტეინი (2)

ბრტ: ბერნი (ქარნი 38) ბოუ ოდრისქოლი რობერთსი მონიე (10-9) სთ.ჯოუნზი ფილიპსი / ჯენქინსი მირსი (რისი 50) ვიქერი (ად.ჯოუნზი 45) ავ.ჯოუნზი (ოკალაჰენი 70) ოქონელი კაპ! კროფთი ვოლესი (მ.ვილიამსი 67) ჰიზლიფი - 3ლ: კროფთი (1 2) ფილიპსი; 3გ: სთ.ჯოუნზი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) დურბანი, აბსა (48 718)

7:0(6) 10:0(10) 13:0(20) 13:7(24) 16:7(32) 19:7(35) / 26:7(48) 26:14(69) 26:21(76)

გაქცევა 31-105, გარღვევა 0-4; პასი 45-133, კონტაქტში 2-15; ფეხით 41-34; ბურთი რაქიდან 28-78; ბოჭვა 101-42; დაჯარიმება 9-12; (თავისი^მეტოქის) შერკინება 7^4-11^0; დერეფანი 9^3-9^1

ტესტები: შაბ 27/06 პრეტორია; 4/07 იოჰანესბერგი 17.00

>>>    სამხრეთის ტესტები

მეორე ვიქენდი

<<    ზელანდია 14:10 საფრანგეთი

ზელ: მულიაინა კაპ! ჯეინი კ.სმითი (ტოიავა 67) ნონუ როკოთოკო (10-9) დონალდი (მაკალისთერი 63) ჯ.ქოუანი (ვიპუ 57) / ვუდქოქი მეალამუ ტიალატა (აფოა 57) სორნი როსი (ბ.ევანსი 67) კაინო ლატიმერი რიდი - ლ: ნონუ; 3ჯ: დონალდი 2, მაკალისთერი

სფრ: მედარი კლერკი (ფრიცი 67) მერმოზი ტრაი ემონსი (10-9) ტრენ-დრიუკი დიუპიუი (იაშვილი 58) / ბარსელია (დომინგო 41) სერვა (შარჟევსკი 41) მა (ბარსელია 65) შაბალი (მარტენი 57) მიო-შლუსკი; დიუზოტუარი კაპ! უდრაოგო პიკამოლი (შული 41) - ლ: ემონსი; გ: დიუპიუი; ჯ: იაშვილი

რეფ იონკერი (აფრ) ველინგტონი, ვესთპექი

5:0(27) 8:0(48) / 8:7(45) 11:7(56) 14:7(66) 14:10(68)

იტალია: შაბ 27/06 ქრაისთჩერჩი 11.30

<<    ავსტრალია 34:12 იტალია

ავს: ოქონორი (ეშლი-კუპერი 72) თერნერი ქროსი ქ.კუპერი ჰაინსი (ეშლი-კუპერი 12-16 * 32-47) (10-9) ბარნსი ბერჯესი (ვალენტაინი 73) / პ.ქოუანი პოლოტა-ნაუ ელიგზანდერი; ჰორვილი მამი; ქიმლინი (ვო 68) ფოქოქი ჯ.სმითი კაპ! - 5ლ: პოლოტა-ნაუ ქროსი ეშლი-კუპერი (3 5) თერნერი; 3გ: ოქონორი 2, ბარნსი; ჯ: ოქონორი

იტა: მაკლეინი სკარპი (კარტაროლი 7) გარსია კანალე რუბინი (10-9) გაუერი (ბართონი 78) ტებალდი (ტონიოლატი 61) / აგერო სპარალინი (გირალდინი 62) სტაიბანო (პერუჯინი 41) რეატო (ხელდენჰეისი 52) ბორტოლამი; მონტორიოლი (ძანი 52) ფავარო პარისე კაპ! - 4ჯ: მაკლეინი

რეფ პირსონი (ინგ) მელბურნი, ეთიჰადი (20 280)

0:3(3) 5:3(11) 8:3(24) 15:3(27) 15:6(31) 20:6(39) / 20:9(46) 20:12(63) 27:12(71) 34:12(77)

საფრანგეთი: შაბ 27/06 სიდნეი 14.00

<<< >>>