სინი პირველივე ცდით!

   უქმეებზე ეროვნულ პირველობაზე გამოვლინდა პლეი-ოფის მეორე წყვილიც, გარდამავალი სინი კი პირველივე ცდით მოიგო "ლელომ" და შემდეგ მიზნად ის დაისახა, რომ პრემიერობას არ დაჯერდეს და სამი კვირის თავზე ჩემპიონის სარგო "ბზის თასიც" შემართოს.

სინი 1995-97 წლებში 15-ჯერ გათამაშდა და 2005 წელს 6-ჯერაც, მერე კი მეორედ მიეცა დავიწყებას. პირველობის ფინიშზე ჯილდო "ლელოს" გაახსენდა და მფლობელი, "ლოკომოტივი" გამოიწვია. ამით ბოლო რაუნდის რკენას ლაზათი შეემატა. გუნდებმა კავშირს საწინდრად ას-ასი ლარიც დროულად, პარასკევს მიუტანეს. ჰოდა, გია ჯაფარიძის ნახელავი რელიკვია შაბათს "შევარდენზე" მიიტანეს რკინიგზელებმა და მოედნის პირად, წითელ სავარძელზე დაავანეს.

ლელო სინზე პირველად რაგბობდა. ლოკომოტივმა პლეი-ოფისთვის დაასვენა 10 ნომერი ბობა კვინიხიძე. ბექა წიკლაურმა მეორე ჯარიმით რომ დააწინაურა მფლობელი, მოცილემ ბურთაობა გაშალა და გიგა კორკელიასა და ვიტო კოლელიშვილის ლელოებით დაწინაურდა. ამას ჩემპიონმა ზერო პეტრიაშვილის ძალისმიერი ლელოთი უპასუხა. შვიდით ჩამორჩენილი ლოკომოტივი ბოლო მეოთხედში კიდევ მიაწყდა ლელოს ლელოს, მაგრამ სოლად დაწყობისთვის დაჯარიმდა, ოვალის აქეთ-იქეთ ჩათამაშება კი ლელოელმა სანდრო თოდუამ დააგვირგვინა.

შევარდენზევე "უნივერსიტეტი" დაუხვდა რუსთავს, თავიდანვე შვიდით ჩამორჩა, ბოლოს ექვსით წააგო და ელიტიდან გავარდა, გამარჯვებული "ხარები" კი დარჩენაზე ორჯერ ეთამაშებიან უფრო "არმაზს" და ნაკლებად "ხულიგანას, ვისაც ლიდერის გასასწრებად მისი ათი ქულით ჯობნა ჭირდება.

მწურთნელი ვაგონში?

პირველ ლიგაშივე ფოთმა მალთაყვაში 40:7 აჯობა "დევებს, მაგრამ ქალაქში ეტყობა მაინც ეცოტავებათ წამოჩიტული გუნდის პროგრესი, თორემ "აიეტის" მწურთნელ ამირან შავგულიძეს სტადიონზე, გასახდელად მომარჯვებულ ვაგონში არ აცხოვრებდნენ.

ქუთაისელი "პიკასო" თავ-გადადებული კაცი რომაა, მინიმალური პირობების არქონის მიუხედავად, მაინც ერთგულობს საქმესა და გუნდს, რომელიც ათი (!) წლის წინ თავადვე დააარსა და ბორჯღალოსანთა მზრდელ კერად აქცია. ფოთში აქამდეც კარგი თვალით უცქერდნენ რაგბს და იმედია, რომ ამიერიდან მის უსიტყვო, უპრეტენზიო მოთავესა და მეოხსაც მიხედავენ.

პლეი-ოფის ბოლო ორ საგზურზე ოთხ გუნდს ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ საკმარისი იყო, "ყოჩებს" "სინათლეზე" ეძლიათ ბათუმი, რომ "აიას" "აკადემიასთან" ვანში მოგებაც ვეღარ ეყოფოდა. ასეც მოხდა: ქვეყნის უძველესი გუნდი, რომელიც 15 ოქტომბერს 50 წლისა მოიყრება, უკეთესი პირისპირ ბალანსით მესამე ადგილამდე აღზევდა და ბათუმს პლეი-ოფის სტარტზე ისევ მიიღებს, ხოლო ქუთათურებმა მეხუთე საფეხურზე დააფინიშეს.

>>>    საქართველოს პირველობა

შაბ 19/09    ბოლო, 14.რაუნდი

  ლელო

27:20

ლოკომოტივი

3ლ: კორკელია კოლელიშვილი თოდუა; 3გ 2ჯ: ყიასაშვილი სბ სუჯაშვილი - 2ლ: პეტრიაშვილი ნაცარაშვილი; 2გ 2ჯ: წიკლაური

რეფ რობიტაშვილი; კიდ: მარეხ მაისურაძე, ნ.აბაშიძე; კომ ჭიჭინაძე

შევარდენი ^ 3:0(4) 3:3(13) 3:6(21) 10:6(24) 17:6(28) 20:6(35) 20:13(40+8) / 27:13(67) 27:20(80+სბ)

უნივერსიტეტი 10:16 რუსთავი
ვისოლი ყოჩები 22:13 ბათუმი
აია         (ვანი) 24:12 აკადემია

^ სინი: 9 გუმარი (1995-96, 7 ლოკომოტივი (1995-2005, 5 ყოჩები (1996-97, 1 ლელო (2009)

უმაღლესი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლელო 28 14-0 441:218
ლოკომოტივი 19   9-4*1 246:215
ვისოლი ყოჩები 14   7-7 226:225
ბათუმი XV 14   6-6*2 230:249

აია ქუთაისი

13

  6-7*1

206:176

აკადემია 13   6-7*1 220:252

ხარები რუსთავი

7

  3-10*1

155:248

უნივერსიტეტი

4

  2-12

162:303

ოთხი მოწინავე პლეი-ოფში გავიდა
რუსთავი დარჩენაზე ითამაშებს
უნივერსიტეტი გავარდა

<<    ავსტრალიური პლეი-ოფი (ფინალები)

შაბ 26/09

შესარჩევი   1#ლელო - 2#ლოკომოტივი
გასავარდნი   3#ვისოლი - 4#ბათუმი

შაბ 3/10    (წაგებულს ბრინჯაო)
წინასწარი შეს^წაგ - გას^მოგ

შაბ 10/10    (ბზის თასი)
დიდი შეს^მოგ - წინ^მოგ

პირველი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

არმაზი 22 11-0 485:  72
ხულიგანა 22 11-1 441:160

ბაგრატი

13

  6-5*1

230:235

აიეტი ფოთი 11   5-5*1 244:207
თიბისი 11   5-5*1 249:281
დევები 10   5-7 239:245
დინამო ივერია 3   1-9*1 144:400
ოზურგეთი 0   0-12   95:527

<<    ჭაბუკთა ლიგების პირველი მეოთხედფინალები

`` (1991-92 დაბ)

ივერია 60:3 არგო ვანი
ლელო 54:18 ჯიქები
ყოჩები 8:19 ქუთაისი
ჭიათურა 13:28 აკადემია

`` (1993-94 დაბ)    23/09 (17.00)

რუსთავი - ჯიქები
ქუთაისი$2 - აკადემია
ლელო - ქუთაისი
უნივერსიტ - ფოთი

ვეღარც წარმოგვიდგენია

ჩემპიონი პლეი-ოფში მეთოთხმეტედ გამოვლინდება. ფინალებით სეზონი ჯერ კიდევ 1990 წელს დასრულდა, მაგრამ მალე კლუბებმა იძალეს და კავშირს უცხოეთიდან გადმოღებული ზედმეტობა გააუქმებინეს. ასე გაგრძელდა ბარემ ხუთი წელი, მერე კი ვაკის ოფისმა კვლავ თავის ჭკუაზე მოაქცია თემი და 1997 წელს, გაგანია სეზონში, დებულებაში ჩაამატა პლეი-ოფი.

1999 წელს, მსოფლიო თასის მომიზეზებით, იდეა ისევ უარყვეს, ახალ საუკუნეში კი ჩვენი რაგბეთი იმდენად განათლდა და ფეხბურთულ გაგებასაც დაშორდა, რომ უფინალებო ტურნირი ვეღარც წარმოუდგენია.

2000 წელს ჩემპიონის დასაჯილდოებლად დაწესდა "ბზის თასი, 2001 წელს კი დაინერგა მუღამიანი, ავსტრალიური სისტემა, რომელიც მას აქეთ ერთადერთხელ, 2006 წელს, ვოლუნტარიზმის აღზევების ჟამსღა დაიწუნეს - მაშინვე ნაკრების კვართი გაშავდა და გულის პირზე წითელი სოლი დაყვა, ნოემბერში კი მატჩი საღამოს შვიდზეც დაინიშნა!

პრემიერობით დავუფასოთ

პლეი-ოფის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ წრიული სტადიის მომგებს გარჯა სათანადოდ უნდა დაუფასდეს. სპორტში ალაგ-ალაგ ასეცაა და მომავალი ჩემპიონისგან გამოსარჩევად, ამ გუნდს "პრემიერად" მოიხსენიებენ, ყინულის ჰოკეის ნჰლ-ში კი "პრეზიდენტის თასითაც" აჯილდოებენ.

ჩვენი რაგბი აქამდე ჯერ ვერ გაზრდილა, მაგრამ იმის დათვლას კი წინ არაფერი ედგა, რომ 13 სეზონში პრემიერი ფინალში ყოველთვის გავიდა, ოღონდაც ჩემპიონი ოდენ 9-ჯერ გახდა და ოთხჯერ მოეცარა ხელი. ერთი კია, როცა ლიდერს ბლომად გაუსწრია უახლოესი მდევრისთვის, მერე პლეი-ოფშიც დაუმტკიცებია ძალა. ასე რომ, "ლელო" წლეულს აშკარა ფავორიტია!

სხვაფრივ, კიდევ შევნიშნოთ, რომ სინიცა და პლეი-ოფიც სამხრეთ ნახევარსფეროშია მოგონილი. სინის პროტოტიპია ზელანდიაში 1902 წელს დაწესებული "რანფერლის ფარი. მისი ამჟამინდელი მფლობელია დენ კარტერისა და რიჩი მაკქოუს გუნდი, ქენთებრი, ვინც პარასკევს "სამ ერზე" დაკავებულ ყოჩთა გარეშეც 29:17 ძლია თარანაქი და აგვისტოში მოპოვებული ჯილდო უკვე მეორედ დაიცვა.

>>>    ზელანდიის "ეარ ნიუ ზილენდის" თასი

8/13 რაუნდი: ქენთებრი 29, საუსლენდი 28, ბეი ოვ ფლენთი 25, ჰოქს ბეი 21 - ოქლენდი 21; ტასმანი ველინგთონი 20; თარანაქი 18; ვაიქათო 17, მანავატუ 16, ნორსლენდი 15, ოთაგო 14, ნორს ჰარბორი 12, ქაუნთიზ-მანუკაუ 11

>>>    აფრიკის "ქარრის" თასი

11/14 რაუნდი: შარქსი 40, კონცხი 39, ხრიკვაზი 38, ბულზი 32 - ჩიტაზი 29, ლაიონზი 27, ლეოპარდსი 6, ბოლანდი 5

>>>     ქართული რაგბის პრემიერები, პლეი-ოფები და ფინალები

წელი

პრემიერი

  მ-წ*ფ

სხვ

ფრმ

ფინალი

ჩემპიონი

შედეგი

  ძლეული

1990 ელმავალი 13-0 6 ამრ   9/12 აია 10:3 ელმავალი
1991 აია 10-1 1 ამრ 14/07 აია 11:6 ვესტა

1997

ყოჩები

17-2*1

6

ამრ

30/11

ყოჩები

20:8

აია-ჰეი

1998 ყოჩები 22-0*2 12 ამრ   6/12 ყოჩები 30:10 დათვები

2000

ლოკომოტ

14-2

6

ამრ

  5/12

ლოკომოტ^

28:28

ყოჩები

2001 დათვები 13-3 4 ავს   9/12 ლოკომოტ 24:17 დათვები
2002 დათვები 10-0 9 ავს 14/12 დათვები 27:10 დათვები$2
2003 ყოჩები   7-2*1 0 ავს 20/12 ლოკომოტ 18:15 ყოჩები
2004 ლელო   8-1*1 2 ავს 22/12 ლელო 30:28 აკადემია
2005 ლოკომოტ   8-0 8 ავს 11/12 ლოკომოტ 30:6 აკადემია
2006 ლოკომოტ 10-0 6 ამრ 13/12 ლოკომოტ 27:13 დინამო
2007 ლელო   8-2 4 ავს 26/11 ყოჩები 15:9 ლელო
2008 ლოკომოტ 11-3 0 ავს   9/11 ლოკომოტ 19:9 ლელო
2009 ლელო 14-0 9 ავს 10/10

.

:

.

პრემიერი - წრიული სტადიის გამარჯვებული;
სხვ (სხვაობა, ანუ რამდენი ქულით გაუსწრო მდევარს;
ფრმ (ფორმულა: ამრ - ამერიკული (1-4 ^ 2-3) ავს - ავსტრალიური (1-2 ^ 3-4)
^ მეტი ლელოთი

<<< >>>