ჰენრი, ლოტე და ბაკისი

   სამხრეთი "სამ ერს" სამივე ბანაკი თითო გამორჩეული სიახლით ხვდება: წინა ოთხი წლის ჩემპიონის, ზელანდიის მწურთნელთა ტრიოს - გრემ ჰენრის ამალას კავშირმა 2011 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე გაუგრძელა კონტრაქტი; ავსტრალიამ მიზეზის აუხსნელად დაითხოვა ფიჯელი ფრთა ლოტე ტუნქირი, რის გამოც ნალიგარი ვარსკვლავი ჩივილს აპირებს; მსოფლიო თასის მფლობელი აფრიკა კი "ლომებთან" ბოლო ტესტზე თეთრი, საპროტესტო სამკლაურებით რომ გამოვიდა, ირბ-ის წინაშე მოუწევს თავის მართლება.

სკოლის დირექტორ-ყოფილი ჰენრი 63 წლისაა; "ოლ ბლექსამდე" უმუშავია ზე 12-ის "ბლუზში", უელსსა და "ლომებში". გრემმა ნაკრები 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩაიბარა; სამი ერის გარდა, კივებმა მის ხელქვეით ავსტრალიას ხუთჯერ (2004-08) მოუგეს სამეზობლო "ბლედისლოუს თასი", 2005 წელს 3-0 მოსრეს ლომები, 2005 და 2008 წლებში კი გაასრულეს "ბრიტანული სლემი", ანუ ტურნეზე ოთხივე მასპინძელი ძლიეს.

ჰენრისა და კომპანიას (ვეინ სმითი, სთივ ჰანსენი) 66 ტესტიდან მოუგია 57, რაც წილობრივად 86 პროცენტზე მეტია, მაგრამ ზელანდიამ 2007 წელს, ევროპიდან შინ რომ ვერ წაიღო მსოფლიო თასი, რაგბზე შეშლილი ერი დეპრესიაში ჩავარდა. მერე იყო და კავშირმა მაინც ჰენრი ამჯობინა ზე-რაგბში თავ-გამოჩენილ რობი დინსს, ვინც უმალ ავსტრალიამ გადაიბირა, ზედ "სამი ერის" წინ კი ტრიოს კიდევ ორი წლით გამოეცხადა ნდობა, რამაც ძაან გაახარა კაპიტანი რიჩი მაკქოუ.

28 წლის მღლეტელს ბოლო ხანს ტრავმები მიეძალა, მაგრამ დროულად მორჩა და ბიჭებიც აიყოლია. ასე რომ ვერ იყო შარშან, "ოლ ბლექსი" ორივე კონკურენტთან დამარცხდა და ბოლოსღა, წკიპზე გახდა ჩემპიონი. იმ გუნდიდან კივებს წელს ვერ ეყოლებათ 10 ნომერი დენ კარტერი, ვისაც საფრანგეთში გალაღება მძიმე ტრავმად დაუჯდა, დუბლიორები - სთივენ დონალდი და ლუკ მაკალისთერი კი მსუბუქად რომ არიან დაშავებულები, პირველი რაუნდის რაზმის გამოცხადება ორი დღით, ოთხშაბათისთვის გადაიდო.

სისტემა ჩახლართულია

კივმა დინსმა შარშანდელი ლაშქრობიდან დაასკნა, "სამ ერში" ფორვარდებზე მოდის მეტი დატვირთვაო და 30-კაცა რაზმში 17 მორკინალი შეიყვანა. "ვოლაბთა" კაპიტანი კვლავაც ბებერი ბეკი სთერლინგ მორთლოქია; მღლეტელი ჯორჯ სმითი სტარტზევე მიითვლის მეასე (!) კეპს; ახალბედა კი სულ ორია - სათადარიგო 9 ნომერი, პაპუასი ვილ გენია (იგივე ჯინია) და მარბიელი მეტ ჰოჯსონი.

რაზმის გამოქვეყნებას წინ უძღოდა სკანდალი. კავშირის ავტოკრატმა მახვშმა და სამხრეთული ალიანსის უდაო ავტორიტეტმა, ჯონ ონილმა კონტრაქტი გაუუქმა 29 წლის ტუნქირს, ვისაც 67 ტესტი უთამაშია და წელიწადში 700 ათასს იღებდა იმის მიუხედავად, რომ ბოლო ხანს წარმადობას ერთობ მოუკლო. შეფი ორი წლის წინაც ითხოვდა ლოთობაში შემჩნეული ლოტეს დასჯას, ამჯერად კი მედიას ისღა უთხრა, სპორცმენი კრიმინალში შემჩნეული არ არისო.

დათხოვნის მიზეზი ვერც ტუნქირმა გაამხილა, რაღაი ისე ჩახლართულია ავსტრალიური სასამართლო სისტემა, რომ მეტოქეს ხელში ზედმეტი თულფი (კოზირი) არ უნდა მისცე. ხმა აიმაღლა მოთამაშეთა ასოციაციამ, ესაო და ნაკრები თემს მოწყდა და უფროსობამ ბიჭები დაგვიშინაო, ტუნქირმა კი დანანებით შენიშნა, ორჯერ ვერ შევწვდი მსოფლიო თასს და ვგონებ, მესამე შანსი აღარც მომეცემაო.

თეთრ სამკლაურებზე

ასოციაცია აქტიურობს აფრიკაშიც. "ლომებთან" მეორე რკენის შემდეგ "ბოკემ" ერთბაშად მოისაკლისა ორი მორკინალი: სხალკ ბერგერი თვალის ხელყოფაში ამხილეს და რვა კვირით განკვეთეს, ხოლო ბაკის ბოთა - მეტოქის დაშავებაში. არადა, როგორც თავად "ლომებმა" თქვეს, მათ ბოთასთან საპრეტენზიო არაფერი აქვთ, რაღაი ფორვარდი რაქში ისევე, ჩაუბმელად შევარდა, როგორც ეს მატჩში ბარემ 50-ჯერ ხდება, და მისი რა ბრალი იყო, თუ დამხვდურს ხელი ეღრძო.

ბოთას სასჯელად ორი კვირა შეუფარდა კანადელმა კომისარმა. ეს, ეტყობა, იუკადრისეს ზვიადმა ბურებმა და აპელაციით რომ ვერაფერს გახდნენ, თეთრ სამკლაურებზე წაიწერეს, "სამართალი ჩვენს ბაკისსო". ასოციაციამ ირბ-ს ეგეც მოსთხოვა, თამაშის 10.4(ი) წესი (გვ.42 მეორე აბზაცი) დაგვიზუსტეთო, დუბლინის კანტორამ კი ბოკეს საქციელი "დისციპლინარული პროცედურის აშკარა უპატივცემულობად" შეაფასა და რაკი ასეთ ქმედებას "რაგბისთვის სახელის გატეხვა" შეუძლია, აფრიკას მალე უხმობს სამსჯავროზე.

>>>    სამი ერი 2009

18/07 11.35 ზელანდია - ავსტრალია ოკლენდი
25/07 17.00 აფრიკა - ზელანდია ბლუმფონტეინი
  1/08 17.00 აფრიკა - ზელანდია დურბანი
  8/08 17.00 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი

22/08

14.05

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

29/08 14.05 ავსტრალია - აფრიკა პერთი
  5/09 14.05 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი
12/09 11.35 ზელანდია - აფრიკა ჰემილტონი
19/09 11.35 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი

 რუკა

>>>    რაზმები

<<    აფრიკის "ბოკე"

15 ფრანსი სტეინი, ზეინ კერშნერი; 14-11 ჯეიპი პიტერსენი, ბრაიან ჰაბანა, ოდვა ნდუნხანე; 13-12 ადი იაკობსი, ჟან დეფილიერსი, ჟაკ ფური, ვეინანდ ულიფიე; 10 რუან პინარი, მორნე სტეინი, ერლ როუზი; 9 ფური დიუპრე, რიკი იანარი

1-3 ბისთ მთავარირა, ჯონ სმიტი კაპ, იანი დიუპლესი, ხიურთრო სტენკამპი; 2 ბისმარკ დიუპლესი, ჩილიბოი რალეპელე; 4-5 ბაკის ბოთა, ვიკტორ მეტფილდი, ანდრის ბეკერი, იოჰან მულერი; 6-7-8 ჰაინრიხ ბრიუსო, ჟოან სმითი, პიერ სპისი, რაიან კანკოვსკი, დანი როსუ, სხალკ ბერგერი

<<    ავსტრალიის "ვოლაბიზი"

15 ადამ ეშლი-კუპერი, ჯეიმზ ოქონორი; 14-11 ლოქი თერნერი, დრუ მიჩელი, პიტერ ჰაინსი; 13-12 სთერლინგ მორთლოქი კაპ, ბერიქ ბარნსი, ტიმანა ტაჰუ, რაიან ქროსი; 10 მეტ გიტო, ქეიდ კუპერი; 9 ლუკ ბერჯესი, ვილ გენია

1-3 ბენ რობინსონი, ელ ბაქსთერი, ბენ ელიგზანდერი, პეკ ქოუანი; 2 სთივენ მური, ტატაფუ პოლოტა-ნაუ; 4-5 ნეითან შარფი, ჯეიმზ ჰორვილი, პიტერ ქიმლინი, დინ მამი; 6-7-8 რიჩარდ ბრაუნი, ჯორჯ სმითი, ვაიკლიფ პალუ, როკი ელსომი, ფილ ვო, დევიდ ფოქოქი, მეტ ჰოჯსონი

<<    ზელანდიის "ოლ ბლექსი"

15 მალილი მულიაინა, ქორი ჯეინი; 14-11 ჯო როკოთოკო, სიტივენი სივივატუ, ჰოსეა გიარი; 13-12 კონრად სმითი, მა ნონუ, ისაია ტოიავა; 10 სთივენ დონალდი, ლუკ მაკალისთერი, სთივენ ბრეთი; 9 ჯიმი ქოუანი, ბრენდონ ლეონარდი, პირი ვიპუ

1 თონი ვუდქოქი, ნემია ტიალატა, ჯონ აფოა, ოუენ ფრენკსი, ვაიეთ ქროქეთი; 2 ენდრიუ ჰორი, ქევენ მეალამუ, ალედ დემელმანჩი; 4-5 ბრედ სორნი, აიზაკ როსი, ჯეისონ ითონი, ბრინ ევანსი; 6-7-8 ჯერომ კაინო, რიჩი მაკქოუ კაპ, როდნი სოიალო, ქიარან რიდი, ტანერაუ ლატიმერი

>>>    რეკორდები

<<    თამაში

48   ჯორჯ გრეგანი (ავს   96-07
38   სთივენ ლარქემი (ავს   97-07
35   ჯასთინ მარშალი (ზელ   96-04
  ჯორჯ სმითი (ავს   01-08
34   პერსი მონთგომერი (აფრ   97-08
30   ვიკტორ მეტფილდი (აფრ   01-08
   ნეითან შარფი (ავს   02-08
   გრეგ სამერვილი (ზელ   00-08
   ფილ ვო (ავს   01-08
29   სთერლინგ მორთლოქი (ავს 00-08

<<    ქულა

328   ენდი მერთენსი (ზელ   96-04
312   დენ კარტერი (ზელ   03-08
271   მეტ ბერქი (ავს   96-04
210   პერსი მონთგომერი (აფრ   97-08
198   სთერლინგ მორთლოქი (ავს   00-08
153   კარლოს სპენსერი (ზელ   97-04
121   მეტ გიტო (ავს   03-08
  94 ბრამ ფანსტრატენი (აფრ   99-01

<<    ლელო

16   ქრისთიან ქალენი (ზელ   96-02
13   დაგ ჰაულითი (ზელ   01-07
  ჯო როკოთოკო (ზელ   03-07
  9   ჯასთინ მარშალი (ზელ   96-04
  სთერლინგ მორთლოქი (ავს   00-08
  ლოტე ტუნქირი (ავს   03-08
  8   ჯო როფი (ავს   96-03
  7   მეტ ბერქი (ავს   96-04
  ქრის ლეითემი (ავს   00-07
  ბრეიტონ პოლსე (აფრ   99-07

<<    არეკნი

  4   ანდრე პრეტორიუსი (აფრ   02-06
  3   ენდი მერთენსი (ზელ   96-04
  პერსი მონთგომერი (აფრ   97-08

<<< >>>