კრიტიკოსები დაადუმეს

   სამხრეთული "სამი ერის" მეექვსე შაბათს ლიდერმა, აფრიკის "ბოკემ" სტუმრად პრემიით გააბითურა მაჩანჩალა, ავსტრალიის "ვოლაბიზი" და ფაქტობრივად დაიბევა ჩემპიონობა.

გასამართი ბოლო, კენტი, პროგრამაში ულოგიკოდ ჩამატებული მესამე წრეღაა. მასში ბოკე ორივეჯერ სტუმრად თამაშობს, მისი აწ უკვე ერთადერთი მდევარი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" კი შინ, მაგრამ იაპები კივებს ცხრა ქულით რომ უსწრებენ და გატანილ-გაშვებულის სხვაობაც ბევრად უკეთესი აქვთ, ზელანდია ზედიზედ მეხუთედ მაშინღა იჩემპიონებს, თუ აფრიკა ორივე თამაშს წააგებს, ხოლო ზელანდია ორივეში გაიმარჯვებს, თან ლიდერზე ორით მეტ პრემიას აიღებს ან მას პირად ჯახში სასწაული სხვაობით მოსრავს.

ეს რომ შეუძლებელია, ავსტრალიის დასავლეთ კიდეზე ბოკეს სტუმრობისას გამოჩნდა. აფრიკამ კრიტიკოსებს ხმა გააკმენდინა: ესენი იაპებს უკიჟინებდნენ, ხელდახელ ბურთაობა ვერ გეხერხებათ და მხოლოდ ჯაგა-ჯუგით, აბრაგანებითა და გოლებით იმარჯვებთო, მაგრამ პერთის რკენის პირველ მეოთხედში ქურციკებმა ისეთი ბურთაობა გააჩაღეს, რომ ამ საქმეში გაწაფული ოზებიც კი გააპამპულავეს. ჰოდა, თუ "სამი ერის" წინა ხუთ მატჩში სულ 11 ლელო გავიდა, ამჯერად ერთბაშად შვიდი იხილა ფანობამ!

ფორა თავიდან

აფრიკამ ავსტრალიასთან საცილო "მანდელას სინიც" მოიპოვა. ბოკემ თავიდან შექმნა ფორა და მერე თუმც მასპინძლებზე ოთხჯერ მეტად დაჯარიმდა, მაინც უნარიანად დაიცვა თავი. იაპებმა ხუთი სალელოე შანსიდან ოთხი გამოიყენეს, ოზები კი, როგორც სტატისტიკაც მოწმობს, გადაყვნენ ბურთით ნავარდსა და პასაობას, და მათ თუმც შერკინებაში ალაგ-ალაგ დაჯაბნეს მეტოქე, კარში რიგიანად ვერ ურტყეს, კრიტიკულ მომენტებში წააგეს დერეფანი, ვერ ივარგეს რაქში და ტექნიკური წუნიც სტუმრებზე მეტი მოუგროვდათ.

საწყის შვიდ წუთში რიჩარდ ბრაუნს ორჯერ დაუვარდა მაღალი ბურთი. პირველ ტაიმში მეტ გიტომ 0:12 და 0:15-ზე დაახაია ჯარიმები, ერთხელ კი კიდეზე დაკრა, მაგრამ ჯორჯ სმითმა წითელ ზოლში დაკარგა ოვალი. ბოკეს მესამე ლელოზე ლოქი თერნერმა საჰაერო ბრძოლაში სუფთად ვერ აიღო აბრაგანი და ბურთი ბრაიან ჰაბანას კერძი შეიქნა, 3:22-ზე კი გიტო თავის კართან დაიბნა.

ვერ ჰკადრებენ

კურიოზული დაიდო პირველი ლელო: ფური დიუპრემ ჯარიმა მსაჯის მიერ მითითებული ადგილიდან და მასზე უკნიდან კი არ გაათამაშა, არამედ ბარემ ხუთი მეტრით გვერდიდან, მაგრამ ზელანდიელმა რეფმა "ასეთ წვრილმან დარღვევაზე" თვალი დახუჭა და სასტვენის მომლოდინე ოთხმა ოზმაც ლამის იყო, გზა უტია სტუმარს. მერეც, მეოთხე ლელოზე, ლორენსმა არად ჩააგდო ჩარბენი, მაგრამ მაგაში ახალი არაფერია, რაღაი წესთა განუხრელი დაცვით ლელო ვერ გავა და მსაჯებიც ავტორიტეტებს შეტევაში დაჯარიმებას ვერ ჰკადრებენ.

ბერიქ ბარნსის ტრავმის გამო გიტოს უფროსობამ გუნდში ყველაზე ჯიგრიანი ადამ ეშლი-კუპერი შეუწყვილა, მაგრამ ჟან დეფილიერსმა და ჟაკ ფურმა პირველსავე შეტევაში გაუჭრეს ვოლაბიზს ცენტრი. დიუპრეს კადნიერი ლელო დერეფანში აგორებულ მოლსა და იქიდან ბისმარკ დიუპლესისა და პიერ სპისის სოლოებს მოყვა. ბრაუნის მეორე ლაფსუსის შედეგად ფრთაზე გაიჭრა ჟოან სმითი, ბოკეს მეორევე, ქრესტომათიული ლელო კი გავიდა ტრავმული პაუზის შემდეგ, როცა ოზებმა ისევ წაუთვლიმეს.

კვაჭმა დააღალატათ

კარის პირდაპირ დანიშნული შერკინებიდან დიუპრე უბურთოდ გაიქცა მარჯვნივ, 8 ნომერმა სპისმა კი ოვალი მარცხნივ გამოუტანა მორნე სტეინს, ვინც ბრტყელი პასით გიტოსა და ეშლი-კუპერს შორის შეუშვა ფური, ხოლო ლუკ ბერჯესმა დაზღვევაზე დააგვიანა. ვოლაბთა ჰავბეკმა მგეზავი გიტო ბურთითაც ცუდად ამარაგა, მასპინძელთა შეტევები კი მაშინღა აეწყო, ბოლო მეოთხედში 9 ნომრად ვილ გენია რომ შევიდა და ათზე ქეიდ კუპერი, ხოლო გიტომ და ეშლი-კუპერმა ფრთისკენ ჩაიჩოჩეს.

ბოკეს პირველი გოლიც ძალუმ მოლს მოყვა და ანგარიში 15:0 გახდა. უიმედოდ, 16 ქულით ჩამორჩენილი ავსტრალია შესვენების შემდეგ გამოცოცხლდა: როკი ელსომის მიძალების მერე ბერჯესმა უცებ გაათამაშა ჯარიმა და გიტო მბოჭავებთან ჭიდილში ეწია მიზანს. მალე გუნდი ზედიზედ დააღალატა კვაჭმა სთივენ მურმა: ჯერ შეტევაში ააგდო ბურთი უსწოროდ, მერე კი დაცვაში მეტოქეს უძღვნა. ბოკეს კაპიტანი ჯონ სმიტი და სპისი ოზებმა ზედ ხაზზე გააჩერეს; ჰაბანას ალამთან დაუვარდა ბურთი, მაგრამ აფრიკა ხეირზე თამაშობდა და 5-მეტრა შერკინება დაუბრუნა რეფმა.

სამი მბოჭავი ეცა

ბოკემ დამუღამებული ფანდით გაიტანა პრემიის მომტანი ლელო: ჩაირბინა დეფილიერსმა, სპისმა კი უპასა გრძელი ფრთისკენ დაძრულ დიუპრეს, ვისაც სამი მბოჭავი ეცა; ჰავბეკმა ბურთი ჰაბანას მიართვა და ეს კართან შეიჭრა, მურის ნაცვლად შესულმა ტატაფუ პოლოტა-ნაუმ პირველსავე, 5-მეტრა დერეფანში გადააცილა თავის მხტომელს. ოზებმა ბურთი მაინც იხელთეს, მაგრამ ელსომს წითელ ზოლთან დაუვარდა, შემდეგ სამ-წუთა და 15-ფაზიან შტურმს კი თერნოვერი მოყვა და აფრიკამ კინაღამ იქეთ გაიტანა ლელო.

შემდეგ ეპიზოდში დიუპრეს მარჯვენა ალამთან ვერ გაუგო ადი იაკობსმა. ლატარიად ქცეულ შერკინებაში დაჯარიმდა ბენ ელიგზანდერი და ანგარიში 13:32 გახდა. აქ აფრიკამ შეცვლები გააჩაღა, ავსტრალიამ კი ბოლომდე იომა და პრესტიჟის ორი ლელო გაიტანა: ჯერ ალყაში მოქცეულმა ქეიდმა ჯვარზე შეუშვა გიტო, ზედ სირენის წინ კი ვოლაბებმა ბარემ სამი წუთი ამაოდ რომ უტრიალეს ლელოს და ჩიხში მოექცნენ, თერნერი უცებ კედელში გაძვრა.

მეექვსე შაბათი

>>>     ავსტრალია 25:32 აფრიკა

ავს: ოქონორი (მიჩელი 76) თერნერი ქროსი (ქ.კუპერი 65) ეშლი-კუპერი ჰაინსი <10-9> გიტო ბერჯესი (გენია 58) / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 55) ელიგზანდერი; ჰორვილი ჩიზომი; ელსომი ჯ.სმითი კაპ, ბრაუნი (ფოქოქი 49) - 3ლ: გიტო (1 2) თერნერი; 2გ 2ჯ: გიტო

აფრ: პინარი (ფ.სტეინი 74) პიტერსენი (იაკობსი 65) ფური დეფილიერსი ჰაბანა <10-9> მ.სტეინი დიუპრე (იანარი 76) / მთავარირა ბ.დიუპლესი (რალეპელე 76) ჯ.სმიტი კაპ (ი.დიუპლესი 76) ბოთა (ბეკერი 55) მეტფილდი; ბრიუსო ჟ.სმითი (ბერგერი 55) სპისი - 4ლ: დიუპრე ფური ჰაბანა (3 4) 3გ 2ჯ: მ.სტეინი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) პერთი, სუბიაკო ოვალი (36 148)

0:7(7) 0:12(10) 0:15(17) 3:15(28) 3:22(34) 6:22(40) /
13:22(44) 13:29(54პ) 13:32(68) 18:32(75) 25:32(80)

გამეორებით გლობალზე: ორ 11.00 - სამ 14.30 - ხუთ 02.30 - პარ 06.00

>>>     სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 115-45 (321-193 მეტრი) გარღვევა 1-1; პასი 151-66, კონტაქტში 9-7; ფეხით 28-28, კარში მიწიდან 4/7-5/7, არეკნი 0-0; ბურთი რაქიდან 48-70, აცლა 11-13; ბოჭვა 53-139, გატარება 8-11; დაჯარიმება 4-18; თავისი^მეტოქის შერკინება 7^2-11^2; დერეფანი 6^2-6^5

ბოჭვა: 18 სპისი; 17 ბრიუსო; 14 მეტფილდი; 13 ბ.დიუპლესი; 10 ჯ.სმითი; 9 მ.სტეინი; 8 ბოთა ჟ.სმითი; 7 ჰაბანა; 6 თერნერი ელსომი დეფილიერსი ჯ.სმიტი; 5 ჩიზომი მთავარირა ბეკერი ბერგერი ^ გატარება: 2 ოქონორი ბოთა

დაჯარიმება: 4 მთავარირა; 3 მეტფილდი სპისი; 2 ჯ.სმითი ^ ბურთის კარგვა: 5 ელსომი; 3 თერნერი ფური; 2 ეშლი-კუპერი ჰორვილი ჰაბანა

ნავარდი (მეტრი: 63 ელსომი, 48 გიტო, 44 თერნერი, 35 ჰაბანა ... 0 ჰაინსი!

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: გიტო 4/31/13, ბერჯესი 1/48/4, გენია ? (ვერა ცნობენ) - მ.სტეინი 12/10/3, დიუპრე 5/35/6

ხაზი (პ/შ: ეშლი-კუპერი 4/11, თერნერი 4/8, ოქონორი 6/3 - დეფილიერსი 2/6, ჰაბანა 3/3; ფური პიტერსენი 0/2; პინარი 2/1

მარბიელები (პ/შ: ელსომი 2/12, რობინსონი 3/8, ჰორვილი 3/7, ჯ.სმითი 7/6, მური 4/6, ჩიზომი 1/6, ელიგზანდერი 0/6 - სპისი 6/8, მთავარირა 0/4, ჟ.სმითი 2/3

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია$

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია$ - ზელანდია

სიდნეი

18:19

6 29/08 ავსტრალია$ - აფრიკა$ პერთი 25:32

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

17 +40 120:80 3-0 1-0 8/7 1

ზელანდია

8 -14 79:93 1-0 1-2 4/4 0

ავსტრალია

3 -26 76:102 0-2 0-2 6/7 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>