კივ ბეკთა სამი ლელო

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლო, მეცხრე შაბათს, ტიტულ-აყრილმა ჩემპიონმა, ზელანდიის "ოლ ბლექსმა" შინ გემოზე გააბურთავა უნიჭოდ მოთამაშე ავსტრალიის "ვოლაბიზი" და მცირე ნუგეშად, აფრიკის "ბოკეს" კვალად, მეორე ადგილზე დააფინიშა.

კივებმა ოზები ზედიზედ მეექვსედ ძლიეს. ავსტრალია, 2002 წლიდან მოყოლებული, ტასმანის ზღვის გადაღმად მეათედ ჩაბრძანდა და მეათედვე დამარცხდა მატჩში, რომელიც "ვოლაბთა" მატიანეში მე-500 ტესტი იყო. "ოლ ბლექსი" სამეზობლო "ბლედისლოუს თასის" სერიაში 3-0 დაწინაურდა და თუმც ჯილდო ზედიზედ მეშვიდედ ჯერ კიდევ მეორე რკენის მოგებით დაიბევა, პროფ-რაგბში განრიგი უზენაესია და გუნდები 31 ოქტომბერს, ტოკიოშიც უნდა შეიბნენ.

კივებმა ჩემპიონ აფრიკასთან სამჯერვე რომ წააგეს, კრიტიკოსი მოუმრავლდათ და გუნდიც გადაიხალისეს. ზელანდიის მესამე ხაზმა ბოჭვის არეში ისეთი დღე აყარა ოზ კოლეგებს, რომ სტუმართა კივმავე გურუმ, რობი დინსმა 105 კეპის პატრონი, კაპიტანი ჯორჯ სმითიც კი შეცვალა. ავსტრალია, აფრიკისგან განსხვავებით, დერეფანში მეტოქის მოწოდებაზე არ იბრძოდა, რისი წყალობითაც "ოლ ბლექსის" ზადი არ გამოჩენილა, შერკინება კი მთელი თამაში რომ იქცეოდა, უუნარო აფრიკელი რეფი ლატარიულად ამტყუნებდა გუნდებს.

ოქონორის წყალობით

ვიდრე პირველი ლელო დაიდებოდა, მოასპარეზეებმა კარში შვიდჯერ დაკრეს და ხუთჯერ გაიტანეს: კივ დენ კარტერს 0:0-ზე მოეცარა ფეხი, ოზ მეტ გიტოს კი 3:0-ზე. ზელანდიამ ანგარიში მას შემდეგ გაქვითა, რაც კარტერმა ქორი ჯეინს მოკლეზე დაურტყა "22, წინ კი იმით გაიჭრა, რომ ნორჩ ჯეიმზ ოქონორს ბოლბექი შეემთხვა, ხოლო უხეიროდ მოწოდებული მაინც რიჩი მაკქოუმ იხელთა. მერე ოქონორს კისერში წვდა ისაია ტოიავა და ბერიქ ბარნსმა ხეირზე არეკნი შეაგდო, კიდის მსაჯმა კი რეფს დამრღვევი გააგდებინა.

მეტობაზე სტუმრებმა იქეთ იზარალეს: მალილი მულიაინამ აბრაგანი ასწია, ჯეინი კი ოქონორზე მაღლა შეხტა, დრუ მიჩელსაც გაუსხლტა და მშობლიური ქალაქის სტადიონზე ნახტომით გაიტანა პირველი სანაკრებო ლელო. მეორე ტაიმის დასაწყისში ვუნდერკინდმა ოქონორმა თავისი მეოთხედიდან შეუტია და ალყაში რომ მოექცა, მეტოქეს კიდევ სამი ქულა უძღვნა, მერე კი ანგარიში (19:6) ნახევარი საათი აღარ შეცვლილა.

მოთმინებით კინძეს

კივთაგან რომ აქტიურობდნენ ჯეინი და ტოიავა, ავსტრალია სამჯერ (53-ე 54 57 წუთებზე) გადაურჩა ლელოს, მაგრამ საათის თავზე უეცრად გახელდა და ფაზური ბურთაობა ააწყო. ამას კარტერმა ისეთი შექცეული დარტყმით უპასუხა, რომ მიჩელმა იღბლად იხსნა გუნდი, მაგრამ ვოლაბიზი მეტად გახალისდა და სამჯერ (68 69 71) ახლოსაც იყო მიზანთან: პირველად მაკქოუმ გაახერხა თერნოვერი, ხოლო ორჯერ მიჩელი ლელოდან ორ მეტრზე დასცეს.

აქ ახალბედა თიმ დონელის ნაცვლად შესულმა ჯეისონ ითონმა სტუმრებს ორჯერ მოუგო მათივე დერეფანი, რამაც ვოლაბიზი საბოლოოდ წაახდინა, ოლ ბლექსმა კი დროის გასაყვანად მოთმინებით კინძა ფაზები და მა ნონუ ბურჯ პეკ ქოუანისა და გიტოს პირისპირ რომ დატოვა, ხვადაგმა ხაზი გასერა, სამი დამზღვევიც დაიფრინა და ცალ ხელში ჭერილი ბურთით ლელოს მიწვდა.

კივები ამასაც არ დაჯერდნენ და სირენამდე კიდევ გაიტანეს ლელო: ხაზს იქეთ მოლით გადატანილი ვერ დაამიწეს, მაგრამ შერკინებიდან ბრედ სორნი მიეძალა, კარტერმა შორს მიაწოდა ტოიავას, ხაზს მულიაინა ჩაემატა და ჯო როკოთოკომ ალამთან, ნახტომით დაუმიწა ლოქი თერნერს.

ბოლო, მეცხრე შაბათი

>>>     ზელანდია 33:6 ავსტრალია

ზელ: მულიაინა ჯეინი (ჰ.გიარი 60) ტოიავა სბ 29, ნონუ როკოთოკო <10-9> კარტერი ჯ.ქოუანი (ლეონარდი 70) / ვუდქოქი ჰორი (დემელმანჩი 79) ტიალატა (აფოა 48) სორნი დონელი (ითონი 67) თომსონი (სოიალო 74) მაკქოუ კაპ, რიდი - 3ლ: ჯეინი ნონუ როკოთოკო; 3გ 4ჯ: კარტერი

ავს: ოქონორი თერნერი ეშლი-კუპერი ბარნსი მიჩელი <10-9> გიტო გენია (ბერჯესი 77) / რობინსონი (პ.ქოუანი 69) პოლოტა-ნაუ (მური 50) ელიგზანდერი; ჰორვილი ჩიზომი; ელსომი (პალუ 63-68) ფოქოქი ჯ.სმითი კაპ (პალუ 69) - ჯ: გიტო; ა: ბარნსი

რეფ იუბერი (აფრ) ველინგთონი, ვესთფექი (35 ათასი)

0:3(10) 3:3(15) 6:3(17) 9:3(22) 9:6(29ა^სბ) 16:6(33) /
19:6(47) 26:6(76) 33:6(80)

გამეორებით გლობალზე: ორ 11.00 21.00 - სამ 12.30 - ხუთ 02.30 16.30 23.30

>>>     სქრამ.კომ-ის სტატისტიკა

გაქცევა 113-55 (425-226 მეტრი, გარღვევა 7-2; პასი 118-101, კონტაქტში 12-9; ფეხით 33-32, კარში სადგამიდან 7/8-1/2, არეკნი 0-1/1; ბურთი რაქიდან 101-40, აცლა 12-15; ბოჭვა 66-134, გატარება 7-13; დაჯარიმება 12-10; თავისი^მეტოქის შერკინება 8^1-8^0; დერეფანი 10^2-13^0

ბოჭვა: 15 ფოქოქი; 13 ელსომი; 12 ჩიზომი სმითი; 11 ჰორვილი; 10 გენია; 9 ელიგზანდერი; 8 მაკქოუ რობინსონი მური; 7 ნონუ კარტერი რიდი ბარნსი; 6 ტოიავა თომსონი თერნერი პოლოტა-ნაუ; 5 ჯ.ქოუანი ^ გატარება: 3 თერნერი; 2 ეშლი-კუპერი ელსომი

დაჯარიმება: 2 ოქონორი ^ ბურთის კარგვა: 4 რიდი; 3 როკოთოკო; 2 ნონუ კარტერი ოქონორი თერნერი მიჩელი სმითი

ნავარდი (მეტრი: 68 ჯეინი; 55 ტოიავა ეშლი-კუპერი; 53 ოქონორი; 51 ნონუ; 50 როკოთოკო; 44 მაკქოუ; 39 რიდი; 37 მულიაინა; 31 ელსომი

ღერძი (ფეხი/პასი/შეუტია: კარტერი 16/24/4, ქოუანი 8/56/5 - ბარნსი 8/12/1 ^ გიტო 3/16/4, გენია 5/42/0

ხაზი (პ/შ: როკოთოკო 3/11, ნონუ 8/8, ტოიავა 2/7, მულიაინა 3/6, ჯეინი 5/6 - ოქონორი 5/7, ეშლი-კუპერი 1/7, თერნერი 7/4

მარბიელები (პ/შ: მაკქოუ 2/18, რიდი 2/13, სორნი 1/7, ჰორი 6/4 - ელსომი 2/7, სმითი 6/6 ... პოლოტა-ნაუ 0/0

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

1

18/07

ზელანდია - ავსტრალია$

ლენდი

22:16

2

25/07

აფრიკა - ზელანდია

ბლუმფონტეინი

28:19

3  1/08 აფრიკა - ზელანდია დურბანი 31:19
4  8/08 აფრიკა - ავსტრალია კეიპტაუნი 29:17

5

22/08

ავსტრალია$ - ზელანდია

სიდნეი

18:19

6 29/08 ავსტრალია$ - აფრიკა$ პერთი 25:32
7   5/09 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი 21:6

8

12/09

ზელანდია$ - აფრიკა

ჰემილონი

29:32

9 19/09 ზელანდია - ავსტრალია ველინგონი 33:6

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

21 +28 158:130 3-0 2-1 10/11 1

ზელანდია

13 +10 141:131 2-1 1-2 9/6 1

ავსტრალია

7 -38 103:141 1-2 0-3 8/10 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

<<< >>>