"ექვსი ერის" შაბათებზე

   2011 წელს, ახალ ზელანდიაში დანიშნული მსოფლიო თასისთვის დამტკიცდა ევროპულ შესარჩევთა საგაისო განრიგი და გადაწყდა, რომ რუსეთს თრაბზონში მივიღებთ; აფრიკაში საგზურს ერთურთს შეეცილებიან ნამიბია და ტუნისი; ამერიკაში კანადამ სტუმრად წააგო შტატებთან, მაგრამ ამ შაბათს მასვე მასპინძლობს, შპს "მსოფლიო თასმა" კი ირბ-ის აღმასკომს ურჩია, რომ 2015 წლის გათამაშება ინგლისში გამართოს, 2019 წლისა კი იაპონიაში!

ევროპაში კივეთის ორი საგზურისთვის ოთხი გუნდიღა იბრძვის, რეპეშაჟში გასასვლელად კი ექვსი - მეორე ჯგუფს მინუს მოლდოვა, მაგრამ პლუს ლიტვა და თვით რუმინეთი! "ერთა თასის" ორგანიზატორი ფირა აერი ათწლეულის ბოლოს დაუბრუნდა საუკუნეთა შესაყარზე დადგენილ პრინციპს და განრიგი ელიტარული "ექვსი ერისას" დაამთხვია, რითაც თებერვალ-მარტის ხუთ ვიქენდზე ერთბაშად ექვს-ექვსი ტესტი მოგროვდება და დაიქანცება ფანობა და მედია.

აფრიკის თასის ფინალი წელსაც ჩრდილოეთი - სამხრეთის ჯახი იქნება. ამერიკაში შტატებმა ჩარლსთონში (სამხრეთი კაროლინა) 34 გრადუს სიცხეში, 3 836 ქომაგის თვალწინ, ულელოოდ დაამარცხეს კანადა და 6-ქულიანი ფორით დაიწყებენ ედმონტონის საპასუხო რკენას. არწივებს ნეკერჩხლები ბოლოჯერ, ოთხი წლის წინ, მანდვე უძლევიათ "ჩერჩილის თასზე", ისე კი, ბოლო ცხრა შებმიდან კანადას მოუგია შვიდი.

პუკპუკთა სანახავად

მეზობლურ ჯახში იანკმა მაიკ ჰერკუსმა გაიტანა არეკნი და სამი ჯარიმა, კენუქმა ჯეიმზ პრიჩარდმა კი ორი ჯარიმა. კანადელთა კიკერმა 74-ე წუთზე ვერ გაათანაბრა ანგარიში, ამერიკელმა კი სამ წუთში გააორმაგა სხვაობა. პირველი ტაიმი ფრედ, 6:6 დასრულდა, მაყურებლის სიმცირის გარდა კი ჩრდილო ამერიკული რაგბის კნინობა-უმწიფარობას ისიც მოწმობს, რომ კანადელთა თანახმად, მსაჯი ირლანდიელი ალენ როლანი იყო, ამერიკელთა მიხედვით კი, ამისი არა-ნაკლებ ცნობილი თანამემამულე ალან ლუისი.

შერჩევა დაიწყო ზღვისრეთშიც, ოღონდაც შეჯიბრს სტარტამდე გამოაკლდნენ სოლომონეთი და ტაჰიტი, ზელანდიის ორმა სამფლობელომ, ქუქეთმა და ნიუემ კი სამხრეთ ოკლენდში გამართეს შინა-ომი. 13-კაცა ლიგით ცნობილ პაპუასეთში, პორტ-მორსბის "ლოიდ რობსონ ოვალზე" 10 ათასი მოსეირე მივიდა "პუკპუკთა" (ნიანგები) სანახავად და კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი იქეთა შაბათს, რაღაი მორიგი მეტოქეა სამოა, ვინც მესამე ადგილი დაიჭირა წყნარი ოკეანის თასზე, ხოლო მეორეზე მასპინძელი ფიჯი იმის წყალობით გავიდა, რომ ბოლოსწინა წამზე (!) ახლოდან დაალელოვა იაპონია.

ნაღდად დაამტკიცებენ

საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ ირბ ამჯერად უსკანდალოდ აირჩევს მსოფლიო თასის მასპინძელს. ტენდერის ბოლო სტადიაზე ორი მომდევნო გათამაშების მასპინძლობა ოთხ ქვეყანასღა - ინგლისს, იტალიას, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკას სურდა, ამათი მონაცემების შესწავლის შემდეგ კი მახვშებმა დაასკვნეს, რომ უპრიანი იქნება, თუ ნახევარ-სფეროთა მონაცვლეობის პრინციპით, 2015 წელს თასი ინგლისში მოეწყობა და რაგბეთის სარჩენი ფული შემოვა, 2019 წელს კი შეჯიბრი ძალუმად შეაბიჯებს აზიურ ბაზარზე - იაპონიაში და ოვალურ-ბურთა თამაში მთლად გაგლობალურდება.

ახლა სიტყვა აღმასკომზეა, რომელიც რეკომენდაციის განსახილველად 28 ივლისს შეიკრიბება, მაგრამ აქამდე ასე ყოფილა, რომ რაცკი შპს-ს ურჩევია ორგანოსთვის, იმას ხალისით დაუმტკიცებია, რაც გასაკვირი სულაც არაა, რაკი ორივეში მთლად იგივე თუ არა, მეტწილად მაინც ერთი და იგივე, და ან ერთი და იმავე ქვეყნების, ხალხია თავმოყრილი.

>>>    2011 წლის მსოფლიო თასი

<<    პულები

    ზელანდია საფრანგეთი ტონგა ამერიკა$1 აზია$1
    არგენტინა ინგლისი შოტლანდია ევროპა$1 რეპეშაჟი$1
    ავსტრალია ირლანდია იტალია ევროპა$2 ამერიკა$2
   სმხ.აფრიკა უელსი ფიჯი ზღვისრეთი$1 აფრიკა$1

 შესარჩევები

<<    ევროპა

ერთა თასი 2009/10

>>    I ჯგუფი

საქართველო 4-0*1 170:80
რუსეთი 4-1 162:77
პორტუგალია 3-1*1 124:84
რუმინეთი 2-3 104:88
ესპანეთი 1-4 77:151

გერმანია

0-5

22:179

საქართველო

  6/02

გერმანია

რუსეთი   6/02 პორტუგალია
რუმინეთი   6/02 ესპანეთი

პორტუგალია

13/02

საქართველო

ესპანეთი 13/02 რუსეთი
რუმინეთი 13/02 გერმანია

საქართველო

27/02

ესპანეთი

რუსეთი 27/02 რუმინეთი
გერმანია 27/02 პორტუგალია

რუმინეთი

13/03

საქართველო

ესპანეთი 13/03 პორტუგალია
რუსეთი 13/03 გერმანია

საქართველო

20/03

რუსეთი

პორტუგალია 20/03 რუმინეთი
გერმანია 20/03 ესპანეთი

! ჩემპიონი (ევროპა$1) ჯდება `` პულში

!! ვიცე-ჩემპიონი (ევროპა$2) ჯდება `` პულში

!!! მესამე ადგილოსანი (Iჯგ$3) რეპეშაჟში გასასვლელად გარეთ და შინ ხვდება ლიტვა - მეორე ჯგუფის ჩემპიონის (IIჯგ$1) მოგებულს

>>    II ჯგუფი

უკრაინა 3-1 73:31
პოლონეთი 3-1 69:51
ჩეხეთი 1-2*1 43:57
ბელგია 1-2*1 35:57

მოლდოვა

1-3

57:81

უკრაინა 12/09 პოლონეთი
უკრაინა 10/10 ბელგია
მოლდოვა 17/10 ჩეხეთი
პოლონეთი 24/10 ჩეხეთი
ბელგია 31/10 მოლდოვა

ჩეხეთი

  3/04

ბელგია

ჩეხეთი 10/04 უკრაინა
პოლონეთი 10/04 მოლდოვა
მოლდოვა 24/04 უკრაინა
ბელგია 24/04 პოლონეთი

! ჩემპიონი (IIჯგ$1) გარეთ ხვდება ლიტვას და თუ მოუგო, რეპეშაჟში გასასვლელად შინ და გარეთ ეთამაშება პირველი ჯგუფის მესამე ადგილოსანს (Iჯგ$3)

>>    პლეი-ოფი

ლიტვა   8/05 IIჯგ$1
8/05`მოგ 22/05 Iჯგ$3
Iჯგ$3   5/06 8/05`მოგ

! გამარჯვებული (ევროპა$3) გადის რეპეშაჟში

<<     აფრიკა

თასის ნახევარფინალი

13/06 უგანდა 17:41 ტუნისი
14/06 სპ.ძვლ.ნაპ 13:13 ნამიბია

27/06

ნამიბია

54:14

სპ.ძვლ.ნაპ

  ტუნისი 38:13 უგანდა

ფინალი: ნამიბია - ტუნისი შინ და გარეთ ნოემბერში

! ჩემპიონი (აფრიკა$1) ჯდება `` პულში

!! ფინალისტი (აფრიკა$2) ებმება რეპეშაჟში

<<    ამერიკა

  4/07 შტატები 12:6 კანადა
11/07 კანადა

 

შტატები

! გამარჯვებული (ამერიკა$1) ჯდება `` პულში

!! წაგებული აგვისტოში შინ და გარეთ ხვდება ურუგვაის და ამათში მოგებული (ამერიკა$2) ჯდება `` პულში, ხოლო წაგებული (ამერიკა$3) ებმება რეპეშაჟში

<<    აზია

ხუთი ერი 2010
მიმოსვლით, ერთ წრედ

იაპონია ყაზახეთი კორეა ჰონკონგი არაბეთი

! ჩემპიონი (აზია$1) ჯდება `` პულში

!! ვიცე-ჩემპიონი (აზია$2) ებმება რეპეშაჟში

<<    ზღვისრეთი

27/06 ქუქეთი 29:7 ნიუე
  პაპუასეთი 86:12 ვანუატუ

  4/07

პაპუასეთი

29:21

ქუქეთი

11/07 სამოა   პაპუასეთი
18/07 პაპუასეთი   სამოა

! გამარჯვებული (ზღვისრეთი$1) ჯდება `` პულში

<<    ბოლო, მეოცე საგზურის რეპეშაჟი

ევროპა$3 - აფრიკა$2, ამერიკა$3 - აზია$2
(თითო მატჩი უკეთეს რეიტინგიანის მოედანზე)

ფინალი: შინ და გარეთ

! გამარჯვებული ჯდება `` პულში

>>>    წყნარი ოკეანის თასი

ბოლო, მეხუთე რაუნდი (ფიჯი)

ტონგა 25:47 ზელანდია``
ფიჯი 40:39 იაპონია

ზელანდია``

19

4-0

161:79

3

ფიჯი 14 3-1 112:120 2
სამოა 12 2-2   91:64 4
იაპონია 6 1-3   96:145 2
ტონგა 1 0-4   79:131 1

<<< >>>