უდაო შნო და უნარი

   შინაურ პირველობაზე "ლელო" დიდ ფინალში გავიდა, "ვისოლი" სამეულს მიღმა დარჩა, "არმაზი" კი ელიტაში დაბრუნდა.

"ბზის თასის" პლეი-ოფი შაბათს ვაკეში, დიდ არენაზე, დარში გაჩაღდა, კვირას კი პირველ ლიგას ბოლოსკენ დააწვიმა. კავშირმა გადამწყვეტ მატჩებზე მსაჯებად ორი ხოტორა ფრანგი ჩამოიყვანა, ჩვენებურები კი კიდეებზე გაამწესა, რაც ბიჭებს, რა გასაკვირია და, არ ეამათ.

ელიტაში წელს დაბრუნებულ ბათუმს დედაქალაქში ქომაგებიც ჩამოყვნენ და გუნდი გაამხნევეს. კოლექტივს ყურადღება არ აკლია, მწურთნელების, ლევან მგელაძისა და თამაზ ფხაკაძის შნო და უნარი კი უდაოა. ჰოდა, "XV" ისე მომძლავრდა, რომ ბრინჯაო დაიბევა.

ვისოლის ლოგოს ყაიდაზე აჭრელებული "ყოჩების" ლიდერებს, 39 წლის კახა კობახიძესა და 38 წლის ემზარ ძაგნიძეს ზურგზე კანონიკური ნომრის ნაცვლად ასაკი ეწერათ. ფულბეკად ითამაშა კახას ვაჟმა ბახვამ და მწურთნელი ნიკო ჭავჭავაძეც ჩაება ბრძოლაში, მაგრამ შარშანწინდელ ჩემპიონებს მაგითაც ვერაფერი ეშველათ.

ყიასაშვილის ფულჰაუსი

ბათუმმა ირაგბა სანიმუშოდ - ორგანიზებულად, თავდადებით და თანამედროვედ, დაცვით მოიგო. ყოჩმა კარლენ ასიეშვილმა ძალური სოლოთი თავიდანვე შეიტანა ლელო, მაგრამ სტუმართა დამრტყმელმა, მამუკა ნინიძემ სამი ჯარიმა შეაგდო, გადამწყვეტი არეკნი კი ზედ შესვენების წინ, 48 მეტრიდან დაკრა.

წრიული სტადიის ორი მოწინავე გუნდის, ლელოსა და ლოკომოტივის ბურთაობა უფრო უხვ-ქულიანი გამოვიდა. მატჩის გმირი იყო ასაკობრივ ნაკრებთა სკოლა გამოვლილი ირაკლი ყიასაშვილი, ვინც 28 ქულა ოთხივე ხერხით მოკრიფა და უცხოურ ჟარგონზე, ფულჰაუსი შეასრულა.

ლელო კოხტად, სხარტად და რაც მთავაროია, შედეგიანად უტევდა. ირაკლიმ არეკნები მაშინ გაიტანა, სხვაობის გაზრდა არსებითი რომ იყო. მეტოქისგან განსხვავებით, ლოკომოტივმა 6:12-სა და 14:21-ზე ორ-ორი ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეზე დაარტყა ან გაათამაშა და მიზანს ვერ ეწია.

ბორჯღალოსნები გეზავენ

რკინიგზელები 9:15 აგებდნენ, პინგ-პონგში მეტოქის ლაფსუსით რომ იხეირეს და ლელო გაიტანეს, მაგრამ ვერ გარდასახეს. მალე ყიასაშვილმა ფორა შვიდამდე აიყვანა, ბოლო ათ წუთში კი ჯერ ლაშა ხმალაძის შეგორებულს დაახტა, მერე კი სანდრო თოდუამ ხმალაძე ალამთან შეუშვა.

პირველი ლიგის ოთხივე წყვილში კონკურენტები შეიბნენ. ფოთმა ძლია ქუთაისი და მესამე ადგილზე ავიდა; "თიბისი ბანკმა" წლეულს მეორედაც აჯობა თავისსავით მოყვარულ "დევებს" და მეხუთე ადგილი გაინაღდა, ავჭალურ ქარსა და ჟინჟღლში კი "არმაზმა" მეორე ტაიმშიღა, ზურგქარში გაასაღა "ხულიგანა"

ამას უმაღლესში ასასვლელად 10 ქულით ჭირდებოდა მოგება, მაგრამ ბოლოსკენ იქეთ აგებდა თოთხმეტით. გუნდებს ბორჯღალოსნები - დათო კიკნაძე და გოგა შკინინი გეზავენ. პირველმა კარშიც სტაბილურად ურტყა. ჰოდა, ვაზისუბნის კლუბი, რომელსაც რომან მამულაშვილი და ზურაბ პინაიშვილი წურთნიან და დაარსებიდან გია სოსელია არჩენს, უმაღლესში დაბრუნდა.

>>>     საქართველოს პირველობა

<<    გასავარდნი ფინალი

ვისოლი 7:12 ბათუმი

ვისოლი ყოჩები (3) ბ.კობახიძე გეგენავა პ.მაისურაძე ადანაია ნიჟარაძე <10-9> ე.ძაგნიძე მახარაშვილი (ბეგაძე 79) / ასიეშვილი (მამუკაშვილი 69) ბრეგვაძე (ბარბაქაძე 69) კიკნაველიძე (ჭავჭავაძე 49) არჩუაშვილი მეტრეველი (ბელაშვილი 55) ტრაპაიძე (დგებუაძე 49) კალმახელიძე კ.კობახიძე - ლ: ასიეშვილი; გ: ბ.კობახიძე

ბათუმი XV (4) ს.ევგენიძე (ბ.ევგენიძე 8) სვინტრაძე (ოქროპირიძე 80+4) აშვეთია ხონელიძე ცისკარიშვილი <10-9> ნინიძე კიკაჩეიშვილი / ღლონტი (დიაკონიძე 70) აბესლამიძე მოქია (დუმბაძე 80+3) კუნჭულია (შენგელია 70) ბერიძე; გუგუშვილი თხილაიშვილი სირბილაძე - 3ჯ ა: ნინიძე

რეფ ლამინარი (სფრ; კიდ: ჯავახიშვილი ნარიმანიძე; კომ დ.ცინცაძე

26/09    ვაკე * 7:0(3) 7:3(17) 7:6(31) 7:9(40+2ა) / 7:12(75) ბოლო(80+5)

<<    შესარჩევი ფინალი

ლელო 33:14 ლოკომოტივი

ლელო (1) ყიასაშვილი უ.მჭედლიშვილი (ზაალიშვილი 80) კორკელია ლომინაძე თოდუა <10-9> ხმალაძე გ.კაჭარავა / მირცხულავა (სანიკიძე 80) ჭყონია (მენაბდიშვილი 80+) სუჯაშვილი; აზალაძე დ.დაუშვილი; ი.მაისურაძე სბ 40+3 (მძინარიშვილი 78) კოლელიშვილი იორდანიშვილი (ჯალაღონია 77) - 2ლ: ყიასაშვილი ხმალაძე; გ 5ჯ 2ა: ყიასაშვილი

ლოკომოტივი (2) კავთიძე ტუჩაშვილი გ.კობერიძე წიკლაური ჟამუტაშვილი (გუგავა 50) <10-9> კვინიხიძე ღვინჯილია / პეტრიაშვილი გენებაშვილი (ელოშვილი 80) ნაცარაშვილი; გუჯარაიძე გუნიავა (ჩიტიძე 44) ნიშნიანიძე (ბერიშვილი 62) ახვლედიანი (ოზგებიშვილი 68) ზ.მაისურაძე - ლ: კობერიძე; 3ჯ: კვინიხიძე

რეფ პეშამბერი (სფრ; კიდ: ამირხანაშვილი რობიტაშვილი; კომ გ.მიქაბერიძე

26/09    ვაკე * 3:0(9) 3:3(16) 6:3(24) 9:3(31ა) 9:6(40+3სბ) /
12:6(42) 15:6(52) 15:9(54) 15:14(58) 18:14(61ა) 21:14(66) 28:14(74) 33:14(79)

<<    წინასწარი ფინალი

ლოკომოტივი - ბათუმი

შაბ 3/10 * წაგებულს ბრინჯაო!

<<    დიდი ფინალი

ლელო - წინ*მოგ

შაბ 10/10 * მოგებულს ოქრო და ბზის თასი, წაგებულს ვერცხლი!

<<    პირველი ლიგა

არმაზი 21:12 ხულიგანა

არზ: ჩხაიძე ბერძული (აბაშიძე) კაიფაჯიანი ლაშაძე (ბაქანიძე) პატურაშვილი <10-9> დთ.კიკნაძე მჟავანაძე / ცირეკიძე (ლეფსვერიძე) ბუკია ქართველიშვილი; ჟღენტი ჯიშკარიანი (ესართია) ო.მინაშვილი (ჩომახაშვილი) ი.მინაშვილი თიგიშვილი - 2ლ გ 3ჯ

ხულ: ჯეირანაშვილი ეგრისელაშვილი გრუდკო შკინინი ზურაბიშვილი <10-9> დტ.კიკნაძე ზვერიაშვილი / შანშიაშვილი ფეიქრიშვილი (წვერავა) ჯაშიტაშვილი; გურული (გოლეთიანი) სოსელია; ელიკაშვილი ბერაძე გოგოძე (კალმახელიძე) - 2ლ გ

რეფ ნარიმანიძე; კიდ: ბზეკალავა ჩორგოლეიშვილი; კომ დოლიძე

27/09    სინათლე * 0:7 5:7(40+) /
8:7 11:7(63) 14:7(67) 21:7(76) 21:14(80+6)

თიბისი 13:7 დევები
ფოთი 12:0 ბაგრატი
ოზურგეთი 14:20 დინამო ^ შეწყდა 78-ე წუთზე

პირველი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

არმაზი 24 12-0 506:84
ხულიგანა 22 11-2 453:181

აიეტი ფოთი

15

  7-5*1

256:207

ბაგრატი 13   6-6*1 230:247
თიბისი 13   6-5*1 262:288
დევები 10   5-8 246:258
დინამო ივერია 3   1-10*1 144:400
ოზურგეთი 0   0-12   95:527

გადასასვლელი

ხულიგანა - რუსთავი (შინ და გარეთ)

<<< >>>