ზედიზედ მეორედაც?

   სამხრეთული "სამი ერის" მესამე შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, მსოფლიო თასის მფლობელი და ლიდერი, აფრიკის "ბოკე" კვლავ ბოლო ოთხი წლის ჩემპიონს, ზელანდიის "ოლ ბლექსს" მასპინძლობს, ოღონდაც არა მაღალ მთაში, ჰაიფელდტის ზეგანზე, არამედ ინდოეთის ოკეანის პირად, კოპწია დურბანში.

აფრიკა თუმც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, რაც 1992 წლიდან დაუბრუნდა საერთაშორისო ასპარეზს, ზელანდია ზედიზედ ორჯერ ვერაფრით უძლევია. "ოლ ბლექსს" აპარტჰეიდის გაუქმების შემდეგ დურბანში ოთხიდან სამი ტესტი მოუგია და რესპუბლიკაშიც უკვე გემოზე რომ ივარჯიშა, რევანში ეიმედება.

მოსალოდნელია წვიმა. 15-ეულში აფრიკამ ერთი კაცი შეცვალა, ზელანდიამ კი ორი. ბოკეს დაემტვრა მგეზავი რუან პინარი, ოლ ბლექსს კი ბურჯი ნემია ტიალატა, და ჰავბეკი ბრენდონ ლეონარდიც ვერ გამოადგა. ამათ მაგივრად დაიწყებენ "ბულზის" ჩუბინი კიკერი მორნე სტეინი, 21 წლის ახალბედა ოუენ ფრენქსი და ლოთი ჯიმი ქოაუნი, ვინც ერთი კვირის წინ, ბლუმფონტეინში თულუხჩობდა.

სტეინი ბურთაობის ნიჭით ჩამორჩება პინარს, მაგრამ ბევრად უფრო საიმედო დამრტყმელია. ფრენქსი სრულიად აფრიკის კერპს, "ნადირ" (ბისთ) მთავარირას უნდა დაეჭიდოს, ქოუანი კი მთელი კივეთის დარად აღიარებს, ძაან მივქარეთ, წინა მატჩის მეტი წილი ჩვენს ნახევარზე რომ გავატარეთ და თან ბევრჯერაც შევცდითო.

ლიმიტი ამოიწურა

ნამგზავრმა კივებმა ბლუმფონტეინის რკენამდე ორი სისხლსავსე წუთრნაღა გამართეს, ამჯერად კი ნაყოფიერად ივარჯიშეს. სტუმრებს ზღვის დონეზე რაგბობა უფრო ეადვილებათ, ვიდრე მთაში. მათი ბებერი გურუ გრემ ჰენრიც სულ თავიდან ამბობდა, აფრიკულ ვიზიტს ორ-ტესტა სერიად განვიხილავთო, მედიამ კი დაიანგარიშა, რომ ამ მწურთელის ხელქვეით ზელანდიას სეზონში ორზე მეტჯერ არასოდეს წაუგია და ამდენად, წლეულს ლიმიტი უკვე ამოუწურავს.

დურბანის ტესტი ოლ ბლექსისთვის 450-ეა! ბოლო ორ ვარჯიშში მონაწილეობდა თვით კავშირის თავკაცი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯოკ ჰობსი, ვინც ბიჭებზე 25 წლით უფროსია და 25 კილოთი მსუბუქიც, მაგრამ საკონტაქტო ლეიბი კი ეჭირა და გამოქანებულებს მაგრად უხვდებოდა.

მესამოცედ გაუძღვება

უკვე ტრადიციაა და წაგებული გუნდი თემიდაზეც ზემოქმედებს: ჰენრის ერთმა თანაშემწემ, სთივ ჰანსენმა ბრძანა, მოლის ჩაქცევა რომ ისევ აიკრძალა, მსაჯები "საბარგო - მისაბმელზე" თვალს ხუჭავენ და მოძალებული მეტოქის შეჩერება შეუძლებელიაო, ვეინ სმითმა კი თქვა, კიდიდან ბურთის სწრაფად შემოგდება გაჭირდა, რადგან თამაშგარეთ მყოფნი ხელს გვიშლიანო. არადა, წესებში არსად წერია, რომ სასტვენის შემდეგ წინა ეპიზოდის ოფსაიდი მოქმედებს!

და რასა იქმს აფრიკა? დინჯად ემზადება. ჟან დეფილიერსს ფეხის კრუნჩხვამ გაუარა და ბრაიან ჰაბანას დარად, 50-ე კეპს მოიხვეჭს, ბოკეს 50-ე კაპიტანი, 31 წლის მარჯვენა ბურჯი ჯონ სმიტი კი ნაკრებს მესამოცედ (60) გაუძღვება მოედანზე, რითაც ინგლისელ ვილ ქარლინგსა და ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს საზიაროდ ნაქონ მსოფლიო რეკორდს ჩამოართმევს.

>>>     მესამე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

<<<     აფრიკა - ზელანდია

>>     ბოკე

ბეკ) 15 ფრანსი სტეინი, 14 ჯეიპი პიტერსენი, 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნე სტეინი^ 9 ფური დიუპრე /

ფორ) 1 თენდაი-ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 ჯონ სმიტი კაპ; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 ჰაინრიხ ბრიუსო, 7 ჟოან სმითი, 8 პიერ სპისი

მრქ) 22 ვეინანდ ულიფიე, 21 ადი იაკობსი* 20 რიკი იანარი / 16 ჩილიბოი რალეპელე, 17 იანი დიუპლესი; 18 ანდრის ბეკერი* 19 დანი როსუ

>>     ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ჯო როკოთოკო, 13 კონრად სმითი, 12 მა ნონუ, 11 სიტივენი სივივატუ; 10 სთივენ დონალდი, 9 ჯიმი ქოუანი* /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ოუენ ფრენქსი^ 4 ბრედ სორნი, 5 აიზაკ როსი; 6 ჯერომ კაინო, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 როდნი სოიალო

მრქ) 22 ქორი ჯეინი, 21 ლუკ მაკალისთერი, 20 პირი ვიპუ / 16 ქევენ მეალამუ, 17 ჯონ აფოა* 18 ჯეისონ ითონი, 19 ქიარან რიდი

>>     მსაჯები

რეფ) ნაიჯელ ოუენსი (უელ; კიდ) ალენ როლანი (ირლ / თიმ ჰეისი (უელ; ვიდ) შონ ფელცმანი (აფრ)

შაბ 1/08 დურბანი, აბსა სთედიუმი

>>     გლობალ ტვ

ცოცხლად: 19.00 საქ (49 არხი)

16 გამეორება: შაბ 21.00 - კვი 12.00 21.00 - ორ 03.30 11.00 22.00 - სამ 05.30 12.00 20.00 - ოთხ 13.00 23.00 - ხუთ 20.00 - პარ 01.00 06.00 14.00 - შაბ (8/08) 02.00

>>     ფსონები (წინა შაბათს)

მოგება: აფრ 1.52 (1.50 - ზელ 2.50 (2.50; ფორა 4.5 (5.5)

სხვაობა: აფრ>13 3.25 (3.20, აფრ[1-12] 2.85 (2.75, ფრე 31.0, ზელ[1-12] 3.40 (3.50, ზელ>13 6.25 (6.50)

ჩემპიონობა: აფრ 2.05 (2.50, ზელ 3.00 (2.40, ავს 3.60

>>     ბალანსი

სულ (1921-2009) 76: 31-42*3
აფრიკაში (1928-2009) 40: 22-17*1
სანაპიროზე (1928-2008) 21: 12-9
დურბანში (1928-2007) 7: 4-3
სამ ერზე (1996-2009) 29: 8-21

შარშან 1-2 (8:19 ველინგტონი 5/07, 30:28 დანიდინი 12/07, 0:19 კეიპტაუნი 16/08)

>>     ირბ-ის რეიტინგი

27/07) 1 აფრიკა 9030, 2 ზელანდია 9010, 3 ავსტრალია 8606
პლუს მინუსი: აფრ 85 ზელ

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ოკლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

4 +9 28:19 1-0 0-0 2/1 0

ზელანდია

4 -3 41:44 1-0 0-1 2/3 0

ავსტრალია

1 -6 16:22 0-0 0-1 1/1 1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

3   1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 19.00
4   8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 19.00

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილტონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი 11.35

<<< >>>