თუ უძლიერესს აჯობე

   სამხრეთის "სამი ერის" პირველ შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, ბოლო ოთხი წლის ჩემპიონი და სამეზობლო "ბლედისლოუს თასის" ზედიზედ ექვსგზის მფლობელი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" მომავალი მსოფლიო თასის ფინალის არენაზე, ოკლენდის "იდენ პარკზე" მასპინძლობს ავსტრალიის "ვოლაბიზს", ვინც კივი გურუს, რობი დინსის ხელქვეით, მატჩიდან მატჩამდე ძლიერდება.

პარკზე აღმშენებლობა რომაა გაჩაღებული, ტევადობა 32 ათასამდე შემცირებულა. მანდ "ოლ ბლექსს" 1994 წლის აქეთ ზედიზედ მოუგია 19 ტესტი, "ვოლაბებს" 1986 წლის შემდეგ ვერაფრით გაუმარჯვნიათ, მაგრამ გასვლაზე ოთხჯერ კი უძლევიათ ზელანდია.

ოკლენდში მეტოქენი შარშან მეხუთე შაბათს შეიყარნენ. მაგ დროისთვის კივებს ორი მატჩის წაგება მოესწროთ, ოზებს კი შინ წყვილი გამარჯვება მიეთვალათ, მაგრამ მოკეთდა "ოლ ბლექსის" კაპიტანი და მღლეტელი რიჩი მაკქოუ და ზელანდიამ დაანგრია ავსტრალია, ვისაც 12 ძლეული წლეულსაც 15-ეულში უყენია.

შინ დაუფასებელი დინსი მდიდარ მეზობელს მეორე წელია ემსახურება. გურუ ახლაც სწრაფ, ძალურსა და უშეღავათო რაგბს ელის, მაგრამ იმასაც ბრძანებს, შარშანს აქეთ ვიზარდეთ და სულ სხვა გუნდი ვართო. მოძღვარს ნაშეგირდალის, მაკქოუს დაბრუნებაც უხარია, რადგან მოგებას მაშინ ადევს ფასი, თუ უძლიერესს აჯობე.

ეტყობა, თვალთმაქცობდნენ

მაკქოუმ ზე 14-ში მუხლები იტკინა და ივნისის ტესტები გაუცდა. კისერი აწუხებდა როდნი სოიალოს და იდაყვი სიტივენი სივივატუს. "სამი ერისთვის" სამივე მწყობრში ჩადგა, რითაც მეტად გაიხარა კაპიტნად დროებით დანიშნულმა მალილი მულიაინამ და პატივი რიჩს დაუბრუნა.

კივებს პრობლემა შეექმნათ 10 ნომერზე. სხვებზე ერთი თავით მაღლა მდგომი დენ კარტერი საფრანგეთში, საშოვარზე დაშავდა და ტურნირის მეორე ნახევრისთვისღა თუ შევა ფორმაში, მის დუბლიორებს კი გამოწერილივით შეეყარათ ტრავმები: სთივენ დონალდმა ბარკალი გაიჭიმა, ხოლო ლუკ მაკალისთერმა წელი.

საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ მეორე ნაკრებიდან უნდა ეხმოთ სთივენ ბრეთი და ან უნივერსალი პირი ვიპუ დაეყენებინათ მგეზავად, მაგრამ შუა კვირაში ორივე გაჭირვებული უცბათ მოკეთდა და დონალდი დასახელდა დამწყებად, რაც გვაფიქრებინებს, რომ კივები უბრალოდ თვალთმაქცობდნენ.

გაძლებენ რიჩი, ოზები?

70 კეპის პატრონი მაკქოუ, ბურთაობის გარდა, ბოჭვასა და ოვალის ღლეტვაშიც დიდოსტატია. მისი ტოლ-სწორია ავსტრალიელი ჯორჯ სმითი, ვინც მეასე (!) კეპს იხვეჭს. კივებს მარქაფაში სხვა სხარტი ფლანკერი რომ არ უზით, უთამაშებელმა რიჩმა მთელი 80 წუთი უნდა გაძლოს, დინსს კი ორი მარდი ფეჩერიც ჩაუწერია რეზერვში და შეიძლება დაღლილ მაკქოუს სამივე (!) მიუსიოს.

დონალდის პირისპირ დგას მეტ გიტო, ვინც დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო პლეი-მეიქერია, მეტადრე კი, 12 ნომერ, ბერიქ ბარნსთან წყვილში. ჯანზეა კივთა რისხვა, ახმახი გამჭრელი სთერლინგ მორთლოქიც. მოკეთდა 8 ნომერი ვაიკლიფ პალუ, მაგრამ ოზებმა რომ მოიგონ, მაგისთვის მესამე და მეოთხე მეოთხედებშიც უნდა გაუძლონ მეტოქეს.

შარშან მათ ეს ვერ შეძლეს მესამე და მეოთხე ტესტებში, ბრისბენსა და ჰონკონგში. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად, მსაჯი კია აფრიკელი კრეგ იუბერი, ვინც "პირად მოტივთა" გამო გამოკლებული თვისტომი, მარკ ლორენსი შეცვალა. ისე, 2008 წელს სასტვენი სწორედ რომ იუბერს ეპყრა სიდნეიში, როცა ოზებმა ძლიეს კივები.

>>>    პირველი შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ ^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

 ზელანდია - ავსტრალია  

<<    ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ქორი ჯეინი^ 13 კონრად სმითი* 12 მა ნონუ, 11 სიტივენი სივივატუ* 10 სთივენ დონალდი* 9 ჯიმი ქოუანი* /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი^ 2 ენდრიუ ჰორი* 3 ნემია ტიალატა* 4 ბრედ სორნი, 5 აიზაკ როსი; 6 ჯერომ კაინო, 7 რიჩი მაკქოუ* კაპ, 8 როდნი სოიალო*

მრქ) 22 ჯო როკოთოკო# 21 ლუკ მაკალისთერი# 20 პირი ვიპუ / 16 ქევენ მეალამუ# 17 ოუენ ფრენქსი; 18 ჯეისონ ითონი* 19 ქიარან რიდი#

<<    ვოლაბიზი

ბეკ) 15 ადამ ეშლი-კუპერი, 14 ლოქი თერნერი, 13 სთერლინგ მორთლოქი კაპ, 12 ბერიქ ბარნსი, 11 დრუ მიჩელი; 10 მეტ გიტო, 9 ლუკ ბერჯესი /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ელ ბაქსთერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 ნეითან შარფი; 6 რიჩარდ ბრაუნი$ 7 ჯორჯ სმითი, 8 ვაიკლიფ პალუ*

მრქ) 22 ჯეიმზ ოქონორი, 21 ვილ გენია* / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17 ბენ ელიგზანდერი; 18 დინ მამი# 19 ფილ ვო, 20 დევიდ ფოქოქი

<<    მსაჯები

რეფ) კრეგ იუბერი; კიდ) მორის იონკერი / კობუს ვესელსი (აფრ; ვიდეო ვილი მანრო (ზელ)

შაბ 18/07 ოკლენდი, იდენ პარკი (32 ათასი)

<<    გლობალ ტვ

ცოცხლად: 11.30 საქ (54 არხი)

15 გამეორება: შაბ 22.00 - კვი 01.30 08.00 11.30 23.00 - ორ 23.00 - სამ 05.30 12.00 20.00 - ოთხ 13.00 - ხუთ 13.30 - პარ 01.00 19.30 - შაბ 25/07) 10.30

<<    ფსონები

მოგება: ზელ 1.65 - ავს 2.20; ფორა 3.5

სხვაობა: ზელ>13 3.75, ზელ[1-12] 2.75, ფრე 26.0, ავს[1-12] 3.25, ავს>13 5.50

ჩემპიონობა: აფრ 2.55, ზელ 2.70, ავს 3.00

<<    ბალანსი

სულ (1903-2008) 132: 88-39*5
არა-კანონიკური თვლით 156: 106-45*5
ოკლენდში (1925-2008) 22: 18-4
ბლედისლოუზე (1931-2008) 113: 77-32*4 (თასი 37-12)
სამ ერზე (1996-2008) 18-10

შარშან 3-1 (19:34 სიდნეი 26/07, 39:10 ოკლენდი 2/08, 28:24 ბრისბენი 13/09, 19:14 ჰონკონგი 1/11)

წლეულსვე! მეოთხე ბლედისლოუ * ტოკიო 31/10

<<    ირბ-ის რეიტინგი

13/07) 1 ზელანდია 9068, 2 აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8632

>>>    სამი ერი 2009

1 18/07 ზელანდია - ავსტრალია ოკლენდი 11.35
2 25/07 აფრიკა - ზელანდია ბლუმფონტეინი 17.00
3   1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 17.00
4   8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 17.00

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05
8 12/09 ზელანდია - აფრიკა ჰემილტონი 11.35
9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი 11.35

<<< >>>