სამეული პუმებს ეპატიჟება

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლო, მეცხრე შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, ზელანდიის "ოლ ბლექსი" და ავსტრალიის "ვოლაბიზი" კივეთის დედაქალაქში იმისთვისღა შეიბმებიან, რომ ბოლო ადგილზე არ დარჩნენ, 2012 წლიდან კი ბობოლა სამეული მარაქაში არგენტინის გარევას აპირებს და თუ ტელე-ბატონმაც დასტური მისცა, "ოთხ ერად" გარდაიქმნება.

აფრიკის "ბოკემ" წინა შაბათს, მისსავე მოედანზე დაუსრულა ზელანდიას ოთხწლიანი ზეობა. წაგებულმა კივებმა ოზებთან სარკენად 15-ეულში ერთბაშად ხუთი კაცი შეცვალეს და ორი ბეკიც დაძრეს. სიახლეთაგან სხვებზე საგულისხმოა 28 წლის თომ დონელისა და 127-კილოიანი ნემია ტიალატას ხმობა. ჰაილენდერზის მეორე ხაზელს აქამდე მხოლოდ მეორე ნაკრებში ერაგბა, მაგრამ დერეფანში მაგარია, ხოლო ჰარიკენზის ბურჯი თუმც ფორმაში ვერაა, უფროსობას მიაჩნია, რომ ბენ რობინსონს მასზე უკეთ ვერვინ დაუდგება.

ოლ ბლექსმა რაზმი დაგეგმილზე ერთი დღით გვიან გამოაცხადა, ოზებმა კი გრაფიკი დაიცვეს და ორი კვირის წინ, ბოკეს მჯობნ 22-ეულში არავინ შეუცვლიათ. ვოლაბიზს ესმის, რომ ის მოგება ოხრად დაურჩება, თუ ველინგთონში წააგებს. ავსტრალიას აგერ უკვე მეშვიდე წელია, მეზობლისთვის ვერაფრით ჩამოურთმევია "ბლედისლოუს თასი, ბოლო ოთხ შეყრაზე (ბრისბენი ჰონკონგი ოქლენდი სიდნეი) კი გვარიანი ფორაც გაუფლანგავს და გული მოკვდომია.

ოზებმა კივეთში ბოლოჯერ რვა წლის წინ გაიმარჯვეს და მერე წინა წელს მოგებული ჩემპიონობაც შეინარჩუნეს. იმ გუნდიდან ნაკრებს შემორჩა მხოლოდ მარბიელი ჯორჯ სმითი, ვინც 105-ე კეპს იხვეჭს. ზელანდიას ბლედისლოუ იმად დაუბევებია, რომ მფლობელია და ოთხ-მატჩა სერიაში 2-0 დაწინაურებულა, ბოლო ტრანს-ტასმანური ჯახი კი, შარშანდლის დარად, წლეულსაც აზიაშია, ოღონდაც არა ჰონკონგში, არამედ სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვან ტოკიოში.

გაცვეთილი საბაბი

არგენტინა, ირბ-ის სათვალავით, პირველი დონის ქვეყანაა, მაგრამ აქამდე არც "ექვს ერში" იყო და აღარც სამში. "პუმებმა" შარშანწინ, ბოლო მსოფლიო თასზე მესამე ადგილი რომ დაიკავეს და ზელანდია-ავსტრალიასაც გაუსწრეს, რაგბის მახვშებს მუდმივი ასპარეზი კიდევ მოსთხოვეს, ამათ კი ბრძნულად დაასკვნეს, რაღაი სამხრეთი ნახევარსფეროდან ხართ, მაშ, "სამმა ერმა" უნდა დაგაბინავოთო.

ამაზე სანზარ ალიანსმა ისევ აითრია ფეხი, რაკი ტელევიზიიდან მისაღები ფული სხვისთვის გასანაწილებლად ვერ ემეტებოდა და უარის გასამართლებლად გაცვეთილი საბაბი მოიტანა, არგენტინული სტილი უღიმღამოა და ჩვენს დიდებულ შოუს ვერაფერს შემატებსო, მაგრამ რაც კონსერვატორმა ირბ-მა, მთავარი საცდელი წესის დაწუნებით, რაგბი წარსულში მიაბრუნა, სრულიად "სამი ერი" პუმურად ათამაშდა, ანუ ფეხოსნობასა და ჭიდაობაზე გადავიდა.

ჰოდა, ბობოლებს ამის მერე კიდევ რომ აებზუებინათ ცხვირი არგენტინისთვის, მთლად უნამუსოებად წარმოჩნდებოდნენ.

ზე 15-ში დაასაქმებენ

სანზარ-მა ორშაბათს გამოაცხადა, არგენტინას 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ამქარში მივიღებთ, თუ ტელე-პატრონი დაგვეთანხმება, პუმეთი ჩვენს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ მოდელს მოერგება და რაც მთავარია, აგვისტო-ოქტომბერში საუკეთესო გუნდს შეკრებსო.

ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან პუმათა ლომის წილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოღვაწეობს და კლუბები არ გაათავისუფლებენ, მაგრამ ირბ წლიურ ორ მილიონს რომ ახმარს არგენტინას, იქ პროფესიული ლიგა უნდა შეიქმნას და სამეულიც ყაბულსაა, რომ ევროპიდან წამოსულები თავად, ზე 15-ის გუნდებში მიიღოს.

ამის მაგალითი უკვე არსებობს: ვირტუოზი 10 ნომერი ხუან-მარტინ ერნანდესი აფრიკის "შარქსში" რაგბობს. სანზარ-იც უკვე სხვაგვარად ჭიკჭიკებს, მეოთხე ძალის შემომატება შოუს აგვიფერადებსო, არგენტინა კი მაინც ფრთხილობს, რადგან აქამდე ვერც ერთხელ ვერ დაუმარცხებია ბოკე და ოლ ბლექსი და მიაჩნია, რომ სამი ერის სიჩქარეზე გადაწყობისთვის დრო დაჭირდება.

სხვაფრივ, ფანობასა და მედიასაც ის უნდა უხაროდეს, რომ ტურნირის ფორმულა პირვანდელივით სამართლიანი გახდება - სიმსუნაგით შემოღებული სამიდან კლასიკურ ორ წრეს უბრუნდება!

>>>     მეცხრე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

<<<     ზელანდია - ავსტრალია

>>     ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ქორი ჯეინი^ 13 ისაია ტოიავა^ 12 მა ნონუ$ 11 ჯო როკოთოკო$ 10 დენ კარტერი, 9 ჯიმი ქოუანი /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ნემია ტიალატა* 4 ბრედ სორნი, 5 თომ დონელი* 6 ადამ თომსონი^ 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 ქიარან რიდი

მრქ) 22 ჰოსეა გიარი* 21 სთივენ დონალდი# 20 ბრენდონ ლეონარდი / 16 ალედ დემელმანჩი, 17 ჯონ აფოა; 18 ჯეისონ ითონი* 19 როდნი სოიალო

>>     ვოლაბიზი

ბეკ) 15 ჯეიმზ ოქონორი, 14 ლოქი თერნერი, 13 ადამ ეშლი-კუპერი, 12 ბერიქ ბარნსი, 11 დრუ მიჩელი; 10 მეტ გიტო, 9 ვილ გენია /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3 ბენ ელიგზანდერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 მარკ ჩიზომი; 6 როქი ელსომი, 7 დევიდ ფოქოქი, 8 ჯორჯ სმითი კაპ

მრქ) 22 პიტერ ჰაინსი, 21 ქეიდ კუპერი, 20 ლუკ ბერჯესი / 16 სთივენ მური, 17 პეკ ქოუანი; 18 დინ მამი, 19 ვაიკლიფ პალუ

>>     მსაჯები

რეფ) კრეგ იუბერი (აფრ; კიდ) ვეინ ბარნსი (ინგ / კობუს ვესელსი (აფრ; ვიდ) შონ ფელცმანი (აფრ)

შაბ 19/09 ველინგთონი, ვესთფექი

>>     გლობალ ტვ

ცოცხლად: 11.30 საქ (54 არხი)

გამეორებით: კვი 11.00 - ორ 11.00 21.00 - სამ 12.30 - ხუთ 02.30 16.30 23.30

>>     ფსონები

მოგება: ზელ 1.5 - ავს 2.5 ^ ფორა 5.5

სხვაობა: ზელ>13 3.1, ზელ[1-12] 2.9, ფრე 31.0, ავს[1-12] 3.5, ავს>13 6.25

>>     ბალანსი

სულ (1903-2009) 134: 90-39*5 (2541:1772)
ზელანდიაში (1905-2009) 62: 46-15*1 (1237:758)

სამ ერზე (1996-2009) 30: 20-10 (769:587)
ზელანდიაში (1996-2009) 15: 12-3 (410:250)

ველინგთონში (1913-2004) 17: 10-6*1 (307:187)
ბლედისლოუზე (1931-2009) 115: 79-32*4 (2276:1606)
თასი (წლევანდლიანად) 38-12

შარშან 3-1 (26/07 სიდნეი 19:34, 2/08 ოქლენდი 39:10, 13/09 ბრისბენი 28:24, 1/11 ჰონკონგი 19:14 ^ წლეულს მეოთხე ბლედისლოუც: ტოკიო 31/10

>>     ირბ-ის რეიტინგი

14/09) 1 აფრიკა 9169, 2 ზელანდია 8906, 3 ავსტრალია 8570 - 4 ირლანდია 8327, 5 საფრანგეთი 8148, 6 არგენტინა 8129, 7 ინგლისი 8123, 8 უელსი 8074 ^ პლუს-მინუსი: აფრ 129 ზელ

>>     არგენტინა - სამი ერი

აფრიკა (1993-2008) 13: 0-13 (272:544)
ზელანდია (1976-2006) 17: 0-16*1 (210:665)
ავსტრალია (1979-2003) 17: 4-12*1 (249:445)

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია$

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია$ - ზელანდია

სიდნეი

18:19

6 29/08 ავსტრალია$ - აფრიკა$ პერთი 25:32
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 21:  6

8

12/09

ზელანდია - აფრიკა

ჰემილონი

29:32

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

21 +28 158:130 3-0 2-1 10/11 1

ზელანდია

9 -17 108:125 1-1 1-2 6/6 1

ავსტრალია

7 -11 97:108 1-2 0-2 8/7 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 11.35

<<< >>>