ალბათობა მცირეა

   სამხრეთული "სამი ერის" მეშვიდე შაბათს, ჩვენებურად დღის ორზე, ლიდერი, აფრიკის "ბოკე" გასვლაზე ზედიზედ მეორედ რომ ხვდება მაჩანჩალას, ავსტრალიის "ვოლაბიზს", ვადამდე საჩემპიონოდ რვაზე ნაკლებით წაგებაც ყოფნის, მაგრამ სპორტის არსია და ახლაც მოგებაზე ითამაშებს.

წინა შაბათს იაპებმა უსიტყვოდ გააბურთავეს ოზები. ის შებმა ქვეყანა-კონტინენტის დასავლეთ კიდეზე იყო, რე-მატჩი კი აღმოსავლეთ ნაპირზე, ტროპიკულ-ჰავიან ბრისბენშია, სადაც ბოკე პოსტ-აპარტეიდულ ხანაში ექვსიდან ექვსჯერ დამარცხებულა, ბოლო სტუმრობაზე კი, სამი წლის წინ, სულაც 0:49 განადგურებულა.

ეს სტატისტიკა აფრიკის მულატ გურუს, პიტერ დეფილიერსს ოდნავაც არ ადარდებს, რადგან მაგარი ანსამბლი შეუკრებია. ადამიანის მიერ მოგონილ თამაშთაგან ყველაზე გუნდურში, რაგბში გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ჰოდა, წლეულს ბერგერის, ჰაბანას, ჟან დეფილიერსისა და დიუპრეს კვალად ჟაკ ფურიც რომ იხვეჭს 50-ე კეპს, ბოკეს რაზმი ნაწრთობი და კვლავაც მზარდი გამოუდის.

ფსონ-რიცხვები იგივეა, რაც წინა რაუნდში. აფრიკა ირბ-ის რეიტინგში პირველობას მხოლოდ მაშინ დაკარგავს, თუ 15 ქულაზე მეტით დამარცხდება, რისი ალბათობაც ერთობ მცირეა. სტუმრებმა 15-ეულსა და მარქაფაში თითო კაცი შეცვალეს და ისიც ტრავმათა გამო: გარემარბად ჯეიპი პიტერსენის მაგივრად ზანგივე ოდვა ნდუნხანე დაიწყებს, ორ-მეტრა ანდრის ბეკერის ადგილზე კი რეზერვში უნივერსალი და გამრჯე დანი როსუ დაჯდება.

კუნძულელი ეგონათ

ბოლო წლების კანონზომიერება ახლაც ძალაშია და მსაჯი ჯარიმათა მეტ წილს მასპინძლის სასარგებლოდ ნიშნავს. პერთში ჩაქცეულ შერკინებაში, როგორც წესი, ბოკე მტყუნდებოდა, რაზეც კადნიერმა დეფილიერსმა დუბლინში იმეილი გაუგზავნა ირბ-ის რეფთა გადიას, ზელანდიელ პედი ობრაიენს, თუ ღმერთი გწამს, გამაგებინე, რა გვეშლება, თორემ ჩემდათავად ვერაფერს მივხვდიო.

ავსტრალიამ "სამ ერზე" შარშანდლის ჩათვლით ზედიზედ ექვსი თამაში რომ წააგო, ზელანდიელ მოძღვარ რობი დინსს მოთმინების ფიალა აევსო და ხუთი დამწყები დაიწუნა: სამი მარქაფაში ჩააქვეითა, ორი კი (რიჩარდ ბრაუნი, რაიან ქროსი) 22 კაცშიც აღარ ჩაწერა. უკანა ხაზში გამოჩნდა ერთბაშად ორი "ფეხოსანი" - ფრთა დრუ მიჩელი და მოკეთებული მეორე მგეზავი ბერიქ ბარნსი; კვაჭად და მღლეტელად ჯეელები, ტატაფუ პოლოტა-ნაუ და დევიდ ფოქოქი ითამაშებენ; ხოლო კაპიტანი ჯორჯ სმითი შერკინებას შეკრავს.

და მაინც, ყველაზე საგულისხმო სიახლე 9 ნომერზეა - ტესტს პირველად იწყებს 21 წლის პაპუასი სანჩეს "ვილ" გენია, ვინც პოლიტიკოსის ვაჟია, ბავშვობაში კრიკეტს ეტანებოდა და ბრისბენში სწავლისას რაგბში იმადღა ჩაება, რომ კლასელებს კუნძულელი ჰგონებიათ. წლის დამდეგს გენია ზე 14-ის მაჩანჩალა "რედსში" დამკვიდრებაზე ოცნებობდა, მაგრამ იმოტოლა ნიჭი გამოავლინა, რომ აგერ, "ვოლაბიზი" მის იმედადაა.

>>>     მეშვიდე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

<<<     ავსტრალია - აფრიკა

>>     ვოლაბიზი

ბეკ) 15 ჯეიმზ ოქონორი, 14 ლოქი თერნერი, 13 ადამ ეშლი-კუპერი$ 12 ბერიქ ბარნსი* 11 დრუ მიჩელი^ 10 მეტ გიტო, 9 ვილ გენია^ /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ^ 3 ბენ ელიგზანდერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 მარკ ჩიზომი; 6 როკი ელსომი, 7 დევიდ ფოქოქი^ 8 ჯორჯ სმითი$ კაპ

მრქ) 22 პიტერ ჰაინსი# 21 ქეიდ კუპერი, 20 ლუკ ბერჯესი# / 16 სთივენ მური# 17 პეკ ქოუანი* 18 დინ მამი, 19 ვაიკლიფ პალუ*

>>    ბოკე

ბეკ) 15 რუან პინარი, 14 ოდვა ნდუნხანე* 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნე სტეინი, 9 ფური დიუპრე /

ფორ) 1 თენდაი-ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 ჯონ სმიტი კაპ; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 ჰაინრიხ ბრიუსო, 7 ჟოან სმითი, 8 პიერ სპისი

მრქ) 22 ფრანს სტეინი, 21 ადი იაკობსი, 20 რიკი იანარი / 16 ჩილიბოი რალეპელე, 17 იანი დიუპლესი; 18 დანი როსუ* 19 სხალკ ბერგერი

>>    მსაჯები

რეფ) ვეინ ბარნსი (ინგ; კიდ) ბრაის ლორენსი / ვილი მანრო; ვიდ) ქრის პოლოქი (ზელ)

შაბ 5/09    ბრისბენი, სანკორპი (ლენგ პარკი)

>>    გლობალ ტვ

ცოცხლად: 14.00 საქ (54 არხი)
გამეორებით: შაბ 21.00 - კვი 06.00 11.30 - ორ 18.00 - სამ 14.30 - ოთხ 15.30 - ხუთ 03.00

>>    ფსონები

მოგება (წინა კვირაში: ავს 2.5 (2.4 - აფრ 1.5 (1.55 * ფორა 5.5 (4.5)
სხვაობა: ავს>13 6.0, ავს[1-12] 3.5, ფრე 29.0, აფრ[1-12] 2.9, აფრ>13 3.25 (ყველაფერი იგივე)
ჩემპიონობა: აფრ 1.02 (1.22, ზელ 11.0 (4.25)

>>    ბალანსი

სულ (1933-2009) 67: 26-40*1
ავსტრალიაში (1937-2009) 29: 17-11*1

სამ ერზე (1996-2009) 30: 13-16*1
სამ ერზე ავსტრალიაში (1996-2009) 15: 11-3*1
ბრისბენში (1956-2006) 9: 7-2

შარშან 2-1 (16:9 პერთი 19/07, 27:15 დურბანი 23/08, 8:53 იოჰანესბერგი 30/08)

>>    ირბ-ის რეიტინგი

31/08) 1 აფრიკა 9186, 2 ზელანდია 9036, 3 ავსტრალია 8424 - 4 ირლანდია 8327, 5 საფრანგეთი 8148, 6 არგენტინა 8129, 7 ინგლისი 8123, 8 უელსი 8074 * პლუს-მინუსი: აფრ 67 ავს

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია$

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია$ - ზელანდია

სიდნეი

18:19

6 29/08 ავსტრალია$ - აფრიკა$ პერთი 25:32

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

17 +40 120:80 3-0 1-0 8/7 1

ზელანდია

8 -14 79:93 1-0 1-2 4/4 0

ავსტრალია

3 -26 76:102 0-2 0-2 6/7 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 14.05

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>