საუკეთესო საჩუქარი

   სამხრეთული "სამი ერის" მეშვიდე შაბათს ლიდერი და ფავორიტი, აფრიკის "ბოკე" დანავსულ ბრისბენში ბარაქიანად რომ დამარცხდა უკან-დასახევ-გზა-მოჭრილ ავსტრალიის "ვოლაბიზთან", ჩემპიონად კურთხევა მინიმუმ შემდეგ შაბათამდე გადაედო.

აფრიკას ტიტულის დასაბევებლად რვაზე ნაკლებით წაგებაც ყოფნიდა, მაგრამ ივნისიდან ლამის უცვლელი 15-ეულით რაგბობის გამო ისე გადაიღალა, რომ ბოლო მეოთხედში ვეღარაფერი გააწყო ოზებთან. ამათ, ბურთაობის ცოდნის მიუხედავად, "სამი ერის" ოთხივე თამაში უჯიგრობით წაეგოთ, მაგრამ მედიასა და ქომაგებს მაგრად რომ გაეჯორათ, ბრძოლის იშტაზე მობრძანებულიყვნენ, ხოლო ბოკეს აშკარად აკლდა ტრადიციული, ბურული ჟინი.

რაც 1992 წელს იზოლაციიდან დაბრუნდა, აფრიკამ ბრისბენში მეშვიდე ჩასვლაზეც წააგო, 13-კაცა ლიგის ტაძარ "ლენგ პარკზე" კი ბოლო სამ მატჩში ლელო ეგრეც ვერ დაუდო ვოლაბებს. ამათ, წინა სამი ერიდან მოყოლებული, ექვსზე გაწყვიტეს წაგებათა წყება, რითაც საუკეთესო საჩუქარი მიართვეს კივ გურუ რობი დინსს, ვინც პარასკევს 50 წლისა მოიყარა და ზედიზედ მარცხების შემდეგ თავს იმართლებდა, გუნდი იზრდება, ოღონდაც ხავსივით შეუმჩნევლადო.

ზუსტად და დროულად

დინსის "ვოლაბთა" საშუალო ასაკი 24 წელია, უხუცესი - კაპიტანი ჯორჯ სმითი კი ოცდაათის გაისადღა შესრულდება. ზე-რაგბში თავ-გამოჩენილი რობი ნაკრებთან მეორე წელია მუშაობს და თანდათან აწინაურებს ჯეელებს. ახლაც, აფრიკასთან, გაამართლეს მღლეტელმა დევიდ ფოქოქმა და პაპუასმა ჰავბეკმა ვილ გენიამ, ვინც ისე ზუსტად და დროულად აწვდიდა ოვალს მეტ გიტოსა და ბერიქ ბარნსს, რომ ამათ საბურთაოდ ხელ-ფეხი გაეხსნათ.

ეტყობა, წარსულს ჩაბარდა შერკინებაში ოზთა სიძაბუნეც. ბენ რობინსონმა ორჯერ წამოაყენა ბოკეს კაპიტანი ჯონ სმიტი, ვინც წლევანდლამდე კვაჭი იყო და ამპლუა რომ არ შეეცვალა, 15-ეულში ვეღარ მოხვდებოდა, რაღაი ბისმარკ დიუპლესი მსოფლიოს საუკეთესო ჰუქერია. აფრიკას შესვენებამდე ოთხჯერ შეეძლო ლელოს გატანა, მაგრამ თუ შანსთა ფლანგვაზე მიდგება საქმე, მაშინ ეგეც სათქმელია, რომ ავსტრალიას თვისტომმა ტელი-რეფმა სამჯერ ვერ დაუმტკიცა ლელო და ვოლაბიზი კიდევ ოთხჯერ შევიდა წითელ ზოლში.

ჟაკს სამჯერ შეეძლო

პირველ ტაიმში სულ ხუთი გოლი გავიდა, მაგრამ პუბლიკას მოსაწყენად სად ეცალა? ბურთაობა ისე მარდი, ხოლო ბრძოლა იმდენად სასტიკი იყო, რომ დაშავდნენ ლოქი თერნერი, ტატაფუ პოლოტა-ნაუ და ბრაიან ჰაბანა. ამან 0:3-ზე ორჯერ იხსნა ბოკე: მე-16 წუთზე გენიას მიერ კუთხეში შეგზავნილ თერნერს ალამთან გააგდებინა ბურთი, ორ წუთის შემდეგ კი შებოჭა გიტო, ვინც ხაზი კოხტად გაჭრა, მაგრამ ოვალს ვეღარ შეელია; არადა, ბარნსი მიყვებოდა.

აფრიკის შუამარბი ჟაკ ფური 50-ე კეპს იხვეჭდა და სამჯერ შეეძლო ლელოს გატანა: ჯერაც 0:0-ზე წყვილებად დამდგარი ბოკეს ხაზი გაიშალა და ოზები დააბნია, მაგრამ თერნოვერიდან გიტომ თავისი ლელოდან გამოაქცუნა ადამ ეშლი-კუპერი; მე-15 წუთზე, სმითს რომ დაუვარდა ოვალი, იუბილარმა ჰაბანასა და რუან პინართან წაიბურთავა; 23-ე წუთზე კი ფური ჟან დეფილიერსმა შეუშვა ღრეჩოში, მაგრამ დრუ მიჩელმა და ჯეიმზ ოქონორმა გააჩერეს.

გიტომ ჭკუა იხმარა

გიტომ პირველი ჯარიმა 45 მეტრიდან შეაგდო, მეორე კი ახლოდან. აფრიკამ ორჯერ კარგად ააგორა მოლი, მორნე სტეინმა კი არეკნი მას შემდეგ გაიტანა, რაც ვოლაბებმა საკუთარი დერეფანი წააგეს. სახიფათოდ დაწყებული იერიში რომ შეფერხდა, გიტომ, კივებთან წაგებისგან განსხვავებით, ჭკუა იხმარა და ახლოდან დაკრა არეკნი, რომლის ჩასათვლელადაც მსაჯმა ტელი-რეფი მოიკითხა, მაგრამ მორნემ იქვე გამოიყენა რაქში მოპოვებული ჯარიმა.

ზედ შესვენების წინ მსაჯმა შენიშნა, რომ ფური დიუპრემ ჰაინრიხ ბრიუსოს ბურთი წინ მიაწოდა და ლელო გააუქმა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ბოკეს თერნოვერი შეემთხვა, მაგრამ გიტოს ბურთი დაუვარდა და ვოლაბიზს სამ-კაცა მეტობა ოხრად დაურჩა. ოზთა ბედად, მორნეს 30 მეტრიდან გაუცუდდა არეკნი და ანგარიში კიდევ 20 წუთი იყო 9:6, მასპინძელთა სასარგებლოდ.

კაცის გამოტოვებით

53-ე წუთზე რეფმა ბოკე დერეფანში თეფით დასაჯა, როკი ელსომის რეიდს კი ჯარიმა მოყვა. ის უცბათ გაათამაშა გენიამ და ორთან ჭიდილში ლელოს მიწვდა, მაგრამ ვიდეოზე გამოჩნდა, რომ დიუპრემ დამიწებამდე წაართვა ბურთი. შერკინებიდან ოზებმა ბევრი უტიეს, მაგრამ ცქნაფა ოდვა ნდუნხანეს პირისპირ დარჩენილ ვირგლა ელსომს ოვალი დაუვარდა, აქედან 7 წუთის შემდეგ კი გიტომ კუთხისკენ რომ გააგორა, ადი იაკობსმა აიღო, მერე კი ქარაფშუტულად მოისროლა და გიტო ალამთან შეხტა.

ტელი-რეფმა მესამედაც ინამუსა და დაასკვნა, რომ დამიწებამდე ჟაკმა კიდეზე დააბიჯებინა მოიერიშეს. სამართალმა იქვე ჭამა პური: ბარნსმა კაცის გამოტოვებით ეშლი-კუპერი ღრეჩოში შეაფრინა. მერე ბოკე შერკინებაში კიდევ წამოდგა, მაგრამ გიტომ 41 მეტრიდან ააცილა კარს; წითელ ზოლში დაკარგეს ოვალი გენიამ და ელსომმა; ნორჩმა ოქონორმა 40 მეტრიდან ამაოდ სცადა არეკნი, პინგ-პონგის შედეგად კი ნირ-წამხდარ დიუპრეს კონტაქტში რომ გააგდებინეს ბურთი, ვუნდერკინდმა აიტაცა და გაიძუნძულა.

მეშვიდე შაბათი

>>>     ავსტრალია 21:6 აფრიკა

ავს: ოქონორი თერნერი (ჰაინსი 32) ეშლი-კუპერი ბ.ბარნსი (ქ.კუპერი 76) მიჩელი <10-9> გიტო გენია / რობინსონი პოლოტა-ნაუ (მური 34) ელიგზანდერი (პ.ქოუანი 78) ჰორვილი ჩიზომი; ელსომი ფოქოქი ჯ.სმითი კაპ - 2ლ: ეშლი-კუპერი ოქონორი; გ 2ჯ ა: გიტო

აფრ: პინარი (ფ.სტეინი 68) ო.ნდუნხანე ფური დეფილიერსი ჰაბანა (იაკობსი 36) <10-9> მ.სტეინი დიუპრე / მთავარირა ბ.დიუპლესი ჯ.სმიტი კაპ; ბოთა (როსუ 60) მეტფილდი; ბრიუსო (ბერგერი 60) ჟ.სმითი სპისი - ჯ ა: მ.სტეინი

რეფ ვ.ბარნსი (ინგ) ბრისბენი, სანკორპი (47 481)

3:0(6) 6:0(27) 6:3(29ა) 9:3(35ა) 9:6(37) / 16:6(64) 21:6(76)

გამეორებით გლობალზე: ორ 18.00 - სამ 14.30 - ოთხ 15.30 - ხუთ 03.00

>>>     სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 62-63 (332-293 მეტრი, გარღვევა 7-3; პასი 113-79, კონტაქტში 3-7; ფეხით 42-38, კარში მიწიდან 3/5-1/1, არეკნი 1/2-1/3; ბურთი რაქიდან 56-43, აცლა 20-20; ბოჭვა 61-93, გატარება 7-11; დაჯარიმება 8-13; თავისი^მეტოქის შერკინება 9^2-12^0; დერეფანი 11^1-12^3

ბოჭვა: 10 მ.სტეინი; 9 მეტფილდი; 8 გიტო ფოქოქი ბრიუსო სპისი; 7 ბარნსი მთავარირა ჟ.სმითი; 6 ჯ.სმიტი; 5 ჰორვილი დეფილიერსი ჰაბანა დიუპლესი ბოთა ^ გატარება: 2 ბარნსი მიჩელი გიტო დეფილიერსი დიუპრე ბრიუსო

დაჯარიმება: 3 ბრიუსო; 2 დიუპლესი ბოთა ჰორვილი ^ ბურთის კარგვა: 4 ეშლი-კუპერი; 3 გიტო გენია; 2 ჰაინსი პინარი ფური ჰაბანა დიუპრე ბრიუსო სპისი

ნავარდი (მეტრი: 72 ეშლი-კუპერი, 70 ოქონორი, 57 ფური, 44 ელსომი, 40 დეფილიერსი, 36 დიუპრე

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: გიტო 11/14/1, ბარნსი 7/15/2, გენია 7/48/5 - მ.სტეინი 14/13/2, დიუპრე 6/42/5

ხაზი (პ/შ: ეშლი-კუპერი 1/7, ოქონორი 6/6, მიჩელი 4/4 - პინარი 3/6, ნდუნხანე 0/6, დეფილიერსი 0/5, ფური 5/4

მარბიელები (პ/შ: ელსომი 5/6, ჩიზომი 0/5, ჯ.სმითი 10/4, ჰორვილი 0/4 - სპისი 4/9, ჟ.სმითი 0/8, დიუპლესი 4/4

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია$

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია$ - ზელანდია

სიდნეი

18:19

6 29/08 ავსტრალია$ - აფრიკა$ პერთი 25:32
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 21:  6

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

17 +25 126:101 3-0 1-1 8/9 1

ზელანდია

8 -14 79:93 1-0 1-2 4/4 0

ავსტრალია

7 -11 97:108 1-2 0-2 8/7 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>