განაცხადები განახლდა

   რაგბის შინაური ჩემპიონატი ერთ თვეში, ავსტრალიური პლეი-ოფით დასრულდება, თავად ოზებს კი ამ სპორტის პირველობა რომ არა აქვთ, ჩვენს მიერ გადმოღებული და ქართული პირობებისადმი მისადაგებული სისტემით, ეროვნული, 18-კაცა ფეხბურთის ჯილას ავლენენ სექტემბრის ბოლო შაბათს.

შინაურ რაგბში ზაფხულის არდადეგები დასრულდა და სატრანსფერო სარკმელიც დაიხურა, რის შემდეგაც კავშირის საითზე უმაღლესი ლიგის რვავე გუნდის განახლებული განაცხადები გამოქვეყნდა. დაინტერესებული მკითხველი მათი შესწავლით დაადგენს, რომ 358 კაცი თამაშობს ელიტაში - ძირითად ჩემპიონატსა და დუბლებში, და კიდევ მინიმუმ 200, უმაღლესივით 8-გუნდა, პირველ ლიგაში.

საითი გარდაქმნის პროცესშია. იცვლება დიზაინი. თუ აქამდელი ღვინის, ოქროს, ვერცხლისა და მელნის ფერთა პასტელური ნაზავი იყო და სამი ფრეიმის ქონის გამო აღიზიანებდა განათლებული უცხოეთის რესურსებზე გაზრდილ, დახვეწილი ვებ-გამოვნების ხალხს, ახლის გამაში ალუბლის, ვარდისა და ნაცრის ფერი ჭარბობს ძირეულ შავ-თეთრთან ერთად და პროფესიული არქიტექტონიკისა გამო, აქტუალური მასალის მეტი წილიც უწინდელივით თვალში აღარ ეჩრება მუშტარს.

ძველებურად, შაბათობით

არდადეგები გუნდების მეტმა წილმა ზღვის პირას რომ გაატარა, თასის პირველი ნახევარფინალები და ჩემპიონატის წყვილი მატჩიც ნეიტრალურ ფოთში მოეწყო. კვლავ უდანაკარგოდ რაგბობს "ლელო", ვინც უახლოეს მდევარს სამ-ნახევარი მოგებით უსწრებს; თავი თითქმის ქუდში აქვს ჩემპიონ "ლოკომოტივსაც", წრიული სტადიის ფინიშამდე სამი რაუნდით ადრე კი პლეი-ოფის დანარჩენი ორი საგზურისთვის ხუთი ქულის ფარგალში გაბნეული ოთხი გუნდი იბრძვის.

უცხოურ ვოიაჟთა გამო რომ მოგროვდა გადადებული თამაშები, კავშირმა ერთი ხანობა საშეჯიბრო ციკლიც დაამოკლა, მაგრამ ფინიშზე ყველაფერი ძველებურად იქნება და მატჩები მხოლოდ შაბათობით მოეწყობა. დანარჩენი რაგბეთისგან განსხვავებით, გაუსაძლისად სისხლ-სავსე პროგრამას რომ შეჭიდებიან ფრანგები, უქმეები აგერ უკვე მერამდენე წელია, ვეღარ ყოფნით. ჰოდა, ტოპ 14-ის ბოლო სამი რაუნდი რვა დღეში ჩაატიეს.

>>>    საქართველოს თასი

<<    ნახევარფინალი (ფოთი)

28/08 აკადემია 10:17 ლოკომოტივი
29/08 აია 12:30 ლელო

>>>    საქართველოს პირველობა

<<    ხუთ 3/09 ^ 11.რაუნდი

უნივერსიტეტი 6:18 ბათუმი XV
ვისოლი ყოჩები 20:37 ლელო
(ფოთი) აკადემია 21:21 ლოკომოტივი
(ფოთი) აია 32:13 რუსთავი

უმაღლესი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლელო 22 11-0 355:172
ლოკომოტივი 15   7-3*1 176:155
აკადემია 13   6-4*1 186:172
ბათუმი XV 11   5-5*1 187:208

ვისოლი ყოჩები

10

  5-6

175:178

აია ქუთაისი 8   4-7 161:148
ხარები რუსთავი 5   2-8*1 106:193
უნივერსიტეტი 4   2-9 120:240

ავსტრალიურ პლეი-ოფში ოთხი მოწინავე გადის
ბოლო ვარდება, ბოლოს წინა დარჩენაზე თამაშობს

<<    სამ 8/09 ^ 12.რაუნდი (17.00)

რუსთავი (სასტუმრო) ვისოლი ყოჩები
ლელო (სინათლე) აკადემია
ლოკომოტივი (შევარდენი) უნივერსიტეტი
ბათუმი (ანგისა) აია

<<    კვი 13/09 ^ 13.რაუნდი (17.00)

რუსთავი (სასტუმრო) ლელო
ლოკომოტივი (შევარდენი) ვისოლი ყოჩები
უნივერსიტეტი (სინათლე) აია
ბათუმი ^ორ14/09 (ანგისა) აკადემია

<<    შაბ 19/09 ^ ბოლო, 14.რაუნდი

უნივერსიტეტი - რუსთავი
ლელო - ლოკომოტივი
ვისოლი ყოჩები - ბათუმი
აია - აკადემია

პლეი ოფი (ფინალები)

შაბ 26/09

შესარჩევი 1 - 2
გასავარდნი 3 - 4

შაბ 3/10 (წაგებულს ბრინჯაო)

წინასწარი შეს^წაგ - გას^მოგ

შაბ 10/10 (ბზის თასი)

დიდი შეს^მოგ - წინ^მოგ

ვარდისფერი ვერსია

კალენდარი ცოტათი არია "ღორის გრიპმა", რის გამოც წაუგებლად მოასპარეზე "კასტრს" ორი მატჩის გადადება მოუხდა. ხუთი რაუნდის შემდეგ ლიდერობს ჩემპიონი "პერპინიანი", ვინც მონპელიეში 12:18 კი წააგო, მაგრამ მერე 17:15 ძლია "ტულუზი". ამას ბოლო რაუნდში 19:12 მოუგო ფინალებში დაბრიყვებულმა "კლერმონმაც", შეჯიბრს კი ეშხს მატებენ ინგლისიდან მოსულები: ჯონი ვილკინსონი "ტულონში" უბერავს, ხოლო გრძელ-თმა-წვერიანი სებასტიან შაბალი "მეტროში"

წინა წლებისგან განსხვავებით, "ევრო სპორტ 2" აღარ გადმოცემს ტოპ 14-ს, რაც საწყენია, რაღაი კვირეულ "ტოტალ რაგბში" ჩანს, რომ სტადიონები დამშვენებულა და რაგბიც უფრო შინაარსიანი გამხდარა. უჭირს პარიზის პირველ გუნდს, "სტადს", მაგრამ შარშანდელი, ულტრა-თანამედროვე მოდური ნოვაცია კიდევ განუვითარებია და კონკიას ჯინსური კვართის ვარდისფერი ვერსიაც გამოუტანია ფანთა სამსჯავროზე.

>>>    საფრანგეთის "ტოპ 14"

5 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

პერპინიანი 17 4-1 98:76 1
კლერმონი 16 3-1*1 127:81 2
ტულუზი 15 3-2 103:70 3
ტულონი 15 3-1*1 108:86 1
კასტრი 13 3-0 86:39 1
ბრივი 12 2-2*1 87:73 2
ბიარიცი 11 2-3 116:96 3
ბეიონი 10 2-3 137:97 2
მეტრო რასინგი 10 2-3 77:84 2
მონტობანი 9 2-2 83:109 1
ბურგუენი 8 2-3 85:149 0
მონპელიე 8 2-3 93:136 0
სტად ფრანსეზი 7 1-3*1 148:156 1
ალბი 2 0-4 34:112 2

მელბურნული ინტრიგები

ტელე-ეკრანზე ფრანგული რაგბის მაგივრობას წევს სამხრეთ-აფრიკული, რომლის "ქარრის თასის" ორ-ორ თამაშს ყოველ ვიქენდზე, ჩვენებურად საღამოს, ცოცხლად გადმოცემენ "გლობალის" დუბაური არხები. ვიდრე "ბოკე" "სამ ერშია" ჩაბმული, ბარემ 25 უკეთესი იაპი შინაური ასპარეზისთვის ვერ იცლის, მაგრამ ამოიწურება სანაკრებო პროგრამა და თასზე ჯერაც ოთხი რაუნდი და ორ-წრიანი პლეი-ოფი იქნება გასამართი.

ელიტის რვა გუნდიდან ექვსი ერთურთის ღირსია, მაგრამ ზღვის კიდელები - ჩემპიონი შარქსი და დასავლეთი კონცხი (ზე 14 სტორმერზი) კი მაინც ჯობიან ზეგნელ ოთხეულს. აფრიკამ პერთში რომ დააყუმბარა ავსტრალია, კონცხმა შარქსი სტუმრად 18:9 ძლია, ოზთა ბრისბენული რევანშის საღამოს კი, შინ მეორე ტაიმშიღა გატეხა ბულზი და შესვენებაზე ოთხით ჩამორჩენილმა, ექვსით მოიგო 25:19

ქარრის ფინალი 31 ოქტომბერსაა, კონცხი კი აღმოსავლეთიც არსებობს. ამას ორ მეზობელთან ერთად შეუქმნია "საზერნ ქინგზი" და 2011 წლიდან, ზე 15-ის ავსტრალიის კონფერენციაში აპირებს ჩაბმას. ლოჯისტიკურ მოსაზრებათა გამო, იაპებს ტენდერში გამარჯვების შანსი მცირე აქვთ, მაგრამ მელბურნის სამი ჯგუფი - ვიქტორიის შტატის კავშირი, ევრო-ფეხბურთის კლუბი "ვიქთორი" და სიდნეიდან მართული კონსორციუმი - საერთო ენას რომ ვერ ნახულობს, გამორიცხული არაფერია.

>>>    აფრიკის "ქარრის თასი"

9 რაუნდი

მ-წ

გატ:გაშ

პრ

შარქსი 32 7-2 273:128 4
დას.კონცხი 32 7-2 259:153 4
ხრიკვაზი 29 6-3 277:244 5
ბულზი 26 5-4 228:176 6

ჩიტაზი

24

5-4

306:158

4

ლაიონზი 21 4-5 197:184 5
ლეოპარდსი 6 1-8 181:359 2
კავალიერზი 5 1-8 108:408 1

წმინდანები უქმობენ

ვიდრე ავსტრალიაში ზე 15-ის წყალობით რაგბის სეზონი დაგრძელდებოდეს, 15-კაცა თამაში აგვისტო-სექტემბერში 18-კაცა რულზისა და 13-კაცა ლიგის ჩრდილში ექცევა. "გლობალზე" ორივე რეგულარულად გადმოიცემა, ოღონდ თუ 13-კაცა ევროპული "სუპერ ლიგითაა" წარმოდგენილი, რულზისას არ გვაკლებენ არც სამ-საათა ლაივებს და არც "ტოიოტას" დაფინანსებულ საათიან მიმოხილვებს.

რულზის მთავარი ამქარი, ვფლ ჯერ კიდევ 1897 წელს შეიქმნა მელბურნში, ხოლო სრულიად ავსტრალიის აფლ-ად 1990 წელსღა გადაკეთდა. "სელერი კეპისა" და დრაფთის წყალობით ლიგის დასი იმდენად თანაბარია, რომ ბოლო 14 სეზონში 16-ვე კლუბი მინიმუმ თითოჯერ მოხვედრილა უკეთეს ოთხეულში, ჩემპიონი კი (ოზურად "პრემიერი") ათი (!) გუნდი გამხდარა.

ვფლ/აფლ-ის 16-გზის ჯილები არიან მელბურნის კლუბები, ესენდონი და კარლტონი, მაგრამ წლეულს ბადალი არა ჰყავს ამ ქალაქისვე სენთ-ქილდას, ვინც აქამდე ერთადერთხელ, 43 წლის წინ ყოფილა ჩემპიონი, დიდი ფინალში კი ბოლოჯერ 12 წლის წინ გასულა. "წმინდანებმა" ძალუმად ჩაატარეს სეზონი და პირველი მარცხი ბოლოს წინის წინა, მე-20 რაუნდშიღა იგემეს (108:110 ესენდონი) მაგრამ პლეი-ოფის სტარტზე ივარგეს და წინასწარ ფინალამდე იუქმებენ.

>>>    ოზი რულზის აფლ

22 რაუნდი

მ-წ*ფ

გტ/გშ%

სენთ ქილდას წმინდანები 80 20-2 155.7
ჯილონგის კატები 72 18-4 127.4
დას.მელბურნის ბულდოგები 60 15-7 122.6
ქოლინგვუდის კაჭკაჭები 60 15-7 122.3

ადელაიდის ყვავები

56

14-8

117.6

ბრისბენის ლომები 54 13-8*1 106.7
კარლტონის ლურჯები 52 13-9 110.5
ესენდონის ბომბდამშენები 42 10-11*1   97.8

ჰოვსორნის ქორები (ჩემპ)

36

  9-13

  92.5

პორტ ადელაიდის ძალა 36   9-13   88.7
პერთის არწივები 32   8-14   93.3
სიდნეის გედები 32   8-14   93.1
ჩრდ.მელბურნის კენგურუები 30   7-14*1   83.4
ფრიმენთლის დოკერები 24   6-16   77.3
რიჩმონდის ვეფხვები 22   5-16*1   74.3
მელბურნის დემონები 16   4-18   74.7

<<    პლეი-ოფი

# გავარდა, x უქმობს, $ მეორე შანსი

  4/09 ადელაიდა 166:70 ესენდონი#
  5/09 ჯილონგი 96:82 ბულდოგები
  ბრისბენი 111:104 კარლტონი#
  6/09 სენთ ქილდა 80:52 ქოლინგვუდი

11/09

ბულდოგები$

-

ბრისბენი

12/09 ქოლინგვუდი$ - ადელაიდა

18-19/09

სენთ ქილდა, ჯილონგი

-  x

26/09

დიდი ფინალი (მელბურნში)

<<    XXI საუკუნის პრემიერები

2000 ესენდონი; 2001-3 ბრისბენი; 2004 პორტი; 2005 სიდნეი; 2006 პერთი; 2007 ჯილონგი; 2008 ჰოვსორნი

<<< >>>