ლომებს ტესტი, ბოკეს სერია

   ბრიტანეთის "ლომებმა" სამხრეთ აფრიკული საფარი ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს, მაგრამ მსოფლიო თასის მფლობელმა "ბოკემ" სერიის პირველი ორი ტესტი რომ მოიგო, გამარჯვებული დარჩა იმის მიუხედავად, რომ ჯამური ანგარიში სტუმართა სასარგებლოდაა.

ბოლო, იოჰანესბერგის შებმის წინ ბრიტებს სტიმული მეტი ჰქონდათ: მათ შეეძლოთ მოეგოთ პირველი, დურბანის შებმა და უნდა გაემარჯვათ მეორე, პრეტორიის ტესტში, მაგრამ ორივეჯერ რომ მარცხი იგემეს უფრო მიზან სწრაფულ იაპებთან, იმის შანსი გაჩნდა, რომ პირველად 1891 წლის (შეცდომა არ გეგონოთ!) აქეთ, ერთი მხარე სერიის ყველა რკენას მოიგებდა.

ლომებს გამარჯვება კვართის ღირსებისთვის ჭირდებოდათ და მიზანსაც მიაღწიეს იმის მიუხედავად, რომ ტრავმათა გამო, მათივე თვლით, შვიდი დამწყები აკლდათ. ამავე მიზეზით, დისკვალიფიკაციის გამოც და ჯეელთა გამოწრობის მიზნითაც, ათი კაცი გამოცვალა ბოკემ, მაგრამ ზეპურ სპორტში ასეთ რამეებს არავინ დაგიდებთ და ისტორიას ანგარიშიღა რჩება.

თამაში დონით წინა ორი ტესტის ბადალი გამოვიდა. ლომთა შერკინება ბოკეზე 50 კილოთი მძიმე რომ იყო, დურბანის ტესტში გვემულმა ფილ ვიქერმა პირველსავე შეყრაზე წამოაყენა ჯეელი ზანგი ჩილიბოი რალეპელე და სთივენ ჯოუნზმა შეაგდო ჯარიმა, რასაც უმალ ვეინანდ ულიფიეს გარღვევა და მორნე სტეინის გოლი მოყვა.

აღარ დაარტყმევინეს

თანაბარ ბრძოლაში გარდატეხა მეორე მეოთხედში მოხდა, როცა ბოკემ დასისხლიანებული ჟაკ ფური მას შემდეგ შეცვალა, რაც მეთიუ რისმა წითელ ზოლში გააჩერა ოდვა ნდუნხანე. ბრიტებმა დაცვა მოკლე ფრთაზე, მცირე ბლოკით გაარღვიეს და ჯემი ჰიზლიფმა შეინ ვილიამსი გააქცუნა, მაგრამ გარდასახვაზე ბურთი წაექცა ჯოუნზს და დამფარებლებმა არეკნითაც აღარ დაარტყმევინეს.

ფურის ნაცვლად დროებით შესული ფრანსი სტეინი ლომებმა ბეჭებზე დასცეს. მერე ჯო ვორსლიმ შებოჭა ოდვა და თავად დაიმტვრა. თომი ბოუს რეიდის შემდეგ შეინმა შიგნით რომ შეაცურა ბურთი, მორნემ ლელოდან ძლივს მოიგერია, ძირით ზელანდიელმა რიკი ფლუთიმ კი თერნოვერიდან გადაიკიდა, ზეინ კერშნერს მიასწრო ოვალთან და შეინსვე გაატანა.

ორი ლელოთი დაწინაურებულ ბრიტებს რისხვად მოევლინათ ზელანდიელი კიდის მსაჯი ვილი მანრო, ვინც საიმონ შოუ ფური დიუპრეს დამუხლვაში ამხილა და რეფს გაასინბინებინა. ბოკემ მეტობით დიდად ვერ იხეირა, რაკი 5-მეტრა დერეფნის შემდეგ ფლუთიმ ბეჭებზე დააგდო ულიფიე, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ლომებმა ფაზური თამაშიც ააწყვეს და ჯოუნზის წყვილი გაძრომის შემდეგ, ჰაინრიხ ბრიუსომ ზედ ლელოსთან ალაგმა ენდი შერიდანი.

მოლმა უკან დაიხია

მატჩის ამ მონაკვეთში სთიუართ დიკინსონმა ბურთის შეფერხებისთვის კიდევ ორჯერ დააჯარიმა შემტევი: ჯერ რუან პინარის სოლოს შემდეგ, ნდუნხანე, მერე კი ბოუ. 6:15-ზე ჟოან სმითმა დერეფანში ჩამოუგდო ბურთი პინარს და ბოკემ მარჯვნივ გვარიანი მეტობა მიიღო, მაგრამ კერშნერმა ადრე მიაწოდა ოდვას და მოიერეშე კიდეზე გადადენა ისევ და ისევ ბოუმ.

იქვე აფრიკას ფრიადი მარცხი შეემთხვა: 5-მეტრა დერეფანში დაყენებულმა მოლმა უკან დაიხია, ბურთის ბეკებზე გატანის შემდეგ კი ულიფიეს გრძელი პასი ჩაუჭრა ზანგმა უგო მონიემ, ვინც პირველ ტესტში ორჯერ ვერ დადო ლელოსთან მიტანილი, და 70 მეტრი ირბინა. ბოკეს ერთობ მოუხდა მოედანზე ფრანსის მეორედ შესვლა. ბიჭმა არეკნიც დაკრა 60 მეტრიდან, მაგრამ ააცილა!

ბოკეს თამაშის შემოტრიალების ბოლო შანსი უწესობამ და კიდის მსაჯის ჩარევამ დააკარგვინა: რომ წაკინკლავდნენ ფრანსი, ჟაკი და მაიკ ფილიპსი, ფრანგმა კრისტოფ ბერდოზმა გამშველებელი ბრიუსო დააჯარიმებინა. კიკოფის შემდეგ მხრით დაჯახებისთვის დაისაჯა ბისმარკ დიუპლესი, 76-ე წუთზე კი კივმა ტელი-რეფმა, ბრაის ლორენსმა კარგა ხანი არჩია რაკურსები და დაასკვნა, რომ ოდვა დამიწებისას ფეხით შეხებოდა კიდის ხაზს.

>>>     ბრიტანეთი აფრიკაში

მეათე მატჩი; მესამე ტესტი

<<    ბოკე 9:28 ლომები

აფრ: კერშნერი (ფ.სტეინი 57) ო.ნდუნხანე ფური (ფ.სტეინი 24-27) ულიფიე ნოკვე (სპისი 65) <10-9> მ.სტეინი დიუპრე (პინარი 41) / მთავარირა (სტენკამპი 72) რალეპელე (ბ.დიუპლესი 41) ჯ.სმიტი კაპ! მულერი მეტფილდი; ბრიუსო ჟ.სმითი კანკოვსკი; მწ პ.დეფილიერსი - 3ჯ: მ.სტეინი

ბრტ: ქარნი მონიე ბოუ ფლუთი (ელისი 56) შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი / შერიდანი რისი (ფორდი 37) ვიქერი (ჰეისი 56) შოუ სბ 38 (ავ.ჯოუნზი 69) ოქონელი კაპ! ვორსლი (კროფთი 31-34 " 66) მ.ვილიამსი (ვოლესი 77) ჰიზლიფი; მწ მაკგიქანი - 3ლ: შ.ვილიამსი (1 2) მონიე; 2გ 3ჯ: სთ.ჯოუნზი

რეფ დიკინსონი (ავს) იოჰანესბერგი, კოკა კოლა პარკი (58 318)

0:3(9) 3:3(12) 3:8(25) 3:15(34) სბ(38) 6:15(40+2) /
6:22(55) 9:22(68) 9:25(71) 9:28(73)

გაქცევა 86-98, გარღვევა 3-7; პასი 113-94, კონტაქტში 12-15; ფეხით 35-40; ბურთი რაქიდან 64-66, აცლა 10-16; ბოჭვა 93-102; დაჯარიმება 9-16; (თავისი^მეტოქის) შერკინება 5^1-6^1; დერეფანი 15^1-9^3

გლობალზე გამეორებით: ორ 11.00, სამ 02.00 09.00, ოთხ 11.30 21.30, ხუთ 09.00, პარ 21.00, შაბ 14.30

ტესტ სერია 2-1 (26:21 28:25 9:28)

<<< >>>