"ბოკეს" სტიქია ბრძოლაა!

   სამხრეთული "სამი ერის" მეორე შაბათს, მაღალ-მთიანი ბლუმფონტეინის სუსხში, მასპინძელმა აფრიკამ თავიდან მაგრად დაიბრიყვა ზელანდია და 14 ქულით გაუსწრო, მაგრამ მერე სტუმრებიც გამამაცდნენ და ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცკი ბოლოში რომ მწარედ შეცდნენ, ლელო კიდევ გაუშვეს და უქულოდ დაშვრნენ.

ზელანდია თავის ტოლ-სწორ მეტოქეებთან ბოლო ხანს მძიმედ იწყებს და საათის თავზეღა ახერხებს ხოლმე თამაშის შემობრუნებას. თქმულა, კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალსო. ამჯერად სწორედ ასე მოხდა და მსოფლიო თასის მფლობელმა "ბოკემ" დაიბრუნა ირბ-ის რეიტინგის ლიდერობა, რომელიც შარშან, "სამი ერის" მეექვსე რაუნდში, შინ, ნულზე წაგებით გადააბარა "ოლ ბლექსს"

კივებს დიდი ბრძოლა გადახდომოდათ ავსტრალიასთან და ნამგზავრნიც იყვნენ, მაგრამ მათი გურუს, გრემ ჰენრის თქმით, ეს გუნდს თავის გასამართლებლად ვერ გამოადგება. მოძღვარს დაეთანხმა კაპიტანი რიჩი მაკქოუც, ესაო და ბოკემ მაგრად ითამაშა და დამსახურებულად მოგვიგო, ჩვენ კი ბოჭვის არეში ბევრჯერ დავჯარიმდით და მეტწილად ცენტრს აქეთ გვიწევდა რაგბობაო.

და მართლაც, საწყის ნახევარ საათში აფრიკას ბურთის ფლობის მაჩვენებელი 80 პროცენტი გამოუვიდა. ზელანდიამ წააგო სამი თავისი დერეფანი და ორიც შერკინება, და რვა ჯარიმაც მიიღო ალენ როლანისგან, ვინც ბოლო, ბოკეს მიერ მოგებული, მსოფლიო თასის ფინალიც იმსაჯა. ირლანდიელმა რეფმა ამჯერად ხშირი სტვენით ცოტა გადაამლაშა, რის გამოც მოსეირეებმა მოვისაკლისეთ თამაში და დავრჩით ბრძოლისღა ამარა.

თითქმის არ უბურთავიათ

რაგბის ამ კომპონენტში აფრიკას ტოლი არა ჰყავს. დერეფანში იპარპაშა ვიკტორ მეტფილდმა, ბრეიქდაუნზე - ბლუმფონტეინელმა ჰაინრიხ ბრიუსომ, ვინც წლევანდელი აღმოჩენაა და მავანნი უკვე ავსტრალიელ ჯორჯ სმითს ადრიან, ბურთის წინ, ჯიქური წაღებით კი თავი პიერ სპისმა, ჟოან სმითმა და ბისმარკ დიუპლესმა გამოიჩინეს. სტუმართა ბედად, რუან პინარს დარტყმა არ წაუვიდა და ვიდრე ფეხის ტკენის გამო შეცვლიდნენ, ხუთიდან ოთხი დაახაია, თორემ სხვაობა მეტი იქნებოდა.

აფრიკელ ბეკებს თითქმის არ უბურთავიათ. ოვალი არ გასცილებია ჟან დეფილიერსს, ვინც ფორვარდებისკენ მოიწევდა, ბრაიან ჰაბანა კი გადაკიდებულების დევნაზე მოცდა. ფური დიუპრემ გამოზომილი ფეხოსნობით დაჯაბნა ბრენდონ ლეონარდი. ამ მხრივ ზელანდიას არგო პირი ვიპუს მოედანზე შეყვანამ, მაგრამ სათადარიგო ჰავბეკი კრიტიკულ მომენტში ორჯერ უხეშად შეცდა და ბოკემ გამარჯვების ლელო გაიტანა.

კივმა სთივენ დონალდმა ანგარიში გახსნა ჯარიმით, რომელიც დეფილიერსის მიერ კიკერის დაბლოკვას მოყვა. ბრედ სორნმა ბოჭვაზე რომ ჩაკლა ბურთი, ფრანსი სტეინმა ძაან შორიდან გაათანაბრა. პინარმა ორი წუთის შუალედით ჯერ მარცხენა, მერე კი მარჯვენა ძელს გაარტყა, დონალდმა 45 მეტრიდან ვერ უწია კარს, ბოკეს დამრტყმელმა კი ნავსი მგორავი მოლის ჩაქცევის შემდეგ გატეხა.

ჟანმა რუანს აუგდო

სტუმრები მას მერე აირივნენ, რაც ბისმარკმა კონრად სმითი და მალილი მულიაინა მათსავე ლელოში შედენა. სპისმა ზედიზედ ორი შერკინებიდან შეუტია, დიუპრემ დაგეზა დეფილიერსი, ვინც კონრადმა კი წააქცია, მაგრამ ჟანმა ბურთი მაინც აუგდო პინარს. ჰოდა, რუანი შევარდა ჯო როკოთოკოს მიერ მიტოვებულ, იმავე კუთხეში, სადაც მამა მისმა, ხეისმა 29 წლის წინ "ლომები" დაალელოვა.

პინარი მალე დაშავდა და ფრანსმა დაარტყა ჯარიმა, ტაიმის ბოლოსწინა წუთზე კი რუანს კიდევ მოეცარა ფეხი და ტრადიციული, მაგრამ უმაქნისი თვლით, გუნდმა 11 ქულა მოისაკლისა - არადა, რომ გაეტანა ნებისმიერი აცდენილი, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა და შემდეგი ჯარიმები ალბათ აღარ დაინიშნებოდა!

პინარი შესვენებაზე შეცვალა "ლომებთან" გადამწყვეტი ჯარიმის გამტანმა მორნე სტეინმა და ანგარიში 17:3 გახადა, მაგრამ მერე კონრადმა ხელის კვრით მოიშორა და სოლო-ლელო გაიტანა. იაპთა ფაზურ, მაგრამ უკბილო მიძალებას ჯარიმა მოყვა, რასაც კივებმა ამავე ყაიდაზე უპასუხეს და ოთხ ქულამდე მეორედ წამოეწივნენ მასპინძლებს.

ვიპუმ ბრმად მოისროლა

ამასობაში შეცვლები გაგრძელდა. "ოლ ბლექსი" მარქაფამ დაღუპა. მორიგი გაჯანჯლებული რაქიდან ვიპუმ უხეიროდ უპასა ჯეისონ ითონს და სპისმა ბურთს ფეხი მიკრა. უკან დახეულმა ვიპუმ ოვალი კიდესთან იხელთა, მაგრამ მოედანში ბრმად მოისროლა. ბურთი მაკქოუსგან ასხლტა და შეიქნა კერძი ჟოანისა, ვინც გაჭენებულ ჟაკ ფურს გაატანა.

ზელანდიამ ისღა შეძლო, რომ ჯარიმით ექვსამდე შეამცირა დეფიციტი, მაგრამ ღირსეულად წაგებისთვის დაწესებული ერთი ქულა მაინც ვერ აიღო, რადგან ითონი მოლში გვერდიდან ჩაება და მორნემ ზუსტად დაკრა. მატჩის გმირად მღლეტელი ბრიუსო ცნეს. ბოკეს მოზანგო მოძღვარმა, პიტერ დეფილიერსმა შერკინების წინა ორი ხაზი აქო, ვიცე-კაპიტანმა მეტფილდმა კი შენიშნა, ჩვენი მიზანი პირველობაა და "ოლ ბლექსი" დურბანშიც თუ არ ვძლიეთ, ეს ერთი გამარჯვება ოხრად დაგვირჩებაო.

მეორე შაბათი

>>>     აფრიკა 28:19 ზელანდია

აფრ: ფ.სტეინი პიტერსენი ფური დეფილიერსი (ულიფიე 69) ჰაბანა <10-9> პინარი (მ.სტეინი 41) დიუპრე (იანარი 74) / მთავარირა ბ.დიუპლესი (რალეპელე 80) ჯ.სმიტი კაპ^ (ი.დიუპლესი 65-73) ბოთა (როსუ 69) მეტფილდი; ბრიუსო ჟ.სმითი სპისი - 2ლ: პინარი ფური; 6ჯ: ფ.სტეინი (1 3) პინარი (2) მ.სტეინი (4 5 6)

ზელ: მულიაინა როკოთოკო კ.სმითი (მაკალისთერი 76) ნონუ სივივატუ <10-9> დონალდი ლეონარდი (ვიპუ 50) / ვუდქოქი ჰორი (მეალამუ 58) ტიალატა (ფრენკსი 41) სორნი როსი (ითონი 65) კაინო მაკქოუ კაპ^ სოიალო (რიდი 53) - ლ: კ.სმითი; გ 4ჯ: დონალდი

რეფ როლანი (ირლ) ბლუმფონტეინი, ვოდაკომ პარკი (37 ათასი)

0:3(4) 3:3(7) 6:3(18) 11:3(25) 14:3(33) /
17:3(43) 17:10(49) 17:13(52) 20:13(57) 20:16(64) 25:16(72) 25:19(75) 28:19(78)

გამეორებით გლობალზე: ორ 11.00 21.00 - სამ 05.30 12.00 20.00 - ოთხ 13.00 18.30 - პარ 01.00 14.00

<<    სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 75-74, გარღვევა 3-3; პასი 73-86, კონტაქტში 6-7; ფეხით 27-25, კარში 6/11-5/6, არეკნი 0/2-0; ბურთი რაქიდან 58-58, აცლა 15-14; ბოჭვა 76-87, გატარება 14-12; დაჯარიმება 7-11; თავისი^მეტოქის შერკინება 6^2-8^1; დერეფანი 7^3-7^1

ბოჭვა: 13 მაკქოუ; 9 კ.სმითი კაინო; 8 ბ.დიუპლესი ბრიუსო სპისი; 6 მეტფილდი ჟ.სმითი სორნი როსი; 5 ფური ჰაბანა ბოთა როკოთოკო სივივატუ დონალდი სოიალო რიდი

დაჯარიმება: 3 კაინო; 2 დეფილიერსი ბრიუსო

ნავარდი (მეტრი: 81 სივივატუ; 47 მულიაინა; 62 ფ.სტეინი; 38 ფური როკოთოკო; 33 ბ.დიუპლესი კ.სმითი; 30 დიუპრე

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: პინარი 2/9/3, მ.სტეინი 2/5/1, დიუპრე 11/40/4 - დონალდი 7/15/4, ლეონარდი 5/18/2, ვიპუ 4/21/3

ხაზი (პ/შ: ფ.სტეინი 0/9, ფური 0/5, დეფილიერსი 3/7 - მულიაინა 4/9, როკოთოკო 1/8, ნონუ 6/7, სივივატუ 3/11

მარბიელები (პ/შ: ბ.დიუპლესი 1/7, ჟ.სმითი 2/11, სპისი 4/13, ბოთა 0/4 - ჰორი 2/5, კაინო 2/4, მაკქოუ 3/4, სოიალო 4/2, მეალამუ 1/4

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ოკლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

4 +9 28:19 1-0 0-0 2/1 0

ზელანდია

4 -3 41:44 1-0 0-1 2/3 0

ავსტრალია

1 -6 16:22 0-0 0-1 1/1 1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

3   1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 19.00
4   8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 19.00

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილტონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი 11.35

<<< >>>