შინ უძლეველნი

   სამხრეთული "სამი ერის" მეოთხე შაბათს, რასობრივად ერთობ ჭრელსა და მხურვალე ქომაგობით ცნობილ კეიპტაუნში, ლიდერმა "ბოკემ" ტრადიციულ ყაიდაზე - ბოჭვაზე და დერეფანში პარპაშით, აბრაგანებითა და გოლებით აჯობა სტუმარ "ვოლაბიზს", ვინც დისციპლინამაც დააღალატა - და მესამე საშინაო მოგება მიითვალა.

ირბ-ის სათუო ღირებულების ექსპერიმენტი რომ დასრულდა და 23 მაისს სრულიად რაგბეთში წესთა ერთიანობა აღდგა, თანდათან გაირკვა, რომ "წარსულში ნაწილობრივ მიბრუნება" ყველაზე მეტად აფრიკას მოუხდა. კონსერვატორმა ევროპამ ზელანდია-ავსტრალიას გაჩქარებული ბურთაობა არ დაანება, მაგრამ მისდა ჭირად, საცდელ წესთა სამხრეთული ვერსიით რაგბობა აფრიკამაც შეითვისა და ძველ ნიადაგში მისი მარცვლის დათესვით ბარაქას იმკის.

ირბ-ის ზრახვათა მიუხედავად, რაგბი ვერ გამშვენიერდა, ჯერჯერობით ვერც მეტი მაყურებელი მიიზიდა და ვეღარც წესები გაუმარტივდა. სამაგიეროდ, გასადავდა თავად თამაში: წინა პლანზე მეტად გამოვიდა ჯანი, აგრესია, სიმარდე, გამძლეობა და დაცვა.

ბოჭვის შემდეგ მიწაზე ხელჩართული ბრძოლა იმართება. გახშირდა ფეხით დარტყმა, მეტადრე კი მოედანში; გაიზარდა სტანდარტულ ეპიზოდთა (დერეფანი შერკინება) ფასიც, ჯამში კი ის მივიღეთ, რომ ირბ-ის ქარტიაში "რაგბის განვითარების სისწორის საწყაოდ" დადგენილი ბალანსი "ბურთისთვის ბრძოლასა და ბურთის გამოყენებას" შორის პირველის სასარგებლოდ დაირღვა, რაც ძნელად რომ მოეწონოს ესთეტს, ანუ გემრიელად ბურთაობის ცქერის მოყვარულს.

ზღვარს გადავიდნენ

"სამ ერზე" აფრიკის სამივე საშინაო თამაში "ექვს ერელმა" კელტმა იმსაჯა და სტვენითა და კაპიტანთა ტუქსვით წაიღო ყურთა სმენა. რეფთა გადამკიდე, რაგბი გამოვიდა წყვეტილი, რაც ხელს "ბოკეს" აძლევდა. სულ ახლო წარსულში ყველაზე ბინძურად თუ არა, უწესოდ შერაცხული გუნდიც მოზანგო გურუს, პიტერ დეფილიერსის ხელქვეით ისე განწმენდილა, რომ ძაან ცოტას ჯარიმდება, თავად კი სასწაულად ჩუბინი კიკერის, მორნე სტეინის იმედადაა.

დავუმატოთ ამას ფენომენი - ჩია მღლეტელი ჰაინრიხ ბრიუსო, ვისაც ბოჭვის არეში ბადალი ვერ მოეძევება, და საათივით აწყობილი დერეფანიც. ბოკეს ოთხი, ერთმანეთზე უკეთესი მხტომელი - ვიკტორ მეტფილდი, ბაკის ბოთა, ჟოან სმითი და პიერ სპისი ჰყავს, 9 ნომერ ფური დიუპრეს კი ვერავინ შეედრება ბოქს-ქიქში, ანუ მოკლე ფრთაზე აწეულ აბრაგანში, რომელსაც გარემარბი მიყვება.

ყველაფერი ამის წყალობით აფრიკა თამაშის მეტ წილს მეტოქის ნახევარზე ატარებს და გამოიმუშავებს ჯარიმებს, რომლებიც სტეინს გააქვს, თორემ საქმე ექსპრომტად ბურთაობაზე როცა მიდგება, ბოკე ისევე უმწეოდ გამოიყურება, როგორც ჩვენი გამოხშირული, მეორე შემადგენლობით მოასპარეზე ნაკრები. აფრიკის თულფების გაჭრა ზელანდიამ ავანტურისტული თამაშით სცადა და დაისაჯა, ხოლო ავსტრალია დაცვაში ზღვარს გადავიდა და ბევრით ჩამორჩა.

თუ ათი დაგვჭირდებაო

ოზებს კარში დასარტყამი ჯარიმა ერთიც არ რგებიათ. მათვე სამი სინბინი დაიმსახურეს და რვა წუთი 13 კაცის ამარა იომეს. აფრიკამ მოიგო 15-ვე თავისი დერეფანი და მეტოქესაც 19 მოწოდებაზე 9-ჯერ ააცალა ბურთი. ჟინიან, მაგრამ სუფთად მოთამაშე მეტ გიტოს ისე აემღვრა გონება, რომ მაღალი ბურთის მომლოდინე დიუპრეს სახეში იდაყვით დაეჯახა, 101 კეპის პატრონი ჯორჯ სმითი კი რეფთან კამათს გადაყვა და უკან 10 მეტრით ორჯერ დაახევინეს.

თამაში ბოკესთვის წამგებიანად დაიწყო: პირველივე დერეფნიდან ხაზს დაემატა სმითი, გიტომ და ბერიქ ბარნსმა კი განდაგან სირბილით გარეთვე დაგეზეს ადამ ეშლი-კუპერი, ვინც ორი მბოჭავი გააბითურა. მალე ოფსაიდისთვის დაჯარიმდა ოზთა მიმხდომი დაცვა, მდევრისთვის გზის შეკვრის გამო - ლოქი თერნერი, მიწაზე ბურთის შეფერხებისთვის - სთივენ მური და მორნემ ცხრა ქულა მოკრიფა. ლუკ ბერჯესის გარღვევის კვალად ბარნსმა არეკნი დაკრა, მაგრამ ბოჭვაზე ელ ბაქსთერი გამტყუნდა და აფრიკა ისევ ორით დაწინაურდა.

სტუმრები გაშლილად ბურთაობას ცდილობდნენ, მაგრამ პასებს ცდებოდნენ. კაპიტან სთერლინგ მორთლოქს ბრიუსომ წაართვა ოვალი და შეტევის რამდენიმე ფაზა ჩიხში რომ მოექცა, მორნემ არეკნი შეაგდო. იქვე აფრიკამ ლელოც გაიტანა: კაპიტანმა და მარჯვენა ბურჯმა ჯონ სმიტმა, ვისაც უშაყირია, ამპლუას მარტო მაშინ შევიცვლი, თუ 10 ნომერი დაგვჭირდებაო, მარცხნივ, დიაგონალურად გააგორა და თერნერმა მოახლოებული ბრაიან ჰაბანას შიშით რომ ვერ აიღო, ორმეტრა მეტფილდმა აიტაცა ბურთი.

სინბინში წაძუნძულდა

დაშავებული მორთლოქი შეცვალა 19 წლის ჯეიმზ ოქონორმა და ფრთაზე კადნიერად გამოაქცუნა გადაკიდებული. სინბინისაკენ გიტოს გზას წუთ-ნახევარში დაადგა რიჩარდ ბრაუნი, ვინც რაქად მყის ქცეული ბოჭვის შემდეგ (დახეთ წესთა უვარგისობას!) დაუფიქრებლად ითამაშა მეტოქის მხრიდან და მორნემ მეხუთე ჯარიმა შეაგდო, პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდში კი გაქნილმა ბოთამ რეფს რომ გაუბა მასლაათი, მეტფილდმა უცბათ გაათამაშა ჯარიმა; ლელოს გატანა შეეძლოთ ჰაბანას, სპისს, ჟოანსა და ბისმარკ დიუპლესს, მაგრამ სულ ბოლოს სპისს ტალანტი ოქონორი უკნიდან, კოჭში მიწვდა!

ექვსი დერეფნის წამგებმა ოზებმა კვაჭი 50 წუთის შემდეგღა შეცვალეს. 26:10-ზე ბრიუსომ ფეხი მიკრა დავარდნილ ბურთს და დამფრთხალმა თერნერმა თავის ლელოში შეიტანა. ბოკეს ნაქებ შერკინებას სტუმრები მაგრად დაუდგნენ, შემდეგ შეგორებაზე კი სპისი მეორე სოლოზე დაჯარიმდა. მორნემ ფრთაზე დაურტყა ჰაბანას, მაგრამ ოქონორმა იმარჯვა, გაიჯეჯილა და ფეხით გააგორა; ნეითან შარფს ლელში ჩაუწვა ბისმარკი, შერკინებიდან კი გიტომ სამი კაცი გააცუცურაკა და მიწას ძელთან გადაწვდა.

ამის შემდეგ ოზთა მგეზავს მეორე ბოლბექიც შეემთხვა - თუ პირველად უკანა ხაზს გაადააცილა დარტყმული, ამჯერად ლელოს კიდეს. ვოლაბიზს ბრძოლა წაგებული ჰქონდა, მაგრამ პრემიას კი ეშურებოდა. ბოკემ მეტოქეს არც ეს ქულა დაანება: სპისმა მოკლე ფრთაზე შეუტია და დააგორა; ვილ გენიამ ჰაბანა უბურთოდ მოცელა; სმითმა ჰავბეკს ბურთზე ხელი ჩაუკრა და როლანისკენ გაუხედავად სინბინში წაძუნძულდა; მორნემ სხვაობა 12 ქულას უწია; სირენის შემდეგ კი ვოლაბიზი ბეკებით აბურთავდა, მაგრამ ამაოდ.

მეოთხე შაბათი

>>>     აფრიკა 29:17 ავსტრალია

აფრ: ფ.სტეინი (პინარი 61) პიტერსენი ფური დეფილიერსი (იაკობსი 72) ჰაბანა (10-9) მ.სტეინი დიუპრე (იანარი 77) / მთავარირა (ი.დიუპლესი 69) ბ.დიუპლესი ჯ.სმიტი კაპ^ ბოთა (ბეკერი 77) მეტფილდი; ბრიუსო ჟ.სმითი (როსუ 53) სპისი - ლ: მეტფილდი; 7ჯ ა: მ.სტეინი

ავს: ეშლი-კუპერი თერნერი მორთლოქი კაპ^ (ოქონორი 30) ბარნსი მიჩელი (10-9) გიტო სბ 35, ბერჯესი (გენია 56) / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 51) ბაქსთერი (ელიგზანდერი 51) ჰორვილი (მამი 41) შარფი; ბრაუნი სბ 37, ჯ.სმითი სბ 80, პალუ (ფოქოქი 56) - 2ლ: ეშლი-კუპერი გიტო; 2გ: გიტო; ა: ბარნსი

რეფ როლანი (ირლ) კეიპტაუნი, ნუველანდსი (49 ათასი)

0:7(3) 3:7(9) 6:7(12) 9:7(14) 9:10(15ა) 12:10(22) 15:10(25ა) 20:10(28) სბ(35^ავ) 23:10(37სბ) / 26:10(55) 26:17(67) 29:17(80სბ) ბოლო (80+2)

გამეორებით გლობალზე: ორ 11.00 22.00 - სამ 05.30 12.00 21.00 - ოთხ 13.00 23.00 - ხუთ 09.30 17.00 - პარ 01.00 06.00 14.00 - შაბ 06.00

>>>     სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 59-55 (301-391 მეტრი) გარღვევა 5-3; პასი 66-75, კონტაქტში 10-5; ფეხით 46-39, კარში მიწიდან 7/9-2/2, არეკნი 1/2-1/2; ბურთი რაქიდან 49-38, აცლა 18-17; ბოჭვა 57-60, გატარება 16-7; დაჯარიმება 8-14, სინბინი 0-3; თავისი^მეტოქის შერკინება 10^1-8^1; დერეფანი 15^9-10^0

ბოჭვა: 10 ჯ.სმითი; 9 ბ.დიუპლესი ბრიუსო; 7 ბრაუნი; 5 ჯ.სმიტი ჟ.სმითი სპისი ბარნსი ^ გატარება: 3 პიტერსენი

დაჯარიმება: 3 მური; 2 ბოთა ბრიუსო თერნერი ^ ბურთის კარგვა: 3 ბრიუსო სპისი ეშლი-კუპერი თერნერი მორთლოქი

ნავარდი (მეტრი: 94 ოქონორი; 90 ფ.სტეინი; 39 ეშლი-კუპერი; 37 პიტერსენი; 30 ბერჯესი

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: მ.სტეინი 18/10/0, დიუპრე 16/33/5 - ბარნსი 13/6/2, გიტო 8/10/4, ბერჯესი 0/23/4, გენია 0/15/1

ხაზი (პ/შ: ფ.სტეინი 0/8, დეფილიერსი 4/5, ჰაბანა 4/6, ფური (!) 0/1 - ეშლი კუპერი 2/4, მორთლოქი 0/3, მიჩელი 4/5, ოქონორი 3/5

მარბიელები (პ/შ: მთავარირა 0/3, ბ.დიუპლესი 1/5, მეტფილდი 5/2, ჟ.სმითი 2/4, სპისი 4/7 - მური 0/4, შარფი 1/8, ჯ.სმითი 4/2, პალუ 1/4

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

12 +33 88:55 3-0 0-0 4/4 0

ზელანდია

4 -15 60:75 1-0 0-2 3/4 0

ავსტრალია

1 -18 33:51 0-0 0-2 3/2 1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>