"ბოკე" მოუმატებსო

   სამხრეთული "სამი ერის" უკეთეს 15-ეულში ბობოლა საითმა, "პლანეტმა" ჩემპიონის, აფრიკის "ბოკეს" ერთბაშად 11 წევრი შეიყვანა, იაპთაგან სამგზის ძლეული ზელანდიის "ოლ ბლექსის" ჭარმაგი გურუს, გრემ ჰენრის აზრით კი, თამაშის გაბერწებაში წვლილ-ბრალი თანაბრად მიუძღვით ირბ-ის ჩრდილოურ ფრთასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.

მსოფლიო თასის მფლობელი აფრიკა საფრანგეთში პირველობიდან ორი წლის თავზე მეტად დაღვინდა და როგორც მისი მწურთნელები ბრძანებენ, კიდევ მოუმატებს. არადა, 2011 წლის წილისყრით, ბოკე და მასპინძელი ოლ ბლექსი ერთურთს კვირას, 16 ოქტომბერს, ოქლენდში, მეორე ნახევარფინალში ეჯახებიან.

ჩემპიონი გუნდი პირველმა არა-თეთრმა მოძღვარმა, პიტერ დეფილიერსმა რომ ჩაიბარა, იაპთა ავის-მდომებმა ქირქილი დაიწყეს, პოლიტიკანობა დაღუპავს ქურციკებსო, მაგრამ ერთი რომ, მულატი გურუ გამჭრიახი და ენა-კვიმატი კაცი გამოდგა და მეორეც, თეთრი თანა-შემწეები, დიკ მიუირი და გარი გოულდიც ერთობ მოუხდნენ.

ბოკეს სულზე მოუსწრო ირბ-ული ექსპერიმენტის დასრულებამ და მთელ რაგბეთში ერთიანი, ნახევრად-რეტრო კოდექსის შემოღებამ. ნაზავი წესებით იმატა მიწაზე ჭიდაობამ და ფეხით ბათქა-ბუთქმა, რამაც ლეგენდარულ სიდნეელ მესვეტეს, სპირო ზავოსს ათქმევინა, ჩრდილოეთმა თავისი გაიტანა და "რაგბული ფეხბურთი" მოგვახვია თავს, მაშინ როცა კივებსა და ოზებს "რაგბი" უფრო გვეხერხებაო.

წამხდარი შოუ

ზელანდიამ რარიგაც სამჯერ წააგო აფრიკასთან, ეგრევე სამჯერ ძლია ავსტრალიის "ვოლაბიზი, ვისაც მშობლიური კავშირის მიერ დაწუნებული კივი მწურთნელი, რობი დინსი მოძღვრავს. ოზებმა ბურთის ხელდახელ გოგმანი ნაღდად იაპებზე და ეგებ კივებზე უკეთაც იციან, მაგრამ დალხენილი ყოფის გამო, საოცრად უსისხლონი ხომ არიან და როგორც წესი, წვართიც მატჩის ბოლომდე ვერ ყოფნით.

შარშან გამოცდილ სამხრეთულ წესთა უარყოფამ შოუ წაახდინა. საშუალო ლელოიანობა 38 პროცენტით შემცირდა და 14 სეზონში ბოლოდან მესამე ნიშნულამდე დაეცა, ლელოს გატანით მოპოვებულ ქულათა წილი კი მესამედზე ოდნავ მეტი, 34 პროცენტი გამოვიდა, რაც ბოლოსწინა მაჩვენებელია.

საგულისხმოა და ჩემპიონს ლელოთა ბალანსი უარყოფითი აქვს, მაგრამ კარი კი აყუმბარა შედეგიანად: ერთმა სტეინმა, მორნემ, ზელანდიას მესამე შაბათს რვა ჯარიმა გაუტანა, მეორემ, ფრანსმა კი მერვე რაუნდში, საჩემპიონო რკენაში, პირველ ტაიმშივე წაახდინა კივები იმით, რომ 60, 56 და 53 მეტრიდან შეუგდო უმნიშვნელო შეცოდებებისთვის დანიშნული ფოთ-შოთები.

ჰენრის იდეები

უფალი ჰენრის თავკაცობით ზელანდიამ წლეულს ოთხი მარცხი კი იგემა (სამ ერამდე ფრანგებთანაც წააგო) მაგრამ გურუ და ამალა მსოფლიო თასის ბოლომდე მაინც გაწურთნიან ნაკრებს. გრემს ესმის, რომ მის ნათქვამს ოფიციოზი ყურად არ იღებს, მაგრამ მაგ აზრზე კია, რომ ჯარიმიდან გატანილი გოლის ფასი სამიდან ერთ ქულამდე უნდა შემცირდეს და "ალალის" წესიც დაიხვეწოს - თუ გადმოკიდებულს დაიჭერ, თამაშს დარტყმის ადგილიდან (!) განაახლებ.

ამით პინგ-პონგი გაიშვიათდება, მაგრამ ჯარიმის შიშიც აღარავის ექნება და დარღვევები გახშირდება. მეორე მხრივ, იმატებს თამამად იერიშიც, თორემ სტეინთა და მათებრთა რიდით, წლეულს გუნდები შეტევის ნაცვლად მეტოქეს ურტყამდენ ოვალს, რათა მდევრებს დამჭერი ალყაში მოექციათ და ჯარიმა იქეთ გამოეძალათ.

და რამ აქცია ჯარიმა ლამის ნაღდ სამ ქულად, ხოლო შორი გადაკიდება ხელდახელ ბურთაობის იოლ ალტერნატივად? ჰენრის თანახმად, ახალმა მასალებმა და ტექნოლოგიებმა! ისე გაუმჯობესდა ბუციცა და ბურთიც, რომ თუ უწინ ოვალი 45 მეტრზე ირტყმებოდა, ახლა 70 მეტრზე მიფრინავს; მეორე მხრივ, მოედანი 100-მეტრა დარჩა, რის გამოც ფეხით თამაში უფრო მომგებიანია, ვიდრე ხელით, რაც გურუს მრწამსით, რაგბის პირვანდელ არსს ეწინააღმდეგება.

>>>    სამი ერი 2009

თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/07

ზელანდია

22:16

ავსტრალია$ 1/1

ლენდი

25/07

აფრიკა

28:19

ზელანდია

2/1

ბლუმფონტ^

 1/08 აფრიკა 31:19 ზელანდია 1/1 დურბანი
 8/08 აფრიკა 29:17 ავსტრალია 1/2 კეიპტაუნი

22/08

ავსტრალია$

18:19

ზელანდია

0/1

სიდნეი

29/08 ავსტრალია$ 25:32 აფრიკა$ 3/4 პერთი
  5/09 ავსტრალია 21:6 აფრიკა 2/0 ბრისბენი

12/09

ზელანდია$

29:32

აფრიკა

2/2

ჰემილონი

19/09

ზელანდია

33:6

ავსტრალია

3/0

ველინგონი

კიბე

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

პრ$

აფრიკა

21 +28 158:130 3-0 2-1 10/11 1

ზელანდია

13 +10 141:131 2-1 1-2 9/6 1

ავსტრალია

7 -38 103:141 1-2 0-3 8/10 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
^ რვაზე ნაკლებით წაგება ანდა
მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია [$]

<<    პლანეტ რაგბის რჩეული (მიუთითებლად აფრ)

15 ფრანს სტეინი, 14 ქორი ჯეინი (ზელ, 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნე სტეინი, 9 ფური დიუპრე / 1 ბენ რობინსონი (ავს, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 ჯონ სმიტი კაპ; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 ჰაინრიხ ბრიუსო, 7 რიჩი მაკქოუ (ზელ, 8 ქიარან რიდი (ზელ)

მრქ) 22 ადამ ეშლი-კუპერი (ავს, 21 დენ კარტერი (ზელ, 20 ჯიმი ქოუანი (ზელ / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ (ავს, 17 თონი ვუდქოქი (ზელ; 18 ბრედ სორნი (ზელ, 19 ჯორჯ სმითი (ავს)

<<    ქულა

95 მ.სტეინი, 72 მეტ გიტო (ავს, 51 კარტერი, 42 სთივენ დონალდი (ზელ, 15 ფ.სტეინი, 11 ბერიქ ბარნსი (ავს)

<<    ლელო

3 გიტო; 2 ფური ჰაბანა დიუპრე მაკქოუ ეშლი-კუპერი, მა ნონუ (ზელ)

<<    დასაბამიდან, 14 სეზონში (2006 2008 2009 სამ წრედ)

წელი

96

97

98

99

00

01

02

03

04

05

06

07

08

09

სულ

ზელ 17 18 2 12 12 9 15 18 9 15 23 13 19 13 195 9
ავს 6 6 10 10 14 11 11 6 10 3 11 9 14 7 128 2
აფრ 6 7 17 4 6 6 7 4 11 13 9 5 10 21 126 3

ლელო

20

48

22

17

29

13

32

30

26

26

42

19

43

27

394

 

ლ/თ 3.3 8.0 3.7 2.8 4.8 2.2 5.3 5.0 4.3 4.3 4.7 3.2 4.8 3.0 საშ 4.2
ქულა 260 403 224 221 313 212 291 293 272 276 418 242 386 402 4213  
ლელ% 38 60 49 39 46 31 55 51 48 47 50 39 56 34 საშ 46

>>>     ირბ-ის რეიტინგი

21/09) 1 აფრიკა 9169, 2 ზელანდია 8961, 3 ავსტრალია 8515 - 4 ირლანდია 8327, 5 საფრანგეთი 8148, 6 არგენტინა 8129, 7 ინგლისი 8123, 8 უელსი 8074, 9 ფიჯი 7652, 10 შოტლანდია 7523, 11 სამოა 7348, 12 იტალია 7123 ^ პლუს-მინუსი: ზელ 55 ავს

>>>     12 მოწინავის ჩრდილოური ტესტები

31/10    ზელანდია - ავსტრალია (ტოკიო)

7/11    ინგლისი - ავსტრალია, უელსი - ზელანდია

13/11    უელსი - სამოა; 14/11 ინგლისი - არგენტინა, საფრანგეთი - აფრიკა, შოტლანდია - ფიჯი, იტალია - ზელანდია; 15/11 ირლანდია - ავსტრალია

21/11    ირლანდია - ფიჯი, ინგლისი - ზელანდია, საფრანგეთი - სამოა, შოტლანდია - ავსტრალია, უელსი - არგენტინა, იტალია - აფრიკა

28/11    ირლანდია - აფრიკა, საფრანგეთი - ზელანდია, უელსი - ავსტრალია, შოტლანდია - არგენტინა, იტალია - სამოა

5/12    ბარბაროსები - ზელანდია

<<< >>>