კანონიკურად ირაგბებენ

   სამხრეთული "სამი ერის" მეოთხე შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, მსოფლიო თასის მფლობელი და ლიდერი, აფრიკის "ბოკე" წლეულს ბოლოჯერ თამაშობს შინ და თუ ზელანდიის "ოლ ბლექსთან" ორი ომით გათანგულმა დასვენებულ მეტოქეს, ავსტრალიის "ვოლაბიზს" ვეღარ მოუგო, ბარაქიანი ფსონის ქონის მიუხედავად, პირველობა გაუჭირდება.

აფრიკამ რასიზმის გადავარნის შემდეგ ზედიზედ პირველად ძლია ზელანდია და დიდ გულზეა. მეტოქეებს ბოლო ტესტთა აქეთ დამწყები 15-ეულები არ შეუცვლიათ. მხოლოდ მარქაფაშია თითო სიახლე: ბოკემ ვეინანდ ულიფიეს მაგივრად დაისვა უნივერსალი რუან პინარი, ვისაც წინა რაუნდი კოჭის ტკივილის გამო გაუცდა, ვოლაბიზმა კი მესამე მღლეტელს, თავ-გატეხილ ფილ ვოს გარემარბი პიტერ ჰაინსი ამჯობინა.

პინარის არყოფნაში დაწინაურებულმა მორნე სტეინმა გუნდს 31-ვე ქულა შესძინა და "სამი ერის" რეკორდი დაამყარა. წარმატების მომტან ტაქტიკას, აბა, ვინ ცვლის და აფრიკაც კვლავ ფეხით ბევრჯერ დაურტყამს მეტოქეს, რათა ცენტრს იქეთ გადასულმა, ფორვარდებით შეუტიოს და კიკერისთვის ჯარიმები გამოიმუშავოს.

ასეთ თამაშს ზელანდიამ ერთობ რისკიანი, სულ ხელდახელ ბურთაობა დაუპირისპირა და დაისაჯა. ოზები, მათივე განცხადებათა თანახმად, ამ ჭკუაზე არ დგანან და კანონიკურად რაგბობას აპირებენ, ანუ გაშლილად მაშინღა შეუტევენ, როცა ფორვარდები წინსვლით შექმნიან აუცილებელ სივრცეს.

რკენა ვის სიამოვნებსო

ეს ბოკესაც კარგად მოეხსენება. აკი ბრძანებს მასპინძელთა მულატი გურუ, პიტერ დეფილიერსი, ავსტრალია სულ სხვა გუნდია - ფაზებს მოთმინებით აკინძავს, ხოლო "სამი ერის" ყველა მონაწილე მეტ-ნაკლებად თანაბარი რომაა, კაცმა არ იცის, ვინ გაიმაჯვებსო.

მედიით მსაჯის დაკვალიანება ნაცადი ხერხია და დეფილიერსმა ირლანდიელი ალენ როლანის გასაგონად თქვა, ავსტრალიას ურჩევნია, შერკინება ჩააქციოს და "პირველი ხელიდან" (აქაური ტერმინია) არ შეგვატევინოსო. ეს ბრალდება ოზებს სიცილად არ ეყოთ, ესაო და ზედმეტი რკენა ვის სიამოვნებსო, სხვაფრივ კი ბევრჯერ გამოგვიცდია, თუ რა მოყვება პირველი ხაზის დედლობასო.

ფიცხელი შეჯიბრი გაიმართება დერეფანში. ვიკტორ მეტფილდი და ბაკის ბოთა მეორე ხაზში მხარდამხარ 50-ედ ჩადგებიან, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია, მაგრამ მასპინძლებმა ეგეც უწყიან, რომ ნეითან შარფი არავისზე ნაკლები არაა და ვოლაბიზი "აუტში ძაან მაგარია"

ერთიც არ გარჩეულა

ოზებს კეიპტაუნში 1992 წლის შემდეგ ვერ მოუგიათ. ქალაქში, სადაც ბურული რაგბის აკვანი დაირწა, ავსტრალიამ ბოლო სამ ჩასვლაზე ლელოზე ნაკლებით - 9:10 (1999, 22:26 (2003, 19:22 (2007) წააგო. შარშანწინ ვოლაბიზმა მედგრად იცვა თავი და 74-ე წუთამდე წინაც იყო, მაგრამ აქ ვუნდერკინდმა ფრანს(უა) სტეინმა შეაგდო წყვილი არეკნი და მადლი უფალს უძღვნა.

სტუმრები თამაშის ადგილას უჩვეულოდ ადრე, წინა პარასკევს ჩავიდნენ, მათმა ზელანდიელმა მოძღვარმა, რობი დინსმა კი მომაკვდავი მამა მოინახულა და დაკრძალვაზე სამშაბათამდე დარჩა. გუნდმა შეფის თანაშემწეთა მეთვალყურეობით მაინც ნაყოფიერად ივარჯიშა და თურმე ცდას არ დააკლებს, რათა სტუმრად მოიგოს და ამით ჩემპიონობის ბარაქიანი შანსი გაიჩინოს.

ბოლო მსოფლიო თასის ფინალის განმსჯელი როლანი ორი კვირის წინ, ბლუმფონტეინშიც გაუძღვა თამაშს. ტელი-რეფი ისევ მასპინძელია, მაგრამ ისე ჩაიარა სამმა რაუნდმა, რომ ვიდეოთი ერთი სალელოე მომენტიც არ გარჩეულა.

ვოლაბებმა შარშან 8-წლიანი ნავსი გატეხეს და ბოკე სტუმრად ძლიეს. იმ გუნდიდან 13 კაცი ახლაც 15-ეულშია, აფრიკამ კი იცის, რომ მომდევნო, უაზრო მატჩში მოწყობილი რბევა არაფრის მაქნისია და ყოველი თამაში 0:0-დან იწყება.

>>>     მეოთხე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ * დაემატა

<<<     აფრიკა - ავსტრალია

>>     ბოკე

ბეკ) 15 ფრანსუა სტეინი, 14 ჯეიპი პიტერსენი, 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნე სტეინი, 9 ფური დიუპრე /

ფორ) 1 თენდაი-ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 ჯონ სმიტი კაპ; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 ჰაინრიხ ბრიუსო, 7 ჟოან სმითი, 8 პიერ სპისი

მრქ) 22 ადი იაკობსი, 21 რუან პინარი* 20 რიკი იანარი / 16 ჩილიბოი რალეპელე, 17 იანი დიუპლესი; 18 ანდრის ბეკერი, 19 დანი როსუ

>>     ვოლაბიზი

ბეკ) 15 ადამ ეშლი-კუპერი, 14 ლოქი თერნერი, 13 სთერლინგ მორთლოქი კაპ, 12 ბერიქ ბარნსი, 11 დრუ მიჩელი; 10 მეტ გიტო, 9 ლუკ ბერჯესი /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ელ ბაქსთერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 ნეითან შარფი; 6 რიჩარდ ბრაუნი, 7 ჯორჯ სმითი, 8 ვაიკლიფ პალუ

მრქ) 22 ჯეიმზ ოქონორი, 21 პიტერ ჰაინსი* 20 ვილ გენია / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17 ბენ ელიგზანდერი; 18 დინ მამი, 19 დევიდ ფოქოქი

>>     მსაჯები

რეფ) ალენ როლანი (ირლ; კიდ) ნაიჯელ ოუენსი / თიმ ჰეისი (უელ; ვიდ) შონ ფელცმანი (აფრ)

შაბ 8/08    კეიპტაუნი, ნუველანდსი

>>     გლობალ ტვ

ცოცხლად: 19.00 საქ (49 არხი)

18 გამეორება: შაბ 21.00 (54 არხი) - კვი 03.00 11.00 12.00 22.00 - ორ 11.00 22.00 - სამ 05.30 12.00 21.00 - ოთხ 13.00 23.00 - ხუთ 09.30 17.00 - პარ 01.00 06.00 14.00 - შაბ (15/08) 06.00

>>     ფსონები

მოგება: აფრ 1.38 - ავს 3.0; ფორა 6.5

სხვაობა: აფრ>13 2.80, აფრ[1-12] 2.60, ფრე 29.0, ავს[1-12] 4.0, ავს>13 8.0

ჩემპიონობა (წინა შაბათს: აფრ 1.48 (2.05, ავს 4.0 (3.60, ზელ 6.0 (3.0)

>>     ბალანსი

სულ (1933-2008) 65: 38-26*1
აფრიკაში (1933-2008) 36: 28-8
კეიპტაუნში (1933-2007) 9: 6-3
სამ ერზე (1996-2008) 28: 14-13*1

შარშან 1-2 (9:16 პერთი 19/07, 15:27 დურბანი 23/08, 53:8 იოჰანესბერგი 30/08)

>>     ირბ-ის რეიტინგი

3/08) 1 აფრიკა 9098, 2 ზელანდია 8942, 3 ავსტრალია 8606
პლუს მინუსი: აფრ 68 ზელ

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ოკლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

8 +21 59:38 2-0 0-0 3/2 0

ზელანდია

4 -15 60:75 1-0 0-2 3/4 0

ავსტრალია

1 -6 16:22 0-0 0-1 1/1 1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

4   8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 19.00

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილტონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგტონი 11.35

<<< >>>