მესამე წაგების რიდით

   სამხრეთული "სამი ერის" შუა, მეხუთე შაბათს, არდადეგების შემდეგ, ორივე მეტოქეს - ავსტრალიის "ვოლაბიზსა" და ზელანდიის "ოლ ბლექსს" მოჭრილი აქვს უკან დასახევი გზა: თუ ოზები წააგებენ, ჩემპიონობასა და სამეზობლო "ბლედისლოუს თასზე" ახლავე უნდა აიღონ ხელი, ხოლო თუ კივებმა იწვნიეს მესამე მარცხი, მერე იმის იმედადღა უნდა იყვნენ, რომ ავსტრალია შინ ორჯერვე ძლევს ლიდერსაც, აფრიკის "ბოკეს"

რომ დაიწყო ინგლისის "პრემიერ ლიგა", ხოლო კრიკეტის "ფერფლზე" (ეშიზ) ბოლო, გადამწყვეტი, მეხუთე ტესტი ხუთშაბათს გაჩაღდა, არაბულმა "შოუ თაიმმა" რაგბი, ზაფხულში ამ ერთხელ, ტრადიციული მეორე-მესამიდან მეოთხე არხზე ჩამოსვა, რის გამოც პირველი გამეორება ღამის პირველზეღაა. რვა საათით უკეთაა საქმე რუსულ "სპორტზე", რომელიც საკაბელოებსა აქვთ მენიუში, მაგრამ დღის ორზე "ლაივი" რომ არც მანდაა, რაგბის გურმანები ირლანდიური "ანგარ ბარის" და ანაც ტელე ვებ-საითთა იმედადღა რჩებიან.

ავსტრალია ჩემპიონი ბოლოჯერ 2001 წელს გახდა, ბლედისლოუ კი 2003 წლიდან ზელანდიისაა და კივებს, რომელთაც სერიის ფრედ დასრულებაც ხელს აძლევთ, ოთხიდან პირველი შებმა მოუგიათ. მეზობლებმა აქამდე ორ-ორივე გასვლა წააგეს, რაც მიმდინარე "სამი ერის" კანონზომიერებად ჩანს, ჰოუმბუშის ყურეში კი, ყოფილ ოლიმპიურ სტადიონზე, ავსტრალია 25 ტესტში სულ ოთხჯერ დამარცხებულა - ინგლისთან, 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალში, და სამჯერ "ოლ ბლექსთან (2000 2003 2005)

მაკქოუ ამხილეს

აფრიკაში წაგების შემდეგ ზღვისრეთელებმა რაზმები ზომიერად გადაიხალისეს. ავსტრალიას დაემტვრნენ სკიპერი, შუამარბი სთერლინგ მორთლოქი და 8 ნომერი ვაიკლიფ პალუ.

ამის გამო ვუნდერკინდი ჯეიმზ ოქონორი იწყებს 15 ნომრად და ბობოლა პუბლიკის გულის მოგებას ეცდება; უნივერსალი ადამ ეშლი-კუპერი 13 ნომრად დადგება; რიჩარდ ბრაუნი შერკინებას შეკრავს; ფლანკერად ირლანდიიდან დაბრუნებული და მუხლ-მორჩენილი ხვადაგი, როკი ელსომი მოეწყობა, კაპიტანი კი იქნება მღლეტელი ჯორჯ სმითი, ვინც შარშანაც, იქვე მოგებულ ტესტში უყოჩა ოზებს.

ზელანდიას ტრავმის გამო გამოაკლდა მხოლოდ სათადარიგო კვაჭი ქევენ მეალამუ. სამაგიეროდ, უფროსობამ მარქაფაში ჩამოსვა ცენტრი მა ნონუ, მგეზავი სთივენ დონალდი და შემკვრელი როდნი სოიალო.

მათ ნაცვლად დაწინაურდნენ ლუკ მაკალისთერი, მოკეთებული დენ კარტერი და ქიარან რიდი; პირი ვიპუსთვის მარქაფაშიც ვეღარ მოინახა ადგილი, "დეილი ტელეგრაფმა" კი სტუმართა კაპიტანი რიჩი მაკქოუ ყალთაბანდობაში ამხილა: ვიდეო-კადრების გაფოტოებით დაუთვალა, რომ სტარტზე, ოქლენდში, რაქში 7-ჯერ ჩაება გვერდიდან და სამჯერაც აბრაგანს შეყვა ოფსაიდიდან, მაგრამ რეფმა აპატია!

კაპლანის გასაგონად

რიჩი დაიცვა 9 ნომერმა ჯიმი ქოუანმა, ის, რომ წესთა ზღვარზე თამაშობს, მისი კლასის მაჩვენებელიაო. "ოლ ბლექსი" სიდნეიში კვირას ჩავიდა, რათა სავარჯიშოდ ექვსი დღე ჰქონოდა, და უმალ დარაზა კარები - მედია პირველი წურთნის 15 წუთის შემდეგ დაითხოვა. კივ გურუთა ტრიო (გრემ ჰენრი, ვეინ სმითი, სთივ ჰანსენი) 70-ედ სარდლობს ნაკრებს (58 მოგება, 84%) კარტერი კი თავს იზღვევს, გუნდის ერთი რიგითი წევრი ვარ; ჩემგან სასწაულს ნუ ელით, თუმცკი ამ დონეზე რაგბობა უკვე შემიძლიაო.

მსაჯობს უოღრაშესი აფრიკელი ჯონათან კაპლანი, ვისაც მუდამ მაგარი ბურთაობა გამოუდის, მაგრამ კარიერის დასაწყისში კი კივთა (და მეტადრე ბლუზის) საამებლად ხშირად გამოუდვია თავი.

ოზებმა მის გასაგონად მედიაში ბრძანეს, იმედია, შერკინებაში თავიდანვე არ აგვითვალწუნებს და მეტოქის უწესო ფანდებსაც სათანადოდ შეაფასებსო. და მართლაც, ინგლისისა არ იყოს, ბოლო ხანს ავსტრალიასაც ენატრება თემიდის კეთილ-განწყობა, რაღაი "სამი ერის" ორ მატჩში ჯარიმით გატანილი გოლებით 3/12 ჩამორჩა მეტოქეს, აფრიკასთან კი დაიმსახურა სამი ყვითელი ბარათი, რაც პროფესიულ ხანაში, ზეპურ დონეზე, სულ მეორედ მოხდა.

>>>     მეხუთე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

<<<     ავსტრალია - ზელანდია

>>     ვოლაბიზი

ბეკ) 15 ჯეიმზ ოქონორი^ 14 ლოქი თერნერი, 13 ადამ ეშლი-კუპერი$ 12 ბერიქ ბარნსი, 11 დრუ მიჩელი; 10 მეტ გიტო, 9 ლუკ ბერჯესი /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ელ ბაქსთერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 ნეითან შარფი; 6 როკი ელსომი* 7 ჯორჯ სმითი კაპ, 8 რიჩარდ ბრაუნი$

მრქ) 22 პიტერ ჰაინსი, 21 რაიან ქროსი* 20 ვილ გენია / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17 ბენ ელიგზანდერი; 18 დინ მამი, 19 დევიდ ფოქოქი

>>     ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ჯო როკოთოკო, 13 კონრად სმითი, 12 ლუკ მაკალისთერი^ 11 სიტივენი სივივატუ; 10 დენ კარტერი* 9 ჯიმი ქოუანი /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ოუენ ფრენქსი; 4 ბრედ სორნი, 5 აიზექ როსი; 6 ჯერომ კაინო, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 ქიარან რიდი^

მრქ) 22 მა ნონუ# 21 სთივენ დონალდი# 20 ბრენდონ ლეონარდი* / 16 ალედ დემელმანჩი* 17 ჯონ აფოა; 18 ჯეისონ ითონი, 19 როდნი სოიალო#

>>     მსაჯები

რეფ) ჯონათან კაპლანი; კიდ) კრეგ იუბერი / კობუს ვესელსი (აფრ; ვიდ) ჯორჯ აიუბი (ავს)

შაბ 22/08    სიდნეი, ეი-ენ-ზედ სთედიუმი (ოლიმპიური)

>>     ტელევიზია

შოუ სპორტი 2 და 3 * ცოცხლად არაა! 11 გამეორება: კვი 01.00 12.00 21.00 - ორ 11.00 - სამ 14.30 22.00 - ოთხ 09.00 - ხუთ 02.30 21.00 - პარ 06.00 23.00

რტრ სპორტი * ჩანაწერი: შაბ 17.20, კვი 01.05 09.45

>>     ფსონები

მოგება: ავს 1.8 - ზელ 2.0

სხვაობა: ავს>13 4.0, ავს[1-12] 3.0, ფრე 26.0, ზელ[1-12] 3.2, ზელ>13 4.75

ჩემპიონობა (წინა რაუნდამდე: აფრ 1.25(1.48, ზელ 6.5(6.0, ავს 7.0(4.0)

>>     ბალანსი

სულ (1903-2009) 133: 39-89*5
არა-კანონიკური თვლით 157: 45-107*5

სიდნეიში (1903-2008 არა-კანონიკურადვე) 49: 18-29*2
ოლიმპიურზე (1999-2008 მსოფლიო თასიანად) 9: 6-3

ბლედისლოუზე (1931-2009) 114: 32-78*4 (თასი 12-37)
სამ ერზე (1996-2009) 10-19

შარშან 1-3
(34:19 სიდნეი 26/07, 10:39 ოკლენდი 2/08,
24:28 ბრისბენი 13/09, 14:19 ჰონკონგი 1/11)

წლეულს * მეოთხე ბლედისლოუც * ტოკიო 31/10

>>     ირბ-ის რეიტინგი

17/08) 1 აფრიკა 9119, 2 ზელანდია 8942, 3 ავსტრალია 8585

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

12 +33 88:55 3-0 0-0 4/4 0

ზელანდია

4 -15 60:75 1-0 0-2 3/4 0

ავსტრალია

1 -18 33:51 0-0 0-2 3/2 1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

14.05

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>