რომ არ გვეჩხუბა

   კვირას, გერმანიაში, "ევრო შვიდკაცის" ფინალში საქართველომ მეხუთე ადგილი დაიჭირა და სინი აიღო; ორშაბათს გამოტოვებული მატჩების მორიგი წყვილი გაიმართება რაგბის შინაურ პირველობაზე; შაბათს კი 2011 წლის მსოფლიო თასის ორი მონაწილე გამოვლინდა.

შვიდკაცას კვლავ ჰანოვერმა უმასპინძლა, მაგრამ ძნელი დასაჯერებლია და გერმანელებმა ინტერნეთ-საქმის სრული უმეცრება რომ გამოამჟღავნეს, შაბათს ტურნირის გაშუქება ფარსად იქცა: ორი, დამოუკიდებელი საითის გადამკიდე, თუ თამაშს ცოცხლად არ ან ვერ უცქერდი, მერე დაღამებამდე ვეღარ შეიტყობდი მის შედეგს, რადგან სათანადო ნაკვეთს არ ანახლებდნენ ნასწავლი ევროპელები.

შარშან მანდვე სენსაცია მოვახდინეთ, მესამე ადგილი დავიჭირეთ და მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ. წლეულსაც მაგრად დავიწყეთ - სტარტზე ვძლიეთ 6-გზისა და თან მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია, მაგრამ მოგვიგო ესპანეთმა და ჩხუბი მოგვივიდა იტალიასთან. იმათ გაუგდეს ერთი, ჩვენ ორი და ბარაქიანად რომ წავაგეთ, თასზე ვეღარ მოვხვდით - სამმა გუნდმა ქულა ტოლად მოაგროვა და უარესი სხვაობით ჩვენ დავიძირეთ.

ივლისის პაპანაქებაში

კვირას ორივე მეტოქე ვძლიეთ და სამი წლის წინდელი შედეგი გავიმეორეთ, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ორი ადგილით დაბლა დავეშვით. პორტუგალიას პულის ფინიშზე აჯობა ესპანეთმაც, სინის ნახევარფინაში კი მოლდოვამ მოუგო. ამით ფავორიტი მეშვიდე (!) ადგილზეღა გავიდა, ჩემპიონი კი მეორედ გახდა რუსეთი, ვინც საფრანგეთთან პირველი ტაიმი 0:19 წააგო, მაგრამ მეორეში ოთხი ლელო გაიტანა.

ნაკრებთა გაცხოველებული სავოიაჟო პროგრამის გამო შინაურ პირველობაზე დაგროვდა ლიდერთა გაუმართავი თამაშები, რის გამოც ბიჭებს ივლისის პაპანაქებაში მოუწევთ გრაფიკის დაწევა. 20-გუნდა მსოფლიო თასზე სულ რვა ვაკანსია იყო; ორი უკვე შეავსეს კანადამ და სამოამ; წლის ბოლომდე კიდევ ორი ფინალისტის (ამერიკა$2 აფრიკა$1) ვინაობა გაირკვევა; ხოლო საგაისოდ ბოლო ოთხი საგზური (ორივე ევროპული!) დარჩება გასათამაშებელი.

შპს მართალი ყოფილა

კანადას ერთი კვირით ადრე, ჩარლსთონში (სამხრეთი კაროლინა) ექვსი ქულით წაეგო შტატებთან, ედმონტონში კი მალევე გაუსწრო ათით. იქვე არგენტინელმა კიდის მსაჯმა ამხილა იანკი ბეკი პოლ ემრიქი, ვინც წაქცეულ ვიზავს, დი-თი-ეიჩ ფანდემერვეს ფეხი ჩააზილა. ურჯუკი ბოლომდე, წითელი ბარათით გააძევეს. ნეკერჩხლებმა პირველი ტაიმი 24:0 მოიგეს და თამაში ექვსი ლელოთი დაასრულეს, არწივების შემდეგი მეტოქე კი ურუგვაის ტეროსია.

სხვაფრივ, მართალი ყოფილა შპს "მსოფლიო თასი", ზღვისრეთიდან რეპეშაჟში რომ არავინ გადის. მაგ რეგიონში დასი იმდენად უთანაბროა, რომ სამოამ 108 ქულით დაანგრია პაპუასეთი და მსოფლიო თასზე მაშინღა ვერ გავა, თუ დამდეგ ვიქენდზე, პორტ-მორსბში საპასუხო მატჩზე არ გამოცხადდება.

>>>    2009 წლის "ევრო შვიდკაცა"

11-12/07    ჰანოვერი (გერმანია)

<<    `` პული

გერმანია 7:29 საფრანგეთი
რუსეთი 40:5 მოლდოვა

საფრანგეთი

49:7

რუმინეთი

გერმანია 14:19 რუსეთი

მოლდოვა

14:14

რუმინეთი

საფრანგეთი 15:12 რუსეთი

გერმანია

19:22

მოლდოვა

რუსეთი 31:17 რუმინეთი

საფრანგეთი

28:12

მოლდოვა

გერმანია 19:38 რუმინეთი

სფრ 4-0, რუს 3-1 /
რუმ მოლ 1-2*1 / გერ 0-4

<<    `` პული

პორტუგალია 19:0 პოლონეთი
იტალია 7:7 ესპანეთი

საქართველო

12:7

პორტუგალია

იტალია 5:5 პოლონეთი

საქართველო

10:26

ესპანეთი

პორტუგალია 22:14 იტალია

ესპანეთი

45:0

პოლონეთი

საქართველო 5:33 იტალია

ესპანეთი

14:7

პორტუგალია

საქართველო 26:19 პოლონეთი

ესპ 3-0*1, იტა 1-1*2 /
პორ საქ 2-2 / პოლ 0-3*1

<<    ფიალა

გერმანია 12:7 პოლონეთი

<<    სინი

საქართველო 17:14 რუმინეთი
მოლდოვა 17:12 პორტუგალია

პორტუგალია

69:0

რუმინეთი

საქართველო 31:5 მოლდოვა

<<    თასი

საფრანგეთი 38:5 იტალია
რუსეთი 24:7 ესპანეთი

იტალია

19:12

ესპანეთი

რუსეთი 26:19 საფრანგეთი

<<    კიბე

1 რუსეთი, 2 საფრანგეთი, 3 იტალია, 4 ესპანეთი, 5 საქართველო, 6 მოლდოვა, 7 პორტუგალია, 8 რუმინეთი, 9 გერმანია, 10 პოლონეთი

<<    ქართული შვიდკაცა

დავით ბოლღაშვილი, შალვა სუთიაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, რეზო გიგაური, გიორგი შკინინი კაპ, სიმონ მაისურაძე, ირაკლი გეგენავა, ალეკო ტუჩაშვილი * უფრ) კახა ალანია, გიორგი ასათიანი, ნონო ანდღულაძე; ექმ) ბესო აბრამიშვილი

<<    ევროპული ფინალები

2009 გერ რუსეთი 26:19 საფრანგეთი
2008 გერ პორტუგალია 26:12 უელსი
2007 რუს რუსეთი 35:10 საფრანგეთი
2006 რუს პორტუგალია 19:7 რუსეთი
2005 რუს პორტუგალია 28:26 რუსეთი
2004 ესპ პორტუგალია 21:14 იტალია
2003 გერ პორტუგალია 26:21 საფრანგეთი
2002 გერ პორტუგალია 24:14 საქართველო

<<    ქართული შვიდკაცა ევროპაზე

2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V, 2007 VII, 2008 III, 2009 V

>>>     საქართველოს პირველობა

<<     3-4/07    მეათე რაუნდი

აკადემია 19:18 ვისოლი ყოჩები
უნივერსიტეტი 10:38 ლელო
აია 13:14 ლოკომოტივი
ბათუმი 13:13 რუსთავი

<<     8/07    გამოტოვებული

უნივერსიტეტი 13:19 ვისოლი ყოჩები
აია 10:17 ლელო

უმაღლესი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლელო 16 8-0 262:126
ლოკომოტივი 12 6-1 125:  89
აკადემია 12 6-4 165:151
ვისოლი ყოჩები 10 5-2 120:  83

ელიტი (ბთმ)

9

4-5*1

169:202

ხარები (რსთ) 5 2-7*1   93:161
აია (ქუთაისი) 4 2-7 113:122
უნივერსიტეტი 2 1-8   99:212

<<     13/07    18.30    გამოტოვებული

ლელო (სინათ) ვისოლი ყოჩები
უნივერსიტეტი (შევარ) ლოკომოტივი

<<     18/07    თასის მეოთხედფინალი

ლოკომოტივი : არმაზი
ბათუმი : ლელო
აკადემია : უნივერსიტეტი
ვისოლი ყოჩები : აია

<<     23/07    გამოტოვებული

ვისოლი ყოჩები : ლოკომოტივი

<<     28/07    გამოტოვებული

ლოკომოტივი : ლელო
აია (ხაშური) ვისოლი ყოჩები

>>>     2011 წლის მსოფლიო თასი

<<    პულები

   ზელანდია საფრანგეთი ტონგა კანადა აზია$1
   არგენტინა ინგლისი შოტლანდია ევროპა$1 რეპეშაჟი$1
   ავსტრალია ირლანდია იტალია ევროპა$2 ამერიკა$2
   სმხ.აფრიკა უელსი ფიჯი სამოა აფრიკა$1

<<    ამერიკა

  4/07 შტატები 12:6 კანადა
11/07 კანადა 41:18 შტატები

ამერიკა$2)    შტატები - ურუგვაი

<<    ზღვისრეთი

11/07 სამოა 115:7 პაპუასეთი
18/07 პაპუასეთი : სამოა

<<< >>>