182 წერტით გვიზარალია

   გამოვლინდა ევროპის შვიდკაცის ათივე ფინალისტი, რაგბის შინაურ პირველობაზე კი ერთი მატჩი არ დასრულდა, რაღაი სტუმრებმა კიდის მსაჯი უდიერი სიტყვებით შეამკეს.

შვიდკაცის ბოლო შესარჩევი ლუჟნიკის მომცრო მოედანზე მოეწყო და იტალიის გამარჯვებით დასრულდა. ფინალური ათეულიდან პოლონეთის გამოძევება შეეძლო ჰოლანდიას, მაგრამ პულში რომ დამარცხდა მოლდოვასთან, იტალიის ძლევის მიუხედავად, მაინც სინზე აღმოჩნდა.

ფინალი სამი კვირის შემდეგაა ჰანოვერში, სადაც საქართველომ შარშან მესამე ადგილი დაიჭირა და მსოფლიო თასზე მესამედ გავიდა. კრიზისი ძალუმად რომ შეეტყო სპორტს, დასი უწინდელთან შედარებით ორი გუნდით მოიკვეცა, პულებად მონაწილეთა ზიგზაგური განაწილება კი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შინაურ ასპარეზზე ჩემპიონმა ლოკომოტივმა ბობა კვინიხიძის სამი ჯარიმითღა მოიგო რუსთავში, ხოლო ქუთაისში, როცა ფრე იყო და სარაგბო ოთხი წუთიღა რჩებოდა, ვითარება ისე დაიძაბა, რომ თამაში შეწყდა. რაც შეეხება სანაკრებო რეიტინგს, რომელშიც შტატებთან წაგებამ 182 წერტით გვაზარალა და ორი საფეხურით დაბლა დაგვწია, იგი ირბ-ის საითზე ცხრილად, დუბლინელი ქსელ-ოსტატის მიზეზით, ერთი დღის დაგვიანებითღა, სამშაბათს განახლდა.

>>>    ევროპის შვიდკაცა

ბოლო, VI ეტაპი * 20-21/06 მოსკოვი (რუსეთი)

<<    პულები

მოლდოვა 3-1 (იტა 7:12, ჰოლ 42:5) იტალია 3-1 (ჰოლ 17:19) / ჰოლანდია 3-1, დანია 1-3 / აზერბაიჯანი 0-4

რუსეთი 4-0, ლიტვა 3-1 / უკრაინა 2-2, ლატვია 1-3 / ნორვეგია 0-4

<<    თასის ნახევარფინალი

რუსეთი 7:12 იტალია, მოლდოვა 38:7 ლიტვა

<<    ფინალები

9/10 აზერბაიჯანი 24:21 ნორვეგია
7/8 დანია 19:14 ლატვია
5/6 ჰოლანდია 33:26 უკრაინა
3/4 რუსეთი 36:7 ლიტვა
1/2 იტალია 36:12 მოლდოვა

<<    ქულა

36 საფრანგეთი პორტუგალია; 34 იტალია; 32 რუსეთი მოლდოვა; 30 ესპანეთი; 28 საქართველო რუმინეთი; 26 გერმანია; 24 პოლონეთი - 24 ჰოლანდია; 20 კვიპროსი; 18 შვედეთი უკრაინა მონაკო ჩეხეთი ხორვატია; 16 დანია ლიტვა; 12 ბოსნია ბელგია; 10 ლატვია; 8 სერბეთი; 6 შვეიცარია; 4 საბერძნეთი ლუქსემბურგი ბულგარეთი უნგრეთი; 2 ნორვეგია აზერბაიჯანი

<<    10-გუნდა ფინალი * 11-12/07 ჰანოვერი (გერმანია)

პულები (სავარაუდო)

საფრანგეთი რუსეთი მოლდოვა რუმინეთი გერმანია
პორტუგალია იტალია ესპანეთი
საქართველო პოლონეთი

>>>    ირბ-ის რეიტინგი

(22/06) 1 ახალი ზელანდია 9068, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 ირლანდია 8327, 5 საფრანგეთი 8194, 6 არგენტინა 8129, 7 ინგლისი 8123, 8 უელსი 8074, 9 ფიჯი 7602, 10 შოტლანდია 7523, 11 სამოა 7257, 12 იტალია 7123, 13 კანადა 7068, 14 ტონგა 6927, 15 იაპონია 6723, 16 რუსეთი 6717

17 საქართველო 6867, 18 შტატები 6537, 19 რუმინეთი 6485, 20 პორტუგალია 6216, 21 ურუგვაი 6197, 22 ესპანეთი 5901, 23 ჩილე 5795, 24 კორეა 5790, 25 ნამიბია 5645, 26 გერმანია 5535, 27 ყაზახეთი 5512, 28 ტუნისი 5502, 29 ბრაზილია 5497, 30 პოლონეთი 5442, 31 უკრაინა 5417, 32 ბელგია 5367

პლუს-მინუსი: აშშ 182 საქ (31:13 შ, სამ 82 იაპ (34:15 ნ, რუს 60 ურუ 29:26 ნ, ზელ 0 სფრ (14:10 შ, ავს 0 იტა (34:12 შ)

>>>    საქართველოს პირველობა

 უმაღლესი

 პირველი

<<< >>>