თითქმის გაოლიმპიურდა

   ამ უქმეებზე ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალია; ხუთშაბათს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) აღმასკომმა რაგბი და გოლფი 2016 წლის თამაშებში ჩართვის კანდიდატებად დაამტკიცა; "სამი ერის" შუაწელიდან ზელანდიას უბრუნდება დენ კარტერი, ავსტრალიას როკი ელსომი, ლიდერ აფრიკას კი სხალკ ბერგერი; ოზებმა ზე 15-ის ახალი გუნდის ბინად მელბურნი შეიგულეს; "გლობალზე" კი აფრიკისა და ზელანდიის პირველობათა თითო ლაივია.

შარშან ქვიშაში ლაღობა 23-24 აგვისტოს უნდა გამართულიყო ქობულეთის ფიჭვნარში, მაგრამ ომის გამო ჩაიშალა. წლეულს ზეიმი ბათუმში, ბუნგალო "სინემა ბიჩის" გვერდით ეწყობა. შეჯიბრება სამ კატეგორიაში იმართება. "ლუბიწელებსა" და "პრაფესიონალებში" რვა-რვა გუნდი ჩაეწერა, ხოლო "ნაშებში" სამი. შაბათს პულური მატჩებია, კვირას კი პლეი-ოფი და ალბათ დისკოთეკაც.

>>>    ქვიშის რაგბი "ბათუმი 2009"

<<    მოყვარულები

თავდაცვის სამინისტრო, რაგბის კავშირი, აფხაზეთის ხმა, კოლხი რაინდები, ვიკინგები, გრინ ნეთ ჰამაკი, კრეატივი, სომხეთი

<<    პროფესიონალები

ლოკომოტივი, ლელო, ყოჩები, აკადემია, უნივერსიტეტი, ბათუმი, აია ქუთაისი, ხულიგანა

<<    ქალები

ჯვაროსნები, ბათუმი, კრაზანა

<<    განრიგი

შაბ 15/08 ორ-ორი პული, თითო წრე

კვი 16/08 სანუგეშო ფინალები, საჩემპიონო ნახევარფინალები და ფინალები

სიტყვა ყრილობაზეა

ქვიშის რაგბზე უფრო სერიოზული თამაშია შვიდკაცა, რომელიც ირბ-მა საოლიმპიადოდ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში გადადო და თუ საწადელს ეწია, მის მსოფლიო თასს გააუქმებს. რაგბის მახვშებმა ოთხი წლის წინ უსწოროდ წარმართეს ლობირება, რის გამოც 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე ვეღარ გაიტანეს პროდუქტი, მაგრამ მას აქეთ ჭკუა ისწავლეს და პირველი, მთავარი ბარიერი დაძლიეს.

სოკ-ის აღმასკომი ბერლინში შეიკრიბა. ისტორიული განაჩენი ჩვენებურად ექვსის ოც წუთზე (17.20) გამოქვეყნდა. ჩაუქ შვიდკაცასა და ზეპურ გოლფს სანუკვარ, ორ-სპორტა სიაში მოხვედრას ეცილებოდნენ პროგრამიდან ოთხი წლის წინ ამოღებული იანკური ჩილკა-ჯოხობანი, ბეისბოლი და სოფთბოლი; კამერული ჩოგან-ბურთი სქვოში; კოსმოპოლიტური წიხლაობა კარატე და გორგოლაჭებით ციგურაობის სრული სპექტრიც, მაგრამ მახვშებმა ტრადიცია და სარფი ეგზოტიკაზე წინ დააყენეს.

გოლფი ოლიმპიადაზე ბოლოჯერ 1904 წელს წარდგა, რაგბი კი 1924 წელს, ბარონ დე-კუბერტენის ზეობისას. აღმასკომმა არჩევისას გაითვალისწინა სპორტის გავრცელება, ტელე მიმზიდველობა, სასპონსორო პოტენციალი და მზა ასპარეზის ქონა. ახლა სიტყვა სოკ-ის ყრილობაზეა, რომელმაც ორ კანდიდატს კენჭი კოპენჰაგენში, 9 ოქტომბერს უნდა უყაროს და 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელიც ოთხი ქალაქიდან (მადრიდი ჩიკაგო რიო ტოკიო) აირჩიოს.

აღმასკომის 15 წევრიდან მხოლოდ სოკ-ის ბელგიელი პრეზიდენტი, ძველი მორაგბე და აფროსანი ჟაკ როგი არ მონაწილეობდა კენჭის ყრაში. რაგბმა პირველ რაუნდში მიიღო შვიდი, მეორეში კი ცხრა ხმა და პირველ გამარჯვებულად გამოცხადდა, ხოლო გოლფი თავიდან თუმც ჩამორჩებოდა კარატეს (3-5, მერე და მერე ჩამოწერილთა ხმებით იხეირა (6 7 9) და მეოთხე რაუნდში იქცა კანდიდატად. დასკვნად როგემ შენიშნა, ორი რჩეული ოლიმპიადას მაქსიმალურად მოუხდება - აკი ყველა, 33-ვე (!) კრიტერიუმით ბლომად მოკრიფა ქულაო.

>>>     2016 წლის ოლიმპიადაში ჩართვა

სახეობა

ფედერ

ქვეყ

უწინ

სტატუსი

რაგბი 1886 116 1900-1924 ვნახოთ
გოლფი 1958 116 1900-1904 ვნახოთ

ბეისბოლი

1938

126

1992-2008

უარი

სოფთბოლი 1952 127 1996-2008 უარი
კარატე 1970 189 არასოდეს უარი
სქვოში 1967 147 არასოდეს უარი
გორგოლაჭები 1924 114 არასოდეს უარი

შეელევიან მღლეტელს?

"სამ ერზე" ამ შაბათს უქმეა. შინ მესამე მატჩის მომგები აფრიკა ირბ-ის რეიტინგში მეტადაც დაწინაურდა. მეტოქის თვალის ხელყოფისთვის რვა კვირით განკვეთილ ქერა ხვადაგს, ბერგერს დისკვალიფიკაცია ავსტრალია - ზელანდიაში სტუმრობის წინ უმთავრდება და ამიტომ რაზმშიც წერია, მაგრამ საკითხავი ისაა, ბოკეს უფროსობა როგორ შეელევა ჩია მღლეტელ ჰაინრიხ ბრიუსოს, ვისაც ბოჭვაზე ბურთის ართმევაში რაგბეთში ბადალი არა ჰყავს.

აფრიკის შინაურ "ქარრის თასზე" ნაკრების ხალხი რომ არ თამაშობს, დაწინაურდა აქამდელი მაჩანჩალა ხრიკვალანდი. ზელანდიაში პირველობა სამი კვირით გვიან დაიწყო, საფრანგეთში საშოვარზე ყოფნისას ქუსლ-ნატკენი კარტერი კი იმდენად მოკეთდა, რომ ქენთებრის ორივე მატჩში იბურთავა, ოქლენდს ყველა ქულა (22:16) პირადად მიართვა და ვიდრე ავსტრალიას სიდნეიში შეებმებოდეს, ვაიკატოსაც ეთამაშება.

ოზებს შინ ჯერ რომ არ ურაგბიათ, ზედიზედ სამი მიღება ელით. აფრიკაში მუხლი დაიშავა ბებერმა შუამარბმა სთერლინგ მორთლოქმა და სავარაუდოდ ტურნირის ბოლომდე გავარდა, რის გამოც 13 ნომრად დადგება უნივერსალი ადამ ეშლი-კუპერი, 15-ზე კი ვუნდერკინდი ჯეიმზ ოქონორი. ოზები შერკინების ფრთაზე დააყენებენ მოკეთებულ გოლიათ ელსომს, ზე 15-ში წარსადგენად კი მეგა-პოლის მელბურნის სამი დაჯგუფების მორიგებას აპირებენ, რათა 31 ოქტომბერს, ტოკიოში დანიშნული "აზიური ბლედისლოუს" (ზელანდია - ავსტრალია) წინ ტენდერში ძლიონ აფრიკელ ზანგთა "საზერნ კინგზი"

>>>     სამხრეთის "სამი ერი"    სრულად  

აფრიკა 12(3-0 88:55, ზელანდია 4(1-2 60:75, ავსტრალია 1(0-2 33:51

იქეთა შაბ 22/08    ავს - ზელ (სიდნეი 14.05)

>>>     ირბ-ის რეიტინგი

10/08) 1 აფრიკა 9119, 2 ზელანდია 8942, 3 ავსტრალია 8585

პლუს მინუსი: აფრ 21 ავს (29:17 შ)

>>>     ზელანდიის "ეარ ნიუ ზილენდის" თასი

ქენთებრი - ვაიკატო

გლობალზე ცოცხლად: პარ 14/08 11.30 საქ ^ გამეორებით: პარ 16.00 19.30, შაბ 04.30 09.00, კვი 16.30, ორ 03.30 11.00 19.00, სამ 06.00 16.30, ოთხ 09.00 17.00, ხუთ 02.30

2 რაუნდი) ბეი ოვ პლენთი, საუსლენდი, ველინგთონი 8; ჰოქს ბეი, ნორსლენდი, ქენთებრი, ნორს ჰარბორი, ვაიკატო, მანავატუ 5; ტასმანი, თარანაქი 4; ოთაგო, ქაუნთიზ მანუკაუ 2; ოქლენდი 1

>>>     აფრიკის "ქარრის თასი"

ლაიონზი - შარქსი

გლობალზე ცოცხლად: შაბ 15/08 19.00 საქ ^ გამეორებით: კვი 14.00, ორ 13.00, სამ 01.00 08.30, ოთხ 13.00, ხუთ 09.30, პარ 01.00

უმაღლესი

მ-წ

გატ:გაშ

პრ

ხრიკვაზი 23 5-0 200:87 3
შარქსი 18 4-1 145:79 2
კონცხი 15 3-2 150:98 3
ლაიონზი 15 3-2 122:95 3

ბლუ ბულზი

14

3-2

127:96

2

ჩიტაზი 5 1-4 88:114 1
ბოლანდი 5 1-4 74:213 1
ლეოპარდსი 0 0-5 70:194 0

<<< >>>