ტაქტიკურად უმწეონი

   კოლორადოში, "ჩერჩილის თასის" ფინიშზე, "ბორჯღალოსნებმა" უგეგმობით, უდისციპლინობით, გაუწაფაობითა და წესთა უმეცრებით ბევრით წააგეს ამერიკელ "არწივებთან", ბოლო, მეექვსე ადგილი უთუოდ და უთუმცაოდ დაიჭირეს და ირბ-ის რეიტინგში იაპონიისა და რუსეთის ქვემოთაც დაეშვნენ.

ქართული რაგბის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ოცი წლის წინ გაჩაღდა. მას აქეთ ვითამაშეთ ორ მსოფლიოს თასზე, სამჯერ ავიღეთ "ერთა თასი", 11-ჯერ დავამარცხეთ რუსეთი და რუმინეთსაც სანატრელი გავუხადეთ სამეზობლო თასი, მაგრამ ჩრდილო ამერიკაში პირველად რომ გვეღირსა ასპარეზობა, საბჭოურ ყაიდაზე, წითელ- თეთრად შემოსილებმა საბჭოურადვე, ყოვლად უღიმღამოდ ვითამაშეთ, გავნადგურდით იმპერიალისტურ (ნახევრად ხუმრობით!) ქვეყნებთან და ძაანაც შევილახეთ რუდუნებით შექმნილი, მზარდი გუნდის იმიჯი.

ის, რომ ნაკრებს ჩერჩილზე აკლდა შერკინების ბირთვი და რამდენიმეც ბეკი, ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, მაგრამ გუნდმა რომ იოტის ოდენადაც ვერ გაამართლა მოლოდინი, ეგეც უდაოა. ბიჭები ამ დონეზე სარაგბოდ მზად ვერ აღმოჩნდნენ ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად; ბითუმად გამოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ვერც იმას ვიხსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ტაქტიკურად ასე უმწეონი ყოფილიყვნენ, რაც პირველ ყოლისა, უცხო გურუთა სამეულის ბრალია.

განიავებული ფუფუნება

მოძღვარ-შეგირდებმა კოლორადოში ერთად სამი კვირა (!) გაატარეს, რაც თანამედროვე, მუშა ხელის დაუნდობელი ექსპლუატაციითა და გაუთავებელი ფრენით დაღ-დასმულ სპორტულ ყოფაში, უიშვიათესი ფუფუნებაა, მაგრამ გუნდს სიკეთე არაფერი შეტყობია: როგორ უაზროდ და უიდეოდაც დაიწყო პირველი ტესტი, ეგრევე დაასრულა მესამე. ვერაფრით აღმოიფხრა ელემენტარული შეცდომები და მსაჯთან კამათიც, რაც ისედაც ზვიად, ინგლისურად მოუბარ თემიდას მეტად განაწყობდა გადამთიელთა საწინააღმდეგოდ.

რაც მთლად უარესია, ბიჭებს შემოქმედების, შეტევის შიშიც ეტყობოდათ. ირბ-ის საეჭვო ღირებულების ექსპერიმენტების შედეგად, რაგბში არათუ იკლო, არამედ იმატა ფეხით თამაშმა, მაგრამ რასაც ჩვენები სჩადიან, ეგ მეტის მეტია - ალბათ სულ სხვადასხვა, ობიექტური (მოუმზადებლობა) თუ სუბიექტური (დავალება) მიზეზის გამო, ოვალს უბრალოდ ვიშორებთ და მერე დაცვაში ვდგებით.

პასუხი მოვკითხოთ

ამდენ ფეხოსნობაში 10 და 15 ნომრებს მოსდით სხვებზე მეტი ლაფსუსი. ამით ლიანგს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი "მალაღურასა" და "მეკოს" ბრალია. არადა, სხვა რგოლები არანაკლებ სცოდავენ: ვერ გვივარგა დერეფანი; წინ ვერ მივიწევთ სოლოებით; რაქიდან ბურთი ვერ გამოგვაქვს; ვეღარც ბოლო დრომდე "ნაყვარებ" მოლს ვაგორებთ; ბეკებს ხომ მთლად დავიწყნიათ გაშლილად ბურთაობა და არც ვისმე ახსოვს, რომ ზურგში გადაკიდებულს მიყოლა უნდა.

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ცუდადაა საქმე. ღმერთმა ჰქნას, გორგოძის, ჩხაიძის, შველიძის, ზირაქაშვილის, ზედგინიძის შემატებამ გვიშველოს, მაგრამ თუ დაღმასვლა გაგრძელდა, კვალიფიკაციის შეუსაბამოდ ნალოლიავებ ოზ გურუებს პასუხი წელსვე უნდა მოეკითხოთ, თორემ გაისად გვიან იქნება. პარალელურად უნდა ვიფიქროთ ქართველ მწურთნელთა სანაცვლო წყვილის ან სამეულის შექმნაზე, რაკი ცხადია, რომ ნაკრები მოწყდა ეროვნულ ფესვებს.

>>>     საქართველო 13:31 შტატები

<<    ბორჯღალოსნები

(ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი (20 თემურ სოხაძე 80) 14 სანდრო თოდუა (22 ლექსო გუგავა 80) 13 დავით კაჭარავა სბ 75, 12 რეზო გიგაური, 11 ირაკლი მაჩხანელი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი როხვაძე /

(ფორ) 1 დავით დადუნაშვილი (16 გიორგი ლომსაძე 76) 2 ირაკლი ნატრიაშვილი, 3 გიორგი ჟღენტი (17 ვასილ კაკოვინი 59) 4 რატი ურუშაძე ვც^კაპ! 5 გიორგი ნემსაძე (18 ლევან დათუნაშვილი 61) 6 გია ლაბაძე კაპ! (21 ზვიად მაისურაძე 41) 7 სიმონ მაისურაძე სბ 23, 8 დიმიტრი ბასილაია (_ ირაკლი გუნდიშვილი 61)

(მწ) თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო, დამიენ ქამინსი (ავს) -

ლ: თოდუა; გ 2ჯ: კვირიკაშვილი

<<    არწივები

(ბეკ) 15 კრის ვაილზი, 14 ტაკუძვა ნგვენია, 13 პოლ ემრიქი სბ 75, 12 სალესი სიკა (22 ალიპატე ტუილევუკა 55) 11 ქოლინ ჰოლი; 10 მაიკ ჰერკუსი (21 ნესე მალიფა 72) 9 თიმ უსაში (20 მაიკ პიტრი 75) /

(ფორ) 1 მატეკი-ტონგა მოეა-კიოლა (17 მაიკ მაკდონალდი 59) 2 კრის ბილერი (16 ჯო ველჩი 75) 3 შონ ფითმენი; 4 ლუი სთენფილი (19 ალეკ პარკერი 49) 5 ჯონ ფანდერხისენი (18 ჰეიდენ სმითი 70) 6 ჯეი-ჯეი გაჯანო, 7 თოდ ქლევერი კაპ! 8 ნიკ ჯონსონი

(მწ) ედი ოსალივანი (ირლ) -

3ლ: უსაში ემრიქი ჰოლი; 2გ 4ჯ: ჰერკუსი

<<    რეფერი გრეგ გარნერი (ინგლისი)

0:7(10) 0:10(13) 3:10(15) სბ(23ს) 10:10(31) /
10:17(44) 10:20(54) 13:20(58) 13:23(60) 13:26(65) სბ^სბ(75) 13:31(77) ბოლო (80+1)

კვი 21/06    დენვერი (კოლორადო აშშ)
დიქს სპორთინგ გუდზ პარკი (5 225)

>>>     მოკლე რჩეული

1' აშშ კვირიკაშვილის კიკოფი კიდეზე დაეცა

2' აშშ სიკა გაექცა გიგაურს, მაგრამ გიგაურმავე დაიჭირა ემრიქი

3' საქ მალაღურაძემ მეტოქის ზურგში მოედანს გაარტყა

8' საქ შერკინებას ფორვარდებით ორი დარტყმა მოვაყოლეთ, მაგრამ მალაღურაძემ ააცილა არეკნი

10' აშშ ქლევერმა 22-დან რიკოშეტით მიაწოდა ნგვენიას, სამი პასის შემდეგ ვაილზის გაგორებული მალაღურაძემ ძლივს გადააგდო კიდეზე, ქლევერმა უცებ მოაწოდა და მალაღურაძის მიერ შებოჭილი უსაში ლელოს მიწვდა; ჰერკუსმა გარდასახა $ 0:7

13' აშშ ნემსაძემ გაჭენებულ ემრიქს ფეხი დაუდო (?) როხვაძე გვიანი ბოჭვისთვის დაჯარიმდა და ჰერკუსმა 35 მეტრიდან გაიტანა $ 0:10

15' საქ კვირიკაშვილმა შეაგდო ზედახორაში მოპოვებული ჯარიმა $ 3:10

21' აშშ თოდუას დაუვარდა გადმოკიდებული; შერკინებაში ადრე მოხსნისთვის დავჯარიმდით, მაგრამ ჰერკუსმა 25 მეტრიდან ააცილა

23' აშშ ს.მაისურაძე ამხტარ სთენფილთან შეხებისთვის გაგვისინბინეს, ჰერკუსმა კი 25 მეტრიდან კიდევ ააცილა

31' საქ მალაღურაძის აბრაგანი აიღო კაჭარავამ, ბურთი წინ წაიღეს მაჩხანელმა, ჟღენტმა და ისევ მაჩხანელმა, კვირიკაშვილმა კი გრძელი პასით ბევრი მოსხიპა და თოდუამ სამ-კაცა მეტობაზე დინჯად გაიტანა ლელო; კვირიკაშვილმა კიდიდან გარდასახა $ 10:10

35' აშშ მაჩხანელმა მოკლე ფრთაზე ოფსაიდიდან დაიჭირა ქლევერი, მაგრამ ჰერკუსმა 40 მეტრიდან ააცილა ჯარიმა

36' საქ კვირიკაშვილმა მეტოქეს ზურგში ჩაუგდო ბურთი

37' აშშ მოლში რომ წაკინკლავდნენ დადუნაშვილი და ქლევერი, რეფმა ჩვენებურს უკანასკნელი გაფრთხილება მისცა

40' საქ დერეფნიდან შეუტია ნატრიაშვილმა, მაგრამ მალაღურაძემ მოკლე ფრთაზე სწორი გაგრძელება ვერ მონახა $ ნახევარი 10:10

44' აშშ ვაილზმა კვირიკაშვილის გადაკიდებული ალალზე დაიჭირა, გაათამაშა და გაგვისხლტა; ბილერმა და გაჯანომ დაგეზეს ნგვენია, ვინც ნემსაძემ კინაღამ კიდეზე გადადენა, მაგრამ ქლევერმა ბურთზე მიგვიკრა ფეხი და ემრიქმა ისე დაუმიწა როხვაძეს, რომ თავად სარეკლამო ფარს დაეჯახა; ჰერკუსმა გარდასახა $ 10:17

47' საქ ზ.მაისურაძემ სამჯერ შეუტია, თერნოვერის შემდეგ კი სამმა ბეკმა კიდეზე გადადენა ნგვენია

52' აშშ რომ გაწვიმდა, მალაღურაძის დარტყმული კიდეზე დაეცა

54' აშშ ბასილაია ზედახორაში დაჯარიმდა და ჰერკუსმა 28 მეტრიდან გაგვიტანა $ 10:20

55' საქ კვირიკაშვილმა დაგეზა მაჩხანელი, მაგრამ რეფმა წინ პასი აღნუსხა

58' საქ მეტოქე შერკინებაში დავჯაბნეთ და კვირიკაშვილმა 35 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა $ 13:20

60' აშშ კიკოფის მიღებისას დავჯარიმდით და ჰერკუსმა ახლოდან გაგვიტანა $ 13:23

65' აშშ ნგვენია დაიჭირა ს.მაისურაძემ, წითელ ზოლში სამ მოძალებას კი ჯარიმა მოყვა და ჰერკუსმა 22 მეტრიდან დაკრა $ 13:26

75' აშშ თერნოვერიდან გაგვიხსლტა ვაილზი, მაგრამ ქლევერი და უსაში ლელოსთან აცდნენ მოსროლილ ბურთს; საქმეში ჩაერია კიდის მსაჯი და ემრიქი და კაჭარავა კრივისთვის გააგდებინა

77' აშშ ვაილზი გამოგვექცა თავისი 22-დან; სმითმა, მალიფამ და მაკდონალდმა ფრთაზე გააჭენეს ჰოლი, ვისაც თუმც მიწვდა კვირიკაშვილი, ვერ კი შეაჩერა $ 13:31

80' აშშ ნგვენიამ კიდეზე გადადენა კვირიკაშვილი

80+1' აშშ ლელოსკენ გაგორებულზე ვაილზმა ზურგში ჰკრა გუგავას, მაგრამ ვიდეო ანალიზით დადგინდა, რომ იანკებს დამიწებისას ბურთი წინ დაუვარდათ $ ბოლო 13:31

>>>    ჩერჩილის თასი 2009

<<    პულები

ირლანდია`` 10, კანადა 5, საქართველო 0
ინგლისი`` 9, არგენტინა`` 4, შტატები 0

<<    განრიგი (საქ დროით)

შაბ 6/06 * გლენდეილი

24.15 არგენტინა 20:28

ინგლისი

02.30 კანადა 42:10

საქართველო

ოთხ 10/06 * გლენდეილი

02.30 კანადა 19:30

ირლანდია

05.00 შტატები 14:35

არგენტინა

კვი 14/06 * გლენდეილი

23.00 შტატები 17:56

ინგლისი

01.30 ირლანდია 40:5

საქართველო

კვი 21/06 * დენვერი

22.00 არგენტინა 44:29
III სინი

კანადა

24.30 ირლანდია 49:22
I თასი

ინგლისი

03.15 შტატები 31:13
V ფიალა

საქართველო

პრაგმატული ცხრილი

ირლანდია``

3-0 119:  46

ინგლისი``

2-1 106:  86

არგენტინა``

2-1   99:  71

კანადა

1-2

  90:  84

შტატები

1-2   62:104

საქართველო

0-3   28:113

<<    ყველა ჩემპიონი

ინგლისი``   2003 2005 2007 2008
მაორი (ზელ)   2004 2006
ირლანდია``   2009

>>>     ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)
114 თამაში (40 შინ, 52 გარეთ, 22 ნეიტრალურზე)
67 მოგება - 42 წაგება * 5 ფრე
ქულა 2605:2226 (+379) ლელო 321-245 (+76)

სულ 196 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 111 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 152, ხოლო ფორვარდებმა 169 ლელო

>>>     ირბ-ის ერთა თასი (ბუქარესტი)

რუსეთი 29:26 ურუგვაი
რუმინეთი 13:24 იტალია
შოტლანდია 22:12 საფრანგეთი

საბოლოო

მ-წ

გატ:გაშ

პრ

შოტლანდია`` 3-0 98:  22 1
იტალია`` 2-1 74:  47 1
საფრანგეთი`` 2-1 63:  53 1

რუმინეთი

1-2

46:  55

1

რუსეთი 1-2 39:110 1
ურუგვაი 0-3 40:  73 2

>>>     ირბ-ის რეიტინგი

(22/06) ... 13 კანადა, 14 ტონგა, 15 იაპონია, 16 რუსეთი, 17 საქართველო, 18 შტატები, 19 რუმინეთი, 20 პორტუგალია, 21 ურუგვაი, 22 ესპანეთი, 23 ჩილე, 24 კორეა ...

<<< >>>