მეზობლურად, ოღონდაც უღიმღამოდ

   "სამი ერი" სამ კვირაში, 18 ივლისს, ზელანდია - ავსტრალიის შებმით რომ იწყება, მეზობლებმა ნაღდად ერთმანეთს დაუმალეს თამაში და ტრადიციული, ივნისის ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ერთობ უღიმღამოდ ძლიეს ლათინი სტუმრები - უტეხი იტალია და გათანგული საფრანგეთი.

"ოლ ბლექსს" აქამდე რვაჯერ მოესრა "აძური" (70:6 70:6 101:3 56:19 64:10 70:7 59:10 76:14) ამჯერად კი სამი ლელო ძლივს გაუტანა. ლათინებმა ფეხით აყუმბარეს მეტოქის ზურგი, კივები კი ბურთის ხელდახელ ამოტანას რომ გადაყვნენ, პირველი მეოთხედის 93 პროცენტი (!) თავიანთ ნახევარზე გაატარეს.

ზელანდიას 10 ნომრად ვერ გაუმართლა ინგლისიდან დაბრუნებულმა ლუკ მაკალისთერმა, ვინც ხუთი ცდით ხუთი გოლი კი შეაგდო და პირველი ლელოც გამოაცხო, მაგრამ ტაქტიკურად გამართულად ვერ ურტყა და ხელით თამაშშიც საკმაოდ მოუგროვდა წუნი.

"ოლ ბლექსში" ხუთმა ახალბედამ ირაგბა. მათგან ერთმა, ფლანკერმა ჯორჯ ვაითლოქმა ლელოც გაიტანა მას შემდეგ, რაც 40-მეტრა გარღვევა მოაწყო მშობლიურ, "კრუსეიდერზის" მოედანზე მოთამაშე აიზაკ როსმა. მანვე დაიდო წილი პირველ ორ ლელოშიც:

გონსალო კანალეს რომ შველოდნენ, დერეფანი მოუგო იტალიას და მაკალისთერმა ფრთაზე გადაუკიდა ჯო როკოთოკოს, მეორე ტაიმში კი მოკლე ფრთაზე გაჭრილ ისაია ტოიავას მიყვა. ღირსეული წაგებით ერთობ გაიხარა ლათინთა აფრიკელმა გურუმ, ნიკ მალითმა, "ოლ ბლექსს" კი ნუგეშად ისღა ჰქონდა, რომ არავინ დაემტვრა.

მარგობით მღლეტელმა აჯობა

ზელანდიიდან "გალაჰერის თასის" წამომღები საფრანგეთის საცქერად ფანობამ სიდნეის ოლიმპიური სტადიონი სანახევროდღა აავსო. ავსტრალიამ იტალიასთან დასვენებული ლიდერები დაიბრუნა. კივეთში ნაგვემი გუნდი გადაიხალისეს სტუმრებმაც, მაგრამ სეირი წაახდინა ინგლისელმა რეფმა დეივ პირსონმა, ვინც "ლე ბლე" ბლომად აჯარიმა ბოჭვის არეში.

ავსტრალიას ყველა, 22-ვე ქულა ლელოთი და ექვსი გოლით შესძინა მეტ გიტომ, მაგრამ მას მარგობით მაინც აჯობა მღლეტელმა ჯორჯ სმითმა, ვინც 99-ე კეპი მიითვალა. "ტურამ" მწარედ დასცა დამიან ტრაი და 22:3-ზე ზედ ლელოსთან გააჩერა დიმიტრი შარჟევსკი, დასკვნით ათ წუთში კი კოლეგებიც რომ შეემატნენ, ოზებმა მატჩი სამი (!) ცქვიტი მარბიელით დაასრულეს.

საფრანგეთი ლელოს გადაურჩა მეორე წუთზევე, როცა ტელი-რეფმა დაადგინა, რომ ფრთაზე გაჭრილ დრუ მიჩელს დამიწებისას ბურთი დაუვარდა. მასვე პირველ მეოთხედში გიტომ ფეხით შორს მიაწოდა, რიჩარდ ბრაუნმა იპონზე დააგდო ფიულჟანს უდრაოგო, ლიონელ ბოგზისი ამჩატდა და არეკნი ააცილა, მალე კი მატჩის ერთადერთი ლელოც გავიდა:

გიტომ შორს უპასა სთერლინგ მორთლოქს, ვინც დაგეზა ლოქი თერნერი; ამან შიგნით მიაწოდა ბერიქ ბარნსს, ვინც მბოჭავები მონუსხა და გარეთ გაატანა წამოსწრებულ გიტოს! აქედან მოყოლებული, სეირი გაბერწდა. ბოლო მეოთხედამდე "ვოლაბთა" კიკერმა ხუთიდან ხუთი ჯარიმა შეაგდო, მერე კი ანგარიში აღარც შეცვლილა.

თვალის თით-ყოფისთვის

თამაშები შაბათს იყო, კვირას კი ტრიბუნალმა იმუშავა ზელანდიასა და აფრიკაში. იტალიის კაპიტან სერჯო პარისეს დაუმტკიცდა როსის თვალის ხელყოფა და სასჯელად რვა (!) კვირა შეეფარდა, რის გამოც, ზაფხულის არდადეგების გათვალისწინებით, პარიზის "სტად ფრანსეზის" ყოჩი 26 სექტემბრამდე იუქმებს.

პრეტორიაში 25:28 ძლეულ ბრიტანეთის "ლომებს" ერთბაშად გამოაკლდათ ორი უელსელი ბურჯი - გეთინ ჯენქინსი და ადამ ჯოუნზი. პირველს თავით შეჯახებისას ყვრიმალი გაუტყდა, მეორეს კი მხარი ამოუგდო აფრიკის მეორე ხაზელმა ბაკის ბოთამ, რის გამოც თამაში ორი კვირით აეკრძალა.

ნაშუაღამევს დასრულდა "ბოკესივე" მღლეტელის, სხალკ ბერგერის საქმის განხილვა. ქერა ხვადაგი 32-ე წამზე (!) ამხილა კიდის მსაჯმა და რეფს გაასინბინებინა, რაკი ბური ირლანდიელი ლუკ ფითსჯერალდის თვალს ზედახორაში თითით შეეხო. ამაზე აფრიკის მულატმა გურუმ, პიტერ დეფილიერსმა შეიცხადა, ვინც ბერგერს იცნობს, იცის, რომ ბიჭი მაგის ჩამდენი არაა და არც მე მისწავლებია მსგავს არა-კაცობაო, მაგრამ სამსჯავრო შეუვალი გამოდგა:

რაგბიდან ბერგერიც რვა კვირით განიკვეთა, რის გამოც გაუცდება "ლომთა" მესამე ტესტი და "სამი ერის" სამი თამაში - ორი შინ, ზელანდიასთან, ხოლო ასპარეზს 29 აგვისტოსღა დაუბრუნდება.

>>>    სამხრეთის ტესტები

ბოლო, მესამე ვიქენდი

<<    ზელანდია 27:6 იტალია

ზელ: მულიაინა კაპ! მასანგა (ჯეინი 69) ტოიავა ნონუ როკოთოკო (10-9) მაკალისთერი ლეონარდი (ვიპუ 51) / ქროქეთი (ვუდქოქი 51) მეალამუ (დემელმანჩი 75) აფოა (ფრენქსი 60) სორნი როსი; კაინო ლატიმერი (ვაითლოქი 51) რიდი - 3ლ: როკოთოკო როსი ვაითლოქი; 3გ 2ჯ: მაკალისთერი

იტა: მაკლეინი რობერთსონი კანალე (პრატიკეტი 53) გარსია (ბართონი 72) მი.ბერგამასკო (10-9) გაუერი ტებალდი (ტონიოლატი 75) / პერუჯინი გირალდინი (სპარალინი 63) რუაიე (სტაიბანო 51) ხელდენჰეისი ბორტოლამი (დელფავა 63) ძანი (ფავარო 58) მა.ბერგამასკო პარისე კაპ! - 2ჯ: მაკლეინი

რეფ ქლენზი (ირლ) ქრაისთჩერჩი, ეი-ემ-აი

3:0(9) 10:0(24) 13:0(27) 13:3(33) /
13:6(54) 20:6(57) 27:6(68)

<<    ავსტრალია 22:6 საფრანგეთი

ავს: ეშლი-კუპერი თერნერი მორთლოქი კაპ! (ქროსი 76) ბარნსი (ოქონორი 70) მიჩელი (10-9) გიტო ბერჯესი (ვალენთაინი 72) / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 60) ბაქსთერი (ელიგზანდერი 55) ჰორვილი (ფოქოქი 62) შარფი; მამი სმითი ბრაუნი (ვო 72) - ლ გ 5ჯ: გიტო

სფრ: ტრაი მედარი ფრიცი (არიაზი 55) მერმოზი ემონსი (10-9) ბოგზისი (კლერკი 53) იაშვილი (დიუპიუი 76) / ბარსელია შარჟევსკი (გირადო 62) მარკონე (მა 53) პაპე მიო-შლუსკი (მარტენი 62) დიუზოტუარი კაპ! უდრაოგო პიურისელი (შული 68) - 2ჯ: ბოგზისი იაშვილი

რეფ პირსონი (ინგ) სიდნეი, ეი-ენ-ზედ (43 588)

7:0(19) 7:3(22) 10:3(26) /
13:3(43) 16:3(46) 19:3(52) 22:3(57) 22:6(61)

>>>     რაგბი გლობალზე

ბოკ 2ტ ლომ  

სამ 09.00, ოთხ 13.00 21.30,
ხუთ 09.00, პარ 21.00

ავს - სფრ  

სამ 20.00, ხუთ 13.00

ზელ - იტა  

სამ 22.00, ოთხ 08.00

ტონ - ზელ ა  

ხუთ 07.00!ცოც, ორ 13.00

ფიჯ - იაპ  

პარ 07.00!ცოც, ორ 23.00

ტოტალ რაგბი

ხუთ 11.30 15.00 21.00, პარ 09.30 20.30

ბოკ 3ტ ლომ  

შაბ 17.00!ცოც 22.00,
კვი 13.00 20.00, ორ 02.00 11.00 21.00

>>>    სამი ერი 2009

18/07 11.35 ზელანდია - ავსტრალია ოკლენდი
25/07 17.00 აფრიკა - ზელანდია ბლუმფონტეინი
  1/08 17.00 აფრიკა - ზელანდია დურბანი
  8/08 17.00 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი

22/08

14.05

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

29/08 14.05 ავსტრალია - აფრიკა პერთი
  5/09 14.05 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი
12/09 11.35 ზელანდია - აფრიკა ჰემილტონი
19/09 11.35 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი

<<< >>>