ერთობ მოსაწყენ ადგილას

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლოსწინა, მერვე შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, წინა ოთხი წლის ჩემპიონი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" პროვინციულ ჰემილთონში მასპინძლობს ლიდერს, აფრიკის "ბოკეს" და თუ მასზე ოთხი საცხრილო ქულით მეტს აიღებს, პირველობის შანსი კიდევ შერჩება, თუ არა და იაპები იქვე გადაიბარებენ ჩემპიონის თასს.

ბოლო ორი, საშინაო თამაშის წინ ზელანდია ძაან ბევრით, 9 ქულით ჩამორჩება აფრიკას. წინა, ავსტრალიაში წაგებული მატჩის დარად, მოგებასა და ფრეზე არცაა საუბარი - ბოკეს ღირსეული მარცხიც (1-4 2-5) აძლევს ხელს, ხოლო ოლ ბლექსს ძალუმად მოგება (5-0 5-1 4-0) ჭირდება. რაკი ახლანდელ რაგბში ლელოს გატანა ჭირს, ძნელად რომ კივებმა მიზანს ოთხჯერ უწიონ, რის გამოც იმას თუღა ეცდებიან, რომ მეტოქე შვიდ ქულაზე მეტით ძლიონ (4-0) ^ ნიხრი იხილეთ  ქვემოთ

ზელანდია "სამი ერის" 9-გზის ჩემპიონია, აფრიკა კი ოდენ ორგზის. რაც ტურნირი დაფუძნდა, ბოკეს კივეთში სულ ორჯერ (1998 2008) მოუგია თამაში. მეტოქენი ვაიქათოს ცენტრ ჰემილთონში აქამდე არასოდეს შეყრილან. ბოკე იქ ხუთშაბათსღა ჩავიდა, მანამდე კი ავსტრალიის "ოქროს ნაპირზე" ნებივრობდა.

ეს იაპთა მულატმა გურუმ, პიტერ დეფილიერსმა იმით ახსნა, რომ ზელანდიის პროვინცია ერთობ მოსაწყენი ადგილია. ამგვარი შეფასება იწყინა კივეთის პრემიერ-მინისტრმა, ჯონ ქეიმ, პოლიტიკოსისთვის სავალდებულო ეტიკეტი დაივიწყა და ბრძანა, შაბათს მაგ აფრიკელებს რომ დავანგრევთ, ჰემილთონი უფრო მეტადაც შეჯავრდებათო.

გასაუბრება უსარგებლოაო

"ოლ ბლექსისა" და ავსტრალიის "ვოლაბიზის" მუდო კივ გურუთაგან განსხვავებით, დეფილიერსი საკბილოს არ აკლებს მედიას და თავის კავშირსაც შავ დღეში აგდებს. გუნდმა ბრიტანეთის "ლომებთან" თეთრი სამკლაურები რომ გაიკეთა, 16 500 დოლარით დაჯარიმდა, ამჯერად კი "დივი" მსაჯებს გადაწვდა, ესაო და სიხარულით გვაჯარიმებენ, რადგან ჩვენი წარმატება შურთო.

მოძღვარი იმაზე წუხს, რომ მომშთობი მსაჯობით რაგბი მთლად გაბერწდება. პიტერი იმასაც ამტკიცებს, რეფთან მატჩის წინა დღით გასაუბრება უსარგებლოა, რადგან ერთ გეტყვის და მერე სულ სხვაგვარად გაირჯებაო. ავსტრალიაში მოგებულ პირველ შებმაში ბოკე შერკინებაში ბევრჯერ რომ დაჯარიმდა, დეფილიერსმა მეილიც აფრინა დუბლინში, გაგვაგებინეთ, რას ვაშავებთო, იქედან კი როყიოდ მიუგეს, მსაჯობა ამ "სამ ერში" საუკეთესო იყო და იყუჩეთო.

ექსპერტებს ბოკეს სისუსტედ მარჯვენა ბურჯად გადაყვანილი კვაჭი, ღვაწლ-მოსილი კაპიტანი ჯონ სმიტი მიაჩნიათ, ვინც თურმე თანდათან ითვისებს ხელობას. ოლ ბლექსი ჰემილთონში 2002 წლიდანღა თამაშობს და ხუთივე სტუმარი (იტალია უელსი არგენტინა ირლანდია კანადა) უძლევია.

მთელი კვირა მზიანი დარი იდგა, მაგრამ მაინც და მაინც მატჩის დღეს გაწვიმდება. წლეულს ზელანდიის წარმადობა თამაშში თითო ლელოა და კივებსაც იაპებთან, აგერ უკვე რვა ტესტია, ვერ აუღიათ პრემია, მაგრამ ნებისმიერი მოგებით კი ისევ დაწინაურდებიან ირბ-ის რეიტინგში.

აბრაგანი ბლომად აიწევა

რაზმებში სიახლე თითო-ოროლაა. ზელანდიას წინა მატჩში, სამი (!) კვირის წინ რომ დაუშავდა ორივე შუამარბი (კონრად სმითი, ლუკ მაკალისთერი) მარქაფა იხმო: მა ნონუ გამჭრელად (13) ჩააჩოჩა, სთივენ დონალდი კი მეორე მგეზავად (12) შეუწყვილა პირველს (10, დენ კარტერს. დონალდი სწორედ რომ ვაიქათოელია და წინა ჯერზე ექვსი წლის წინ დაუწყია თორმეტად, მაგრამ შარშან ას წუთზე მეტი უთამაშია კარტერის მხარდამხარ და დუეტს გუნდი უხეირებია.

კივი მგეზავები მაგარი ფეხოსნები რომ არიან, იაპებმა მათ გასამკლავებლად 10 ნომერ მორნე სტეინს მისივე მოგვარე, ფულბეკი ფრანსი შეაშველეს. დეფილიერსმა ჩვენთვის ხატოვნად, ხოლო ზეპური რაგბის აუდიტორიისთვის დაშტამპულად თქვა, როგორც ცხენებს ირჩევენ დოღის ტრასის მიხედვით, ისევე მორაგბეებს მეტოქის შესაბამისადო.

ავსტრალიასთან გურუმ მობურთალი რუან პინარი ათამაშა, ზელანდიასთან კი ამჯობინებს ჯეელს, ვისაც თავისი ნახევრიდან შეუძლია არეკნის გატანა. სხვაფრივ, აბრაგანი რომ ბლომად აიწევა, კივთა ოზ კონსულტანტს, მაიკ ბირნს ბიჭებისთვის ურჩევია, ბურთის დასაჭერად ადგილზე კი ნუ ხტებით, არამედ გაექანეთო.

>>>     მერვე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

<<<     ზელანდია - აფრიკა

>>     ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ჯო როკოთოკო, 13 მა ნონუ^ 12 სთივენ დონალდი^ 11 სიტივენი სივივატუ; 10 დენ კარტერი, 9 ჯიმი ქოუანი /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ოუენ ფრენკსი; 4 ბრედ სორნი, 5 აიზექ როსი; 6 ჯერომ კაინო, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 ქიარან რიდი

მრქ) 22 ქორი ჯეინი* 21 ისაია ტოიავა* 20 ბრენდონ ლეონარდი / 16 ალედ დემელმანჩი, 17 ჯონ აფოა; 18 ადამ თომსონი* 19 როდნი სოიალო

>>     ბოკე

ბეკ) 15 ფრანს სტეინი^ 14 ოდვა ნდუნხანე, 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნე სტეინი, 9 ფური დიუპრე /

ფორ) 1 თენდაი-ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 ჯონ სმიტი კაპ; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 ჰაინრიხ ბრიუსო, 7 ჟოან სმითი, 8 პიერ სპისი

მრქ) 22 რუან პინარი# 21 ადი იაკობსი, 20 რიკი იანარი / 16 ჩილიბოი რალეპელე, 17 იანი დიუპლესი; 18 დანი როსუ, 19 სხალკ ბერგერი

>>     მსაჯები

რეფ) ნაიჯელ ოუენსი (უელ; კიდ) ვეინ ბარნსი (ინგ / სთუართ დიქინსონი (ავს; ვიდ) ჯორჯ აიუბი (ავს)

შაბ 12/09    ჰემილთონი, ვაიქათო სთედიუმი (31 ათასი)

>>     გლობალ ტვ

ცოცხლად: 11.30 საქ (49 არხი)
გამეორებით: კვი 01.00 13.00 23.30 - ორ 11.00 23.00 - სამ 12.30 - ხუთ 02.30

>>     ფსონები

მოგება: ზელ 1.48 - აფრ 2.6 * ფორა 5.5
სხვაობა: ზელ>13 3.25, ზელ[1-12] 2.7, ფრე 31.0, აფრ[1-12] 3.25, აფრ>13 7.5
ჩემპიონობა (წინა კვირაში: აფრ 1.2 (1.02, ზელ 4.25 (11.0)

>>     ბალანსი

სულ (1921-2009) 77: 42-32*3 (1393:1178)
ზელანდიაში (1921-2008) 34: 24-8*2 (624:427)

სამ ერზე (1996-2009) 30: 21-9 (826:595)
სამ ერზე ზელანდიაში (1996-2008) 14: 12-2 (381:226)
ჰემილთონში: არასოდეს შეხვედრიან

შარშან 2-1 (19:8 ველინგტონი 5/07, 28:30 დანიდინი 12/07, 19:0 კეიპტაუნი 16/08)

>>     ირბ-ის რეიტინგი

7/09) 1 აფრიკა 9040, 2 ზელანდია 9036, 3 ავსტრალია 8570 - 4 ირლანდია 8327, 5 საფრანგეთი 8148, 6 არგენტინა 8129, 7 ინგლისი 8123, 8 უელსი 8074 * პლუს-მინუსი: ავს 146 აფრ

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია$

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია$ - ზელანდია

სიდნეი

18:19

6 29/08 ავსტრალია$ - აფრიკა$ პერთი 25:32
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 21:  6

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

17 +25 126:101 3-0 1-1 8/9 1

ზელანდია

8 -14 79:93 1-0 1-2 4/4 0

ავსტრალია

7 -11 97:108 1-2 0-2 8/7 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

11.35

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>