შანსი და ბლედისლოუც!

   სამხრეთული "სამი ერის" შუა, მეხუთე შაბათს, წინა ოთხი წლის ჩემპიონმა, ზელანდიის "ოლ ბლექსმა" სიდნეიში თამაშის ბოლოს უმწარესი მარცხი აგემა ავსტრალიის "ვოლაბიზს", პირველობის შანსი შეინარჩუნა და სამეზობლო "ბლედისლოუს თასიც" ზედიზედ მეშვიდე წლით დაიბევა.

კავშირის მიერ "ოლ ბლექსის" გურუდ დაწუნებული რობი დინსის ხელქვეით, ავსტრალიამ ზელანდია შარშანდელი "სამი ერის" პირველსავე შებმაში დაამარცხა, მას აქეთ კი კივებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს. ამ გამარჯვებათაგან მხოლოდ პირველი იყო უდაო, შემდეგ ოთხში კი - ბრისბენში, ჰონკონგში, ოქლენდსა და ახლა, სიდნეიშიც - ზელანდია შესვენებაზე ჩამორჩენილი წავიდა და მერეღა შემოაბრუნა თამაში.

ბოლო რკენა წინებზე უფრო დრამატულად დასრულდა. ოზებმა ყველა შანსი გამოიყენეს და ოდენ დაცვის ხარჯზე, ჯარიმებით უგებდნენ მეტოქეს, ვინც მათზე უკეთ თუ ვერ ბურთაობდა, შეტევას კი ნაღდად ცდილობდა - მაგრამ კრიტიკულ მომენტში ისევ გაიბრწყინა დენ კარტერმა, ვინც ტრავმის გადამკიდე, წლეულს პირველად თამაშობდა ნაკრებში. "ოლ ბლექსის" მგეზავმა 76-ე წუთზე ფაზური მიძალებით, საგულდაგულოდ შემზადებული არეკნი მაგრად დაახაია, მაგრამ მერე კუთხეში ვირტუოზულად ჩააგდო ბურთი.

არეკნი არ აწიეს

აბრაგანს, გადაკიდებასა და შეგორებას მიყოლა ჭირდება. კივები ამ კომპონენტში ძაან ჯობნიან ოზებს. აი ახლაც, სთივენ დონალდმა დაიჭირა დრუ მიჩელი, აიზექ როსმა კი ლოქი თერნერი. ვოლაბებმა ბურთი ვერ მოიგერიეს და ზედახორაში მისი ჩამარხვისთვის დაჯარიმდნენ, რასაც სხვა, წამოსწრებული კივები, თანამედროვე მოდის მიხედვით, ყიჟინით შეხვდნენ. ჰოდა, კარტერმა სადგამზე შეაყენა ოვალი და მარცხენა კიდიდან გოლი გაიტანა.

თრილერი ამით არ დასრულებულა. კიკოფი ავსტრალიამ მოიგო, მაგრამ მალევე დაკარგა ბურთი. ზელანდიამ დარჩენილი წუთის გაყვანა "აიღე და მიეძალეთი" დააპირა, მაგრამ მასაც თერნოვერი შეემთხვა. მაშინ ოზებმა ხელდახელ შეუტიეს. ბურთმა კივთა მეოთხედში ორ-ორჯერ უწია ორივე ფრთას. მიზანთან ახლოს იყვნენ ჯორჯ სმითი, დინ მამი და ადამ ეშლი-კუპერი, ბოლოს კი ვილ გენიას ნაპასევი დაუვარდა ბენ ელიგზანდერს. არადა, ჭკვიანი გუნდი ოზთა ადგილზე სიტუაციას დაასტაბილურებდა და კარის წინიდან არეკნს აწევდა.

მაკქოუს აჯარიმებდა

პირველი ტაიმი საცქერლად ვერ ვარგოდა. უოღრაშესი რეფი ჯონათან კაპლანი ბოჭვის არეში წესრიგის დამყარებას ენერგიულად შეუდგა. აფრიკელი ავტორიტეტი არ ეპუებოდა თვით რიჩი მაკქოუს და აჯარიმებდა, და არც შეპასუხებას პატიობდა. ავსტრალიამ ექვსი გატანილი ჯარიმიდან ხუთი კივთა მხრივ მცირედი შეცოდებისთვის დაიმსახურა და მხოლოდ ერთხელ, პირველი სირენის შემდეგ შეეძლო ლელოს გატანა, როცა ბერიქ ბარნსმა გაჭრა ხაზი, გოლიათი ნეითან შარფი კი გააჩერა გამხდარმა ჯიმი ქოუანმა და თან ბურთიც ჩაკლა.

მიწაზე მთელი თამაში ფიცხელი ჭიდაობა მიმდინარეობდა. კივებს ტექნიკური წუნი მეტი ჰქონდათ. ტრავმებმა ორივე გუნდი გაცხრილა. ოზთა კვაჭი სთივენ მური სისხლის დადინების გამო სამჯერ შეცვალეს. დარეტიანებული ბარნსი მეორე ტაიმზე ვეღარ გამოვიდა; ფეხი ეტკინა ვუნდერკინდ ჯეიმზ ოქონორს, ვინც ბურთით ერთხელაც არ გაქცეულა; ორი ჯახის შედეგად ყვრიმალი ჩაუტყდა ლუკ მაკალისთერს, კონრად სმითს კი კანჭის კუნთი გაუწყდა, რითაც "ოლ ბლექსს" ბოლო ორი მატჩის წინ წყვილი შუამარბი გამოაკლდა.

ჯადოქარი სივივატუ

ბარნსისა და ოქონორის ტრავმების გამო ავსტრალიას გაწაფულ ტაქტიკურ კიკერად მეტ გიტოღა დარჩა, ზელანდიამ კი კარტერს სთივენ დონალდი მიაშველა. გიტომ ექვსი ცდით ექვსი გოლი კი გაიტანა, მაგრამ მატჩის ერთადერთი ლელოც მის შეცდომას მოყვა: მოგერიება მეტოქეს ფეხებში (!) რომ გაარტყა, მა ნონუმ და ქიარან რიდმა დაგეზეს ჯადოქარი სიტივენი სივივატუ, ვინც ბარემ სამი მბოჭავი მიიზიდა და ფარული ოფლოუდი გაუხერხა ნონუს.

"ოლ ბლექსის" ბოლოსწინა მიძალებაც დამრტყმელის შეცდომას მოყვა - დრუ მიჩელმა ბურთი ლელოს გადააცილა და გუნდი 40 მეტრით აზარალა. ოზთა მარქაფა პიტერ ჰაინსი ფრთაზე სამჯერ გაიჭრა, მაგრამ ფეხით წესივრად ერთხელაც ვერ დააგორა ოვალი. სხვა საგულისხმო მომენტებში, 6:3-ზე გიტომ მაკალისთერს შეცურებულთან მიასწრო; რიჩარდ ბრაუნი ზედიზედ მეორე მატჩში გაასინბინეს, ოღონდაც ამჯერად სახიფათო ბოჭვისთვის; კაპლანმა კი კივებს 6:15-ზე ზედიზედ ორჯერ არ ჩაუთვალა ლელო.

ორი მოცილეღა

საქმე ასე იყო: 52-ე წუთზე სივივატუმ კარტერს მოკლე ფრთაზე წინ მიაწოდა, ერთი წუთის შემდეგ კი ქოუანმა ჯერომ კაინო ბლოკად გამოიყენა. სხვა, ნაკლებად სახელოვანი მსაჯი და ალბათ კაპლანიც, ოღონდაც ზელანდიაში, "ოლ ბლექსს" ამდენს ვერ გაუბედავდა, მაგრამ ერთი რომ, სიდნეიში თამაშზე 80 ათასი მოსეირე შეიკრიბა; მეორე, ავსტრალიის მოგება ჭირდებოდა ჯონათანის მშობლიურ აფრიკას; და მესამეც, შოუს სიმწვავე ბოლომდე უნდა შერჩევს.

ჰოდა, ოსტატი რეფი თამაშს პირნათლად, ფრიადზე გაუძღვა, რის შედეგადაც წლეულს პირველად გაიმარჯვა სტუმარმა და ტიტულს ორი მოცილეღა შემორჩა.

მეხუთე შაბათი

>>>     ავსტრალია 18:19 ზელანდია

ავს: ოქონორი (ჰაინსი 46) თერნერი ეშლი-კუპერი ბარნსი (ქროსი 41) მიჩელი <10-9> გიტო ბერჯესი (გენია 76) / რობინსონი (ელიგზანდერი 22-23) მური (პოლოტა-ნაუ 22-31 51-66 72) ბაქსთერი (ელიგზანდერი 32) ჰორვილი შარფი (მამი 69) ელსომი ჯ.სმითი კაპ, ბრაუნი სბ 42 (ფოქოქი 67) - 6ჯ: გიტო

ზელ: მულიაინა როკოთოკო კ.სმითი (ნონუ 41) მაკალისთერი (ნონუ 5-10, დონალდი 50) სივივატუ <10-9> კარტერი ქოუანი / ვუდქოქი ჰორი ფრენქსი (აფოა 67) სორნი როსი; კაინო (სოიალო 67) მაკქოუ კაპ, რიდი - ლ: ნონუ; გ 4ჯ: კარტერი

რეფ კაპლანი (აფრ) სიდნეი, ეი-ენ-ზედ სთედიუმი (80 228)

0:3(4) 3:3(6) 6:3(10) 9:3(35) 12:3(40+3) /
სბ(42) 12:6(45) 15:6(48) 15:9(59) 15:16(66) 18:16(68) 18:19(79) ბოლო(80+1)

გამეორებით გლობალზე: ორ 11.00 - სამ 14.30 22.00 - ოთხ 09.00 - ხუთ 02.30 21.00 - პარ 06.00 23.00

>>>     სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 59-97 (315-404 მეტრი) გარღვევა 4-4; პასი 85-96, კონტაქტში 11-17; ფეხით 39-35, კარში მიწიდან 6/6-5/6, არეკნი 0/1-0/1; ბურთი რაქიდან 48-70, აცლა 16-10; ბოჭვა 91-70, გატარება 15-9; დაჯარიმება 10-14, სინბინი 1-0; თავისი^მეტოქის შერკინება 8^0-6^1; დერეფანი 9^1-15^1

ბოჭვა: 12 ელსომი; 11 ჯ.სმითი; 10 გიტო მაკქოუ; 9 ჰორვილი; 7 რიდი; 6 რობინსონი მური ბრაუნი ელიგზანდერი კაინო ნონუ; 5 კარტერი ქოუანი ^ გატარება: 5 ბერჯესი; 3 გიტო

დაჯარიმება: 3 მაკქოუ; 2 ელსომი პოლოტა-ნაუ კაინო ^ ბურთის კარგვა: 4 ბრაუნი სივივატუ; 2 ჰაინსი კარტერი როსი მაკქოუ

ნავარდი (მეტრი: 74 ჰაინსი, 70 მულიაინა, 58 სივივატუ, 51 როკოთოკო, 45 ეშლი-კუპერი, 44 კარტერი, 39 ბარნსი, 38 რიდი, 37 ნონუ, 36 შარფი, 34 თერნერი, 33 მიჩელი ... 0 ოქონორი!

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: გიტო 13/12/3, ბერჯესი 5/34/3 - კარტერი 14/11/7, ქოუანი 5/44/2

ხაზი (პ/შ: თერნერი 2/6, ეშლი კუპერი 1/4, ბარნსი 8/4, მიჩელი 6/7, ჰაინსი 2/5 - მულიაინა 6/7, როკოთოკო 1/6, მაკალისთერი 3/6, სივივატუ 3/12, დონალდი 5/2

მარბიელები (პ/შ: შარფი 2/5, ჯ.სმითი 7/3, ელსომი 1/3, ბრაუნი 1/4, ბაქსთერი 0/0 - მაკქოუ 7/11, რიდი 3/9, ჰორი 3/8, ვუდქოქი 2/4, კაინო 1/4

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია - ზელანდია

სიდნეი

18:19

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

12 +33 88:55 3-0 0-0 4/4 0

ზელანდია

8 -14 79:93 1-0 1-2 4/4 0

ავსტრალია

2 -19 51:70 0-1 0-2 3/3 2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

6 29/08 ავსტრალია - აფრიკა პერთი 14.05
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>