გუნდური ბურთაობით

   წლევანდელი ლიდერის, ლელოსა და შარშანდელი ჩემპიონის, ლოკომოტივის რკენით დასრულდა რაგბის საშინაო სეზონის პირველი ნახევარი და გაიღო სატრანსფერო სარკმელი, რომელიც აგვისტოს ბოლოს, თასის ნახევარფინალთა წინღა დაიხურება.

დედაქალაქში ბოლო ხანს ერთობ ცხელა, მაგრამ მაინც და მაინც ბობოლათა მატჩის დილას გაავდრდა: ძლიერმა წვიმამ ორჯერ დაუშვა და მერე ქარიც ამოვარდა, მაგრამ სინათლეზე გუბეები არ დამდგარა და რაგბის დასრულებაც დაბინდებამდე მოესწრო.

ლელოს ბორჯღალოსანმა ბეკმა, სანდრო თოდუამ საწყის შვიდ წუთში ორჯერ დააგვირგვინა გუნდური ბურთაობა, ირაკლი ყიასაშვილმა კი გარდასახვას ოთხი ჯარიმა დაურთო. ორი მათგანი ძაან შორიდან გავიდა და ლიდერმა ტაიმი 21 ქულით მოიგო, მდევარმა კი დასკვნით ათ წუთშიღა, შტურმით შეძლო სხვაობის შემცირება.

>>>    საქართველოს პირველობა

<<    ლოკომოტივი 10:24 ლელო

ლოკო: კობერიძე შიოშვილი ანდღულაძე ბერძენიშვილი ჟამუტაშვილი <10-9> კვინიხიძე (გუგავა) ღვინჯილია / პეტრიაშვილი გენებაშვილი ნაცარაშვილი; ნიშნიანიძე ოზგებაშვილი; ზარიძე ჩიტიძე ზვ.მაისურაძე - ლ: გენებაშვილი; გ: გუგავა; ჯ: კვინიხიძე

ლელო: ყიასაშვილი ზაალიშვილი კორკელია ლომაია (მანჯავიძე) თოდუა <10-9> ხმალაძე გ.კაჭარავა / მირცხულავა (ყალიჩავა) ჭყონია სუჯაშვილი (სანიკიძე) ჯალაღონია ვ.მაისურაძე; კოლელიშვილი (ცხოვრებაშვილი) სარდანაშვილი (კვერნაძე) აზალაძე - 2ლ: თოდუა; გ 4ჯ: ყიასაშვილი

რეფ ჩაჩუა; 28/07 სინათლე * Iტ 3:24

<<    აია 16:13 ვისოლი ყოჩები (ვანში)

უმაღლესი

მ-წ*

გატ:გაშ

ლელო 20 10-0 318:152
ლოკომოტივი 14   7-3 155:134
აკადემია 12   6-4 165:151
ვისოლი ყოჩები 10   5-5 155:141

ელიტი ბათუმი

9

  4-5*1

169:202

აია ქუთაისი 6   3-7 129:135
ხარები რუსთავი 5   2-7*1   93:161
უნივერსიტეტი 4   2-8 114:222

ავსტრალიურ პლეი-ოფში ოთხი მოწინავე გადის
ბოლო ვარდება, ბოლოს წინა კი გადათამაშებაში ებმება

>>>    საქართველოს თასი

<<    ნახევარფინალი         (შინ და გარეთ)

29/08    აია - ლელო, აკად - ლოკო    5/09

<<< >>>