საზაფხულო პოლოები

   ჭაბუკები სკოლის არდადეგებზე დაისვენებენ, კაცთა გუნდები კი ივლისის პირველ ნახევარშიც გააგრძელებენ რაგბის ეროვნულ პირველობას, რომელიც მეტწილად "სინათლეზე", და კიდევ რამდენიმე სტადიონზეც, შეუფერხებლივ მიმდინარეობს.

თამაშები მაშინღა იდება, თუ წვიმამ მოედანი დატბორა, და ან გუნდს ბლომად მოთამაშე ჰყავს მივლინებული უცხოეთში წასულ რომელიმე ნაკრებში.

ორგანიზაციაც უწინდელზე უკეთესია: სრულად ივსება ოქმები; აღირიცხება ტრავმები, რომელთა მკურნალობის ხარჯიც დაზღვევიდან იფარება, და კავშირის პერსონალსაც საზაფხულო, მოკლე სახელოიანი, ბორჯღალიანი ლოგოთი დამშვენებული, იისფერი პოლოები აცვია.

>>>    საქართველოს პირველობა

 უმაღლესი  პირველი  დუბლები  აღმ 1991-92  აღმ 1993-94

<<< >>>