შანსი ოთხს რჩება

   ეროვნული პირველობის ფინიში ბევრს გვპირდება. ავსტრალიური პლეი-ოფის ბოლო ორი მონაწილე წრიული სტადიის დასკვნითი, მე-14 რაუნდის მატჩებში გამოვლინდება. მაშინვე გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, ვინც პირდაპირ დატოვებს უმაღლეს ლიგას; და საქმესაც ეგეთი პირი უჩანს, რომ "შესარჩევი ფინალის" რეპეტიცია დამატებით დატვირთვას შეიძენს, რაღაი "ლელო" სინზე "ლოკომოტივის" გამოწვევას აპირებს.

პირველი გუნდი, ლელო იმდენით უსწრებს მეორეს, ლოკომოტივს, ეს კი, თავის მხრივ, დანარჩენებს, რომ პლეი-ოფის უფროსი, შეღავათის მქონე წყვილი დაკომპლექტებულია. უმცროსში მოხვედრის შანსი ერთბაშად ოთხ მონაწილეს რჩება. ფინიშზე ესენი მართავენ შინა-ომებს. ჰოდა, ბათუმს, აკადემიასა და ვისოლ-ყოჩებს მიზნის მისაღწევად მოგება ყოფნით, ხოლო აიას საქმე უფრო რთულადაა.

ბათუმი და აკადემია სტუმრად თამაშობენ, რაც ამოცანას ურთულებთ, ქუთათურთა ბედი კი ყოჩებზეა დამოკიდებული. თუ ქვეყნის უძველესი, 50 წლის გუნდი მოიგებს, აია აპრიორი ოთხეულს მიღმა რჩება, ხოლო თუ ბათუმმა დედაქალაქში ფრეს გამოკრა ხელი და ქუთაისმა შინ ძლია აკადემია, მაშინ სამი გუნდი ქულას ტოლად მოაგროვებს და მათი მინი-ტურნირის გადათვლა მოუწევს კავშირს.

გავარდნის ამბავში საქმე მარტივადაა. უნივერსიტეტს ელიტაში დასარჩენად მოგება ჭირდება, რუსთავს კი ფრეც აძლევს ხელს. პირველი ლიგიდან პირდაპირ ამომსვლელი ბოლოსწინა რაუნდში, ამ არა და იქეთა უქმეებზე გაირკვევა: არმაზმა პირველ წრეში 9 ქულით ძლია ხულიგანა და განმეორებით რკენაში მოუწევს ფორის დაცვა, ლიდერებში ხელმოცარული კი გადათამაშებაში ორჯერ შეხვდება უმაღლესში ბოლოსწინა ადგილზე გასულს.

>>>     საქართველოს პირველობა

<<    8/09    12.რაუნდი

რუსთავი 16:18 ვისოლი ყოჩები
ლელო 32:9 აკადემია
ლოკომოტივი 32:22 უნივერსიტეტი
ბათუმი 6:6 აია

<<    13-14/09    13.რაუნდი

რუსთავი 17:27 ლელო
ლოკომოტივი 18:11 ვისოლი ყოჩები
უნივერსიტეტი 10:15 აია
ბათუმი 24:13 აკადემია

უმაღლესი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლელო 26 13-0 414:198
ლოკომოტივი 19   9-3*1 226:188

ბათუმი XV

14

  6-5*2

217:227

აკადემია 13   6-6*1 208:228

ვისოლი ყოჩები

12

  6-7

204:212

აია ქუთაისი 11   5-7*1 182:164

ხარები რუსთავი

5

  2-10*1

139:238

უნივერსიტეტი 4   2-11 152:287

ავსტრალიურ პლეი-ოფში ოთხი მოწინავე გადის
ბოლო ვარდება, ბოლოს წინა დარჩენაზე თამაშობს

<<    შაბ 19/09    ბოლო, 14.რაუნდი

უნივერსიტეტი - რუსთავი
ლელო - ლოკომოტივი
ვისოლი ყოჩები - ბათუმი
აია - აკადემია

პლეი ოფი (ფინალები)

<<    შაბ 26/09

შესარჩევი 1#ლელო - 2#ლოკომოტივი
გასავარდნი 3# - 4#

<<    შაბ 3/10 (წაგებულს ბრინჯაო)

წინასწარი შეს*წაგ - გას*მოგ

<<    შაბ 10/10 (ბზის თასი)

დიდი შეს*მოგ - წინ*მოგ

პირველი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

არმაზი 22 11-0 485:72
ხულიგანა 20 10-1 414:157

ბაგრატი

12

  6-5

216:221

თიბისი 11   5-5*1 249:281
დევები 10   5-6 232:205
აიეტი ფოთი 9   4-5*1 204:200
დინამო ივერია 2   1-9 130:386
ოზურგეთი 0   0-11 92:500

მიაბარა და გამოაფენინა

გარდამავალი, ქართული სინის ისტორია აწეწილ-დაწეწილია. ცნობილი მოქანდაკისა და მორაგბის, გია ჯაფარიძის ნახელავი ჯილდო გაზეთმა "სარბიელმა" აწ უკვე 14 წლის წინ დაუწესა ამერის გუნდებს და ორ-ნახევარ სეზონში 15-ჯერ გაათამაშებინა, მაგრამ მერე რომ იძალა პირადმა ამბიციებმა და შინაურ რაგბშიც ქაოსმა დაისადგურა, ჩემპიონატის ფარგალში გამოწვევის ტრადიცია ისე მოიშალა, რომ საქმეს თავი ავტორიტეტებმა, გიო ახვლედიანმა და ნუგზარ მალაღურაძემაც ვეღარ დაადგეს.

ვითარება გამოსწორდა ოთხი წლის წინ, ნიაზ მამრიკიშვილის, ბაჩო სვანიძის, გიორგი მამარდაშვილისა და მალხაზ კოროშინაძის ძალისხმევით. გამკაცრდა დებულება: გამოწვევის საწინდრად 40 ლარი დაწესდა, ხოლო ჯილდოს დაკარგვის ჯარიმად 550, მაგრამ შემდეგ სეზონში (2006) იდეა ისევ დავიწყებას მიეცა და ერთი ხანობა, სინის ასავალ-დასავალიც ვერავინ უწყოდა. ბედად, რელიკვია მოინახა და მას აქეთ კავშირში ინახება, რაც იმის წინა პირობაა, რომ ამიერიდან ორგანიზებულად გათამაშდება.

ჯილდოს დამწესებელი გაზეთი დღესდღეობით აღარ გამოიცემა. სინის მფლობელის, ლოკომოტივის მოძღვარმა თემურ ბენდიაშვილმა ჯილდო იმად მიაბარა და თვალსაჩინოდაც გამოაფენინა ოფისს, რომ მოცილენი გამოსაწვევად შეეგულიანებინა. სინის თავგადასავალი აისახა ქართული რაგბის მატიანის სერიალშიც, რომელიც "ოლიმპში" ქვეყნდება და კლუბი "ლელოც" იმდენად მოძლიერდა, რომ მწურთნელი ლევან მაისაშვილი ბიჭებს სინზე პირველად უპირებს გაყვანას, რითაც ლიდერთა ბოლო მატჩს მუღამი მოემატება.

>>>     სინის ყველა გათამაშება

<<    1995

  1 28/04 გუმარი 1 26:11 თბილისი
  2   9/05 გუმარი 2 17:17 თბილისი
  3 13/06 გუმარი 3 31:13 ყოჩები
  4 20/06 გუმარი 4 31:13 თბილისი
  5 25/10 თბილისი 1 16:14 გუმარი
  6 31/10 გუმარი 5 14:6 თბილისი

<<    1996

  7 11/05 ყოჩები 1 15:6 გუმარი
  8   2/09 გუმარი 6 13:6 ყოჩები
  9   5/10 გუმარი 7 17:0 ქორები
10 10/10 გუმარი 8 21:9 ყოჩები
11 18/11 ყოჩები 2 16:13 გუმარი
12   2/12 გუმარი 9 30:13 ყოჩები

<<    1997

13   7/06 ყოჩები 3 31:12 გუმარი
14 20/06 ყოჩები 4 15:12 ქორები
15 19/07 ყოჩები 5 21:20 გუმარი

<<    2005

16 14/09 ლოკომოტ 2 45:5 ყოჩები
17 19/09 ლოკომოტ 3 13:6 ხულიგანა
18 14/10 ლოკომოტ 4 40:11 ხულიგანა
19 20/10 ლოკომოტ 5 28:11 აკადემია
20   1/12 ლოკომოტ 6 40:5 ხულიგანა
21 11/12 ლოკომოტ 7 30:6 აკადემია

მფლობელი:

9    გუმარი (1995-96)
7    ლოკომოტივი (1995-2005)
5    ყოჩები (1996-97)

რანფერლის ფარი

სინი ჩვენი მოგონილი კი არაა, არამედ ძაან შორეული ზელანდიდანაა გადმოღებული. მისი პროტოტიპია 1902 წელს დაწესებული "რანფერლის ფარი", რომელსაც ვერაფერი დააკლო 1976 წელს პროვინციათა პირველობის შემოღებამ.

ფარის პირველი მფლობელი ოქლენდი იყო. მასვე ეკუთვნის ძნელად მოსახსნელი რეკორდი: 1985-93 წლებში ზედიზედ 61-ჯერ დაიცვა ჯილდო. ფარს ამჟამად ფლობს დენ კარტერისა და რიჩი მაკქოუს გუნდი, ქენთებრი, ვინც ორი კვირის წინ სტუმრად 36:14 ძლია ველინგთონი და ჯილდო ჩამოართვა, მას აქეთ კი, გასულ შაბათს, "სამ ერზე" დასაქმებულ ბობოლათა გარეშეც, 36:16 ძლია ოთაგო.

ეს პროვინცია ფრიად უიღბლოა: ჯილდო ბოლოჯერ 1957 წელს ეპყრა, მას აქეთ კი მოცილის რანგში 21-ჯერვე დამარცხდა. ქენთებრს პირველობაზე ტოლს არ უდებს ოთაგოს მეზობელი საუსლენდი, ვინც ლიდერსა და ჩემპიონს ბოლო, მე-13 რაუნდში, 22 ოქტომბერს ეწვევა და ფარსაც შეეცილება. სხვაფრივ, "ეარ ნიუ ზილენდის" თასზე კლასიკურ, ორ-რაუნდა პლეი-ოფში ოთხი უკეთესი გადის, საჩემპიონო ფინალი კი 7 ნოემბერსაა.

>>>     "ეარ ნიუ ზილენდის" თასი

7 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ქენთებრი 24 5-2 201:121 4
საუსლენდი 24 5-1*1 141:108 2
ბეი ოვ ფლენთი 21 5-2 149:121 1
ტასმანი 20 4-3 183:128 4

ოქლენდი

20

4-3

150:150

4

ველინგთონი 19 4-3 169:152 3
თარანაქი 18 4-2*1 140:134 0
ჰოქს ბეი 16 3-3*1 177:149 2
მანავატუ 15 3-4 147:165 3
ოთაგო 14 2-5 142:142 6
ვაიქათო 13 3-4 134:169 1
ნორსლენდი 11 2-4*1 125:171 1
ქაუნთიზ მანუკაუ 11 2-5 152:253 3
ნორს ჰარბორი 8 1-6 121:168 2

<<< >>>