უმაღლესი სინჯისა

   დასრულდა სარაგბო წლის მეორე დიდი ღონისძიება - ბრიტანეთის "ლომების" აფრიკული ტურნე და ვიდრე მესამე, სამხრეთის "სამი ერი" დაიწყებოდეს, უპრიანია მომხდარი მოკლედ შევაჯამოთ და შინაური ძალებით, "ოლიმპში" შედგენილ სტატისტიკასაც ჩავხედოთ.

წლის პირველი ჰაილაითი - ჩრდილოეთის "ექვსი ერი" ირლანდიამ კოხტად მოიგო და ოთხი მეზობლის ნაკრების დაკომპლექტებაშიც საკადრისი წვლილი შეიტანა. გუნდში გამოირჩეოდა უელსური კონტინგენტიც: კარდიფის ბეკი ჯემი რობერთსი სულაც საუკეთესო ლომად ცნეს, მის კვალად კი ინგლისელმა საიმონ შოუმ და ირლანდიელმა თომი ბოუმ მოაგროვეს ხმები.

ბობოლა საითმა "სქრამ კომმა" ფრიადზე შეაფასა რობერთსის, რობ ქარნის, ბრაიან ოდრისქოლის (ირლანდია) და სთივენ ჯოუნზის, მაიკ ფილიპსის, გეთინ ჯენქინსისა და ადამ ჯოუნზის (უელსი) გარჯა, შოუმ, ბოუმ და ინგლისელმა თომ კროფთმა კი იგივე ნიშანი მინუსით დაიმსახურეს.

ტურნეზე გამართული ათი მატჩიდან სტუმრებმა მოიგეს შვიდი, მაგრამ დამხვდურმა გუნდებმა ისე ჯიგრით იომეს, რომ ლომებმა ოთხჯერ წკიპზეღა გაიმარჯვეს, ერთხელ კი ფრეს დაჯერდნენ. უმაღლესი სინჯისა გამოვიდა სამ-თამაშა ტესტ-სერიაც. მასპინძელმა ბოკემ დრამატულად რომ მოიგო პირველი ორი და ჯამური გამარჯვება დაიბევა, მესამე ტესტში დუბლი არაგბა და ბრიტებმაც უსიტყვოდ აიღეს რევანში.

მშვიდობით "მისთერ ლაიონ!"

ლომებმა სულ 18 უკანა ხაზელი და 22 მორკინალი ათამაშეს. მათგან ტესტებში, ათის გარდა, ყველამ ირაგბა. ყველაზე მეტი, შვიდი თამაში დაიწყო ინგლისელმა ჯო ვორსლიმ; 2008 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე, უელსელი შეინ ვილიამსი და მისი თანამემამულე, კვაჭი მეთიუ რისი რვა-რვა მატჩში მონაწილეობდნენ; ხოლო სამივე ტესტის 15-ეულში სულ ხუთი კაცი (ბოუ, მგეზავი ჯოუნზი, ჰავბეკი ფილიპსი, კაპიტანი პოლ ოქონელი და 8 ნომერი ჯემი ჰიზლიფი) მოხვდა.

სხვაზე მეტი, ხუთი ლელო გაიტანა ინგლისელმა ზანგმა უგო მონიემ, მაგრამ პირველ ტესტში ორჯერ რომ არ დავარდნოდა ბურთი, ბრიტებს ეგებ მოეგოთ კიდეც. მეორე ტესტის ანტი-გმირი იყო ირლანდიელი 10 ნომერი რონან ოგარა, მესამეში კი შეინ ვილიამსმა გატეხა ულელოო ნავსი და ძირით მაორმა რიკი ფლუთიმაც ძაან შნოიანად ითამაშა. და მაინც, ვიდრე შუამარბებად ოდრისქოლი და რობერთსი იდგნენ, ბრიტები დაცვაშიცა და შეტევაშიც ჯობდნენ ბოკეს.

რაკი ლომები ოთხ წელში ერთხელ იკრიბებიან (2013 წელს ავსტრალიაში ჩავლენ) ეგრე გამოდის, რომ შეინმა, შოუმ და ოდრისქოლმაც ბოლოჯერ ჩაიცვეს წითელი კვართი. დაასრულა მოღვაწეობა "მისთერ ლაიონმაც" - 62 წლის სქოთმა გურუმ, იენ მაკგიქანმა, ვინც შვიდ ტურნეზეა ნამყოფი: ორზე მოთამაშედ, ოთხზე მთავარ მწურთნელად და ერთზეც თანაშემწედ, გუნდს დამგზავრებული ბარემ 25 ათასი ქომაგი კი იაპთა წუწურაქობასაც არ შეუშინდა - ტესტის ბილეთი "სამი ერისაზე" ხომ ორ-ნახევარჯერ ძვირი ღირდა!

>>>     ბრიტანეთის "ლომები"
       სამხრეთ აფრიკაში 2009

30/05 რიუსტენბერგი . ზეგანი 37:25 4ლ4გ3ჯ-3ლ2გ2ჯ
  3/06 იოჰანესბერგი . ლაიონზი 74:10 10ლ9გ2ჯ-ლგჯ
  6/06 ბლუმფონტეინი 23,710 ჩიტაზი 26:24 2ლ2გ4ჯ/სბ-3ლ3გჯ
10/06 დურბანი . შარქსი 39:3 5ლ4გ2ჯ/სბ-ჯ/სბ
13/06 კეიპტაუნი 34,176 კონცხი 26:23 3ლგ3ჯ-ლ4ჯ2ა
16/06 პორტ ელიზაბ 35,853 კინგზი 20:8 2ლ2გ2ჯ-ლჯ/2სბ
20/06 დურბანი 48,718 ბოკე (1ტ) 21:26 3ლ3გ-2ლ2გ4ჯ
23/06 კეიპტაუნი 39,418 მზარდი ბოკე 13:13 ლგ2ჯ-ლგ2ჯ
27/06 პრეტორია 52,511 ბოკე (2ტ) 25:28 ლგ5ჯა-3ლ2გ3ჯ/სბ
  4/07 იოჰანესბერგი 58,318 ბოკე (3ტ) 28:9 3ლ2გ3ჯ/სბ-3ჯ

სულ 10: 7-2*1    ტესტ სერია 1-2 (74:63) ლ 7-5

<<<     რაზმი

მოთამაშე ქვეყანა დაწყება+შეცვლაზე ტესტი მონაგარი -
თამაშები: $ მონაგარი, სლ საჯარიმო ლელო, * შეცვლაზე, ^ კაპიტანი

<<    ბეკი (15 14 13 12 11)

   
ლი ბერნი უელ 4 1 2ლ ზგნ$ლ ჩტზ შრქ$ლ 1ტ
შეინ ვილიამსი უელ 5+3 1+1 2ლ ზგნ ლნზ* ჩტზ შრქ კნგ* მზბ 2ტ* 3ტ$2ლ
თომი ბოუ ირლ 6 3 4ლ ზგნ$ლ ლნზ$2ლ კცხ$ლ 1ტ 2ტ 3ტ
ჯემი რობერთსი უელ 5 2 2ლ ზგნ ლნზ$2ლ შრქ 1ტ 2ტ
ქის ერლსი ირლ 5 0 2ლ ზგნ ჩტზ$ლ კცხ კნგ მზბ$ლ
რიკი ფლუთი ინგ 4+2 1 . ზგნ* შრქ* კცხ კნგ მზბ 3ტ
რობ ქარნი ირლ 4+1 2+1 ლნზ კცხ 1ტ* 2ტ$ლ 3ტ
უგო მონიე ინგ 5+1 2 5ლ ლნზ$2ლ კცხ$ლ კნგ$ლ 1ტ მზბ* 3ტ$ლ
ბრაიან ოდრისქოლი ირლ 4 2 ლ1^ ლნზ^$ლ შრქ 1ტ 2ტ
ლუკ ფითსჯერალდი ირლ 5 1 ჩტზ შრქ$ლ კნგ მზბ 2ტ
ლი ჰაფ-პენი უელ 1 0 . ჩტზ
გორდონ დარსი ირლ 2+1 0 . ჩტზ* კნგ მზბ

<<    მგეზავი (10)

         
რონან ოგარა ირლ 3+2 0+1 ლ10გ8ჯ1^ ზგნ$ლ4გ3ჯ შრქ$3გ2ჯ კნგ*$2გ2ჯ მზბ^$გჯ 2ტ*
სთივენ ჯოუნზი უელ 5 3 13გ12ჯა ლნზ$6გ2ჯ კცხ$გ2ჯ 1ტ$3გ 2ტ$გ5ჯა 3ტ$2გ3ჯ
ჯეიმზ ჰუქი უელ 2+4 0 ლ6გ6ჯ ლნზ*$ლ3გ ჩტზ$2გ4ჯ შრქ*$გ კცხ*$ჯ კნგ მზბ*$ჯ

<<    ჰავბეკი (9)

         
მაიკ ბლერი შტლ 2+1 0 . ზგნ შრქ* კნგ
მაიკ ფილიპსი უელ 5+1 3 2ლ ზგნ* ლნზ შრქ$ლ 1ტ$ლ 2ტ 3ტ
ჰარი ელისი ინგ 3+2 0+1 . ლნზ* ჩტზ კცხ მზბ 3ტ*

<<    ბურჯი (1 3)

         
ენდრიუ შერიდანი ინგ 5+1 1+1 . ზგნ ჩტზ კცხ კნგ 2ტ* 3ტ
ადამ ჯოუნზი უელ 3+2 1+0 . ზგნ ჩტზ* შრქ კნგ* 2ტ
ფილ ვიქერი ინგ 4+3 2+0 1^/სბ ზგნ* ლნზ შრქ*/სბ კცხ^ 1ტ მზბ* 3ტ
გეთინ ჯენქინსი უელ 4 2 . ლნზ შრქ 1ტ 2ტ
იუენ მარი შტლ 2+2 0 . ლნზ* ჩტზ კცხ* კნგ
თიმ პეინი ინგ 1 0 . მზბ
ჯონ ჰეისი ირლ 1+1 0+1 . მზბ 3ტ*

<<    კვაჭი (2)

         
მეთიუ რისი უელ 4+4 2+1 . ზგნ ჩტზ* შრქ* კცხ კნგ* 1ტ* 2ტ 3ტ
ლი მირსი ინგ 3+2 1 ზგნ* ლნზ შრქ$ლ 1ტ მზბ*
როს ფორდი შტლ 3+3 0+1 . ლნზ* ჩტზ კცხ* კნგ მზბ 3ტ*

<<    მიმწოლი (4 5)

         
საიმონ შოუ ინგ 4+3 2 /სბ ზგნ შრქ* კცხ* კნგ მზბ* 2ტ 3ტ/სბ
პოლ ოქონელი ირლ 6 3 6^ ზგნ^ ჩტზ^ შრქ^ 1ტ^ 2ტ^ 3ტ^
ალუნ-ვინ ჯოუნზი უელ 3+3 1+2 ზგნ*$ლ ლნზ შრქ 1ტ 2ტ* 3ტ*
ნეითან ჰაინსი შტლ 4+1 0 . ლნზ ჩტზ* კცხ კნგ მზბ
დონაქა ოკალაჰენი ირლ 4+1 0+1 1^ ჩტზ კცხ კნგ^ 1ტ* მზბ

<<    მარბიელი (6 7 8)

         
მარტინ ვილიამსი უელ 4+2 1+2 ზგნ კცხ$ლ 1ტ* მზბ 2ტ* 3ტ
დევიდ ვოლესი ირლ 4+2 1+1 . ზგნ ლნზ შრქ მზბ* 2ტ 3ტ*
ჯო ვორსლი ინგ 7 2 . ზგნ ჩტზ კცხ კნგ 1ტ მზბ 3ტ
ჯემი ჰიზლიფი ირლ 5+1 3 ზგნ* ლნზ შრქ$ლ 1ტ 2ტ 3ტ
თომ კროფთი ინგ 4+2 2+1 3ლ ლნზ$ლ შრქ კცხ* 1ტ$2ლ 2ტ 3ტ*
ენდი პაუელი უელ 4+1 0 სლ ლნზ* ჩტზ კცხ კნგ$სლ მზბ
სთივენ ფერისი ირლ 1+1 0 2ლ/სბ ლნზ*$ლ ჩტზ$ლ/სბ

>>>     აფრიკაში დასაბამიდან

წელი

სერია

1.ტესტი

2.ტესტი

3.ტესტი

4.ტესტი

2009 1-2 21:26 დრ 25:28 პრ 28:9 იჰ . .
1997 2-1 25:16 კპ 18:15 დრ 16:35 იჰ . .

1980

1-3

22:26

კპ

19:26

ბფ

10:12

პე

17:13

პრ

1974 3-0*1 12:3 კპ 28:9 პრ 26:9 პე 13:13 იჰ
1968 0-3*1 20:25 პრ 6:6 პე 6:11 კპ 6:19 იჰ
1962 0-3*1 3:3 იჰ 0:3 დრ 3:8 კპ 14:34 ბფ
1955 2-2 23:22 იჰ 9:25 კპ 9:6 პრ 8:22 პე

1938

1-2

12:26

იჰ

3:19

პე

21:16

კპ

.

.

1924 0-3*1 3:7 დრ 0:17 იჰ 3:3 პე 9:16 კპ
1910 1-2 10:14 იჰ 8:3 პე 5:21 კპ . .
1903 0-1*2 10:10 იჰ 0:0 ქმ 0:8 კპ . .
1896 3-1 8:0 პე 17:8 იჰ 9:3 ქმ 0:5 კპ
1891 3-0 4:0 პე 3:0 ქმ 4:0 კპ . .

სულ 13 ტურნე: 4-8*1    46 ტესტი: 17-23*6 (ქმ ქიმბერლი)

<<< >>>