ორი საათით გვიან

   სამხრეთული "სამი ერის" მეორე შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, ჰაიფელდტის ზეგანზე, თითქმის ოპტიმალური რაზმებით შეიბმებიან სტუმარი, ბოლო ოთხი წლის ჩემპიონი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" და მასპინძელი, მსოფლიო თასის მფლობელი და ბრიტანეთის "ლომების" მძლეველი, აფრიკის "ბოკე".

ბოლო წლებში ერთთავად ასე იყო, რომ აფრიკაში დიდი რაგბი იქაურად დღის სამზე, ხოლო ჩვენებურად ხუთზე იწყებოდა. მზის შუქზე თამაშისას მოედნის ნაწილი ტრიბუნით იჩრდილებოდა, რის გამოც ტელე-სურათი მთლად ხარისხიანი ვერ გამოდიოდა. იაპებმა, ეტყობა, ზადის გამოსწორება დააპირეს და ისე, რომ სარაგბო მედია არ გაუფრთხილებიათ, თამაშთა დაწყების დრო ორი საათით გადაწიეს.

სიახლე გამორჩათ ბობოლა საითთა უმეტესობას (პლანეტი სქრამი ჰევენი) და ტელევიზიებსაც (შოუ-თაიმი). ბოკეს საშინაო მატჩები ამიერიდან აფრიკულად ხუთზე (ჩვენებურად შვიდზე) დაიწყება და თავიდან ბოლომდე პროჟექტორთა შუქზე ჩაივლის. ამით რაგბის ცქერის კავკასიელ მოყვარულებს არა დაგვიშავდება რა, მაგრამ შავ დღეში ჩავარდებიან კივი და ოზი ფანები, რომლებმაც ახალი განრიგით ღამის სამამდე და პირველამდე უნდა გაძლონ და თანაც ზამთარში.

გარდატეხა ხელეწიფებათ

ბლუმფონტეინი "ნარინჯის თარხანი სახელმწიფოს" ცენტრია. იქ "ოლ ბლექსი" აქამდე სულ ორჯერ ჩასულა - ბოლოჯერ 33 წლის წინ, მონრეალის ოლიმპიადის დროს, რაც ზანგური ბოიკოტით დასრულდა! ქალაქს უყვარს რაგბი, თავისი "ჩიტაზი", "ბოკეცა" და მოლხენაც, მაგრამ მთელ მსოფლიოსა და ქვეყანაშიც რომ გაჭირვებაა, ბილეთები თვით ბუმბერაზთა ჯახზეც ვერ საღდება იმ სისწრაფითა და რაოდენობით, რაგბის კავშირს რომ გაეხარდებოდა.

ზელანდიამ აფრიკაში წინა ორ სტუმრობაზე ზღვის დონეზე ირაგბა, ამჯერად კი, ასპარეზთა როტაციის გამო, თითო თამაშს მართავს მთიანეთსა და ოკეანის პირას. შინ ავსტრალიის გაჭირვებით მჯობნმა გუნდმა მალევე ჩაალაგა ბარგი, 18 საათი იფრინა, პირველი სერიოზული ვარჯიში ოთხშაბათსღა გამართა და იმის იმედადაა, რომ ტურნირის სტარტამდე ნამეცადინები ეყოფა.

ოლ ბლექსში ორი ცვლილებაა. ფიჯელ ჯო როკოთოკოს ბოკესთვის ცხრა ლელო რომ გაუტანია და უკეთაც რომაა შეთამაშებული სამოელ მალილი მულიაინასა და ფიჯელსავე სიტივენი სივივატუსთან, ამიტომ აწყებინებენ მარჯვენა ფრთაზე, 9 ნომერი კია ბრენდონ ლეონარდი, ვინც ჯიმი ქოუანზე უფრო მარდია და მწვავედაც უტევს. კივები ფორიაქობენ, რომ დიდ მატჩებში თავიდან ჩამორჩენა დასჩემდათ, მაგრამ უფალსაც მადლს სწირავენ, რომ მარქაფას (პირი ვიპუ, ქევენ მეალამუ) გარდატეხა ხელეწიფება.

ბერგერს მოისაკლისებთო

სტუმართა ჭარმაგი მწურთნელი გრემ ჰენრი ბრძანებს, ზეპური რაგბი ზე-ძალისმიერი სპორტია და ბოკეა ეგეთი თამაშის ეტალონიო. გურუს კვერს უკრავს კაპიტანი რიჩი მაკქოუც, ვინც, როდნი სოიალოს დარად, უკეთ უნდა ირაგბოს, რადგან ორ-თვიანი უქმობის შემდეგ, ავსტრალიასთან გემოზე მოითელა. გაწაფული მღლეტელის აზრით, აფრიკამ უნდა მოისაკლისოს დისკვალიფიცირებული სხალკ ბერგერი, "ვისთან ბრძოლის ხვალეღა ხვდები, თუ რა ჯანის პატრონია"

ბერგერს ცვლის უფრო სხარტი, მაგრამ ნაკლებად ურჯუკი და გამოუცდელი ჰაინრიხ ბრიუსო. საზარდული რომ იტკინა მულატმა ადი იაკობსმა, ხაზის ცენტრში აღდგა ჟანისა და ჟაკის, დეფილიერსი - ფურის დუეტი. ბოკეს 10 ნომრად კვლავაც რუან პინარი უყენია; უკეთესი დამრტყმელი, "ლომებთან" სერიის მომგები მორნე სტეინი ისევ რეზერვშია, ჯამური ნამსახურობით კი აფრიკა ოდნავ ჯობნის ზელანდიას - 617 კეპი 565-ის წინააღმდეგ.

ბოკეს მოედანზე 59-ედ გამოუძღვება ბურჯად ქცეული კვაჭი ჯონ სმიტი, ვისაც ახარებს ის, რომ მულატ მწურთნელ პიტერ დეფილიერსს ყოველ რგოლში დიდი არჩევანი აქვს. ჰენრის თანაშემწე ვეინ სმითს მიაჩნია, რომ ოლ ბლექსი სწორ გზაზე დგას და ბევრი მუშაობის შემდეგღა ირაგბებს ისე, როგორც უფროსობას სურს. მისივე თქმით, ზელანდიამ ავსტრალია ძლია ჯიგრითა და სადა, ფეხის დარტყმაზე დაფუძნებული ტაქტიკით, მაგრამ თამაშის წესებში თურმე არსად წერია, პინგ-პონგი გამართეთო.

ასე რომ, მეორე რაუნდში უკეთესი სეირი გველის.

>>>     მეორე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

<<<     აფრიკა - ზელანდია

>>     ბოკე

ბეკ) 15 ფრანსი სტეინი^ 14 ჯეიპი პიტერსენი* 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი* 11 ბრაიან ჰაბანა* 10 რუან პინარი^ 9 ფური დიუპრე /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი^ 3 ჯონ სმიტი კაპ; 4 ბაკის ბოთა* 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 ჰაინრიხ ბრიუსო, 7 ჟოან სმითი, 8 პიერ სპისი^

მრქ) 22 ვეინანდ ულიფიე# 21 მორნე სტეინი# 20 რიკი იანარი* / 16 ჩილიბოი რალეპელი# 17 იანი დიუპლესი* 18 დანი როსუ* 19 რაიან კანკოვსკი#

>>     ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ჯო როკოთოკო^ 13 კონრად სმითი, 12 მა ნონუ, 11 სიტივენი სივივატუ; 10 სთივენ დონალდი, 9 ბრენდონ ლეონარდი* /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ნემია ტიალატა; 4 ბრედ სორნი, 5 აიზაკ როსი; 6 ჯერომ კაინო, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 როდნი სოიალო

მრქ) 22 ქორი ჯეინი# 21 ლუკ მაკალისთერი, 20 პირი ვიპუ / 16 ქევენ მეალამუ, 17 ოუენ ფრენქსი; 18 ჯეისონ ითონი, 19 ქიარან რიდი

>>     მსაჯები

რეფ) ალენ როლანი (ირლ; კიდ) ნაიჯელ ოუენსი / თიმ ჰეისი (უელ; ვიდ) იოჰან მევესენი (აფრ)

შაბ 25/07    ბლუმფონტეინი, ვოდაკომ პარკი

>>     გლობალ ტვ

ცოცხლად: 19.00 საქ (54 არხი)

13 გამეორება: შაბ 22.00 - კვი 08.00 12.30 23.00 - ორ 11.00 21.00 - სამ 05.30 12.00 20.00 - ოთხ 13.00 18.30 - პარ 01.00 14.00

>>     ფსონები

მოგება: აფრ 1.50 - ზელ 2.50; ფორა 5.5

სხვაობა: აფრ>13 3.20, აფრ[1-12] 2.75, ფრე 31.0, ზელ[1-12] 3.50, ზელ>13 6.50

ჩემპიონობა (წინა კვირაში: ზელ 2.40 (2.70, აფრ 2.50 (2.55, ავს 3.60 (3.00)

>>     ბალანსი

სულ (1921-2008) 75: 30-42*3
აფრიკაში (1928-2008) 39: 21-17*1
ზეგანზე (1928-2006) 18: 9-8*1
ბლუმფონტეინში (1960-1976) 2: 0-1*1
სამ ერზე (1996-2008) 28: 7-21

შარშან 1-2 (8:19 ველინგტონი 5/07, 30:28 დანიდინი 12/07, 0:19 კეიპტაუნი 16/08)

>>     ირბ-ის რეიტინგი

20/07) 1 ზელანდია 9095, 2 აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8606

პლუს მინუსი: ზელ 27 ავს

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ოკლენდი

22:16

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

ზელანდია

4 +6 22:16 1-0 0-0 1/1 0

ავსტრალია

1 -6 16:22 0-0 0-1 1/1 1

აფრიკა

0 =0 0:0 0-0 0-0 0/0 0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

19.00

3   1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 19.00
4   8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 19.00

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილტონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი 11.35

<<< >>>