მზარდებმა დაამუხრუჭეს

   შაბათს "გლობალის" ცოცხალ მენიუში რაგბის ხუთი ტესტია. დილა ადრიან ფიჯზე წყნარი ოკეანის თასის ორი მატჩია; მერე ზელანდია იტალიას იღებს და ავსტრალია საფრანგეთს, პროგრამას კი ამშვენებს აფრიკის "ბოკესა" და ბრიტანეთის "ლომების" მეორე შებმა, რომელიც ზეგანზე, პრეტორიაშია დანიშნული.

პირველი შეყრა, სანაპირო დურბანში, ბოკემ ოდენ 26:21 მოიგო. მასპინძლები ბოლო მეოთხედის დადგომისას წინ 19 ქულით იყვნენ, მაგრამ ბრიტებმა ისარგებლეს მეტოქის უთამაშებლობითა და უდროო შეცვლებით და კინაღამ გაიმარჯვეს უიმედოდ წაგებულ ბრძოლაში.

რაგბობის იშტაზე მოსული სტუმრების დამუხრუჭება დაეკისრა "მზარდ ბოკეს", ვინც ლომებს კეიპტაუნის ავდარში ფრე მართლაც გაუგორა. მთელი თამაში ქარი ხომ ქროდა და ალაგ-ალაგ წვიმა და სეტყვაც მოდიოდა. ამან შემოქმედებითად ბურთაობა გააძნელა, მაგრამ ომი კი პირველიდან ბოლო წუთამდე გაგრძელდა.

0:0-ზე გასატანი ჯარიმა რონან ოგარამ დაახაია, 6:10-ზე კი ერლ როუზმა. ბრიტებს ლელო აჩუქა ზენ კირხნერმა, ვისი დარტყმულიც მარტინ ვილიამსს მოხვდა. იაპებმა რიკი ფლუთი ხაზზე გააჩერეს, შემდეგი რაქიდან კი ქის ერლსი მორგან ნიუმენს გაუსხლტა.

კიდიდანაც ჩასვა

თამაში უფრო საინტერესო მაშინ გახდა, 10 ნომრებად ჯეიმზ ჰუქი და ვილემ დევალი რომ შევიდნენ. ბოლო მეოთხედში ბოკემ ერთბაშად ოთხი კაციც შეცვალა, მაგრამ ჯეელ პეტ სილიეს შერკინებაში რომ მოერია პირველ ტესტში დაჯაბნილი ფილ ვიქერი, ლომები 7 ქულით დაწინაურდნენ.

და მაინც, ბრიტებს გამარჯვება არ ეწერათ. ბოლო შეტევაში მათ დერეფნიდან მიეძალათ ფრანკო ფანდერმერვე, კართან გამართული რაქიდან კი დევალმა მომსხეპი პასი მიაწვდინა დალალებიან დენვილ დემასს, ვინც ლელოში ალამთან შეხტა. 31 წლის მგეზავს ამ მატჩში კარში ჯერ არ დაერტყა და წვიმამაც დაბარებულივით დაუშვა, მაგრამ ვილემმა კიდიდან კარში მაინც ჩასვა გარდასახვა!

ტაროსის გადამკიდე, უფროსობისთვის თავის მოწონება ცოტა ბრიტმა თუ შეძლო. ერთი მათგანია ირლანდიელი ლუკ ფითსჯერალდი, ვინც სატესტო გუნდში უგო მონიე შეცვალა. მარქაფაში მოხვდა მსოფლიოს 2008 წლის საუკეთესო მორაგბე შეინ ვილიამსიც, მთავარი სიახლე კი ლომების 15-ეულში ისაა, რომ ვიქერის ნაცვლად ბისთ მთავარირას ადამ ჯოუნზი შეერკინება.

უფრო ინტენსიურად

კვაჭის შეცვლით ბრიტების პირველი ხაზი ერთიანად უელსურია, ბეკთა უკანა სამეული კი მთლად ირლანდიური. კვლავ უელსურია 10-9 ღერძი. მეორე ხაზში დადგება 35 წლის ინგლისელი საიმონ შოუ, ვინც ლომების ტურნეზე მესამედაა, მაგრამ ტესტში თამაში მე-17 მატჩშიღა ეღირსება, ბოკეში კი ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ 6 ნომრად მოკეთებული ქერა ხვადაგი, სხალკ ბერგერი იწყებს.

ჩვენებურად შუა დღის ტესტებისთვის, წინა შაბათთან შედარებით, ზელანდიამ ექვსი კაცი გამოცვალა, საფრანგეთმა შვიდი და მარქაფა ვერ დაასახელა, ხოლო იტალიამ და ავსტრალიამ დასვენებული პირველი ნომრები აღიდგინეს. "ოლ ბლექსში" ჰავბეკად ბრუნდება მოკეთებული ბრენდონ ლეონარდი, ათზე კი ევროპიდან შინ დაბრუნებული ლუკ მაკალისთერი ითამაშებს.

აქილევსი ხელახლა გაუმიზეზდა კივ მეორე ხაზელს, ალი ვილიამსს. ზელანდიის შერკინების გადია, სთივ ჰანსენი სამყაროს თვალში ნაცარს აყრის, როცა ბრძანებს, იტალია იმავე ყაიდაზე რაგბობს, რაზეც საფრანგეთიო. "ლე ბლეს" გამოუცვლია ღერძი და ავსტრალიაშიც 1990 წლის შემდეგ ვეღარ მოუგია, მაგრამ ზელანდიას ორი მატჩის ჯამში რომ ჩამოართვა "გალაჰერის თასი", მაგის გამო ეჭვობს ოზთა კივი გურუ რობი დინსი, ბარბაროსთა და იტალიის შემდეგ, ინტენსიობის მომდევნო დონეზე მოგვიწევს ასვლაო.

>>>    ბრიტანეთი აფრიკაში

მერვე მატჩი

<<    მზარდი ბოკე 13:13 ლომები

მზბ: კირხნერი ვულინდლუ ფანრენსბერგი (დევალი 54) ნიუმენი ბასონი (დემასი 74) (10-9) როუზი ფერმაკი (ადამსი 64) / ვ.დიუპრე (სილიე 64) მაკუ (ლიბენბერხი 54) კრიერი; საიკსი (ფანდერმერვე 64) ვ.სტენკამპი; პოტხიტერი კაპ! დეისელი (ბოტესი 64) ფერმელენი - ლ: დემასი; გ: დევალი; 2ჯ: როუზი

ლომ: ერლსი შ.ვილიამსი ფლუთი დარსი ფითსჯერალდი (მონიე 65) (10-9) ოგარა კაპ! (ჰუქი 45) ელისი / პეინი ფორდი (მირსი 75) ჰეისი (ვიქერი 67) ოკალაჰენი ჰაინსი (შოუ 58) ვორსლი მ.ვილიამსი პაუელი (ვოლესი 69) - ლ: ერლსი; გ: ოგარა; 2ჯ: ოგარა ჰუქი

რეფ როლანი (ირლ) კეიპტაუნი, ნუველანდსი (39 480)

0:3(9) 0:10(26) 3:10(37) / 6:10(49) 6:13(77) 13:13(80+)

<<    წყნარი ოკეანის თასი (ფიჯი)

სამოა 27:13 ტონგა
ზელანდია`` 52:21 იაპონია

ზელ 14(3, სამ 11(3, ფიჯ 5(2; ტონ იაპ 0(2)

შაბ 27/06 (გლობალზე)

08.00    ტონგა - იაპონია
10.00    ფიჯი - სამოა

>>>    შაბათს, გლობალზე ცოცხლად!

წინა ტესტის შემდეგ * დაემატა რაზმს, ^ მარქაფიდან დააწინაურეს, = მარქაფაში ჩამოსვეს, $ დაძრეს

<<    ზელანდია - იტალია

ზელ: 15 მალილი მულიაინა კაპ! 14 ლელია მასანგა* 13 ისაია ტოიავა^ 12 მა ნონუ, 11 ჯო როკოთოკო; 10 ლუკ მაკალისთერი^ 9 ბრენდონ ლეონარდი* / 1 ვაიეთ ქროქეთი* 2 ქევენ მეალამუ, 3 ჯონ აფოა^ 4 ბრედ სორნი, 5 აიზაკ როსი; 6 ჯერომ კაინო, 7 ტანერაუ ლატიმერი, 8 ქიარან რიდი (მრქ) 22 ქორი ჯეინი- 21 პირი ვიპუ / 16 ალედ დემელმანჩი, 17 თონი ვუდქოქი= 18 ოუენ ფრენქსი* 19 ბრინ ევანსი, 20 ჯორჯ ვაითლოქი

იტა: 15 ლუკ მაკლეინი, 14 ქეინ რობერთსონი* 13 გონსალო კანალე, 12 გონსალო გარსია, 11 მირკო ბერგამასკო* 10 ქრეგ გაუერი, 9 ტიტო ტებალდი / 1 სალვატორე პერუჯინი^ 2 ლეონარდო გირალდინი^ 3 იგნასიო რუაიე* 4 კვენტინ ხელდენჰეისი^ 5 მარკო ბორტოლამი; 6 ალესანდრო ძანი^ 7 მაურო ბერგამასკო* 8 სერჯო პარისე კაპ! (მრქ) 22 მატეო პრატიკეტი* 21 კრის ბართონი, 20 ჯულიო ტონიოლატი / 16 ფრანკო სპარალინი= 17 ფაბიო სტაიბანო= 18 კარლო-ანტონიო დელფავა* 19 სიმონე ფავარო=

11.30 ქრაისთჩერჩი * გამ: კვი 15.00, ორ 11.00

<<    ავსტრალია - საფრანგეთი

ავს: 15 ადამ ეშლი-კუპერი^ 14 ლოქი თერნერი, 13 სთერლინგ მორთლოქი* კაპ! 12 ბერიქ ბარნსი$ 11 დრუ მიჩელი* 10 მეტ გიტო^ 9 ლუკ ბერჯესი / 1 ბენ რობინსონი^ 2 სთივენ მური^ 3 ელ ბაქსთერი* 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 ნეითან შარფი^ 6 დინ მამი$ 7 ჯორჯ სმითი$ 8 რიჩარდ ბრაუნი* (მრქ) 22 ჯეიმზ ოქონორი= 21 რაიან ქროსი= 20 ჯოშ ვალენტაინი / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ= 17 ბენ ელიგზანდერი= 18 ფილ ვო, 19 დევიდ ფოქოქი=

სფრ: 15 დამიან ტრაი$ 14 მაგზიმ მედარი$ 13 ფლორიან ფრიცი^ 12 მაგზიმ მერმოზი$ 11 სედრიკ ემონსი; 10 ლიონელ ბოგზისი* 9 დიმიტრი იაშვილი^ / 1 ფაბიან ბარსელია, 2 დიმიტრი შარჟევსკი^ 3 სილვენ მარკონე* 4 პასკალ პაპე* 5 რომენ მიო-შლუსკი; 6 ტიერი დიუზოტუარი კაპ! 7 ფიულჟანს უდრაოგო, 8 ჟიულიან პიურისელი*

14.00 სიდნეი * გამ: შაბ 19.00, კვი 13.00, ორ 13.00 23.00

<<    აფრიკა - ლომები

აფრ: 15 ფრანსი სტეინი (შრქ, 14 ჯეიპი პიტერსენი (შრქ, 13 ადი იაკობსი (შრქ, 12 ჟან დეფილიერსი (სტო, 11 ბრაიან ჰაბანა (ბულ; 10 რუან პინარი (შრქ, 9 ფური დიუპრე (ბულ / 1 ბისთ მთავარირა (შრქ, 2 ბისმარკ დიუპლესი (შრქ, 3 ჯონ სმიტი კაპ! (შრქ; 4 ბაკის ბოთა (ბულ, 5 ვიქტორ მეტფილდი (ბულ; 6 სხალკ ბერგერი* (სტო, 7 ჟოან სმითი (ჩტზ, 8 პიერ სპისი (ბულ) * მრქ) 22 მორნე სტეინი (ბულ, 21 ჟაკ ფური (ლნზ / 16 ჩილიბოი რალეპელი* (ბულ, 17 დიონ კარსტენსი (შრქ; 18 ანდრის ბეკერი (სტო, 19 დანი როსუ (ბულ, 20 ჰაინრიხ ბრიუსო= (ჩტზ

ლომ: 15 რობ ქარნი^ (ირლ, 14 თომი ბოუ (ირლ, 13 ბრაიან ოდრისქოლი (ირლ, 12 ჯემი რობერთსი (უელ, 11 ლუკ ფითსჯერალდი* (ირლ; 10 სთივენ ჯოუნზი (უელ, 9 მაიკ ფილიპსი (უელ / 1 გეთინ ჯენქინსი (უელ, 2 მეთიუ რისი^ (უელ, 3 ადამ ჯოუნზი^ (უელ; 4 საიმონ შოუ* (ინგ, 5 პოლ ოქონელი კაპ! (ირლ; 6 თომ კროფთი (ინგ, 7 დევიდ ვოლესი (ირლ, 8 ჯემი ჰიზლიფი (ირლ) * მრქ) 22 შეინ ვილიამსი* (უელ, 21 რონან ოგარა (ირლ, 20 ჰარი ელისი (ინგ / 16 როს ფორდი* (შტლ, 17 ენდრიუ შერიდანი* (ინგ; 18 ალუნ-ვინ ჯოუნზი= (უელ, 19 მარტინ ვილიამსი (უელ

17.00 პრეტორია * გამ: შაბ 23.00, კვი 11.00 17.00 23.30

<<< >>>